მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პარლამენტში საგამოძიებო კომისია აღარ შეიქმნება - 24 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისია აღარ შეიქმნება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი პროკურატურის კარგი მუშაობაა.

,,თავიდანვე ვთქვით, რომ საჭიროების შემთხვევაში შეიქმნებოდა ეს კომისია. ამ წუთას არც მე და არც უმრავლესობა ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ. იმიტომ, რომ ვფიქრობ, პროკურატურა ძალიან კარგად მუშაობს. თავიდან გვეშინოდა, რომ პროკურატურას არ ეჩქარა, გამომდინარე იმ ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ზეწოლისგან, რომლის ქვეშაც დღეს საგამოძიებო სტრუქტურები იმყოფებიან, მაგრამ ყველაფერი წესრიგშია. ბევრი ადამიანი გაბრაზებულია იმაზე, რომ არც ისე სწრაფად მუშაობს პროკურატურა, მაგრამ სწორედ ეს არის ის ამოცანა, რომ არავის არ გაუჩნდეს განცდა, რომ საქმეს რამე დააკლდა, რომ არის გამოძიება ნაჩქარევი და მტკიცებულებები არ არის საკმარისად შეკრებილი. ამიტომ ჩემი აზრით, დღეს ამ კომისიის შექმნის აუცილებლობა ქვეყანაში ნამდვილად არ დგას,”-აღნიშნა ხიდაშელმა.

ცნობისთვის: საპარლამენტო საგამოძიებო კომისიისათვის სწორედ თინათინ ხიდაშელს უნდა ეხელმძღვანელა.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE