მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თინა ხიდაშელის აზრით, ჯოზეფ ქეი სანდო წყარო ვერ იქნება - 24 თებერვალი 2013

[pirveli.com.ge]

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის აზრით, ბიზნესმენი ჯოზეფ ქეი სანდო წყარო ვერ იქნება.

ამის შესახებ ჯოზეფ ქეის მიერ ტელეკომპანია "იმედის" საქმესთან დაკავშირებით მიცემული ჩვენების კომენტირებისას განაცხადა.

"ჩვენ ვიცით, ვინ არის ჯოზეფ ქეი, როგორ მოექცა ის პატარკაციშვილების ოჯახს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტები, როლებზეც ის თავის ჩვენებაში საუბრობს, გამყარებულია თუ არა სხვა მტკიცებულებებით, იმიტომ რომ ჯოზეფ ქეი, სრულიად ღიად ვამბობ ამას, ჩემთვის არავითარ შემთხვევაში ვერ იქნება სანდო წყარო რაიმე ტიპის ინფორმაციისთვის, მაგრამ ამბავი, რომელსაც ის ჰყვება, თუ ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება და რაიმე არგუმენტებით გამყარებულია, მაშინ ბუნებრივია, ეს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის ჩვენებიდან ამონარიდი გაავრცელა.

დაკითხვის ოქმში, რომელიც 2013 წლის 15 თებერვალს თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართა, ჯოზეფ ქეი ჰყვება, როგორ დაათმობინეს "იმედის" წილი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ქეი აცხადებს, რომ არხის გადაცემაზე მოლაპარაკებებს თბილისის მერ გიგი უგულავასთან და დავით კეზერაშვილთან, ასევე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთანაც აწარმოებდა.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE