მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
22 იანვარი 2022
8 წესი, რაც ბინაზე მყოფმა კოვიდინფიცირებულმა პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ - მაია ბუწაშვილი
„ომიკრონის შემთხვევების ზრდასთან ერთად ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალურად მზად უნდა იყოს მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს. მაგრამ ამჟამად უფრო დიდი პრობლემაა ბინაზე მართვაში ჩართული ექიმების დეფიციტი. მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტები და უსიმპტომოებიც კი ღელავენ და დიდი უკმაყოფილებაა იმაზე, რომ ექიმი არ დაუკავშირდა, ან ერთხელ დაუკავშირდა და შემდეგ აღარ. ოჯახის ექიმები უკიდურესად გადატვირთულები არიან და მათთვის საყვედურის თქმა ნამდვილად არასწორია. თუმცა პაციენტების უკმაყოფილებაც გასაგებია. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ინფიცირებულთა დიდ ნაწილს არავითარი დახმარება არ ჭირდება, ყველა პაციენტს აუცილებლად ესაჭიროება ექიმთან კავშირი. ამიტომ ამ რგოლში (ანუ დისტანციური მეთვალყურეობის) რაც შეიძლება მეტი ექიმის ჩართვა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. (ალბათ სხვა პროფილის ექიმების სწრაფად ტრეინინგი და კოვიდზე კონსულტირებაში ჩართვაც კარგი იქნებოდა)".
   
21 იანვარი 2022
ფაქტები და მითები ომიკრონ ვარიანტის შესახებ - EURO WHO Office in Georgia
ფაქტი: ბუსტერ დოზით ვაქცინაცია ამცირებს ომიკრონისა და COVID-19-ის ყველა სხვა ვარიანტისგან გამოწვეული მძიმე დაავადებისა და სიკვდილის რისკს.
   
19 იანვარი 2022
სააკაშვილი იყოს შინაპატიმრობაში ჩემს ეპარქიაში, მზად ვარ ყველანაირი პირობა შევქმნა - მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი
„სახელმწიფოს ვთავაზობ გამოსავალს. მგონია, რომ კარგი იქნება, თუ ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ პრეზიდენტი იყოს შინაპატიმრობაში. ჩემი აზრი იყო, რომ მოსახერხებელი იქნება, არ იყოს ის თავის სახლში, ანუ სადაც აქ ცხოვრობს თბილისში, ამიტომ შევთავაზე ჩემი ეპარქია. თუ სახელმწიფოს ეს ინიციატივა მოეწონება, ჩამობრძანდებიან ალბათ, ადგილსაც შეარჩევენ, მე ვიქნები შუამავალი სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
   
12 იანვარი 2022
ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმეზე დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არანაირ ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს - ზვიად კორძაძე
„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც სამი წლის განმავლობაში ვამბობდით, რომ არანაირ ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს და ეს მოსამართლემ დღეს დაადასტურა. დღევანდელი განაჩენი იყო სახის შენარჩუნება ბრალდების მხარისთვის. უცნაურია, რომ სამართლებრივად საქმეში დაზარალებული არ არის. თაღლითობის მუხლს დაზარალებული სჭირდება. ვინც მოიაზრება დაზარალებულად, ის აცხადებს, რომ დაზარალებული არ არის. ამიტომ ეს განაჩენი ამ ფორმითაც კი თავს ვერ დაიკავებს ზემდგომ ინსტანციებში და საბოლოო ჯამში გამართლებით დამთავრდება. პირველი ეტაპი მოგებულია და რაც მთავარია, ამ საქმეში დადგენილია, რომ არავითარ ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს. ზუსტად ამ ბრალდებით ტარდებოდა ის პრესკონფერენციები, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან ერთად, პროკურატურა ყოველ ორ კვირაში გამოდიოდა და ფულის გათეთრებას იძახდა. როგორც სამი წლის წინ ვეუბნებოდით პროკურატურას, ფულის გათეთრება ვერ დადგინდებოდა, ასევე გპირდებით, რომ აქ არც თაღლითობა დაიკავებს თავს. უბრალოდ თაღლთობას ადგილი არ აქვს“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.
   
12 იანვარი 2022
„ომიკრონის“ სიმპტომებისა და მიმდინარეობის შესახებ - ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განმარტება
„ომიკრონის შტამისთვის დამახასიათებელია ხუთი ძირითადი სიმპტომი: ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ცემინება და ყელის ტკივილი. ასევე დამატებით აღინიშნება „კოვიდისთვის“ აქამდე ნაკლებად დამახასიათებელი სიმპტომები: გულისრევა, ღამით ოფლიანობა, წელის ტკივილი. ხველა შეიძლება იყოს, თუმცა უფრო მსუბუქად გამოხატული, ვიდრე „კოვიდის“ წინამორბედი შტამების შემთხვევაში. სიცხე შედარებით ნაკლებად ახასიათებს".
   
10 იანვარი 2022
არ უნდა მოვდუნდეთ იმის გამო, რომ „ომიკრონი“ შედარებით სუსტი შტამია და შედარებით მსუბუქად გადააქვთ მოქალაქეებს - ირაკლი ღარიბაშვილი
"ხვალ გვექნება კოვიდსაბჭო და დამატებით ვიმსჯელებთ ვითარებაზე. პირბადის ტარება არის აუცილებელი, ეს არის პრევენციის და დაცვის საშუალება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის აცილება. მესმის, რომ ახალი წლის დღეებში საკმაოდ გაზრდილია მობილობა. ამას გარდა, „ომიკრონის“ შტამმაც განაპირობა ის, რომ შემთხვევების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი მობილიზება და ის, რაც ხდება ევროპაში, კარგი გაკვეთილია ჩვენთვის. მაგალითად, საფრანგეთში 200 ათასს გადააჭარბა ინფიცირებულთა დღიურმა რაოდენობამ. ამერიკაში ინფიცირების მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა ერთ დღეში. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ, ვიყოთ მობილიზებული, არ უნდა მოვდუნდეთ იმის გამო, რომ „ომიკრონი“ შედარებით სუსტი შტამია და შედარებით მსუბუქად გადააქვთ მოქალაქეებს".
   
05 იანვარი 2022
კოვიდკლინიკები მომზადებული ხვდებიან გამოწვევებს, რაც ახალი შტამის გავრცელებას უკავშირდება - თამარ გაბუნია
„ბუნებრივია, ​„კოვიდის“ მართვის პროცესში არის ახალი გამოწვევები, მსოფლიო დღეს უმკლავდება „ომიკრონის“ ახალ ტალღას. კლინიკებთან ვისაუბრეთ მათი მზაობის თაობაზე, იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევებს ხედავენ. საბედნიეროდ, დღეს კლინიკების დატვირთვა არ არის მაღალი, მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით ნახევარი არის დატვირთული. მზაობა კვლავაც რჩება მაქსიმალური, პერსონალი მზად არის, ახალი პროტოკოლი მოქმედია, მედიკამენტების მარაგი კლინიკებს აქვთ და ვფიქრობ, რომ ყველანაირად მომზადებული ხვდებიან იმ გამოწვევებს, რაც შესაძლებელია ახალი შტამის გავრცელებას უკავშირდებოდეს. ასევე, ვისაუბრეთ ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალში. მოგეხსენებათ, რომ დაწყებულია წახალისების სქემა 50 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვისაც. ვაქცინაციის შემდგომ, პირველივე დოზის მიღებისთანავე მოქალაქე იღებს 200-ლარიან წახალისებას“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
   
30 დეკემბერი 2021
ეს არის ძალადობა პატიმრის წინააღმდეგ და მისი უფლებების უხეში დარღვევა - სალომე სამადაშვილი
„რაც ჩვენ ვნახეთ, არის მორიგ ჯერზე ძალადობა პატიმრის წინააღმდეგ, მისი უფლებების უხეში დარღვევა და დარწმუნებული ვარ, ესე იქნება შეფასებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ. მივმართავ ხელისუფლებას, დღესვე მიეცეს შესაძლებლობა დამოუკიდებელ ექსპერტიზას, რომ შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს და მოხდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. ეს არის ის, რაც არის გასაკეთებელი, ვფიქრობ, საზოგადოება ამას ელოდება და ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგი მოყვება მოვლენების იმ შესაძლო განვითარებას, რომელიც შეიძლება მოყვეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შემდგომ დამძიმებას, რაც ჩემი აზრით, არის სავარაუდო იმ ვითარებაში, როდესაც მისი ნების საწინააღმდეგოდ და სამედიცინო დასკვნის გარეშე გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში. ჩემი აზრით, ცხადი გახადეს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს ხელისუფლებას, ამ წესრიგით მოქმედებს“, – განაცხადა სამადაშვილმა.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია