მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ასოცირების ხელშეკრულებას ხელს პრემიერ-მინისტრი მოაწერს - 23 მაისი 2014

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: ასოცირების ხელშეკრულებას პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი

myrights.ge

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერს პრემიერ-მინისტრი, ჩვენ უკვე გუნდში ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ', - ამის შესახებ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განცხადებით, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხები განიხილეს:

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 27 ივნისს ასოცირების ხელშეკრულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოაწერს, როგორც ეს გათვალისწინებულია საქარველოს კონსტიტუციით და მოქმედი კანონმდებლობით“.

თადუმაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკების წარმოებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის 73- მუხლის თანახმად, მას ესაჭიროება საქართველოს მთავრობის თანხმობა.

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებსაქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.

აღნიშნული ტიპის ხელშეკრულების ხელმოწერაზე საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ მას შესაბამისი გადაწყვეტილება ექნებოდა მიღებული მოლაპარაკების გამართვის თაობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კონსტიტუციის 73- მუხლის შესაბამისად, ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებდა საქართველოს პრეზიდენტი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მოკლებულია შესაძლებლობას მთავრობის თანხმობისა და შემდგომში პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის გარეშე ხელი მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას“,-განაცხადა საპარლამენტო მდივანმა.

რაც შეეხება ხელმოწერის პროცედურას, პრეზიდენტის მხრიდან ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაში, ხელმოწერა ვერ შეიძენს იურიდიულ ძალას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის (თანახელმოწერის) გარეშე, რაც საერთაშორისო ასპარეზზე გარკვეულ გაუგებრობას გამოიწვევს, რადგან მსგავსი სახის ხელშეკრულებები იურიდიულ ძალას იძენს ხელმოწერის მომენტიდან.

ამასთან, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებსაქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლება აქვთ, განახორციელონ საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული ყველა სახის მოქმედება უფლებამოსილების წარდგენის გარეშე“.

აღსანიშნავია, რომ მთავრობამ წარმართა მოლაპარაკებების პროცესი ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ასევე მთავრობაა პასუხისმგებელი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე“,-აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

თავის მხრივ, „საერთაშორისო გამჭვირვალობაშიმიიჩნევენ, რომ ასოცირების ხელშეკრულებას პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელიორგანიზაცია ავრცელებს საქართველოს კანონმდებლობის ანალიზს, რომელიც სწორედ ამ საკითხს ეხება:

საქართველოს კონსტიტუციის 78- მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო და ის ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

თუმცა, კონსტიტუციის 69- მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფოს მეთაურია და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. კონსტიტუციის 73- მუხლის პირველი პუნქტის () ქვეპუნქტიც სწორედ პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, მთავრობასთან შეთანხმებით დადოს საერთაშორისო ხელშეკრულებები.

როგორც ცნობილია, ასოცირების შეთანხმების პარაფირება მთავრობის წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მოხდა, რაც თავისთავად საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების განხორციელების აქტს წარმოადგენს. ხოლო, რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, მას, როგორც ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში ქვეყნის წარმომადგენელს, ხალხის მიერ პირდაპირ არჩეულ უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე პირს, კონსტიტუციით აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, უმაღლეს დონეზე წარმოადგინოს ქვეყანა. შესაბამისად, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი სწორედ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია ამ უფლებამოსილების დელეგირება საქართველოს პრემიერმინისტრზე ან სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირზე. ასეთ შემთხვევაში, კონსტიტუციის დარღვევად არ ჩაითვლება, თუ ხელშეკრულებას ხელს სხვა პირი მოაწერს“,-ნათქვამიასაერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსმიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

იხილეთ ვიდეობმულები:  

http://www.youtube.com/watch?v=o7AFvKEADJM

http://www.youtube.com/watch?v=0UmiBuzyqAs

http://www.youtube.com/watch?v=0PVf5yBf8Yc

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია