მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოს მთავრობა აღარ არსებობს, მარიონეტი მთავრობა ინსტრუქციებს მოსკოვიდან იღებს - სალომე ზურაბიშვილი - 27 ნოემბერი 2025

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აღარ ჰყავს, მისი თქმით ახლა ქვეყანას მარიონეტი მთავრობა ჰყავს, რომელიც ინსტრუქციებს მოსკოვიდან იღებს. 

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. 

პასუხი ნამდვილად არ არის საქართველოს მთავრობასთან მუშაობა. საქართველოს მთავრობა აღარ არსებობს. მარიონეტი მთავრობა გვყავს, რომელიც ფაქტობრივად მოსკოვიდან იღებს ინსტრუქციებს, ყოველ მეორე დღეს რუსეთის ლიდერებისგან იღებს კომპლიმენტებს და ძალიან აგრესიულია საქართველოში ევროკავშირის ან შეერთებული შტატების წარმომადგენლების მიმართ, ძალიან აგრესიულია ყველა ევროპული პოლიტიკური ქმედების მიმართ.

ასე რომ, მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობა არ არსებობს. არსებობს გარედან მუშაობის შესაძლებლობები. ევროპული ინსტიტუტები ახლა არიან სხვადასხვა გამოწვევის წინაშე, და ეს პირველ რიგში უკრაინაა. თუმცა ჩვენ გვჭირდება მეტი ყურადღება. საჭიროა გაცნობიერება რომ ეს არ არის რეჟიმი რომელიც იხრება ავტორიტარიზმისკენ, მას უნდა დაერქვას სახელი, ეს არის რუსული პოლიტიკა საქართველოში. ამის აღიარებაა საჭირო," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

"სიცილის დრო არ არის, გაერთიანების დროა" - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ახლა პოლიტიკური პარტიების გაერთიანებისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ძლების თანხვედრის დროა, რათა ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. 

მისი განცხადებით, თავიდან სასაცილო იყო, როცა რუსულმა პროპაგანდამ დაიწყო მტკიცება, რომ ევროპას სურდა მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, თუმცა პროპაგანდამ იმუშავა და ახლა ახალი პროპაგანდაა დაწყებული ნეიტრალიტეტზე. 

პოლიტიკური პარტიების მდგომარეობა ძალიან რთული და განსხვავებულია. მე ვცდილობ მათ კოორდინაციას, კრიტიკულად ვარ განწყობილი მათ მიმართ, მაგრამ აქვე ვაცნობიერებ რომ რთულია ოპერირება დიქტატურაში. ჩემი აზრით, დღეს არ არის პოლიტიკური პარტიების დრო,  ჩვენ არ უნდა ველოდოთ სასწაულებს, ლიდერები არიან ციხეში, ფინანსური რესურსი მათ არ აქვთ. დრო არის მათი გაერთიანების, ძალების თანხვედრის პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას საპარლამენტო არჩევნები. 

როცა რუსულმა პროპაგანდამ დაიწყო მტკიცება, რომ ევროპას სურდა მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, ჩემი რეაქცია იყო სიცილი და ჩვენ ყველა ვიცინოდით. რადგან როგორ შეიძლება იმის დაჯერება, რომ მშვიდობიან მეგობარ ევროპას სურს ომის დაწყება. როცა ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მაგრამ ეს პროპაგანდა გაძლიერდა, გამყარდა და იმუშავა. ახლა ახალი პროპაგანდაა დაწყებული, რომელიც ასევე მოდის რუსეთიდან, ეს ეხება ნეიტრალიტეტს. იგივენაირად, როგორ შეიძლება ქართველებმა დაიჯერონ რომ ნეიტრალიტეტი მუშაობს, როცა ჩვენ გამოცდილი გვაქვს წინა საუკუნეში. აღარ ვფიქრობ, რომ ამაზე სიცილის დროა. ჩვენ გვჭირდება სპეციალური მუშაობა, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება, რომ ამ პროპაგანდას შევეწინააღმდეგოთ," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

სიტყვით გამოსვლისას მან ქართული დიასპორის მნიშვნელობასა და ემიგრანტების გაერთიანების ძალაზეც ისაუბრა. 

ქართული დიასპორა შედარებით ახალია, ეს არ არის ისტორიული დიასპორა, ის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბდა მას შემდეგ რაც გაიხსნა საზღვრები და ხალხმა გასვლა დაიწყო. ეს არის ახალი და ნაკლებად ორგანიზებული დიასპორა, რომელმაც არ იცის ის სიძლიერე რაც მას გააჩნია. მათთვის მთავარია კონსოლიდაცია. სწორედ ამიტომ საქართველოს არალეგიტიმურმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ შეუზღუდოს ხმის უფლება. რადგან მათ კარგად იციან რომ დიასპორა თავის მხრივ ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია თუ ის ორგანიზებული იქნება და ამის მცდელობას ჩვენ ნელ-ნელა უკვე ვხედავთ. ახლა უფრო მეტი კონსოლიდაციაა საჭირო," - თქვა ზურაბიშვილმა. 

ტვ პირველი

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE