მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კახა კახიშვილი: თუ გამოძიება ფარული ჩანაწერის ფაქტზე ჭეშმარიტებას არ დაადგენს, კითხვები ხელისუფლებასთან გაჩნდება - 07 მაისი 2014

გელა მამულაშვილი

იურისტი კახა კახიშვილი ამბობს, რომ თუ ტელეკომპანიარუსთავი2-შიფარული ჩანაწერების ფაქტზე გამოძიება უმოკლეს ვადაში ჭეშმარიტებას არ დაადგენს, ამასთან დაკავშირებით კითხვები ხელისუფლების მიმართ გაჩნდება. მისივე თქმით, ამ საკითხზე პრემიერის შეფასება ნაჩქარევი იყო.

 – ფაქტი და განცხადება საფუძველს ქმნის, რომ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით გამოძიება დაიწყოს. პროცესი უკვე დაწყებულია და ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. რუსთავი 2–ის თანამშრომლებიც კმაყოფილი არიან პროკურატურის მოქმედებით და კვალიფიკაციით.

რაც შეხება ვერსიებსერთია, რომ დანაშულებრივი გზით უსმენდნენ და უთვალთვალებდნენრუსთავი2-ისთანამშრომლებს, მაგრამ გასარკვევი და დასადგენია, ეს უკანონობა ვის მიერ ხორციელდებოდა. მეორე ვერსია, ალბათ, პროკურატურის განცხადებითვე უკვე გამოირიცხა, რომ რომელიმე აღძრული სისხლის სამართლის საქმეში, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს სანქციით ხდებოდა ფარული ჩაწერა და მიყურადება; და მესამეეს არის ინსპირაცია, რომელიმე დაინტერესებული მხრიდან.

თუ გამოძიება უმოკლეს ვადაში საზოგადოებას არ წარუდგენს დამაჯერებელ, არგუმენტირებულ პასუხს, რასაკვირველია, კითხვები ხელისუფლების მიმართ გაჩნდება. ამიტომ, პროკურატურამ რაც შეიძლება სწრაფად საქმეზე ჭეშმარიტება, ამის ჩამდენი პირები და პასუხისმგებლობა უნდა დაადგინოს.

პრემიერმა ღარიბაშვილმა ფარული მიყურადების ფაქტსრუსთავი 2–ისიმპროვიზაცია უწოდა...

ნაჩქარევი განცხადება იყო. ეს არ უნდა გაეკეთებინა და გამოძიების შედეგებს დალოდებოდა.

– „რუსთავი 2–ისდირექტორი, თავის დროზე ტელეკომპანია იმედში განხორციელებულ ფარულ მიყურადებას კანონიერს უწოდებს; თქვენი პოზიცია როგორია?

– ეს უნდა გაირკვეს იმ საქმის ფარგლებში გამოძიებით, რომელსაც იმედის დარბევა ჰქვია. ეჭვი მეპარება, რომ ეს კანონიერი ყოფილიყო, რადგან ადამიანებს ყოველგვარი სანქციის გარეშე უსმენდნენ. აღძრავდნენ საქმეს ვთქვათ ავტოავარიაზე, სადღაც ჭიჭიკო ბიჭიკოს მანქანას დაარტყამდა და მის ფარგლებში ყველა პოლიტიკოსს უსმენდნენ. ასევე უკანონოდ მათი ტელეეთერში გავრცელება ხდებოდა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია