მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვახო სანაია: ვინმემ იცით ქუჩაში ხალხის გამოკითხვის ხერხი სიცრუის გამყარებისთვის როგორ უნდა გამოიყენო? - 20 მაისი 2014

myrights.ge

საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ტელეკომპანიამაესტროსჟურნალისტის, ვახო სანაიას ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ქართული ოცნებისხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ რეალურად შეასრულა ერთ-ერთი მთავარი დანაპირები - მედია გაათავისუფლა ხელისუფლების ნებისმიერი ზეწოლისგან. დღეს საზოგადოებას არ აქვს ეჭვი და მცირედი კითხვაც, რომ რომელიმე ტელევიზიას ხელისუფლება მართავს ან მისგან რაიმე სახის ზეწოლას განიცდის. მედიის თავისუფლების ხარისხის გაზრდას ადასტურებს საერთაშორისო კვლევები და რეიტინგები. ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი დემოკრატიის გზაზე მდგომი ქვეყნისთვის. ამავე დროს, თავისუფალი მედიაგარემო ზრდის ტელევიზიებისა და ჟურნალისტების პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე - მიაწოდონ მაყურებელს მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაცია.

ძნელია, მიუკერძოებელი ეწოდოს ტელეკომპანია ,,მაესტროს" ერთ-ერთ გადაცემას, რომელსაც ჟურნალისტი ვახო სანაია უძღვებოდა. თავის საავტორო გადაცემაში ჟურნალისტმა მაყურებელს მთავარ თემად შესთავაზა ,,ქართული ოცნების" დაპირებები, რომელთაგან გამოყო სოციალური საკითხები, სამართლიანობა, საგარეო პოლიტიკა. სიუჟეტები ატარებდა აშკარად ტენდენციურ ხასიათს. გადაცემის მსვლელობისას, ჟურნალისტი ცდილობდა, შეექმნა სურათი, თითქოს ხელისუფლებამ არც ერთი დაპირება არ შეასრულა. ამ სიცრუის გამყარებისთვის მან ქუჩაში ხალხის გამოკითხვის ხერხსაც მიმართა და ისეთი პასუხები შეარჩია, რომელიც გადაცემის მთავარ ხაზს გააძლიერებდა.

ობიეტურობაზე პრეტენზიის მქონე ჟურნალისტს, ალბათ, არ უნდა გამორჩენოდა, რა მძიმე მემკვიდრეობა დახვდა ახალ ხელისუფლებას და ორ წელიწადში უკვე არსებობს თვალსაჩინო შედეგი, რომელსაც ყოველდღე გრძნობს მოსახლეობა. ხალხი ხედავს, რომ სწორედ ამ ხელისუფლებამ გაათავისუფლა სასამართლო და არ ერევა მის გადაწყვეტილებებში; გაათავისუფლა ბიზნესი, მედია; გათავისუფლებულია ათასობით პატიმარი, გაზრდილია სოციალური დახმარებები, განხორციელდა ჯანდაცვის რეფორმა (შემოღებულია საყოველთაო დაზღვევა), რომელიც მსოფლიო ბანკმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ წარმატებულად აღიარეს. ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვით ასობით ათასმა ადამიანმა უკვე ისარგებლა, C ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამა 60%-მდე უმცირებს მკურნალობის ხარჯებს დაავადებულებს. საქართველო მსოფლიო რეიტინგში მეორე იქნება, სადაც C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალება მოქალაქეთათვის ყველაზე დაბალ ფასად იქნება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება განათლებას, ამოქმედდა განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომლის დახმარებითაც ქვეყანას 5 წელიწადში ეყოლება საერთაშორისო განათლების მქონე, მაღალკვალიფიციური კადრები. განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით, მოქმედებს უფასო სახელმძღვანელოების და უფასო ფაკულტეტების პროგრამა. წარმატებით მიმდინარეობს სოფლის დახმარების პროგრამა, რომლითაც ასევე ასობით ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. გასულ წელს 700 000 ოჯახი, წელს კი 800 000 ოჯახი ჩაერთო სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამაში. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, დაკავებულია არაერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, რომლებსაც ბრალი აქვთ წაყენებული უმძიმესი დანაშაულისთვის.

იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე და არანაკლებ მძიმე პოლიტიკური ბრძოლებისა და კოჰაბიტაციის პირობებში, ცხადია, ვერ იქნებოდა მიღწეული ყველა სასურველი შედეგი. თუმცა, აშაკარად ჩანს პოზიტიური ტენდენციები და 4-წლიანი ციკლისთვის მთავრობის დანაპირების შესრულება სრულიად რეალისტური და ოპტიმისტურია.

ჩვენ არ გვაქვს პასუხი, რა მოტივაცია ამოძრავებდა ტელეკომპანია ,,მაესტროს" და მის ჟურნალისტს, რომ ტენდენციურად წარმოეჩინა რეალობა. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ საზოგადოება თავად განსჯის და შეაფასებს, რას ენდოს და რას - არა“, – ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში

თავის მხრივ, კოალიცია „ქართული ოცნება“ ვახო სანაიას გადაცემის სიუჟეტს აბსურდულს უწოდებს:

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან იმატა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებისა და მისი ლიდერების მიმართ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულმა ცილისმწამებლურმა ბრალდებებმა. ამის ცალსახა დადასტურებაა ვახო სანაიას გადაცემა „რეპორტაჟში“ გასული სიუჟეტი ნეპოტიზმის შესახებ, რომლითაც პარტიის და კოალიციის წევრები დადანაშაულებულები იყვნენ ნათესავებისა და მეგობრების დასაქმებაში.

სიუჟეტი იმდენად აბსურდული იყო, რომ საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრი ლექსო თამაზაშვილიც კი ნეპოტიზმის შედეგად დასაქმებულად მოიხსენიეს.

აღსანიშნავია, რომ სიუჟეტი ფაქტობრივ ცდომილებებზე იყო აგებული. თანამდებობის პირად მოხსენიებული ზოგიერთი ადამიანი საერთოდ არ მუშაობს საჯარო სექტორში, გარკვეული ნაწილი კი, ვინც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაუბრუნდა საკუთარ პროფესიას.

ქართული ოცნებამიიჩნევს, რომ ახალი ხელისუფლების მიერ, 13 000-მდე ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსის პარალელურად წამოწყებული მიზანმიმართული კამპანია, გარკვეული ჯგუფების პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება და ტელემაყურებლის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

ძალიან სამწუხარო იქნება თუ ტელეკომპანია „მაესტრო“ ჩადგება იმ მედიასაშუალებების რიგში, რომლებიც მათ ხელთ არსებულ ტრიბუნას, არაობიექტური ინფორმაციის ტირაჟირებისთვის იყენებენ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, კონკრეტულ თემაზე მუშაობისას, ამომწურავად შეისწავლონ თითოეული საკითხი და თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტი ვახო სანაია მის ტენდენციურობასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციას პასუხობს. სანაია მთავრობის ადმინისტრაციის კრიტიკას Facebook-ში საკუთარ გვერდზე ეხმაურება:

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური: „სიცრუის გამყარებისთვის მან [ვახო სანაიამ] ქუჩაში ხალხის გამოკითხვის ხერხსაც მიმართა...“

ქუჩაში ხალხის გამოკითხვის ხერხი სიცრუის გამყარებისთვის როგორ უნდა გამოიყენო, ვინმემ იცით? ვთავაზობ მთავრობას, გამომაყოლოს ამ ტექსტის ავტორი და ერთად გავამყაროთ სიმართლე ხალხის გამოკითხვით. დანარჩენზე დღეს საღამოსცხრიანში“, – წერს ვახო სანაია.

საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოსშეფასებით, მთავრობა ტელეკომპანიამაესტროსკრიტიკული სიუჟეტის გამო არ უნდა კიცხავდე . არასამთავრობო ორგანიზაცია ამ ფაქტს მედიის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად აფასებს:

დღეს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ტელეკომპანიამაესტროსჟურნალისტის ვახო სანაიას საავტორო გადაცემაში 18 მაისს გასული სიუჟეტი გააკრიტიკა. მიმართვაში ნათქვამია, რომ სიუჟეტი ტენდენციურ ხასიათს ატარებდა და ჟურნალისტი ცდილობდა, შეექმნა ისეთი სურათი, თითქოს ხელისუფლებამ არც ერთი წინასაარჩევნო დაპირება არ შეასრულა. მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის საუბარი სიუჟეტში დაშვებულ რაიმე ფაქტობრივ შეცდომაზე, არამედ მასში, პრაქტიკულად, ჟურნალისტის დამოკიდებულებაა გაკრიტიკებული. მთავრობის პოზიციით, ჟურნალისტი ცდილობდა შეექმნა სურათი, თითქოს ხელისუფლებამ არც ერთი დაპირება არ შეასრულა, რისი გამყარებისთვისაც მან ქუჩაში ხალხის გამოკითხვის ხერხსაც მიმართა და "ისეთი პასუხები შეარჩია, რომელიც გადაცემის მთავარ ხაზს გააძლიერებდა". მთავრობის ასეთი ტონი შეიძლება შეფასდეს, როგორც მედიის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა. ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალი მედიაგარემო სწორედ იმას გულისხმობს, რომ მედიასაშუალებების მიერ გამოთქმული განსხვავებული და კრიტიკული აზრი მთავრობის თავდასხმის მიზეზი არ ხდება“.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადება მედიაზე ზეწოლად შეაფასა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია