მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გურამ დონაძე 25 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - 09 თებერვალი 2013

[pirveli.com.ge]

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელი გურამ დონაძე 25 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

როგორც "პირWელს" დაკავებულის ადვოკატმა კახა შონიამ განუცხადა, დონაძე დაკისრებული გირაოს თანხას დღესვე გადაიხდის.

"დონაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და ის ამის შესახებ გამოძიებას ჩვენებასაც მისცემს", - განაცხადა შონიამ.

შეგახსენებთ, რომ გურამ დონაძეს ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილით ედება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ნიშნავს.

აღნიშნული მუხლი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფლების 5-დან 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

19 წლის ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლეს.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE