მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ლეიბორისტული პარტია მთავრობას სოციალური დახმარებების გაუქმებაში ადანაშაულებს - 22 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

ლეიბორისტული პარტია პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუარესებაში ადანაშაულებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის წამომადგენელმა ლეილა გაფრინდაშვილმა განაცხადა, ხალხს ახლა სინანული აღარ უშველის, რადგან მათ აირჩიეს ეს ხელისუფლება და ლეიბორისტული პარტია კი პარლამენტს გარეთ დატოვეს.

მისი თქმით, უკვე ბევრი მოქალაქე ურეკვთ მათ და ბოდიშს უხდის, რომ არასწორი არჩევანი გააკეთეს და ლეიბორისტული პარტიის ნაცვლად, „ქართულ ოცნებას“ დაუჭირეს მხარი.

„პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც არჩევნებამდე ხალხს სამოთხეს ჰპირდებოდა, საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი. მან და მისმა მთავრობამ, სოციალურად დაუცველ 40 000 ოჯახს დახმარება მოუხსნა, ხოლო სამაჩაბლო–ახალგორის ლტოლვილებს კომუნალური შეღავათები გაუუქმა, აფხაზეთის ომის ვეტერანები კი შეღავათების გარეშე დატოვა. მოვუწოდებ ივანიშვილს, დაუბრუნოს ხალხს ჩამოთმეული უფლებები, თუნდაც თავისი მილიარდების ხარჯზე, რომლითაც აქამდე მასზე მიყიდულ ელიტას აფინანსებდა“,–განაცხადა პრესკონფერენციაზე ლეილა გაფრინდაშვილმა.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE