მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოს პრეზიდენტობის მსურველთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა - 04 აგვისტო 2013

[myrights.ge]

საქართველოს პრეზიდენტობის მსურველთა რაოდენობა 26 მდე გაიზარდა. 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის განცხადებით წარდგენილი კანდიდატების სია 3 აგვისტოსათვის ასე გამოიყურება :

1. მიხეილ (გელა) სალუაშვილი - საინიციატივო ჯგუფი: ზურაბ კობიაშვილი, მევლუდ მამადაშვილი, ეთერ ჩხეტია, ჯემალ ჯიქია, ლევან ჩოხელი.

2. ტარიელ ხვედელიძე - საინიციატივო ჯგუფი: დავით დარსაძე, ლერი კიკვაძე, თემურ სოფრომაძე, ზვიად სოფრომაძე, დავით ბარამიძე

3. ნესტან კირთაძე - საინიციატივო ჯგუფი: ანა რეხვიაშვილი, გივი რობაქიძე, ვახუშტი ფარცვანია, გიორგი მესხიძე, მინდია ბერეკაშვილი.

4. გიორგი გახოკია - საინიციატივო ჯგუფი: ილარიონ ბარაბაძე, კახა ბერძენიშვილი, ალექსანდრე კალანდაძე, ლამარა ოჩიგავა, ამალია რამიშვილი.

5. შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია

6. მამუკა ჭოხონელიძე - საინიციატივო ჯგუფი: აკაკი კაჭარავა, დავით ჯანხოთელი, ზაზა ჭოხონელიძე, ზურაბ ბუტიკაშვილი, თამაზ ოქრუაშვილი.

7. ნიკოლოზ გორგიჯანიძე - საინიციატივო ჯგუფი: გულიზარ აბასოვი, გოდერძი თარხნიშვილი, გიორგი ბადალიანი, ნუნუ კოხოძე,ზაურ მერეკლიშვილი.

8. გიორგი თარგამაძე - ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"

9. სერგო ჯავახაძე - პარტია ,, სამართლიანი საქართველოსთვის"

10. გიორგი ჩიხლაძე - საინიციატივო ჯგუფი: გიორგი გიორხელიძე, უჩა წიკლაური, ზაზა ხურციძე, გიორგი ხაჭაპურიძე, ლავრენტი სუხიშვილი.

11. მერაბ გორგაძე - საინიციატივო ჯგუფი: ქრისტინე კობალაძე, შორენა კობალაძე, რუსლან გორგაძე, მანუჩარ სურმანიძე, ჯემალ დუაძე.

12. გიორგი ლილუაშვილი - საინიციატივო ჯგუფი: გელა სანიკიძე, გურამ მეტეხელი, ზურაბ ვეფხვაძე, ხათუნა კორთხონჯია, ცისანა ზურგაშვილი. 

13. გია ჩხიკვაძე - საინიციატივო ჯგუფი: ოთარ კევლიშვილი, ჯიმშერ ღვინიაშვილი, ზურაბ გერსამია, თემურ თოლორდავა, მაუგლი ჩხიკვაძე.

14. ლევან ჩაჩუა - საინიციატივო ჯგუფი: თამაზ აბაშიძე, ზვიად ბლიაძე, რატი მაისურაძე, გიორგი გაბედავა, დიმიტრი ზარნაძე.

15. მერაბ სულიაშვილი - საინიციატივო ჯგუფი: მიხეილ გულიტაშვილი, მარიამ პაპაჩაშვილი, შალვა ბეჟიაშვილი, ნინო წოწონავა, გიორგი ლომიტაშვილი, მარიკა ხიდირბეგიშვილი, ქეთევან სულაძე.

16. ბესიკ ადამია - საინიციატივო ჯგუფი: ირინე ნიჟარაძე, ჯონდო სინატაშვილი, ზეინაბ ჩაფიძე, მაია კუხიანიძე, სოფიო ხურციძე.

17. ავთანდილ მარგიანი - საინიციატივო ჯგუფი: კუკური ლაცაბიძე, ირაკლი ნაცვლიშვილი, კლიმენტი ცინდელიანი, კლიმენტი გიგანი, ოთარ ალიბეგაშვილი.

18. ავთანდილ ფილაური - საინიციატივო ჯგუფი: გიგა გოგიჩაძე, თორნიკე ჯობავა, კობა კვინიკაძე, ანა სირაძე, თამარ ფილიპია, ნინო ქუთათელაძე.

19. ავთანდილ იოსელიანი - საინიციატივო ჯგუფი: ლევან კახიშვილი, ნინო წიკლაური, დავით იოსელიანი, ირინა კახიშვილი, მაყვალა სოფრომაძე.

20. მამუკა მელიქიშვილი - საინიციატივო ჯგუფი: ირაკლი ცერცვაძე, ხვიჩა მაცაბერიძე, მიხეილ მეტივიშვილი, გურამ თოფურია, გოდერძი წიკლაური.

21. ნუგზარ ავალიანი - საინიციატივო ჯგუფი: ვაჟა ბარბაქაძე, ციცინო ცინცაძე, ნათელა იაგანაშვილი, ისიდორე გაგოშვილი, გიორგი სიხარულიძე.

22. თეიმურაზ ბობოხიძე - საინიციატივო ჯგუფი: ნინო ჯიშიაშვილი, გიორგი ნარუსლიშვილი, ლიანა ბობოხიძე, ლუიზა არუთინოვა, ნანა ქადარია.

23. ასმათ მაჭავარიანი - საინიციატივო ჯგუფი: ხათუნა აფციაური, ხათუნა გოგილიძე, ლია რუსიაშვილი-ნოდია, ნანა თანანაშვილი, მაია ხუციშვილი.

24. თამაზ ბიბილური - საინიციატივო ჯგუფი: ლენა ბეჟიაშვილი, მურად ალაშვილი, გელა ადეიშვილი, ორესტ ბედია, ავთანდილ წერეთელი, გურამ ლომთაძე, ამირან ნორაკიძე.

25. უშანგი დონჟაშვილი - საინიციატივო ჯგუფი: რევაზ კერესელიძე, ჯილდა კირვალიძე, დიმიტრი ბეზარაშვილი, იამზე სიგუა, ფიდული ბაზერაშვილი.

26. კახა სუხიშვილი - საინიციატივო ჯგუფი: თეიმურაზ ბეჟიაშვილი, ვახტანგ გოგოლაძე, ნუგზარ ბუღაძე, კახაბერ ყირიმელი, მამუკა ჯაში.

მათ შორის, ცესკოს მიერ რეგისტრაციაზე უარი ეთქვა სამ კანდიდატს: გიორგი გახოკიას, ტარიელ ხვედელიძესა და უშანგი დონჟაშვილს. 

თუმცა ამ კანდიდატთაგან ორმა ტარიელ ხვედელიძემ და უშანგი დონჟაშვილმა ცესკოში 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის განაცხადი ხელმეორედ შეიტანეს. 

ცესკოში განაცხადების წარდგენა პრეზიდენტობის მსურველებს 7 სექტემბრამდე შეუძლიათ. 17 სექტემბრამდე კი მათ 26 530 მხარდამჭერის ხელმოწერა უნდა წარადგინონ .

საქართველოს პრეზიდენტი - სახელმწიფოს მეთაური, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში.

საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა შემოღებულ იქნა 1991 წელს1992-1995 წლებში უმაღლეს ხელისუფალს სახელმწიფოს მეთაური ერქვა და მის ფუნქციებს  პარლამენტის თავმჯდომარე ასრულებდა. 1995 წელს მიღებული კონსტიტუციით, კვლავ დაწესდა პრეზიდენტის ინსტიტუტი.

მოქმედი კონსტიტუციის თანახმად: პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე დაბადებით საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში.

პრეზიდენტის ინაუგურაცია საპრეზიდენტო არჩევნებიდან მესამე კვირადღეს ტარდება. პრეზიდენტი ფიცს დებს ღვთისა და ერის წინაშე:

"მე საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებთ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის!"

საქართველოს არც ერთ პრეზიდენტს ხელისუფლება მომდევნოსთვის არჩევნების გზით ჯერ არ გადაუბარებია. ზვიად გამსახურდია  სამხედრო გადატრიალების გზით ჩამოაგდეს, ხოლო ედუარდ შევარდნაძე ვადის ამოწურვამდე წელიწადნახევრით ადრე, მასობრივი საპროტესტო აქციების გამო გადადგა.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია