მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ლევან ბერძენიშვილი: "სასამართლოს გადაწყვეტილება სრულიად მოსალოდნელი იყო" - 25 თებერვალი 2013

[pirveli.com.ge]

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, თბილისის მერ გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულიად მოსალოდნელი იყო.

ამის შესახებ ბერძენიშვილმა "პირWელს" სასამართლოს იმ გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა, რომლის თანახმად, უგულავას აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ შეეფარდა.

"მე პარლამენტის წევრი ვარ და სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასების უფლება არ მაქვს, ვინაიდან ჩვენი ყველა აზრი სასამართლოს ზეწოლად გვეთვლება. ამდენად, ჩვენ ვემორჩილებით მის გადაწყვეტილებას. გაუმარჯოს დამოუკიდებელ სასამართლოს", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ "სრულიად მოსალოდნელი იყო ასეთი გადაწყვეტილება და – ისეთიც".

ცნობისთვის, თბილისის მერს გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას "ტელეიმედის" მითვისებასა და საბიუჯეტო თანხებით "ნაციონალური მოძრაობის" თვალთმაქცურ დაფინანსებაში ედება ბრალი.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა (სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება) და სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია) აქვს წაყენებული.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE