მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კამპანია „ეს შენ გეხებას“ ორგანიზაციები პრემიერმინისტრის განცხადების გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ - 01 მაისი 2014

myrights.ge

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშილის დღევანდელ გამოსვლასთან დაკავშირებით, კამპანიაშიეს შენ გეხებაჩართული ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანიაშიეს შენ გეხებაჩართული ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა.

პრემიერმინისტრის თქმით, „ის ვარიანტი, რაც წარმოადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და, ასევე, „ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლებმა, იყო, პირდაპირი მნიშვნელობით, კატასტროფის ტოლფასი და საფრთხეს შეუქმნიდა მთლიანად სამართალდამცავი სისტემის, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გამართულად, ეფექტურად მუშაობას.“ მისივე განცხადებით, „მაშინ, როცა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის იმიჯის განმტკიცება ხდება, ჩვენ ყოველ მხრივ ვაჩვენებთ პროგრესს, ეს ადამიანები გამოდიან და პირდაპირ ამბობენ, ყველას გასაგონად, თავისი რეკლამებით - და რეკლამებში ხარჯავენ ათასობით, ასი ათასობით ლარს იმისათვის, რომ შეარყიონ ქვეყნის იმიჯი... ამას მე ვუწოდებ ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას. მიზანმიმართული კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ, სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული და ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს. არსებობს მტკიცე პოლიტიკური ნება და ეს მანკიერი პრაქტიკა აღმოიფხვრა.“

კამპანიაშიეს შენ გეხებაჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები ცალსახად ვაცხადებთ, რომ პრემიერის განცხადებაში მოყვანილი არც ერთი ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. კერძოდ,

1. გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ფარულ მიყურადებასა და თვალთვალთან დაკავშირებით პარლამენტში შესულია და განიხილება მხოლოდ ერთი საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ავტორებიც არიან: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და კოალიციაქართული ოცნებისწევრი ბატონი შალვა შავგულიძე, ამავე კომიტეტის მთავარი სპეციალისტი ქალბატონი ლიკა საჯაია, გაზეთრეზონანსისმთავარი რედაქტორი ბატონი ლაშა ტუღუში და ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. კანონპროექტი პარლამენტში გასული წლის ივლისის თვეში დარეგისტრირდა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყველა დაინტერესებულ პირს და სახელმწიფო ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა, შესაბამისი მოსაზრებები გამოეთქვა ინიციატივასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თითქოს კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებისა დაერთიანი ნაციონალური მოძრაობისმიერ ერთობლივად იყო წარმოდგენილი, არ შეესაბამება სიმართლეს;

2. მოსმენებთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე საუბარი არასამთავრობო სექტორმა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, რაც დასაბუთდა ამ თემაზე მობილური ოპერატორების მიერ გაკეთებული განცხადებებით. სამწუხაროდ, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით სისტემური ცვლილებების აღმოფხვრა ვერც ახალი ხელისუფლების პირობებში მოხდა. არსებული მანკიერი პრაქტიკის დაუშვებლობაზე საკონსტიტუციო, სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი ბატონი თომას ჰამმარბერგი ვრცლად საუბრობს თავის ანგარიშებში. ეს საკითხები ასევე აისახა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა 2013 წლის ანგარიშში;

3. კამპანიისეს შენ გეხებაგანახლება საჭირო გახდა, რადგანაც პარლამენტთან კონსტრუქციული დიალოგის მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებს არ სურდათ უარი ეთქვათ სატელეფონო საუბრების და პირადი ინფორმაციის პირდაპირ წვდომაზე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული კანონმდებლობის მიღებაზე. დღეს კვლავაც ვართ იმ მოცემულობის პირობებში, როდესაც სამართალდამცავი უწყებები თვალთვალისა და მიყურადების განხორციელებისას იყენებენ წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ  პრაქტიკას და, რაც მთავარია, თანამშრომლებსსაგულისხმოა, რომ ჩვენ არ ვიცით არც ერთი სახელმწიფო მოხელე, რომელიც უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით მკაცრად დაისაჯ. შესაბამისად, პრემიერის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომმიზანმიმართული კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ, სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული და ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს. არსებობს მტკიცე პოლიტიკური ნება და ეს მანკიერი პრაქტიკა აღმოიფხვრადაუსაბუთებელია;

4. გაუგებარია, ერთი წლის წინ შექმნილ რომელ სამუშაო ჯგუფზე საუბრობს საქართველოს პრემიერმინისტრი და რომელი ახალი კანონპროექტის ინიცირებაზეა საუბარი.   ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ 2014 წლის აპრილში სახელმწიფო კანცელარიაში ბატონი მინდია ჯანელიძის ხელმძღვანელობით შექმნილი ჯგუფის შესახებ;

5. ჩვენ დღესაც მხარს ვუჭერთ მხოლოდ იმ კანონპროექტს, რომელიც ერთი წლის წინ შევიდა საქართველოს პარლამენტში და რომელმაც ევროპის საბჭოს და ევროპის წამყვანი სპეციალისტების ექსპერტიზა გაიარა. ამ კანონპროექტში ორიენტირად ავიღეთ ის ევროპული პრაქტიკა, რომელიც სწორედაც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების დაცვას. შესაბამისად, პრემიერის განცხადებაწარმოდგენილი ვარიანტი კატასტროფის ტოლფასი იყო და საფრთხეს შეუქმნიდა მთლიანად სამართალდამცველი სისტემის, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გამართულ, ეფექტურ მუშაობასარაკომპეტენტური განცხადებაა, რადგანაც ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სწორედ ევროპის სახელმწიფოების უსაფრთხოების სიტემას. აღსანიშნავია, რომკატასტროფული" პროექტი შარშან პარლამენტმა საკანონმდებლო ინიციატივად აქცია, ხოლო 1 თვის წინ სამმა კომიტეტმა პრინციპების დონეზე მოიწონა;

6. მიგვაჩნია, რომ პრემიერის განცხადება უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული პრობლემიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული კამპანიისერთიანი ნაციონალურ მოძრაობასთანასოცირებას და, ამით, საზოგადოების თვალში არასამთავრობო სექტორის პოლიტიზირებასა და კამპანიის დისკრედიტაციას ემსახურება;

7. საგანგაშოა პრემიერმინისტრის შეფასებები, რომ თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციები „ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას“ ვახორციელებთ მაშინ, როდესაც წარდგენილი კანონპროექტის ერთადერთი მიზანი პირადი ცხოვრების უფლების ევროპული სტანდარტების დაცვაა. ქვეყნის მეთაურის რიტორიკა ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და მათ მიმართ ნეგატიური აზრის ფორმირებას. პრემიერმინისტრის ბრალდებები არ შეესაბამება სამართლებრივი სახელმწიფოს ღირებულებებს და ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოებრივი ინიციტივების მნიშვნელობას და როლს დემოკრატიულ სახელმწიფოში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია