მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიგი უგულავას მხარდასაჭერად აქცია გაიმართება - 23 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

დღეს თბილისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით, დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას მხარდასაჭერად აქცია გაიმართება.

აქციის სახელწოდებაა "არ დავუთმოთ თბილისი ბიძინა ივანიშვილს". აქცია 14:00 საათზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან გაიმართება, სადაც ამ დროისთვის გიგი უგულავას ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.

"14.00 საათზე გიგი უგულავა დაბარებულია ფინანსურ პოლიციაში, ბრალის წაყენების მიზნით . მოგიწოდებთ ყველას, შევიკრიბოთ ვაკე-საბურთალოს შემართებელი ქუჩისა და უნივერსიტეტის ქუჩის კვეთაში. არ დავუთმოთ თბილისი ბიძინა ივანიშვილს", - ნათქვამია ნაცმოძრაობის ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE