მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დაკავებულმა ბათუმელმა მედროშემ მშრალი შიმშილობა დაიწყო - ჭავჭანიძის წერილი ციხიდან - 29 ნოემბერი 2025

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ბათუმელმა მედროშემ გლდანის ციხეში მშრალი შიმშილობაა დაიწყო - "პირველების" რედაქციისთვის გამოგზავნილ წერილში, ზურაბ ჭავჭანიძე წერს, რომ პროტესტის ამ ფორმას უსამართლო სისხლის სამართლებრივი დევნის გამო მიმართა. 

ჭავჭანიძე, რომელიც ბათუმში პროტესტის დაწყების პირველივე დღიდან ქუჩაში იდგა, წერილში წერს, რომ უდანაშაულოა და რომ "ოცნება" ევროპული მომავლის დაცვის გამო სჯის. 

ბათუმელი მედროშე მეოთხე დღეა მშრალ შიმშილობაზეა. 

დიდი მადლობა თქვენ ასეთი მედგრად დგომისთვის — თქვენ ნამდვილი გმირები ხართ. თავს ვიხრი თქვენს წინაშე. თქვენ ხომ ბრძოლის წინა ხაზზე ხართ და შეგიძლიათ, საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქის ყურამდე და გულამდე მიიტანოთ ის ოთხი ფაქტი, რომლებიც ხილვასავით წარმომიდგა.

ფაქტები:

 1. რუსული მმართველობის ქვეშ ერთ მილიონამდე ქართველი მოკლეს.

 2. ყველა რუსი მმართველის ყველაზე დიდი ოცნებაა საქართველო — ქართველების გარეშე.

 3. მეოცე საუკუნეში კავკასიაში არსებობდნენ ორი ერი — აბაზგები და უბიხები, რომლებიც დედამიწის ზურგიდან სრულებით გაქრნენ, აღმოიფხვრნენ.

 4. ასი წელიც არ არის გასული, რაც სოჭი საქართველო იყო. ზუსტად ისე, როგორც დღეს სოჭია, იგივეს აპირებენ საქართველოსთვისაც. ასე რომ, საქართველო გადაშენებისა და გაბრწყინების ვიწრო ზოლზე გადის — ისევე, როგორც მე გავდივარ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ვიწრო ზოლზე.

ვშიმშილობ მშრალი შიმშილით, ამიტომ ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო. ბოროტების დამარცხება კი მხოლოდ სიყვარულითაა შესაძლებელი", - წერს ჭავჭანიძე წერილში.

ტვ პირველი

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE