მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ირაკლი ღარიბაშვილი - რუსეთი არ არის დაინტერესებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიით - 12 ივნისი 2014

ზურაბ ჭიაბერაშვილი: პრემიერის განცხადებები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს

myrights.ge

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი BBC WORLD-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიით. მისივე მტკიცებით, ყირიმის სიტუაციის შედარება აფხაზეთსა და .. სამხრეთ ოსეთთან შეცდომაა.

ეს ორი ტერიტორია გახლავთ საქართველოს ნაწილი ჩვენი ქვეყნის არსებობიდან მოყოლებული. ჩემი თვალსაზრისით და ჩვენი ანალიზის მიხედვით, რუსეთი არ არის დაინტერესებული ამ ორი დე-ფაქტო ტერიტორიის ანექსიით“, - ამბობს ღარიბაშვილი.

პრემიერის განცხადებით, მას შემდეგ, რაც 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა, მათ შეცვალეს ასევე ურთიერთობა და პოლიტიკა რუსეთთან, სააკაშვილის ხელისუფლებისგან განსხვავებით და ამან თავისი შედეგი გამოიღო:

ჩვენ საკმაო წარმატებას მივაღწიეთ რუსეთთან ურთიერთობაში, მათ შორის სატრანსპორტო კომუნიკაციის, სავაჭრო საკითხებში. რუსული ბაზარი გაიხსნა ქართული ღვინისა და მინერალური წყლებისთვის, ცოტა ხნის წინ კი, რუსეთმა ბაზარი გახსნა საქართველოს სოფლის მეურნების პროდუქტებისთვის. ვფიქრობ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა გვსურს. ერთი თვის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ჩაერიოს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაში“.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, საქართველოს გზა უნიკალურია. მისი თქმით, ერთი მხრივ, საქართველო მიიწევს ევროკავშირისკენ და ვილნიუსში მოხდა ამ ხელშეკრულების პარაფირება და ეს პროცესი გარდაუვალია, მეორე მხრივ კი, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას ცდილობს:

ვფიქრობ, ჩვენ ამით საინტერესო პრეცედენტი შევქმენით რეგიონში. ერთი მხრივ, ჩვენ გვსურს გავხდეთ ევროკავშირის წევრი და ივნისის ბოლოსთვის ვაწერთ ხელს ასოცირების შეთანხმებას, ამავდროულად კი, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას ვცდილობთ. ვფიქრობ, ჩვენ იდეალურ ბალანსს მივაგენით“.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ტელეკომპანიაბიბისისეთერში გაკეთებული განცხადებები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს. მისივე შეფასებით, დღეს საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ვერ ბედავს რუსეთს საკუთარი სახელი დაარქვას.

„მავნებლურ პოლიტიკის და რიტორიკას, რომელსაც საფუძველი ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა, ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს. ამას არაფერი აქვს საერთო ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან. დღეს საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ვერ ბედავს რუსეთს დაარქვას თავისი სახელი – ოკუპანტი. ის არასწორს ფორმულირებებს აკეთებს იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის წინაშე დგას, ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და ამით ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ამგვარმა განცხადებებმა შეიძლება მოიტანოს შედეგი, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და დეოკუპაციის საკითხი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დღის წესრიგში სულ უფრო ქვემოთ ჩაიწევს, რაც რა თქმა უნდა, ხელს აძლევს რუსეთს, ეს ხელ-ფეხს გაუხსნის მას გააკეთოს იგივე, რაც გააკეთა უკრაინაში ყირიმთან მიმართებით“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

იხილეთ ვიდეობმული:

http://www.youtube.com/watch?v=SAa7Z1OlRno

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია