მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
არასამთავრობოები: პრემიერის განცხადებები წინასაარჩევნო პროცესებზე უარყოფითად აისახება - 02 ივნისი 2014

myrights.ge

არასამთავრობო ორგანიზაციებისაერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველო“,  „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებადაახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაგანცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ პრემიერისა და შსს- არაადეკვატური რეაქცია რეგიონებში განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე, ხელს უშლის სამართლიანი არჩევნებისთვის უმთავრეს ჯანსაღი შეჯიბრებითობის პრინციპს და წინასაარჩევნო გარემოზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

„31 მაისს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთსა და ლანჩხუთში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და გურიაში ადგილობრივი არჩევნებისთვის კოალიციაქართული ოცნებისკანდიდატები წარადგინაამ შეხვედრებისას პრემიერმა განაცხადა, რომქართული ოცნებაარცერთ რეგიონსა და ქალაქში არ დაუშვებს სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას. მან ასევე თქვა, რომნაციონალებისარცერთი ნარჩენი არ უნდა დატოვონ”. ამას ემატება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 ივნისის განცხადება, სადაც ყოველგვარი გამოძიების ჩატარების გარეშე უარყოფილია საარჩევნო კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტები. ასეთ პირობებში, არ არის გასაკვირი, რომ კვლავ ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდოდ ზეწოლის შედეგად ოპოზიციის კანდიდატების მიერ მათი რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე

ვფიქრობთ, რომ პრემიერისა და შსს- არაადეკვატური რეაქცია რეგიონებში განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე ხელს უშლის სამართლიანი არჩევნებისთვის უმთავრეს ჯანსაღი შეჯიბრებითობის პრინციპს და ნეგატიურ გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე.

ეს განცხადებები კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას ქვეყნის მასშტაბით. ცნობისათვის, 8 რეგიონის 15 ოლქში, 6 ოპოზიციური პარტიის 50-მდე კანდიდატმა, სავარაუდოდ ზეწოლის ფონზე, უკვე მოხსნა საკუთარი კანდიდატურა, რასაც რიგ საარჩევნო ოლქებში ოპოზიციური პარტიების პროპორციული სიების გაუქმებაც კი მოყვება. ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოების  უმოქმედებამ კიდევ უფრო უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა იმ საშიშ ტენდენციაზე, რომელზეც ჩვენმა ორგანიზაციებმა ჯერ კიდევ რამდენიმე დღით ადრე გავამახვილეთ ყურადღება. მაგალითად, წინა დღეებშიერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამმოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მარნეულში მათ მიერ წარდგენილმა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბავაკან ასატრიანმა, ოზორგეთში ასევე მაჟორიტარობის კანდიდატმა კახაბერ კილაძემ, დმანისში პროპორციული სიით წარდგენილმა კანდიდატებმა - კურბან მამედოვმა, მარინე ბეგდარაშვილმა, შოთა ადუაშვილმა და არველოდი რაზმაძემ რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ განცხადებები დაწერეს. საინტერესოა, რომ რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ განცხადების დაწერის შემდეგ კურბან მამედოვმა მეორე განცხადებით მიმართ საოლქო საარჩევნო კომისიას, სადაც აღნიშნავდა, რომ მასზე სამმა დაუდგენელმა პირმა ღამის სააათებში განახორციელა ზეწოლა და ძალით დააწერინეს განცხადება. ასევე, აღსანიშნავია, რომ დმანისშიერთიანი ნაციონალური მოძრაობისპროპორციული სიის უკვე ექვსი წევრი აცხადებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარს. გარდა ამისა, ბლოკმაარასაპარალამენტო ოპოზიციამდამატებით მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე საარჩევნო ოლქში მათ მიერ წარდგენილმა  კანდიდატებმაც გააუქმეს საარჩევნო რეგისტრაცია. კერძოდ, ქობულეთში სოფელ ლეღვას თემში კანდიდატმა კახა ანანიძემ, მოხსნა კანდიდატურა, რომელსაც, სანაცვლოდ მისივე განცხადებით, პატიმარი ოჯახის წევრისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას დაპირდნენხულოს ოლქშიც სამმა მაჟორიტარობის კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა. კერძოდ,  „არასაპარლამენტო ოპოზიცია კახა კუკავაფიქრია ჩიხრაძისმიერ წარდგენილმა ზაურ შაინიძემ  დაბურჯანაძე - გაერთიანებული ოპოზიციიისკანდიდატმა გიგლა სურმანიძემ. კანდიდატურა მოხსნა ასევე დამოუკიდებელმა კანდიდატმა თამაზ ირემაძემ. რეგისტრაციიდან თავი მოიხსნეს თერჯოლაში, ბარდუბანის თემის მაჟორიტარობის კანდიდატმა - ტარიელ ბარდაველიძემ, გორში, სოფელ მერეთში კანდიდატმა მურმან გვიმრაძემ.

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით 31 მაისს განცხადება გააკეთა ცენტრალური კომისიის თავმჯდომარემაც, ვისი თქმითაც, მსგავსი ქმედებები პირდაპირ საშიშროებას წარმოადგენს არათანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნისათვის, ასევე ზიანის მომტანი შეიძლება იყოს საარჩევნო პროცესისათვის.

აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი შემთხვევების გარდა, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო კანდიდატების რეგისტრაციიდან მოხსნის საკმაოდ ბევრი ფაქტია დაფიქსირებული, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი ზეწოლის გამო მოხდაცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2014 წლის 30 მაისის მდგომარეობით, სხვადასხვა საარჩევნო ოლქსა და ცესკოში სულ 385-მა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა რეგისტრაციის შემდეგ, მათგან მხოლოდ ორია კოალიციაქართული ოცნებისკანდიდატი. მოხსნილი პირებიდან 256 დამოუკიდებელი კანდიდატია, დანარჩენები კი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენდნენ.

მიგვაჩნია, რომ მაშინ როდესაც სავარაუდოდ ზეწოლის შედაგად კანდიდატურების მოხსნა საშიშ ტენდენციად ჩამოყალიბდა, მთავრობის ხელმძღვანელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი განცხადებებისგან, რაც აღნიშნულ პროცესს კიდევ უფრო წაახალისებსასეთი გზავნილები შეიძლება პირდაპირ ინსტრუქციად იქნას აღქმული იმ ადამიანების მისამართით, ვისაც ევალებათ არჩევნების ჩატარება, ან ამა თუ იმ ფორმით ჩართულნი არიან წინასაარჩევნო პროცესებში. იმის ნაცვლად, რომ პრემიერი ამ პრობლემას გამოხმაურებოდა, მკაცრად დაეგმო ეს საგანგაშო ტენდენცია და ის შეჩერებულიყო, საზოგადოება ისმენს ისეთ განცხადებებს, რითაც ასეთი ქმედებების არაპირდაპირი წახალისება ხდება. გარდა ამისა, ასეთი განცხადების არასწორად აღქმის რისკი განსაკუთრებით მაღალია საქართველოში, მმართველი პარტიების მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ერთპარტიული თვითმმართველობის მრავაწლიანი ტრადიციიდან გამომდინარე.

განცხადებაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ:

საქართველოს პრემიერმინისტრს, თავი შეიკავოს ისეთი განცხადებებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სულისკვეთებას და საფრთხეს უქმნის საქართველოში დამოუკიდებელი თვითმმართველობის შექმნასა და მრავალპარტიული დემოკრატიის კონსოლიდაციას;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთავი შეიკავოს ნაჩქარევი და დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთებისგან და დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება რეგიონებში საარჩევნო კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტების უმოკლედ ვადებში შესწავლის მიზნით“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში

ამასთან დაკავშირებით, საარჩევნო ბლოკქართული ოცნებისგანცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

ბოლო პერიოდში ტელევიზიით ვრცელდება ხმები ასარჩევი პირების მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და ამ ზეწოლის შედეგად კანდიდატურების მოხსნის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მედიაში ეს თემა ინიცირებული იყო პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფების მიერეს განცხადებები არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა გამყარებული არათუ ფაქტებით, არამედ თავად იმ  ასარჩევი კანდიდატების კომენტარებითაც კი, ვისზეც მედიაში გასული ინფორმაციით ზეწოლას ჰქონდა ადგილი.

აღვნიშნავთ, რომქართული ოცნებისამომრჩევლის რაოდენობა ბევრად აღემატება ოპონენტთა საერთო ელექტორატს. ამასთან, ის წარმოადგენს მმართველ ძალას და გააზრებული აქვს, რომ მისი მხრიდან ოპონენტებზე ზეწოლის ნებისმიერი ფაქტი ისევ მას დააზარალებს. კოალიციის ამოცანა და პასუხისმგებლობა არჩევნების მაღალ დონეზე  ჩატარება და საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი სათანადო აღიარებაა.

სწორედ ამის გამო, „ქართული ოცნებამიმართავს ცესკოს, გამოვიდნენ იმ მოქმედი ნორმის შეცვლის ინიციატივით, რომელიც პარტიული სიის ნაწილის მიერ  არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, საარჩევნო პროცესიდან მთელი სიის  მოხსნას ითვალისწინებს.

ეს ჩვენ მიერ გამოჩენილი კეთილი ნებაა, რათა ხელი შევუწყოთ სხვა პარტიებს, თვითმმართველობის არჩევნებზე თავი შეძლებისდაგვარად სრულფასოვნად წარმოაჩინონ.

გვჯერა, მედიაში გასული ყველა ინფორმაციას შეისწავლიან და შეაფასებენ  სათანადო უწყებები და ამ ინიციატივასთან ერთად საბოლოოდ დასრულდება საარჩევნო კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ ყოვლად უსაფუძვლო მითქმა-მოთქმა.

საარჩევნო ბლოკიქართული ოცნებადარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდ, სამართლიან გარემოში და ჩვენი პოლიტიკური გუნდი დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს“.

დღესვე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ცესკო ავრცელებს:

„1 ივნისს, კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ლაშა შურღაიამ, შეადგინა და სასამართლოს გადაუგზავნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. საქმე ეხება კრწანისის  ოლქის №30- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გენადი შხიანის (დანიშნულია პარტიაქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსმიერ) წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის ფაქტს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ოლქში ზეპირი მოსმენა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით გაიმართა. გენადი შხიანის წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობაპირველი რადიოსვებ-გვერდზე და სამაუწყებლო კომპანიარუსთავი 2-ისეთერში გამოქვეყნებული ვიდეო მასალით დასტურდება. აღნიშნული დარღვევა ითვალისწინებს შესაბამის სანქციას (”საქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 79).

საარჩევნო კომისიის წევრს  წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45- მუხლის, მე-4 პუნქტისქვეპუნქტის შესაბამისად  ეკრძალება“.

მანამდე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

საარჩევნო ადმინისტრაციაში შემოვიდა კანდიდატების ცალკეული განცხადებები, სადაც საუბარია ზეწოლის ფაქტებზე, რის გამოც ისინი იძულებული ხდებოდნენ მოეხსნათ საკუთარი კანდიდატურა. ეს პროცესი სახიფათოა, ვინაიდან შესაძლოა გამოიწვიოს კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო სიის გაუქმება. მსგავს ფაქტებზე ბოლო პერიოდში არაერთი განცხადება გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და არჩევნებში ჩართულმა სხვა მხარეებმაც.

აღნიშნული ქმედებები პირდაპირი საშიშროებაა, რომ შეიქმნას არათანაბარი საარჩევნო გარემო და ზიანი მიადგეს საარჩევნო პროცესს.

არსებითად მნიშვნელოვანია, აღიკვეთოს ქმედებები, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებს არჩევნებზე, ვინაიდან ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია უზრუნველვყოთ თითოეული ამომრჩევლის საარჩევნო უფლება, შევქმნათ ყველა პირობა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი და კენჭისყრის დღე წარიმართოს თანაბარ და სამართლიან გარემოში.

ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებ პასუხისმგებელ უწყებებს, მიიღონ შესაბამისი ზომები მსგავსი ზეწოლის ფაქტების გამოძიების, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია ოფიციალურად გადაუგზავნის სამართალდამცავ ორგანოებს მის ხელთ არსებულ მონაცემებს დაუყოვნებლივ რეაგირებისთვის“.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია