მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საზოგადოება
17 მარტი 2016
„რეგიონებში კორუფცია და ნეპოტიზმი არის გამეფებული“
„მონიტორინგის ცენტრი მედიატორი“ დმანისსა და ჭიათურაშა ნეპოტიზმისა და კორუფციის სავარაუდო ფაქტებზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ რეალობის შედეგად, გაფლანგული მილიონები და მოუგვარებელი პრობლემები სახეზეა. „მედიატორი“ შესაბამისი უწყებებისგან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს.
   
04 მარტი 2016
ივანიშვილმა კიდევ 30 ხეს დაადგა თვალი?
სოფელ ციხისძირში ხეების გადარგვასთან დაკავშირებით ისეთი პროცესები ვითარდება, რომ ეს „ქართული ოცნების“ მმართველობის შესაფასებლად ღრმად სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს. „მეოთხე საუკეთესო წელს“ ქვეყნის არაფორმალური მმართველი იბრძვის არა იმისთვის, რომ გაღატაკებულ სამწყსოში პენსია-სოციალური დახმარება გაიზარდოს, იპოთეკარებს დაეხმაროს, საბანკო პროცენტები შემცირდეს (მაშ ის უპროცენტო ფულზე საუბარი რაღა იყო ჰა?) და ა.შ. არამედ იმისთვის, რომ მრავალწლოვანი ხეები საკუთარ ადგილ-მამულში გადარგოს.
   
02 მარტი 2016
ბოლნისის მუნიციპალიტეტი ტანძიისა და ბალიჭისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვს
საქართველოს კანონი "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" არცთუ უხარვეზო გამოდგა. მან ვერ მოიცვა ისეთი დასახლებებიც კი, რომლებიც ობიექტური მოსაზრებებიდან გამომდინარე, აღნიშნულ შეღავათიან სტატუსს იმსახურებენ. ამ რეალობის გათვალისწინებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ტანძიისა და ბალიჭისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვს.
   
25 თებერვალი 2016
რატომ არ ანაზღაურებს „ვითიბი ბანკი“ მემკვიდრეობით მიღებულ დავალიანებას?
"სასამართლო ხელმძღვანელობს ერთადერთი გაუქმებული ნორმატიული აქტით (1995 წელს მიღებული), რომ ერთი მილიონი რუსული რუბლი უდრიდა ერთ ლარს. აღნიშნული აქტის მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლომ 1996 წელს შეაჩერა. მიუხედავად ამისა, მოსამართლე პრეცედენტად იყენებს, - მილიონი რუბლი ერთ ლარს უდრის და მორჩა, მეტი არ გეკუთვნისო. ამით იწყებს და ამითვე ამთავრებს პროცესს".
   
25 თებერვალი 2016
რატომ გაათავისუფლეს თანამდებობიდან „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ დირექტორი?
დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ დირექტორი მაკო ჭოღოშვილი 17 თებერვალს თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიზეზად ყოფილი ხელმძღანელის არადამკაყოფილებელი მენეჯმენტი სახელდება. მედიათეკის კოლექტივისთვის ასეთი შეფასება მიუღებელია და მაკო ჭოღოშვილის გათავისუფლებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. თავად ადრესატი, მერიის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.
   
23 თებერვალი 2016
„ენერგო-პრო ჯორჯია“ - სხვისი ქონების ექსპლუატატორი?
სააქციო საზოგადოება „ნია–ს“ დირექტორმა, გიორგი ლევანიშვილმა 2002 წელს, საწარმოს კუთვნილი „ნარეკვავის“ ელმომარაგების ხაზი, დროებითი სარგებლობის მიზნით სოფელ წეროვანის გამგეობას გადასცა. ხელშეკრულებაში წერია, რომ გამქირავებელს საჭიროების შემთხვევაში ხაზის დაბრუნების უფლება აქვს, რისთვისაც დამქირავებელი ორი თვით ადრე უნდა გააფრთხილოს. მიუხედავად ამისა, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ყურად არ იღებს „ნიას“ დირექტორის თხოვნას ამ საკითხის ცივილურ გარკვევაზე და მისივე თქმით, განაგრძობს სხვისი ქონების ექსპლუატაციას.
   
18 თებერვალი 2016
ძალადობის შემთხვევაში სოციალურ მუშაკს ბავშვის განცალკევების უფლება ენიჭება
იუსტიციის და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივით, ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში სოციალურ მუშაკს უფლებამოსილება ენიჭება, ბავშვი მოძალადე ოჯახის წევრისგან, კანონიერი წარმომადგენლის ან სხვა პირისგან განაცალკევოს. მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა კი, გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 7-დღემდე ვადით, ან გამოსასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.
   
15 თებერვალი 2016
ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა ისევ გააპროტესტეს
ამ დღეებში, მოძრაობამ „პარტიზანი მებაღეები“ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ მერიასთან მორიგი აქცია გამართა. მონაწილეები დედაქალაქის მერთან, დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. აქციას გაწევ-გამოწევა მოყვა. არასამთავრობო ორგანიზაციცის წევრები მერიის შენობაში აპირებდნენ შესვლას, რისი უფლებაც მათ დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია