მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თბილისის მთავრობის წევრები გიგი უგულავასთან ერთად დედაქალაქში განხორციელებულ ყველა პროექტზე პასუხისმგებლობას იღებენ - 23 თებერვალი 2013

[pirveli.com.ge]

თბილისის მთავრობის წევრები თბილისის მერ გიგი უგულავასთან ერთად დედაქალაქში განხორციელებულ ყველა პროექტზე პასუხისმგებლობას იღებენ.

ამის შესახებ თბილისის მთავრობის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ჩვენ, ქალაქ თბილისის მთავრობის წევრები, ვაცხადებთ, რომ დედაქალაქის მერთან ერთად ვიღებთ პასუხისიმგებლობას თბილისში განხორციელებულ ყველა პროექტზე, ამ წლების განმავლობაში მიღწეულ უამრავ წარმატებებსა თუ დაშვებულ შეცდომებზე. ამასთან ერთად დარწმუნებულები ვართ, რომ დედაქალაქის მერისთვის წარდგენილი ბრალდება, რომელიც რიყის ტერიტორიაზე სკვერის მოწყობასა და დასუფთავების კომპანიაში მოქალაქეების დასაქმებას შეეხება, არის უსაფუძვლო და საგამოძიებო ორგანოების მოქმედება მხოლოდ ქალაქის მერის პოლიტიკური პოზიციის პასუხს წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოზე საკითხის განხილვისას დამტკიცდება სიმართლე და ჩვენ თბილისის მერ გიგი უგულავას ხელმძღვანელობით ქალაქისა და თბილისელების სასარგებლოდ მუშაობას გავაგრძელებთ", - ნათქვამია განცხადებაში.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE