მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თბილისი _ უმუშევრობის დედაქალაქი - 01 ივლისი 2014

,,ევროპა ულმობელ ამოცანას გვიყენებს _ ვიყოთ ხარისხიანნი!“

myrights.ge

პოსტსაბჭოთა ქალაქებს შორის თბილისი უმუშევრობის დონით ლიდერ პოზიციაზეა _ რუსულიფორბსისმონაცემებით, საქართველოს დედაქალაქში უმუშევრობა 29%- აღწევს, რაც რუსული ბიზნესისთვის მიმზიდველი პოსტსაბჭოთა ქალაქების რეიტინგში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ცნობისთვის: მოსკოვში უმუშევართა წილი 2%-ია, ბაქოში კი _ 2%–ზე ნაკლები. ეკონომისტები ამ ფაქტსსამწუხარო რეალობასუწოდებენ და თვითდასაქმებულთა რაოდენობის მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ხსნიან. კერძოდ, საქართველოში თვითდასაქმებულთა წილი 62%-ია მაშინ, როცა ევროპის ქვეყნებში ეს წილი 15% არ აღემატება, აშშ-ში კი 7%-ია. უმუშევრობის დონე თბილისში უფრო დაბალია, ვიდრე რეგიონებში. მთავრობა ქვეყანაში ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების კუთხით რეალურ ცვლილებებს რამდენიმე წელიწადში ელის.    

ფაქტია, სახეზე გვაქვს უმუშევრობა, რომლის აღმოფხვრა დღეს მთავრობის ნომერ პირველი ამოცანაა. ამ მიზნით ხელისუფლებამ უკვე დაიწყო სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება _ სოფლის მეურნეობის განვითარება, სამეწარმეო პროექტების განხორციელება, შეღავათიანი სესხებით სარგებლობაში მხარდაჭერა“, _ ამბობენ ხელისუფლების წარმომადგენლები.

ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძეს რუსულიფორბსისმონაცემების არ სჯერა და აცხადებს, რომ თბილისში უმუშევრობის მაჩვენებელი, რეალურად, 11- 12%-ის ფარგლებშია:

მიიჩნევენ, რომ თბილისის მოსახლეობა მილიონ სამასი ათასია, რეალურად კი, ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ყველა უმუშევარი თბილისში ჩამოდის და ამბობს, რომ დაუსაქმებელია. სინამდვილეში, 11-12%-იანი უმუშევრობაა, ჩვენი სტატისტიკის დეპარტამენტის უფრო მჯერა, რომლის თანახმადაც, დედაქალაქში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 17%-ია. ისე, 11-12 პროცენტიც ცუდი მაჩვენებელია და 3-4-ზე უნდა დავიდეს, ამისთვის უმუშევრობა სამჯერ უნდა შემცირდეს, სამუშაო ადგილები შეიქმნას, მრეწველობა ამუშავდეს, მცირე ბიზნესი განვითარდეს და .. ეს სისტემური პრობლემაა, რომელიც უნდა გადაიჭრას“.

ნოდარ ნათაძე, სახალხო ფრონტის ლიდერი:

,,ჩვენში უმუშევრობა, ძალიან დიდი პროცენტით, ხელოვნურია და შეგნებულ- დივერსიული მართვის შედეგია. ხელისუფლების მესამე თაობას ვხედავთ (შევარდნაძე- სააკაშვილი- ივანიშვილი, თუ ვინც არიან ახლა სათავეში), რომელიც მიზანმიმართულად ეწეოდა და ეწევა დივერსიულ საქმიანობას, რაც საქართველოში .. საშუალო კლასის არშექმნაში გამოიხატება. კონკრეტულ ფაქტს გეტყვით: წლების წინ, გურიაში, ოჯახური ბიზნესი შექმნეს, ბიძაშვილ- მამიდაშვილები ჩართეს და ტყემლის კრეფა დაიწყეს. შეაგროვეს, მოხარშეს, შეურიეს, რაც საჭირო იყო და დოლარში რეალიზაცია მოახდინეს. კარგი კლიენტი შეხვდათ _ საქონელი მოეწონა და მეორე წელს იგივე, უფრო დიდი მასშტაბით გაიმეორეს, მესამე წელსაც ხელშეკრულება დიდ შეკვეთაზე დადეს, მაგრამ მოადგა საგადასახადო და უთხრა, არ გეგონოს, იმისთვის მოვედით, კაპიკები დაგცინცლოთ, დედას გიტირებენ, საერთოდ გაგაქრობენ, სჯობს, შენივე ხელით დახუროო და საწარმო დააკეტინეს. ეს ტიპური შემთხვევაა, რის გამოც ქვეყანაში დღემდე თავისუფალი მეწარმეობა ვერ განვითარდა და საშუალო კლასი ვერ ჩამოყალიბდა. გლეხს მცირეპროცენტიანი სესხი სჭირდება, რომ მეურნეობა ფეხზე დააყენოს. ეს მცირეპროცენტიანი სესხი მსოფლიოშიც იშოვება და საქართველოშიც, მაგრამ როცა ყველაფრის მონოპოლია სახელმწიფოს ხელშია, გლეხამდე მცირეპროცენტიანი სესხის მისვლას არავინ დაუშვებს, ძირითადი მიზეზი სწორედ ესაა. ეკონომიკური აქტივობის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი ძვირი ენერგეტიკაცაა _ დენი რომ ასე ძვირია, ესეც პერმანენტული დივერსიაა შევარდნაძით დაწყებული, დღევანდელებით დასრულებული. სიმართლე გითხრათ, ივანიშვილის იმედი მქონდა, რომ სოფლის მეურნეობას გააცოცხლებდა და განათლებას ფართო გზას გაუხსნიდა, მაგრამ არც ერთი არ გააკეთა. რაც შეეხება ევროკავშირთან ასოცირების გაფორმებას, დეტალებს არ ჩავუღრმავდები და მგონია, რომ ჯამურად, ეს კარგი შედეგისმომტანია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, ქართველ ერს, მთელ საზოგადოებას ულმობელ ამოცანას გვიყენებს _ ვიყოთ ხარისხიანნი. ასეთები ვიქნებით, ყველა პარამეტრში მოვიგებთ, მაგრამ, თუ ისევ უხარისხოები დავრჩებით, ყველა პარამეტრში წავაგებთ და საბოლოოდ, დედაც გვეტირება. ის ასპარეზი გვეხსნება, სადაც დაუნდობელი ბრძოლაა გაჩაღებული“.  

მერაბ ბერიძე

წყარო: versia.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია