მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია - 09 მარტი 2013

რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის

1994. 22 სექტემბრის N 561 დადგენილებით

 

ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის 

აღმოფხვრის კონვენცია

 

შესავალი

 

1979 წლის 18 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია. იგი, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულება, ძალაში შევიდა 1981 წლის 3 სექტემბერს მას შემდეგ, რაც მეოცე ქვეყანამ მოახდინა მისი რატიფიცირება, კონვენციის მეათე წლისთავისათვის, რომელიც 1989 წელს აღინიშნა, თითქმის ასმა სახელმწიფომ გამოხატა თანხმობა დაეცვათ მისი დებულებები.

კონვენციის შემუშავება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანოს, ქალთა მდგომარეობს კომისიის 30-წლიანზე მეტი ხნის მუშაობის კულმინაციური მომენტია. ეს ორგანო დაარსდა 1946 წელს იმ მიზნით, რომ თვალყური ედევნებინა ქალთა მდგომარეობისათვის და ხელი შეეწყო ქალთა უფლებების განვითარებისათვის კომისიის საქმიანობას განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს ყველა იმ სფეროს გამოვლენისათვის, რომლებშიც ქალები მოკლებულნი არიან მამაკაცის თანაბარ უფლებებს. მისი ძალისხმევის შედეგად, რომელიც მიმართულია ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ, მიღებული იქა მთელი რიგი დეკლარაციები და კონვენციები, მათ შორის ცენტრალური და ყოვლისმომცველია კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ.

კონვენციას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადამიანის უფლებათა სფეროში იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების პრობლემათა რიგში, რომლებსაც აწყდება კაცობრიობის მდედრობითი ნახევარი, კონვენცია თავის სულიერ საწყისს იღებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებიდან: განამტკიცონ რწმენა ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ფასეულობისადმი, ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობა. ამის გამო კონვენცია წარმოადგენს არა მარტო ქალთა უფლებების საერთაშორისო ზოლს, არამედ მონაწილე სახელმწიფოთა პროგრამას ამ უფლებათა განხორციელების გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით.

პრეამბულაში კონვენცია არაორაზროვნად აღიარებს, რომ ძველებურად ხდება ქალთა მნიშვნელოვანი დისკრიმინაცია და ხაზგასმულია, რომ ასეთი დისკრიმინაცია არღვევს თანასწორუფლებიანობისა და ადამიანის ღირსების პატივისცემის პრინციპებს”. I მუხლში მოცემული განსაზღვრის თანახმად დისკრიმინაცია

გულისხმობს ნებისმიერ განსხვავებას, გამონაკლისობას ან შეზღუდვას სქესის ნიშნით (...) პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, მოქალაქეობრივ ან სხვა რამე სფეროში”. კონვენცია სრულად გარკვევით ამტკიცებს თანასწორობის პრინციპებს, რომელიც შეიცავს მონაწილე სახელმწიფოებისადმი მიმართულ მოთხოვნას მიიღონ ყველა საჭირო ზომა, მათ შორის საკანონმდებლო, რათა უზრუნველყონ ქალთა ყოველმხრივი განვითარება და პროგრესი, მათ მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა განხორციელება და გამოყენება მამაკაცებთან თანასწორობის საფუძველზე” (მუხლი 3).

თოთხმეტ მომდევნო მუხლში დაკონკრეტებულია, თუ რა არის აუცილებელი გაკეთდეს თანასწორობის უზრუნველსაყოფად. კონვენციის პოზიციიდან ქალთა მდგომარეობის მიმართ გამოიყოფა სამი ასპექტი. გამახვილებულია ყურადღება ქალთა სამოქალაქო უფლებასა და სამართლებრივ სტატუსზე. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა შესახებ სხვა ხელშეკრულებებისაგან განსხვავებით, კონვენცია ეხება აგრეთვე მოსახლეობის აღწარმოებისა და სქესთა შორის ურთიერთობაზე კულტურული ფაქტორის ზემოქმედების ასპექტს.

ფართო ყურადღება ეთმობა ქალთა უფლებრივ მდგომარეობას. ინტერესი პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის ძირითადი უფლებებისადმი არ ნელდება 1952 წელს ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ კონვენციის მიღების დროიდან. ამის გათვალისწინებით მისი დებულებები ასახულია განსახილველი დოკუმენტის მე –7 მუხლში, რომლის შესაბამისადაც ქალებს გარანტირებული აქვთ ხმის უფლება, სახელმწიფო პოსტების დაკავებისა და სახელმწიფო ფუნქციების შესრულების უფლებები. ამავე სფეროს განეკუთვნება ის უფლება, რომელიც, საშუალებას აძლევს ქალს თანასწორობის საფუძველზე წარმოადგინოს თავისი ქვეყანა საერთაშორისო დონეზე (მუხლი 8). კონვენციის დებულებები გათხოვილი ქალის მოქალაქეობის შესახებ, რომელიც 1957 წელს არის მიღებული, ასახულია მე-9 მუხლში. იგი ითვალისწინებს ქალის მიერ თავისი მოქალაქეობის შენარჩუნებას, მიუხედავად მისი ოჯახური მდგომარეობისა. ამით კონვენცია ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ ხშირად ქალის უფლებრივი სტატუსი უკავშირდება მის ქორწინებაში ყოფნას, რის შედეგადაც იგი უფრო ქმრის მოქალაქეობაზე ხდება დამოკიდებული, ვიდრე სრულუფლებიან მოქალაქედ რჩება. მე -10, მე- 11 და მე –13 მუხლებში შესაბამისად მტკიცდება ქალის უფლება დისკრიმინირებული არ იყოს განათლების, დასაქმებისა და ეკონომიკური, აგრეთვე სოციალური ცხოვრების სფეროებში. ამ მოთხოვნებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოფელ ადგილას მცხოვრებ ქალთა მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელთა განსაკუთრებული პრობლემები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური წვლილი, როგორც აღნიშნულია მე-14 მუხლში, მოითხოვს დიდ ყურადღბას პოლიტიკის დაგეგმვისას. მე –15 მუხლში დადასტურებულია ქალთა სრული

თანასწორობა სამოქალაქო და კომერციულ საქმეებში. იგი შეიცავს აგრეთვე მოთხოვნას გაუქმებულად ჩაითვალოსყველა დოკუმენტი, რომელიც მიმართულია ქალთა უფლებაუნარიანობის შეზღუდვისაკენ. ბოლოს, მე –16 მუხლში კონვენცია კვლავ ეხება ქორწინებისა და ოჯახური ურთიერთობების საკითხს, როდესაც ადასტურებს ქალთა და მამაკაცთა თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს მეუღლის არჩევისას, მშობელთა ფუნქციების შესრულებისას შვილების მიმართ, პირად უფლებებს და ქონების განკარგვის უფლებებს.

სამოქალაქო უფლებების საკითხების გვერდით კონვენციაში სერიოზული ყურადღება ეთმობა ქალებისათვის ისეთ უაღრესად მნიშვნელოვან ასპექტს, როგორიც არის მათი უფლებები აღწარმოების სფეროში. ამ საკითხთან დაკავშირებით ტონს იძლევა პრეამბულა, რომელშიც მითითებულია, რომ ქალის როლი თაობის გაგრძელებაში არ უნდა იყოს დისკრიმინაციის მიზეზი”. კონვენცია არაერთგზის უბრუნდება დისკრიმინაციასა და რეპროდუქციულ ქცევას შორის კავშირის თემას, მაგალითად, მე - 5 მუხლში მითითებულია აუცილებლობა უზრუნველყონ ... დედობის, როგორც სოციალური ფუნქციის სწორი გაგება”. იგი შეიცავს აგრეთვე მოთხოვნას, რომ ორივე სქესს შორის სრულად იყოს განაწილებული პასუხისმგებლობა შვილების აღზრდისათვის. ამის შესაბამისად აღიარებულია დედობისა და ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული პრინციპები, როგორც ძირითადი. კონვენციის ყველა ნაწილი, რაზეც უნდა იყოს მასში საუბარი, - დაქირავებაზე, ოჯახურ უფლებებზე, ჯანმრთელობის დაცვასა თუ განათლებაზე, შეიცავს დამატებით შენიშვნებს აღნიშნულის თაობაზე. რეკომენდებულია და არ ითვლება დისკრიმინაციულადსპეციალური ზომები, რომელთა მიზანია დედობის დაცვა (მუხლი 4). კონვენცია ამტკიცებს აგრეთვე ქალის უფლებას გააკეთოს არჩევანი ბავშვის დაბადების საკითხში. უნდა აღინიშნოს, რომ კონვენცია ერთადერთია ადამიანის უფლებათა შესახებ ხელშეკრულებებს შორის, რომელშიც მოიხსენიება ოჯახის დაგეგმვის საკითხი. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ოჯახის სიდიდის დაგეგმვის შესახებ კონსულტაციები შეიტანონ სწავლების პროცესში (მუხლი 10 h) და შეიმუშაონ ოჯახური კოდექსები, რომლებიც გარანტიას მისცემენ ქალებს ჰქონდეთ უფლება თავისუფლად და პასუხისმგებლობით წყვეტდნენ შვილების რაოდენობისა და მათ დაბადებას შორის დროის შუალედების საკითხს და ჰქონდეთ ინფორმაციის, განათლების მიღებისა და იმ საშუალებებით სარგებლობის შესაძლებლობა, რომლებიც ხელს უწყობს მათ ამ უფლების განხორციელებაში” (მუხლი 16).

მესამე ზოგადი მითითება, რომელზეც ორიენტირებულია კონვენცია, არის ადამიანის უფლებათა გაფართოებული გაგება. მასში ოფიციალურად აღიარებულია კულტურული გარემოსა და ტრადიციების

( აქ სამწუხაროდ ორიგინალს გვერდები აკლია, 2 გვერდი)

ითვალისწინებენ აგრეთვე რეზოლუციებს, დეკლარაციებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობისათვის ხელშეწყობის მიზნით მიიღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და სპეციალიზებულმა დაწესებულებებმა,

ამავე დროს გამოთქვამდნენ წუხილს, რომ ამ სხვადასხვა დოკუმენტების მიუხედავად, წინანდებურად ხდება ქალთა მნიშვნელოვანი დისკრიმინაცია.

შეახსენებენ, რომ ქალთა დისკრიმინაცია არღვევს თანასწორუფლებიანობისა და ადამიანური ღირსების პატივისცემის პრინციპებს, ხელს უშლის მამაკაცთან თანაბრად ქალის მონაწილეობას თავისი ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, საზოგადოებასა და ოჯახის კეთილდღეობის ზრდას და კიდევ უფრო აძნელებს თავიანთი ქვეყნებისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ ქალთა შესაძლებლობის სრულად გამოვლენას.

შეწუხებული არიან, რომ სიღარიბის პირობებში ქალებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი სურსათთან, ჯანმრთელობის დაცვასთან, განათლებასთან, პროფესიულ მომზადებასთან და შრომითი მოწყობის შესაძლებლობებთან, აგრეთვე სხვა მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად,

დარწმუნებულნი არიან, რომ თანასწორობისა და სამართლიანობის საფუძველზე ახალი საერთაშორისო ეკონომიკური წყობის დადგენა საგრძნობლად შეუწყობს ხელს მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის უზრუნველყოფას,

ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აპარტეიდის, ყველა ფორმის რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, კოლონიალიზმის, ნეოკოლონიალიზმის, აგრესიის, უცხოეთის ოკუპაციისა და ბატონობის და სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩარევის აღმოფხვრა აუცილებელია მამაკაცთა და ქალთა უფლებების სრული განხორციელებისათვის,

ადასტურებენ, რომ საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების განმტკიცება, საერთაშორისო დაძაბულობის შენელება, სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა, მათი სოციალური და ეკონომიური სისტემების მიუხედავად, საყოველთაო და სრული განიარაღება და განსაკუთრებით ბირთვული განიარაღება მკაცრი და ეფექტიანი საერთაშორისო კონტროლით, ქვეყნებს შორის ურთიერთობაში სამართლიანობის, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლობის პრინციპების დამკვიდრება და უცხოეთის და კოლონიური ბატონობის ქვეშ მყოფი ხალხების თვითგამორკვევის და დამოუკიდებლობის უფლებების განხორციელება, აგრეთვე ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა ხელს შეუწყობს სოციალურ პროგრესსა და განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მამაკაცებსა და ქალებს შორის სრული თანასწორობის მიღწევას.

დარწმუნებული არიან, რომ ქვეყნის სრული განვითარება, მთელი მსოფლიოს კეთილდღეობა და მშვიდობის საქმე მოითხოვს ყველა სფეროში მამაკაცთა თანაბრად ქალთა მაქსიმალურ მონაწილეობას,

ითვალისწინებენ ოჯახის კეთილდღეობაში და საზოგადეობის განვითარებაში ქალთა წვლილის მნიშვნელობას, რომელსაც დღემდე არ მოუპოვებია სრული აღიარება, დედობისა და ოჯახში და ბავშვთა აღზრდაში

ორივე მშობლის როლის სოციალურ მნიშვნელობას და შეგებული აქვთ, რომ ქალის როლი მუშაობის გაგრძელებაში არ უნდა იყოს დისკრიმინაციის მიზეზები, ვინაიდან ბავშვის აღზრდა მოითხოვს მამაკაცთა და ქალთა და მთლიანად საზოგადოების ერთობლივ პასუხიმგებლობას,

აღიარებენ, რომ მამაკაცთა და ქალთა სრული თანასწორობის მისაღწევად საჭიროა საზოგადოებასა და ოჯახში, როგორც მამაკაცის, ისე ქალის ტრადიციული როლის შეცვლა,

მზად არიან განახორციელონ ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის დეკლარაციაში გამოცხადებული პრინციპები და ამ მიზნით მიიღონ ზომები, რომლებიც საჭიროა ასეთი დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად და ფორმითაც უნდა ვლინდებოდეს იგი,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

ნაწილი I

მუხლი 1

ამ კონვენციის მიზნებისათვის ცნება დისკრიმინაცია ქალთა მიმართნიშნავს ნებისმიერ განსხვავებას, გამონაკლისობას ან შეზღუდვას სქესის ნიშნით, რომელიც ლახავს ან არარად აქცევს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, მოქალაქეობრივ ან სხვა რაიმე სფეროში მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ქალთა მიერ, - მათი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების აღიარებას, სარგებლობასა და განხორიციელებას.

მუხლი 2

მონაწილე სახელმწიფოები გმობენ ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმას, შეთანხმდნენ ყველა საჭირო საშუალებით განუხრელად განახორციელონ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის პოლიტიკა და ამ მიზნით კისრულობენ ვალდებულებას, რომ:

a) მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს შეიტანენ თავიანთ ეროვნულ კონსტიტუციებში ან სხვა შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ, და კანონის და სხვა შესაბამისი საშუალებების მეშვეობით უზრუნველყოფენ ამ პრინციპის პრაქტიკულ განხორციელებას;

b) მიიღებენ შესაბამის საკანონმდებლო და სხვა ზომებს, მათ შორის სანქციებს, იქ, სადაც ეს საჭიროა, რომლებიც აკრძალავენ ქალთა ყოველგვარ დისკრიმინაციას;

c) დააწესებენ ქალთა უფლებების იურიდიულ დაცვას მამაკაცებთან თანაბარ საფუძველზე და კომპეტენტური ეროვნული სასამართლოების და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით უზრუნველყოფენ ქალთა ეფექტიან დაცვას დისკრიმინაციის ნებისმიერი აქტისაგან;

d) თავს შეიკავებენ ქალთა მიმართ რაიმე დისკრიმინაციული აქტის ან მოქმედების ჩადენისაგან და უზრუნველყოფენ, რომ სახლემწიფო ორგანოები და დაწესებულებები მოქმედებდნენ ამ ვალდებულების შესაბამისად;

e) მიიღებენ ყველა საჭირო ზომას რომელიმე პირის, ორგანიზაციის ან საწარმოს მხრივ ქალთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად;

f) მიიღებენ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის საკანონმდებლოს, იმ მოქმედი კანონების, დადგენილებების, ადათ წესების და პრაქტიკის შესაცვლელად ან გასაუქმებლად, რომლებითაც დაშვებულია ქალთა დისკრიმინაცია;

g) გააუქმებენ თავიანთი სისხლის სამართლის კანონმდებლობის ყველა დებულებას, რომლებიც უშვებენ დისკრიმინაციას ქალთა მიმართ.

მუხლი 3

მონაწილე სახელმწიფოები ყველა სფეროში, სახელდობრ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში, იღებენ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის საკანონმდებლოს, რათა უზრუნველყონ ქალთა ყოველმხრივი განვითარება და პროგრესი, მათ მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა განხორციელება და გამოიყენება მამაკაცებთან თანასწორობის საფუძველზე.

მუხლი 4

1. მონაწილე სახელმწიფოების მიერ დროებითი სპეციალური ზომების მიღება, რომელთა მიზანია მამაკაცთა და ქალთა ფაქტობრივი თანასწორობის დამყარების დაჩქარება, არ ითვლება, როგორც ეს განსაზღვრულია ამ კონვენციით, დისკრიმინაციულად, მაგრამ იგი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იწვევდეს არათანასწორუფლებიანი ან დიფერენცირებული სტანდარტების შენარჩუნებას; ეს ზომები უნდა გაუქმდეს, როცა მიღწეული იქნება შესაძლებლობათა თანასწორობის და თანასწორუფლებიანი ურთიერთობის მიზნები.

2. მონაწილე სახელმწიფოების მიერ სპეციალური ზომების მიღებას, რომელთა მიზანია დედობის დაცვა, მათ შორის იმ ზომების მიღება, რომლებსაც ეს კონვენცია შეიცავს, არ ითვლება დისკრიმინაციულად.

მუხლი 5

მონაწილე სახელმწიფოები ყველა საჭირო ზომას იღებენ, რათა:

a) შეცვალონ მამაკაცთა და ქალთა ქცევის სოციალური და კულტურული მოდელები იმ ცრურწმენების აღმოფხვრისა და იმ ადათ-წესების და სხვა პრაქტიკის გაუქმების მიზნით, რომლებსაც საფუძვლად უძევს ერთ-ერთი სქესის არასრულფასოვნების ან უპირატესობის, ან მამაკაცთა და ქალთა სტერეოტიპულობას იდეა;

b) უზრუნველყონ, რომ ოჯახური აღზრდა შეიცავდეს დედობის, როგორც სოციალური ფუნქციის სწორ გაგებას და მამაკაცთა და ქალთა საერთო პასუხისმგებლობის აღიარებას თავიანთი შვილების აღზრდისა და განვითარებისათვის იმ პირობით, რომ ყველა შემთხვევაში უმთავრესია ბავშვთა ინტერესები.

მუხლი 6

მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის საკანონმდებლოს, ქალებით ვაჭრობისა და ქალთა პროსტიტუციის ექსპლუატაციის ყოველგვარ სახეობათა აღსაკვეთად.

ნაწილი II

მუხლი 7

მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა საჭირო ზომას ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად და, სახელდობრ, ქალებისათვის, მამაკაცებთან თანაბარ პირობებში, უზრუნველყოფენ უფლებას, რომ:

a) ხმა მისცენ ყველა არჩევნებსა და საჯარო რეფერენდუმებში და არჩეულ იქნენ ყველა საჯაროდ არჩეულ ორგანოებში;

b) მონაწილეობდნენ მთავრობის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში და დაიკავონ სახელმწიფო პოსტები, აგრეთვე შეასრულონ ყველა სახელმწიფო ფუნქცია სახელმწიფო მმართველობის ყველა დონეზე;

c) მიიღონ მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციების საქმიანობაში, რომლებიც ქვეყნის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების პრობლემებზე მუშაობენ.

მუხლი 8

მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა საჭირო ზომას, რათა ქალებისათვის, მამაკაცებთან თანაბარ პირობებში და რაიმე დისკრიმინაციის გარეშე, უზრუნველყონ იმის შესაძლებლობა, რომ წარმომადგენლობდნენ

თავიანთ მთავრობებს საერთაშორისო დონეზე და მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში.

მუხლი 9

1. მონაწილე სახელმწიფოები ქალებს ანიჭებენ მამაკაცებთან თანაბარ უფლებას მიიღონ, შეიცვალონ ან შეინარჩუნონ თავიანთი მოქალაქეობა. ისინი, კერძოდ, უზრუნველყოფენ, რომ არც უცხოელთან ქორწინება, არც ქმრის მოქალაქეობის შეცვლა ქორწინების დროს არ იწვევს ცოლის მოქალაქეობის ავტომატურად შეცვლას, არ აქცევს მას მოქალაქეობის არმქონე პირად და არ შეიძლება აიძულონ იგი მიიღოს ქმრის მოქალაქეობა.

2. მონაწილე სახელმწიფოები ქალებს ანიჭებენ მამაკაცებთან თანაბარ უფლებას მათი შვილების მოქალაქეობის მიმართ.

ნაწილი III

მუხლი 10

მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა საჭირო ზომას იმისათვის, რომ აღმოფხვრან ქალთა დისკრიმინაცია, რათა მათთვის უზრუნველყონ მამაკაცებთან თანაბარი უფლება განათლების სფეროში, კერძოდ, მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ:

a) პროფესიის ან სპეციალობის არჩევაში ორიენტაციის, და როგორც სასოფლო, ისე ქალაქის რაიონებში ყველა კატეგორიის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების დიპლომების მიღების ერთნაირი პირობები; ამ თანასწორობის უზრუნველყოფა ხდება სკოლამდელი, ზოგადი, სპეციალური და უმაღლესი ტექნიკური განათლების, აგრეთვე ყველა სახეობის პროფესიული მომზადების სფეროში;

b) ერთნაირი სასწავლო პროგრამების, ერთნაირი გამოცდების, ერთნაირი კვალიფიკაციის მასწავლებელთა შემადგენლობის, თანაბარი ხარისხის, სასკოლო შენობების და მოწყობილობების მისაწვდომობა;

c) სწავლების ყველა დონეზე და ყველა ფორმაში მამაკაცთა და ქალთა როლის ნებისმიერი სტერეოტიპური კონცეფციის აღმოფხვრა ერთობლივი სწავლების და სწავლების სხვა სახეობათა წახალისების გზით, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ მიზნის მიღწევას, და, კერძოდ, სახელმძღვანელოების და სასკოლო პროგრამების გადასინჯვის და სწავლების მეთოდების ადაპტაციის გზით;

d) სტიპენდიების და განათლებისათვის სხვა დახმარების მიღების თანაბარი შესაძლებლობანი;

e) განათლების მიღების გაგრძელების პროგრამების, უფროსი ასაკის ადამიანთა შორის წერა-კითხვის გავრცელების პროგრამების და ფუნქციური წიგნიერების პროგრამების მისაწვდომობის თანაბარი შესაძლებლობანი,

რომელთა მიზანია, კერძოდ, მამაკაცთა და ქალთა ცოდნაში ნებისმიერი განსხვავების რაც შეიძლება მალე შემცირება;

f) სკოლადაუმთავრებელ გოგონათა რიცხვის შემცირება და იმ გოგონებისა და ქალებისათვის პროგრამების შემუშავება, რომლებმაც ნაადრევად დაანებეს თავი სკოლას;

g) სპორტულ მეცადინეობებსა და ფიზიკურ მომზადებაში აქტიური მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობანი;

h) საგანმანათლებლო ხასიათის სპეციალური ინფორმაციის, მათ შორის ოჯახის, სიდიდის დაგეგმვის შესახებ ინფორმაციის და კონსულტაციების მისაწვდომობა ოჯახთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის ხელშეწყობის მიზნით.

მუხლი 11

1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა საჭირო ზომას დასაქმების სფეროში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, რათა მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ თანაბარი უფლებები, კერძოდ:

a) შრომის უფლება, როგორც ყველა ადამიანის განუყოფელი უფლება;

b) სამუშაოზე დაქირავებისას თანაბარი შესაძლებლობის უფლება, მათ შორის დაქირავებისას შერჩევის ერთნაირი კრიტერიუმების გამოყენება;

c) პროფესიის ან სამუშაოს სახეობის თავისუფალი არჩევის, თანამდებობრივი დაწინაურების და დასაქმების გარანტიის, აგრეთვე სამუშაოს ყველა შეღავათის და პირობების გამოყენების, პროფესიული მომზადების და გადამზადების, მათ შორის მოწაფეობის, გაზრდილი დონის პროფესიული მომზადების და რეგულარული გადამზადების უფლება;

d) თანაბარი ანაზღაურების, მათ შორის შეღავათების, თანაბარი ღირებულების შრომის მიმართ თანაბარი პირობების, აგრეთვე მუშაობის ხარისხის შეფასებისადმი თანაბარი მიდგომის უფლება;

e) სოციალური უზრუნველყოფის უფლება, კერძოდ, პენსიაზე გასვლის, უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, მოხუცებულობის და შრომისუნარიაობის დაკარგვის სხვა შემთხვევებში, აგრეთვე ანაზღაურებადი შვებულების უფლება;

f) ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხო პირობების, მათ შორის თაობის გაგრძელების ფუნქციის შენარჩუნების უფლება;

2. გათხოვების ან დედობის გამო ქალთა მიმართ დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და მათთვის შრომის ეფექტიანი უფლების გარანტირების მიზნით მონაწილე სახელმწიფოები იღებენ საჭირო ზომებს, რათა: a) სანქციების გამოყენების მუქარით აიკრძალოს სამუშაოდან დათხოვნა ორსულობის და მშობიარობის გამო შვებულების საფუძველზე ან დისკრიმინაცია დათხოვნის დროს ოჯახური მდგომარეობის გამო;

b) შემოიღონ ანაზღაურებადი შვებულება ან შვებულება ორსულობის და მშობიარობის გამო შეპირისპირებადი სოციალური დახმარების ადრინდელი სამუშაო ადგილის, უმცროს-უფროსობის ან სოციალური დახმარების დაუკარგავად;

c) წაახალისონ საჭირო დამატებითი სოციალური მომსახურების გაწევა, რათა მშობლებს მიეცეთ ოჯახური მოვალეობების შესრულების შრომითს საქმიანობასთან შეთავსების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის საშუალება, კერძოდ, საბავშვო დაწესებულებების ქსელის შექმნისა და გაფართოების გზით;

d) უზრუნველყონ ქალთა განსაკუთრებული დაცვა ორსულობის პერიოდში იმ სახეობის სამუშაოებზე, რომელთა მავნეობა მათი ჯანმრთელობისათვის დამტკიცებულია.

3. კანონმდებლობა, რომელიც ამ მუხლში აღნიშნულ უფლებათა დაცვას ეხება, პერიოდულად განიხილება სამეცნიერო-ტექნიკური ცოდნის ფონზე, აგრეთვე გადაისინჯება, უქმდება ან ფართოვდება, რამდენადაც ამას საჭიროება მოითხოვს.

მუხლი 12

1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა საჭირო ზომას ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, რათა მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ სამედიცინო მომსახურების მისაწვდომობა, კერძოდ. ოჯახის სიდიდის დაგეგმვის საკითხში.

2. ამ მუხლის I პუნქტის დებულებებთან ერთად მონაწილე სახელმწიფოები ქალებისათვის უზრუნველყოფენ შესაბამის მომსახურებას ორსულობის, მშობიარობის და მშობიარობის შემდგომ პერიოდში, როცა ეს საჭიროა, უწევენ უფასო მომსახურებას, აგრეთვე უზრუნველყოფენ შესაბამის კვებას ორსულობის და მეძუძურობის პერიოდში.

მუხლი 13

მონაწილე სახელმწიფოები იღებენ საჭირო ზომებს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების სხვა სფეროებში, რათა მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ თანაბარი უფლებები, კერძოდ:

a) საოჯახო დახმარების უფლება;

b) ფულადი სესხები, უძრავი ქონების გირავნობის სესხის და სხვა ფორმის საფინანსო კრედიტების მიღების უფლება;

c) დასვენებასთან, სპორტულ მეცადინეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში მონაწილეობს უფლება.

მუხლი 14

1. მონაწილე სახელმწიფოები ითვალისწინებენ განსაკუთრებულ პრობლემებს, რომლებსაც აწყდებიან სოფლად მცხოვრები ქალები, და მნიშვნელოვან როლს, რომლებსაც ისინი ასრულებენ თავიანთი ოჯახების ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფში, მათ შორის მათს საქმიანობას მეურნეობის უსაქონლო დარგებში, და იღებენ საჭირო ზომებს სოფლად მცხოვრები ქალების მიმართ ამ კონვენციის დებულებათა გამოსაყენებლად.

2. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა საჭირო ზომას სასოფლო რაიონებში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, რათა მამკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ მათი მონაწილეობა სასოფლო რაიონების განვითარებაში და ასეთი განვითარებისაგან სარგებლის მიღებაში, და, კერძოდ, ასეთ ქალებს უზრუნველყოფენ იმის უფლებით, რომ:

a) მონაწილეობდნენ ყველა დონეზე განვითარების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში;

b) სარგებლობდნენ შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით, მათ შორის ოჯახის სიდიდის დაგეგმვის საკითხებზე ინფორმაციით, კონსულტაციითა და მომსახურებით;

c) უშუალოდ სარგებლობდნენ სოციალური დაზღვევის პროგრამების სიკეთით;

d) იღებენ ყველა სახეობის მომზადებას და ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას, მათ შორის ეუფლებოდნენ ფუნქციურ წიგნიერებას, აგრეთვე სარგებლობდნენ სათემო მომსახურების ყველა საშუალებით, სოფლის მეურნეობის საკითხებზე საკონსულტაციო სამსახურით, კერძოდ, მათი ტექნიკური დონის ასამაღლებლად;

e) ჩამოაყალიბონ თვითდახმარების ჯგუფები და კოოპერატივები, რათა უზრუნველყონ ეკონომიურ შესაძლებლობათა თანაბარი მისაწვდომობა დაქირავებული მუშაობით ან დამოუკიდებელი შრომითი საქმიანობით;

f) მონაწილეობდნენ ყველა სახეობის კოლექტიურ საქმიანობაში;

g) სარგებლობდნენ სასოფლო-სამეურნეო კრედიტებითა და სესხებით, გასაღების სისტემით, შესაბამისი ტექნოლოგიით და თანაბარი სტატუსით მიწის და აგრარულ რეფორმებში, აგრეთვე მიწებზე დასახლების გეგმებში;

h) სარგებლობდნენ ცხოვრების ჯეროვანი პირობებით, განსაკუთრებით საბინაო პირობებით, სანიტარული მომსახურებით, ელექტრო და წყალმომარაგების, აგრეთვე ტრანსპორტით და კავშირგაბმულობის საშუალებებით.

ნაწილი IV

მუხლი 15

1. მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ კანონის წინაშე ქალების თანასწორობას მამაკაცებთან.

2. მონაწილე სახელმწიფოები ქალებს ანიჭებენ მამაკაცებთან თანაბარ სამოქალაქო უფლებაუნარიანობას და მისი განხორციელების თანაბარ შესაძლებლობებს ისინი, კერძოდ, მათთვის უზრუნველყოფენ თანაბარ უფლებებს ხელშეკრულების დადებისას და ქონების მართვის საკითხში, აგრეთვე თანაბარ დამოკიდებულებას მათდამი სასამართლოებსა და ტრიბუნალებში გარჩევის ყველა ეტაპზე.

3. მონაწილე სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ ძალადაკარგულად ითვლება ყველა ხელშეკრულება და ყველა სხვა კერძო საბუთი, რომლებიც თავიანთი სამართლებრივი შედეგით ზღუდავს ქალთა უფლებაუნარიანობას.

4. მონაწილე სახელმწიფოები მამაკაცებსა და ქალებს თანაბარ უფლებებს ანიჭებენ კანონმდებლობის მიმართ, რომელიც ეხება პირთა გადაადგილებას და საცხოვრებელი ადგილის არჩევას.

მუხლი 16

1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა საჭირო ზომას ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის ყველა საკითხში, რომლებიც ეხება ქორწინებასა და ოჯახურ ურთიერთობას, და, კერძოდ მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყოფენ:

a) ქორწინების თანაბარ უფლებებს;

b) მეუღლის თავისუფალი არჩევის და მხოლოდ თავისუფალი და სრული თანხმობით ქორწინების თანაბარ უფლებებს;

c) ქორწინების პერიოდში და განქორწინების დროს თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს;

d) მამაკაცებისა და ქალების, როგორც მშობლების, თანაბარ უფლებებს, მათი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, ყველა საკითხში, რომლებიც მათ შვილებს ეხება; ყველა შემთხვევაში შვილთა ინტერესები უმთავრესია;

e) თანაბარ უფლებას და მოვალეობას, რომ თავისუფლად და პასუხისმგებლობით წყვეტდნენ შვილების რაოდენობის და მათს დაბადებას შორის დროის შუალედების საკითხს და რომ ჰქონდეთ ინფორმაციის, განათლების მიღების, აგრეთვე იმ საშუალებებით სარგებლობის შესაძლებლობა, რომლებიც ხელს უწყობს მათ ამ უფლების განხორციელებაში;

f) თანაბარ უფლებას და მოვალეობას, რომ იყვნენ ბავშვთა მეურვეები, მზრუნველები, მრწმუნებლები, მშვილებლები ან ახორციელებდნენ ანალოგიურ ფუნქციებს, როცა ისინი გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობით; ყველა შემთხვევაში უმთავრესია შვილთა ინტერესები;

g) ცოლისა და ქმრის თანაბარ პირად უფლებებს, მათ შორის გვარის, პროფესიის და საქმიანობის არჩევის უფლებას;

h) მეუღლეთა თანაბარ უფლებას ქონების ფლობის, შეძენის, მართვის, გამოყენების და მისი უფასოდ და ფასიანი განკარგვის მიმართ.

2. ბავშვის ნიშნობას ან ქორწინებას იურიდიული ძალა არა აქვს და მიიღება ყველა საჭირო ზომა, მათ შორის საკანონმდებლო. მინიმალური ქორწინების ასაკის განსაზღვრის და სამოქალაქო მდგომარეობის აქტებში ქორწინების სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით.

ნაწილი V

მუხლი 17

1. ამ კონვენციის შესრულების მიმდინარეობის განსახილველად ფუძნდება ქალთა მიმართ დისკრიმინაციის სალიკვიდაციო კომიტეტი (შემდგომში კომიტეტად წოდებული). იგი კონვენციის ძალაში შესვლის მომენტში შედგება თვრამეტი, ხოლო ოცდამეთხუთმეტე მონაწილე სახელმწიფოს მიერ მისი რატიფიკაციის ან მასთან შეერთების შემდეგ, ოცდასამი ექსპერტისაგან, რომლებსაც აქვთ მაღალი მორალური თვისებები და კომპეტენტური არიან სფეროში, რომელსაც ეს კონვენცია მოიცავს. ამ ექსპერტებს ირჩევენ მონაწილე სახელმწიფოები თავიანთ მოქალაქეთაგან და მოქმედებენ დამოუკიდებლად, ამასთან გაითვალისწინება სამართლიანი გეოგრაფიული ????? გაუდის ორი წლის შემდეგ; ამ ორი წევრის გვარებს ასახელებს ?????? სამართლებრივი სისტემების წარმომადგენლობა.

2. კომიტეტის წევრებს ირჩევენ ფარული კენჭისყრით სიაში შეტანილ იმ პირთაგან, რომლებიც მონაწილე სახელმწიფოებმა დაასახელეს. ყოველ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია დაასახელოს ერთი პირი თავის მოქალაქეთაგან.

3. თავდაპირველი არჩევნები ეწყობა ამ კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან ექვსი თვის შემდეგ. ყოველი არჩევნების მოწყობის თარიღამდე სულ ცოტა სამი თვით ადრე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი მონაწილე სახელმწიფოებს უგზავნის წერილს, რომელიც შეიცავს წინადადებას წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატურები ორი თვის განმავლობაში. გენერალური მდივანი ადგენს სიას, რომელშიც ანბანური წესით შეაქვს ყველა წარმომადგენელი პირის გვარი იმ მონაწილე სახელმწიფოთა აღნიშვნით, რომლებმაც ისინი დაასახელეს, და ამ სიას წარუდგენს მონაწილე სახელმწიფოებს.

4. კომიტეტის წევრთა არჩევნები ეწყობა მონაწილე სახელმწიფოთა სხდომაზე, რომელსაც იწვევს გენერალური მდივანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალურ დაწესებულებებში. ამ სხდომაზე, რომლის კვორუმსაც მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედი შეადგენს. კომიტეტში არჩეულ პირებად ითვლებიან ის კანდიდატები, როლებიც მიიღებენ ხმათა ყველაზე მეტ რაოდენობას და სხდომაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლების ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას.

5. კომიტეტის წევრებს ირჩევენ ოთხი წლის ვადით, ოღონდ პირველ არჩევნებში არჩეული ცხრა წევრის უფლებამოსილებას ვადა გაუდის ორი

წლის შემდეგ; პირველი არჩევნების მოწყობისთანავე ამ ცხრა წევრის გვარებს ასახელებს კომიტეტის თავმჯდომარე წილისყრით.

6. კომიტეტის დამატებითი 5 წევრის არჩევა ხდება ამ მუხლის მე –2, 3 და 4 პუნქტების დებულებათა შესაბამისად ოცდამეთხუთმეტე სახელმწიფოს მიერ კონვენციის რატიფიკაციის და მასთან შეერთების შემდეგ. ამრიგად არჩეულ ორ დამატებით წევრს უფლებამოსილების ვადა გაუდის ორი წლის შემდეგ; ამ ორი წევრის გვარებს ასახელებს კომიტეტის თავმჯდომარე წილისყრით.

7. გაუთვალისწინებელი ვაკანსიების შესავსებად მონაწილე სახელმწიფო, რომლის ექსპერტმა შეწყვიტა ფუნქციონირება, როგორც კომიტეტის წევრმა, ნიშნავს სხვა ექსპერტს თავის მოქალაქეთაგან იმ პირობით, რომ მას მხარს დაუჭერს კომიტეტი.

8. კომიტეტის წევრები იღებენ გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებულ გასამრჯელოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახსრებიდან იმ წესითა და პირობებით, რომლებსაც ადგენს ასამბლეათა კომიტეტის მოვალეობათა მნიშვნელობის გათვალისწინებით.

9. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი უზრუნველყოფს საჭირო პერსონალისა და მატერიალურ საშუალებებს კომიტეტის მიერ ამ კონვენციის შესაბამისად თავისი ფუნქციების ეფექტიანი განხორციელებისათვის.

მუხლი 18

1. მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კომიტეტში განსახილველად წარუდგინონ მოხსენება საკანონმდებლო, სასამართლო, ადმინისტრაციული და სხვა ღონისძიებების შესახებ, რომლებიც მათ განახორციელეს ამ კონვენციის დებულებათა შესასრულებლად, და პროგრესის შესახებ, რომელსაც ამასთან დაკავშირებით მიაღწიეს;

a) დაინტერესებული სახელმწიფოსათვის ამ კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან ერთი წლის განმავლობაში;

b) ამის შემდეგ სულ ცოტა ყოველი ოთხი წლის მერე და შემდგომში, როცა ამას კომიტეტი მოითხოვს.

2. მოხსენებებში შეიძლება აღინიშნოს ფაქტორები და სიძნელეები, რომლებიც გავლენას ახდენენ ამ კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებაზე.

მუხლი 19

1. კომიტეტი პროცედურის თავის საკუთარ წესებს ამტკიცებს.

2. კომიტეტი თავის თანამდებობის პირებს ორი წლით ირჩევს.

მუხლი 20

1. კომიტეტი ყოველწლიურად მართავს სხდომებს, როგორც წესი, არაუხანგრძლივეს, ვიდრე ორკვირიანს, რათა განიხილოს მოხსენებები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება ამ კონვენციის მე- 18 მუხლის შესაბამისად.

2. კომიტეტის სხდომები. როგორც წესი, იმართება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალურ დაწესებულებებში ან ნებისმიერ სხვა შესაფერის ადგილას, რომელსაც კომიტეტი განსაზღვრავს.

მუხლი 21

1. კომიტეტი ყოველწლიურად ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მეშვეობით წარუდგენს მოხსენებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას თავისი საქმიანობის შესახებ და შეუძლია შეიტანოს ზოგადი ხასიათის წინადადებები და რეკომენდაციები, რომლებიც დაფუძნებული იქნება მონაწილე სახელმწიფოსაგან მიღებული მოხსენებებისა და ინფორმაციის შესწავლაზე, ასეთი ზოგადი ხასიათის წინადადებები და რეკომენდაციები კომიტეტის მოხსენებაში შეაქვთ მონაწილე სახელმწიფოების შენიშვნებთან ერთად, თუ ასეთი რამ იყო.

2. გენერალური მდივანი კომიტეტის მოხსენებებს ინფორმაციისათვის უგზავნის ქალთა მდგომარეობის კომისიას.

მუხლი 22

სპეციალიზებულ დაწესებულებებს უფლება აქვთ წარმოდგენილი იყვნენ ამ კონვენციის ისეთ წინადადებათა განხორციელების საკითხთა განხილვაში, რომლებიც მათი საქმიანობის სფეროში შედის. კომიტეტს შეუძლია სპეციალიზებულ დაწესებულებებს შესთავაზოს წარმოადგინონ მოხსენებები კონვენციის განხორციელების შესახებ ისეთ დარგებში, რომლებიც მათი საქმიანობის სფეროში შედის.

ნაწილი VI

მუხლი 23

ამ კონვენციის არავითარი დებულება არ ეხება ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის მიღწევის უფრო ხელშემწყობ დებულებებს, რომლებსაც შეიძლება შეიცავდეს:

a) მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობა; ან

b) რომელიმე სხვა საერთაშორისო კონვენციას, ხელშეკრულება ან შეთანხმება, რომლებსაც ძალა აქვთ ასეთი სახელმწიფოსათვის.

მუხლი 24

მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ ყველაფერი იღონონ ეროვნულ დონეზე იმ მიზნით, რომ მიაღწიონ ამ კონვენციით აღიარებული უფლებების სრულ განხორციელებას.

მუხლი 25

1. ეს კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ყველა სახელმწიფოსათვის.

2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი დანიშნულია ამ კონვენციის დეპოზიტორად.

3. ეს კონვენცია სარატიფიკაციოა, სარატიფიკაციო სიგელები შესანახად ბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

4. ეს კონვენცია ღიაა ყველა სახელმწიფოსათვის შესარეთებლად, რისთვისაც საჭიროა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შესანახად ჩაბარდეს დოკუმენტი შეერთების შესახებ.

მუხლი 26

1. ამ კონვენციის გადასინჯვით თაობაზე თხოვნის შემოტანა ნებისმიერ დროს შეუძლია ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს, რისთვისაც წერილობითი შეტყობინება უნდა გაეგზავნოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

2. გაერთიანებული ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა, თუ საჭიროდ ცნობს რაიმე ღონისძიების განხორციელებას. მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ სახელდობრ როგორი ღონისძიებებია საჭირო ასეთი თხოვნის გამო.

მუხლი 27

1. ეს კონვენცია ძალაში შედის ოცდამეათე დღეს მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შესანახად ჩაბარდება მეოცე სარატიფიკაციო სიგელი ან შეერთების დოკუმენტი.

2. ყოველი სახელმწიფოსათვის, რომელიც რატიფიკაციას უზამს ამ კონვენციას ან მეოცე სარატიფიკაციო სიგელს თუ შეერთების დოკუმენტს ჩააბარებს შესანახად, ეს კონვენცია ძალაში შედის ოცდამეათე დღეს მას შემდეგ, რაც შესანახად ჩააბარებს სარატიფიკაციო სიგელს ან შეერთების დოკუმენტს.

მუხლი 28

1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი იღებს და ყველა სახელმწიფოს უგზავნის შენიშვნების ტექსტს, რომლებიც სახელმწიფოებმა შემოიტანეს რატიფიკაციის ან შეერთების მომენტში.

2. შეუწყნარებელია ისეთი შენიშვნების შემოტანა, რომლებიც შეუთავსებელია ამ კონვენციის მიზნებთან და ამოცანებთან.

3. შენიშვნების უკან წაღება შეიძლება ნებისმიერ დროს, რისთვისაც შესაბამის შეტყობინებას უგზავნიან გენერალურ მდივანს, რომელიც შემდეგ ამას ამცნობს ყველა მონაწილე სახელმწიფოს. ასეთი შეტყობინება ძალაში შედის მისი მიღების დღიდან.

მუხლი 29

1. ამ კონვენციის განმარტებისა თუ გამოყენების თაობაზე ორი ან რამდენიმე მონაწილე სახელმწიფოს დავა, თუ მოლაპარაკების გზით ვერ გადაწყდა, ერთ-ერთი მხარის თხოვნით საარბიტრაჟო განხილვისათვის გადაეცემა თუ საარბიტრაჟო განხილვის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტიდან ექვსი თვის განმავლობაში მხარეები ვერ შეთანხმდნენ საარბიტრაჟო განხილვის მოწყობის თაობაზე, ნებისმიერ მხარეს შეუძლია აღნიშნული სადავო საკითხი საერთაშორისო სასამართლოში შეიტანოს შესაბამისი სტატუსის სასამართლოში განცხადების შეტანის გზით.

2. ყოველ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია ამ კონვენციის ხელმოწერის თუ რატიფიკაციის ან მასთან შეერთების დროს განაცხადოს, რომ თავს არ იბორკავს ვალდებულებებით, რომლებსაც ამ მუხლის პირველი პუნქტი შეიცავს. დანარჩენი მონაწილე სახელმწიფოები არ ასრულებენ მოცემული მუხლის აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს იმ მონაწილე სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც ასეთი შენიშვნა შეიტანა.

რატიფიცირებულია საქ. პარლამენტის

2002 წლის 27 სექტემბრის N 1674 – Iს დადგენილებით

ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის

კონვენციის მე-20 მუხლის I პუნქტის შესწორება

კომიტეტი, როგორც წესი სხდომებს მართავს ყოველწლიურად, რათა განიხილოს ამ კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად წარდგენილი მოხსენებები. კომიტეტის სხდომათა ხანგრძლივობას განსაზღვრავს ამ კონვენციის წევრი სახელმწიფოების კრება და ამტკიცებს გენერალური ასამბლეა;

 

პოპულარული სტატიები
დღეს თელავში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია