ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების სკანდალის ფონზე სულ უფრო მეტი დაზარალებული ალაპარაკდა - ადამიანები, ვინც ერთი წლის წინ, წყლის ჭავლი დაარბიეს დღემდე ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივიან.
როგორც "პირველებთან" მასწავლებელი, მანანა ხუჭუა ამბობს, სწორედ წყლის ჭავლით დარბევის შემდეგ განუვითარდა ფეხზე მწვავე ალეგრიული ფონი, ასევე პედაგოგი დღემდე უჩივის გულის პრობლემებს. მანანა ხუჭუას თქმით, ახლა ზუსტად ხვდება რომ, მაშინ ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს.
ფეხების წვა დამეწყო ძალიან. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რამე მჭირდა და რაღაცა. ვიფიქრე, რომ ვირბინე, არვიცი რაში იყო საქმე. სველი მქონდა შარვალი, რომ გამოვიცალე და ჩემებმა დაინახეს, ეს რა გჭირსო. პირველი რაც ვიფიქრე, დეიდაჩემს ჰქონდა წითელი ქარები და ვიფიქრე, ალბათ გადმომედო და პირველი რაც გავაკეთე, გადავიღე ფოტოები და გადავაგზავნე. მე არც მაშინ არაფერზე არ დავფიქრებულვარ. ამან ორ კვირაში გამიარა, მაგრამ გავხდი გულით ავადმყოფი. გზაზე რომ გადავდიოდი, პირგაღებული ვსუნთქავდი. მერე გავიდა ერთი წელიწადი და არაფერი. ეხლა რომ გავიგე ამ ნივთიერებაზე , ვიფიქრე რომ ეგ იყო, რაც იყო. გრძელვადიან პერსპექტივაშ ისე მკაფიოდ გამოხატული აღარ არის, მაგრამ დაღლილობა, სუსტი იმუნიტეტი, წონის მკვეთღი კლება არსად არ წასულა ერთი წლის შემდეგაც", - აცხადებს მანანა ხუჭუა .
ჯანმრთელობის მწვავე პრობლემებზე საუბრობს ასევე თორნიკე როინიშვილი. აქტივისტი "პირველებს" ეუბნება, რომ სწორედ დარბევსი შემდეგ გაურთულდა გულის მანკი, ჰქონდა სისხლდენა ცხვირის და პირის ღრუდან.
როინიშვილი დღემდე უჩივის წონის ქრონიკულ კლებას, უძილობას და სუსტ იმუნიტეტს.
ძალიან მალევე დაიწყო პირველი ინტოქსიკაციიდან პირველი ნიშნების გამოჩენა. ეს იყო თავიდან მსუბუქი თავბრუსხვევები, რომლებიც შემდეგ ცხვირის და პირის ღრუდან ძლიერი სისხლდენებში გადაიზარდა. შემდეგ ამას მოჰყვა გულის და ფილტვების პრობლემები, ხშირი დაღლილობა, ენერგიის არქონა, იმუნიტეტის განადგურება. პატარა გაციებაც კი ახლა ძვირად მიჯდება, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მინიმუმ ერთი კვირა საწოლიდან ადგომასაც ვერ ვახერხებ. არანაირი ვიტამინების კურსი არ შველის ამ ყველაფერს. ექიმებიც ვარაუდობენ, რომ ეს ყველაფერი ძლიერი ინტოქსიკაციის ბრალია, იმიტომ, რომ პერიოდიც ამ ყველაფერს ემთხვევა - ჩემი ჯანმრთელობის გაუარესება დაიწყო ჩემი ინტოქსიკაციების შემდეგ, იმიტომ, რომ მანამდე აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი და არასდროს ჩემთვსი მსგავსი პრობლემები არ არსებობდა. ასევე თვალებსი ძლიერი ტკივილი, ღამით კოშმარები. გულზე გადავიღე ექსოკოპია და კარდიოგრამა, სადაც ჩანდა, რომ ჩემი მინიმალური გულის მანკი, რომელიც მაპროვოცირებელი ფაქტორების გარეშე არასდროს არ გაუარესდებოდა, ახლა საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, რაც გულის გადაღლას და მუშაობის არასრულ მდგომარეობას იწვევს", - ამბობს თორნიკე როინიშვილი.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
ტვ პირველი