მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შარლ აზნავურს ახალციხეში გამართული კონცერტისთვის ჰონორარის სახით 789 169 ლარი დაერიცხა - 17 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

2012 წლის ზაფხულში ახალციხეში, რაბათის ციხის გახსნისას გამართული კონცერტისთვის, კულტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან 1 356 800 ლარი გამოიყო. ამის შესახებ ზემოხსენებული უწყებიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ცნობას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს.

“16 აგვისტოს ახალციხეში, განახლებული რაბათის ციხის გახსნისადმი მიძღვნილი ზეიმის ფარგლებში, კონცერტი გამართა სომხური წარმოშობის ფრანგმა მომღერალმა და მსახიობმა შარლ აზნავურმა, რომელიც წარმომავლობით ახალციხიდანაა. გახსნის ცერემონიას და კონცერტს დაესწრნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მეუღლე სანდრა რულოვსი. როგორც ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციიდან იკვეთება, ფრანგ მომღერალ შარლ აზნავურს, ახალციხეში გამართული კონცერტისთვის ჰონორარის სახით დაერიცხა 789 169 ლარი, სასტუმრო მომსახურება დაჯდა 26 429 ლარი, კეტერინგი (გასვლითი სარესტორნო მომსახურება) 11 443 ლარი, სცენის გაფორმება ყვავილებით 15 000 ლარი, ხოლო კონცერტის ორგანიზატორის (შპს ისთერნ პრომოუშენ) საკომისიომ შეადგინა 100 000 ლარი”, - ნათქვამია ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE