მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პრემიერი ღარიბაშვილი კამპანია „ეს შენ გეხებას“ „ძირგამომთხრელ საქმიანობად“ აფასებს - 01 მაისი 2014

myrights.ge

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტს მოუწოდ კანონპროექტი მოსმენებთან დაკავშირებით მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს: „მიზანმიმართული კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულია და ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ დღეს ყველას უსმენენ, ქვეყნის იმიჯის ძირგამომთხრელ საქმიანობად შეიძლება შეფასდეს.

ირაკლი ღარიბაშვილ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობის დეტალებ განმარტავს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, სპეციალურმა უწყებათაშორისმა კომისიამ ამ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო:

არასამთავრობოებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ მაშინ წარმოდგენილი ვარიანტი კატასტროფის ტოლფასი იყო და საფრთხეს შეუქმნიდა მთლიანად სამართალდამცავი სისტემის, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გამართულ, ეფექტურ მუშაობას. ჩვენ ეს არ დავუშვით და დავიწყეთ აღნიშნული კანონპროექტის დამუშავება. ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებულ კანონპროექატზე მუშაობისას სიჩქარე დაუშვებელია.

ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიომასალის განადგურების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და პროცესის მონაწილე თავად იყო, მსგავსი ტიპის დანაშაულისთვის კი ბევრი ადამიანი დაისაჯა.

პრემიერის შეფასებით, ხელისუფლებამ საქმით დაამტკიცა, რომ საქართველოში მოსმენების დრო დასრულდა:

ორი თვის წინ კი ჩვენ გვესმის, რომ იწყებენ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგონარ კამპანიას, სახელწოდებით ეს შენ გეხება. მოვისმინე განცხადებები, რომ ყოველი დღე საფრთხის შემცველია და იწყებენ მოქალაქეების დარწმუნებას, რომ დღეს ყველას უსმენენ. მაშინ, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის იმიჯის განმტკიცება ხდება და ყოველდღიურად ვაჩვენებთ პროგრესს, ეს ადამიანები ათასობით ლარს ხარჯავენ რეკლამებში, იმისთვის, რომ შეარყიონ ქვეყნის იმიჯი. ამას მე ვუწოდებ ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას.

ირაკლი ღარიბაშილმა განმარტა, რომ მისი დავალებით, უსაფრთხოების საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, მინდია ჯანელიძემ კანონპროექტის დამუშავება დაიწყო, რაც უკვე დასრულებულია და პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება:

მიზანმიმართული კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულია და ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს. არსებობს მტკიცე პოლიტიკური ნება და ეს მანკიერი პრაქტიკა აღმოიფხვრა. ჩვენი კარი ღიაა და მოვუწოდებ ამ ადამიანებს, ღია კარის მტვრევა საჭირო არ არის.

პრემიერთან არსებული უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივან მინდია ჯანელიძე უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტზე საუბრისას აცხადებს, რომ სპეციალური უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება გარანტირებული იქნება“. მისივე თქმით, ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საკმაოდ ყოვლისმომცველი კვლევის ჩატარება, რომელმაც აჩვენა გარკვეული ხარვეზები, რომელიც წარმოდგენილი ჰქონდა არასამთავრობოებსა და ნაციონალურ მოძრაობას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით:

ამჟამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მუშაობა არის დასკვნით ეტაპზე, საკითხების უმრავლესობა არის შეთანხმებული. არის საკითხები, რომლის დაზუსტება მიმდინარეობს, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ არსებობს საკითხები, რომელზეც ამ კანონპროექტის მიღების შემდეგაც გაგრძელდება მუშაობა.

მისივე თქმით, მთავარი პრინციპი – ადამიანის უფლებები, თავისუფლება არის დაცული, რომ ადამიანის პირად ცხოვრებაში არავინ არ ჩაერიოს და ეს იქნება გარანტირებული.

გუშინ, კამპანიისეს შენ გეხება - ისევ გვისმენენმონაწილე ორგანიზაციებმა პარლამენტს და მთავრობას ასეთი შინაარსის მიმართვა გაუგზავნეს:

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებამდე 1 თვით ადრე საქართველოს პარალმენტში პლენარული სხდომები არ გაიმართება, შესაბამისად, ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციები განხილვა და მიღება შესაძლოა გადავადდეს.

ზემოხსენებულ პროექტზე პირველი საკომიტეტო მოსმენები 3 აპრილს დაიწყო და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და საპროცედურო კომიტეტებში იქნა განხილული. მომდევნო დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის შემადგენლობით უწყებათაშორისი დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქნა, რომლის მიზანი პირადი ინფორმაციის დაცვის სტრატეგიის შემუშავება და როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილიფარულ მიყურადებებთან დაკავშირებული კანონპროექტის ხელახალი განხილვა იყო. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი თითქმის 10 თვის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობდა კანონპროექტის დახვეწაზე. ამ პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროც, რომელსაც რაიმე ტიპის შენიშვნები ან რეკომენდაციები კანონპროექტთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.

ცალსახაა, რომ უწყებათაშორისი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნამ მნიშვნელოვნად შეაფერხა და დროში გააჭიანურა კანონპროეტის განხილვის პროცესი. ჩნდება ეჭვი, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება, კერძოდ კი, სამართალდამცავი ორგანოები შეგნებულად ცდილობენ ხელი შეუშალონ საკანონმდებლო განხილვების პროცესს.

კამპანია "ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენში" ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს დაუყოვნებლივ განაახლოს საკანონმდებლო პაკეტის განხილვა და ხელი შეუწყოს ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პროცესს. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის განხილვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დასრულდეს.

ასევე, მივმართავთ საქართველოს მთავრობას არ გააჭიანუროს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვის პროცესი და მხარი დაუჭიროს ფარულ მიყურადებებთან დაკავშრებით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, რომელიც უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური გარანტიის დაცვას და მის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან".

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია