მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“: ჟურნალისტის უფლება არ გაამჟღავნოს ინფორმაციის წყარო არის მისი უფლება და არა ვალდებულება - 08 მაისი 2014

myrights.ge

ბოლო დღეებში, ტელეკომპანიარუსთავი 2-ისირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე,   კოალიციამედიის ადვოკატირებისათვისგანცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთვაზობთ:

– 6 მაისსრუსთავი 2-ისგენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და ტელეკომპანიის თანამშრომლებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს. გენდირექტორის ინფორმაციით, ტელეკომპანიაში აუდიო-ვიზუალური თვალთვალი მიმდინარეობდა. ნიკა გვარამიამ მისი და მისი მოადგილის ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებში მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურით გადაღებული ვიდეომასალა მედიას წარუდგინა. გვარამიას განცხადებით, ვიდეომასალა, მათმა ინფორმატორმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოიპოვა და მასზე კაბინეტებში მიმდინარე საუბრებია ჩაწერილი.

კოალიციასმედიის ადვოკატირებისათვისმიაჩნია, რომ ნებისმიერი მედიასაშუალების საქმიანობის ხელის შეშლა, მით უფრო, თვალთვალისა და ფარული მიყურადების გზით, წარმოდგენს ჩარევას მედიის დამოუკიდებლობაში, რაც ყოვლად დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

ევროპული სასამართლო გამუდმებით აღნიშნავს მედიის დამოუკიდებლობის და  გამოხატვის თავისუფლების გადამწყვეტ როლს სამართლებრივ სახელმწიფოში. მედია, როგორც ასეთი, სპეციალური დაცვის ქვეშ იმყოფება, რადგან იგი აწვდის საზოგადოებას იმ ინფორმაციას, რომლებიც საჯარო ინტერესის სფეროს წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია დაწყებული გამოძიება წარიმართოს ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის დადგენილი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სტანდარტების დაცვით. ერთ-ერთი ასეთი ძირეული სტანდარტი არის ჟურნალისტის უფლება, არ გაამხილოს ინფორმაციის წყარო (ეს სტანდარტი იცავს მედიას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ფლობს ინფორმაციას შესაძლო დანაშაულის შესახებ). ამ სტანდარტს იცავს მთელი რიგი საერთაშორისო აქტები და საერთაშორისო ორგანიზაციათა რეკომენდაციები, განმტკიცებულია საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტული სამართლით, დაცულია საქართველოს შიდა კანონმდებლობით და წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების შემადგენელ ნაწილს.

ამასთან, ჟურნალისტის უფლება არ გაამჟღავნოს ინფორმაციის წყარო არის მისი უფლება და არა ვალდებულება. შექმნილი ვითარების, შესაძლო დანაშაულის სიმძიმის, ფაქტზე ჭეშმარიტების დადგენის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობამ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას.

შეშფოთებას იწვევს საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეაქცია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, არ უნდა აფასებდეს სუბიექტური შეხედულებით რომელიმე მედია ორგანიზაციის საქმიანობასპრემიერის კომენტარი იმის თაობაზე, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2 „აქტიურობს“, „აქვს ახალი იდეებიდა რომ მომხდარი არ შეესაბამება სიმართლეს, შეიძლება მიჩნეულ იქნეს ხელისუფლების მხრიდან მედიის თავისუფლებაში ჩარევად. ამასთან, პრემიერის განცხადებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს გამოძიების პროცესსა და მის შედეგზე.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ ტელეკომპანია რუსთავი 2-ში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ჩატარება მედიის თავისუფლების დაცვის უმნიშვნელოვანესი ინტერესის გათვალისწინებით დროულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB)

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია

რეგიონულ ტელევიზიათა ქსელი

მედიაკლუბი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

ფონდიღია საზოგადოება - საქართველო

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი

არასამთავრობო ორგანიზაცია  „სამოქალაქო საზოგადოებისათვის

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მანანა კობახიძის განცხადებით, „რუსთავი 2-ისსაკითხზე გამოძიება მნიშვნელოვანია, თუმცა ბუნებრივია, ტელეკომპანიასაც აქვს პასუხისმგებლობა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მისცეს ჩვენება, თუნდაც ვისგან აქვს ეს ინფორმაცია მიღებული. მისივე თქმით, ეფექტური გამოძიებისთვის არსებითიარუსთავი 2-მა“, როგორც დაზარალებულმა მხარემ, თავისი ვალდებულებები შეასრულოს, რაც ეკისრება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. კითხვაზე, მედიას შეუძლია წყარო არ დაასახელოს, მანანა კობახიძემ განმარტა, რომ მედიას შეუძლია არ დაასახელოს სამოქალაქო კანონმდებლობით, მაგრამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, როგორც დაზარალებული თუ მოწმე, ვალდებულია ყველა ინფორმაცია მისცეს გამოძიებას, რაც მის ხელთ არსებობს:

თუ დამალავს ამ ინფორმაციას, გამოძიება სწრაფი და ეფექტური ვერ იქნება“.

ამასთან დაკავშირებით, „რუსთავი2-ისგენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ტელეკომპანიის ოფისში პროკურატურის მუშაობის ტემპით კმაყოფილია, მაგრამ ამავე დროს ამბობს, რომ წყაროს, ვისგანაც ჩანაწერები მიიღეს, თავად ვერ დაასახელებს. ეს კომენტარი ნიკა გვარამიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, პროკურატურამ იმ წყაროს დასახელება მოითხოვოს, რომელმაცრუსთავი2-ფარული ჩანაწერები მიაწოდა:

ჩვენ კმაყოფილი ვართ ოფისში პროკურატურის მუშაობით, მაგრამ თუ ეს თანამშრომლობა აუცილებლად გულისხმობს იმას, რომ წყარო უნდა დავასახელოთ, ნიკა გვარამია ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, რადგან ეს არ არის ნიკა გვარამიას წყარო, ეს არის ჟურნალისტის წყარო, რომლის მხრიდან წყაროს გაუხსნელობა გათვალისწინებულია კანონით და ამ კონფიდენციალურობას იცავს“.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია