მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
,,ნატო-მ ცხიმები დაწვა და კუნთები გააძლიერა!’‘ - 14 ივლისი 2014

რა კვალი დატოვა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველო-ნატო-ს ურთიერთობაზე

myrights.ge

ნატო- გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი თანამდებობაზე ხუთწლიან მუშაობას, ასევე, რუსეთისა და ნატო- შეიარაღებული ძალების შესაძლებლობასაც აფასებს. კითხვაზე, რა გაკვეთილის გამოტანა შეიძლება უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის სამხედრო ტაქტიკიდან, რასმუსენის პასუხობს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სწრაფად მოქმედება შეუძლიათ.

,,დავინახეთ გაცილებით თანამედროვე შეიარაღებული ძალები იმასთან შედარებით, რაც 2008 წელს იყო, როცა რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. ამ მიზეზით, მოვუწოდებ ნატო- მოკავშირეებს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯი და დააჩქარონ ჩვენი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია. ბოლო 5 წლის განმავლობაში, რუსეთმა თავდაცვის ბიუჯეტი 50 %-ით გაზარდა და ეს მაშინ, როცა ნატო- წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯი 20 %-ით შეამცირეს. რაც უკრაინაში ვნახეთ, გარდამტეხ მომენტად იქცა. ახლა შემცირებების შეწყვეტისა და თავდაცვის ხარჯების ზრდის დაწყების დროა“, _ აღნიშნავს გენერალური მდივანი

ანდერს ფოგ რასმუსენი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნატო- გაძლიერებული ძალების ყოფნას ადასტურებს და აცხადებს, რომ ნატო- სამი ბალტიისპირა სახელმწიფოს საჰაერო პატრულირება გააძლიერა. ამასთან, ბალტიისა და შავ ზღვებში გაგზავნა სამხედრო-საზღვაო ხომალდები და პოლონეთსა და ბალტიისპირა ქვეყნებში მანევრებს ატარებს: „ასე რომ, დიახ, ზღვაში, ჰაერსა და ხმელეთზე ხედავთ ნატო- დამატებით ყოფნას. ამას არ აქვს შეტევითი ხასიათი, ეს სუფთად თავდაცვითი ზომაა, რომელიც მოწოდებულია ჩვენი მოკავშირეების ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად“.

კითხვაზე, რუსეთი პარტნიორია თუ მოწინააღმდეგე? _ ალიანსის გენმდივანი პასუხობს, რომ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობის დასამყარებლად 20 წელზე მეტი დაიხარჯა: „რუსეთი ისე არ იქცევა, როგორც პარტნიორი. რუსეთის სამხედრო დოკუმენტაციაში შეგვიძლია ვნახოთ, რომ ნატო-ში მოწინააღმდეგეს ხედავს. შესაბამისად, ამასთან ადაპტაცია უნდა მოვახდინოთ“.

დღეისთვის ნატო უფრო ძლიერი, ოპერატიული და უკეთ მომზადებულია. ავღანეთის, კოსოვოსა და სხვა ოპერაციების წყალობით, ჩვენი შეიარაღებული ძალები ერთად მოქმედებასა და მუშაობას მიეჩვივნენ. ახალ შესაძლებლობებში ჩავდეთ ინვესტიციები. გადავწყვიტეთ კიბერდაცვის გაძლიერება. ასე რომ, მთლიანობაში, დავწვით ცხიმები და გავიძლიერეთ კუნთები. ასე რომ, დღეს გაცილებით ძლიერ ნატო- ხედავთ’‘, _ აცხადებს რასმუსენი

ვერსიასთანსაუბრისას, ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა განმარტავს, რომ მთლიანობაში, ანდერს ფოგ რასმუსენის ხუთწლიანი მოღვაწეობა საქართველოსთან მიმართებაში დადებითად უნდა შეფასდეს. მისივე თქმით, გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის (მაპ-) მინიჭებას ალიანსის წევრი ქვეყნები, უპირველესად, გერმანია-საფრაგეთის გავლენით წყვეტენ და ამაში გენერალური მდივნის უშუალო როლი  შემცირებულია:  

რასმუსენის მოღვაწეობა ნატო- გენერალური მდივნის თანამდებობაზე დადებითად უნდა შეფასდეს. რაც შეეხება მაპ-ის მორიგ მიუღებლობას, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ გენერალურ მდივანზე არაა დამოკიდებული. ანდერს ფოგ რასმუსენი ალიანსში წამყვან პოზიციაზე მყოფი ქვეყნების _ საფრანგეთისა და გერმანიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ამიტომ, ეს მისი უშუალო გადაწყვეტილება არ ყოფილა. სწორედ რეალური გავლენის შედეგია, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ისევ არ გვძლევენ. მე რომ მკითხოთ, ნატო- სრულუფლებიანი წევრობისთვის მზად არც ვართ და მთელი რიგი საკითხები მოსაგვარებელი გვაქვს, მაგრამ ალიანსთან ურთიერთობის გააქტიურება აუცილებელია. საქართველოს მომავალი ევროატლანტიკური სივრცე _ ევროკავშირი და ნატო-, ამიტომ დასავლურ სამყაროსთან ინტეგრირებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ჩემი აზრით, ევროკავშირის სრული წევრობისთვის, მინიმუმ, 5-7 წელი გვჭირდება, რომ ყველა პოლიტიკურ-ეკონომიკურ-იურიდიული მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ; ნატო-სთან სრული ინტეგრაციისთვისაც რამდენიმე მთავარი პუნქტი ჯერ კიდევ შესასრულებელიამთლიანობაში, რასმუსენის მოღვაწეობას დადებითად ვაფასებ, მის მიერ საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებული განცხადებების შინაარსიც უმეტესად დადებითი იყო. რაც შეეხება ახალ გენერალურ მდივანს და მის პოლიტიკას, ვიმეორებ, ალიანის ნაბიჯები მარტო მასზე დამოკიდებული ვერ იქნება, ბერლინი და პარიზი, დიდწილად, განსაზღვრავენ გენერალური მდივნის პოლიტიკას. უკრაინის პროცესები კი, ამ ქვეყნების პოზიციაზე გავლენას მოახდენს. რეალურად, ნატო ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის ძალააა, ევროკავშირის ახლანდელი ამოცანა კი ისაა, როგორმე უკრაინა რუსეთს ჩამოაშოროს’‘.

მერაბ ბერიძე

წყარო: versia.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია