მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა ნიშნით მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი? - 05 ივნისი 2014

სოსო ცინცაძე: ნარმანია მორცვხად გვერდს უვლის ისეთ პრობლემებს, რასაც ჩვენ ყოველდღე ვაწყდებით

myrights.ge

წინასაარჩევნო პროცესი აქტიურ ფაზაშია. ბოლო დღეებს თუ არ ჩავთვლით, კამპანია შედარებით მშვიდად მიმდინარეობს. კოალიციები თუ პარტიები 15 ივნისამდე დარჩენილი მცირე დროის მაქსიმალურ გამოყენებას ცდილობენ.  ამ თემაზე პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ვესაუბრეთ.

ბატონო სოსო, რა ნიშნით მიმდინარეობს ეს წინასაარჩევნო პროცესი, რას გამოყოფდით?

რომ გითხრათ, დიდი აჟიოტაჟი და გამოცოცხლებაათქო, ეს ნამდილად არ იგრძნობა. როგორც ჩანს, ქართულმა საზოგადოებამ ინტერესის რესურსის დიდი ნაწილი 2012 წლის 12 ოქტომბრის არჩევნებში და შემდეგ საპრეზიდენტზე დახარჯა, თუმცა მეორეზე ენთუზიაზმი ნაკლები იყო, ახლა გაცილებით შემცირებულია. მთავარი ის არის, რომ ამ კენჭისყრის მაჩვენებელი  კრიტიკულ ზღვარზე ნაკლები არ იყოს. პრაქტიკულად, ქვეყანა ერთპარტიული ხელისუფლებისკენ მიდის და ამას ყველა ხედავს. ამ დროს, მოსახლეობას არც შემართება და ძალა გააჩნია, ამას შეეწინააღმდეგოს, როგორც ადრეც ბევრჯერ მომხდარა, ელექტორატი პასიურად შეეგუა ასეთ მდგომარეობას. ელემენტარულად, ამ ერთპარტიული მმართველობისადმი პროტესტის ერთადერთი ფორმა ის იქნება, უბნებზე მიმსვლელთა რაოდენობა ნაკლები იქნება. ეს მმართველ პარტიას აწყობს კიდეცჩინოვნიკები თავიანთი ოჯახის წევრებით მივლენ და უკვე ეტყობა, რომ თბლისში მერი ოცნების კანდიდატი გვეყოლება, რაიონებშიც დაახლოებით ასეთი მდგომარეობაა.

ამასთან, თვალშისაცემი დარღვევები არ არის, საარჩევნო კოდექსში არის გარკვეული დარღვევები, რომელზეც ახლა საუბარი დაგვიანებულია. როდესაც კოდექსი უსამართლოა, სამართლიან არჩევნებზე საუბარი ხელოვნურია. მაგრამ რას ვიზამთ, გვაქვს ის კოდექსი, რაც გვაქვს და ისეთივე არჩევნები გვექნება, რის საშუალებასაც ის იძლევა.

ყურადღებას ერთპარტიულ მმართველობაზე ამახვილებთ, როცა არისნაციონალური მოძრაობა“, ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გაერთიანება, არასაპარლამენტო ოპოზიცია, ლეიბორისტული პარტია და სხვები...

ნაციონალურ მოძრაობას თავისი მყარი ელექტორატი აქვს, რომელიც არ იზრდება, მაგრამ ჯერჯერობით, მინიმალური ტემპებით მცირდება. ამას გარდა, ნაციონალების მომხრეებმა ამ ეტაპზე ფსიქოლოგიური სტიმული მიიღეს უკრაინის არჩევნებით და პეტრე პოროშენკოს განცხადებით, რომ ქართველი მრჩეველი თუ მრჩევლები ეყოლება. ცხადია, რომ იქ ოცნების წარმომადგენელი არ იგულისხმება.

რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, აქ ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ საკუთარი ამბიციები ვერ დაძლია, ესვოჟდიზმიბელადომანია და ამიტომ, ერთადერთი რეალური პოლიტიკური მძიმეწონოსონის, ნინო ბურჯანაძის გვერდით ვერ გაერთიანდა. კიდევ უფრო უარესი ის არის, რომ რასაც დღეს იგივე ევროპა ამერიკა პოროშენკოს აქტივში უთვლის, კერძოდ იმას, რომ შეუძლია მოლაპარაკება აწარმოოს რუსეთთანაც და დასავლეთთანაც, ეს ფაქტორი ნინო ბურჯანაძეს რატომღაც მინუსში ეთვლება, რადგან მოსკოვთან მოლაპარაკება ძალუძს, ესე იგი პრორუსული ძალა ყოფილა, ეს სასაცილოა, სამწუხარო რომ არ იყოს. ამიტომ, ეს ტრადიციული დაქსაქსულობა კიდევ ერთხელ სახელისუფლებო პარტიის წისქვილზე წყალს ასხამს, თან ძალიან გულუხვად დაასხამს, ისე რომ პრაქტიკულად არჩევნების ბედს გადაწყვეტს.

მოახდენს თუ არა არჩევნების შედეგები გავლენას ქვეყანაში არსებულ ზოგად მდგომარეობაზე?

არ მგონია, არსებული მდგომარეობა ქვეყანაში რაიმეთი შეცვალოს, იყო პავლე და მოვიდა სავლეო, ასეთი სიტუაცია გვექნება. მე არ მგონია ნარმანიამ თავისი პარტიული მიკერძოებულობა დაივიწყოს და მეურნე მერი გახდეს, მეურნე მერი თბილისს არასოდეს ჰყოლია და როგორც ჩანს, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ეყოლება. ამიტომ, ის ისეთივე პარტიული მერი იქნება, როგორიც იყო და ჯერჯერობით არის უგულავა

ნარმანია მორცვხად უვლის გვერდეს ისეთ პრობლემებს, რასაც ჩვენ ყოველდღე ვაწყდებითთუ გნებავთ ყბადაღებული სითი პარკის თემა, ამდენი მანქანისგან ქალაქის ცოტა მაინც გათავისუფლება, ის რომ ტროტუარებზე გასასვლელი აღარ არის, ქალაქი ერთ დიდ ავტოსადგომად იქცა, იგივე მაწანწალა ძაღლების პრობლემა ავიღოთ... შეგნებულად ისეთ პრობლემებს ვასახელებ, რომელზეც ვერავინ იტყვის, რომ ამას ბევრი დრო, დიდი თანხები და დიდი რესურსები სჭირდება. მე ხომ არ ვამბობ უმუშევრობა  უცებ შეამცირონთქო, რადგან ეს მართლაც დიდ დროს, მეტ რესურსებს ითხოვს. დასახელებული პრობლემების გადაწყვეტა კი მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

ჩვენ ევროკავშირისკენ მივდივართ, ასოცირების ხელშეკრულებას ხელს ვაწერთ, მაგრამ თბილისში პროსპექტი არ დარჩენილა, სადაც სტიქიური გარევაჭრობა არ არის. დღეს გაცილებით ფართო გარე ვაჭრობის ქსელია, ვიდრე ეს 3–4 წლის წინ იყო. დელისზე სადაც ვცხოვრობ, ორი–სამი წლის წინ ასეთი მდგომარობა არ იყო, დღეს მტვერსა და სიბინძურეში იყიდება ხილი, ყველი, რძინ ნანაწმი, ყველაფერი. ზღაპარია საუბრები ევროპულ ქალაქზე.  ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრობლემად კი ის იქცა – ვინ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას.    

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია