მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სამებაში ჩვილთა 24-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება - 09 სექტემბერი 2012

[myrights.ge] 

ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დღეს ჩვილთა 24-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. როგორც ინტერპრესნიუსს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრ ძლევაიდან“ აცნობეს, ამჯერად უწმინდესის ნათლული კიდევ 664 ჩვილი გახდება. ნათლულებს ტრადიციულად ჯვარს, ნათლობის მოწმობას, სახარებასა და სანთლებს აჩუქებენ. ნათლობის დასრულების შემდეგ კი სამების ტაძარში უწმინდესი მიბრძანდება და საკუთარ ნათლულებს დალოცავს.

კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული უკვე 12 369 ბავშვია. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. ჩვილთა საყოველთაო 23-ე ნათლობა 13 ივლისს, სვეტიცხოვლობას გაიმართა. 

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა კი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა. კათოლიკოს-პატრიარქის ამ ინიციატივის მიზანი, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ნათლობა ერთ-ერთი შვიდ საიდუმლოთაგანია, რითაც მორწმუნე პირველად ეზიარება ქრისტიანობას, განიწმინდება პირველქმნილი ცოდვისაგან, განერიდება ეშმა და ავ სულს, ნათლობით იწყება სულიერი ცხოვრება ქრისტიანისა. ესაა წყლით განბანვა და ხელახლა დაბადება. ნათლობა ხდება სულიწმიდის მადლით, მისი ძალით ხდება განახლება ცოდვილი ადამიანის, რომელიც წმ. ემბაზიდან პირველქმნილი შეცოდებისაგან განწმენდილ-გამართლებული გამოდის. საფუძვლად უდევს მაცხოვრის სიტყვები: უკეთუ ვინმე არ იშვას წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა (იოანე 3, 5).

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE