მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სასამართლო განაჩენების გადასახედად კომისია შეიქმნება - 13 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

საქართველოში 2004–2012 წლებში სასამართლო განაჩენების გადახედვის მიზნით კომისია იქმნება.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, თბილისში სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“_ში დიპლომატიურ კორპუსსა და მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ათეულათასობით ადამიანი დღემდე უკანონო პატიმრად რჩება.

„მათ სამართლებრივი გარანტია სჭირდებათ იმისათვის, რომ მათი საქმეები დეტალურად გადაისინჯოს. ხსენებული კომისიის ჩამოყალიბებით სწორედ ამ გარანტიას ვქმნით. კომისია გადახედავს განაჩენებს და საკუთარ დასკვნას შემდგომი რეაგირებისთვის მართლმსაჯულების ორგანოს გადაუგზავნის“,–აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისი განმარტებით ვარდების რევოლუციის შემდეგ მართლმსაჯულებას ბევრი ხარვეზი ჰქონდა და სისხლის სამართლის საქმეებზე დაუსაბუთებელი განაჩენები იყო მიღებული.

„დღეს ადამიანებმა არ იციან, რატომ არიან დასჯილები“,–დასძინა თეა წულუკიანმა

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE