მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე სავალდებულო გახდება თითის ანაბეჭდის დატანა - 27 ნოემბერი 2025

საქართველოს მოქალაქის პირადობისა და პასპორტის გაცემის წესში ცვლილებები შედის - კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და ის პირველი მოსმენით უკვე მიიღეს. კანონის ძირითადი ნაწილი, რომელიც ახალი თაობის დოკუმენტებს შეეხება, 2026 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

დაგეგმილი ცვლილებებით ელექტრონული პირადობის მოწმობებსა და პასპორტებს დაემატება ახალი ელემენტები: 

- თითის ანაბეჭდი: პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე სავალდებულო გახდება თითის ანაბეჭდის დატანა.

- CAN კოდი (Card Access Number): დაემატება სპეციალური კოდი, რომელიც გამოყენებული იქნება უკონტაქტო მიკროსქემიდან მონაცემების ამოკითხვისთვის. ეს ფუნქცია ასევე დაემატება პასპორტებს.

- QR კოდი: პირადობისა და ბინადრობის მოწმობაზე დაიტანენ QR კოდს. ეს მოქალაქეს, მისი თანხმობით, საშუალებას მისცემს, ინფორმაცია გადაამოწმოს საკუთარი სტატუსის შესახებ (მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის ან სტუდენტის სტატუსი).

მთავარი არხი

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE