მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა საარჩევნო უფლებების აღდგენას ითხოვენ - 20 ივლისი 2014

myrights.ge

საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ინიციატივით მიმართავს, მსჯავრდებულთათვის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი განხილვის დღის წესრიგში დააყენოს. არსებული რეგულაციით, არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ენიჭება მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს. სისხლის სამართლის კანონმდებლობით, ეს ისეთი დანაშაულებია, რომელთათვისაც გათვალისწინებულია თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთა.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამ შეზღუდვით ირღვევა ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება, დააფიქსიროს საკუთარი ნება, თუ ვინ განახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლებას. კონსტიტუციური ნორმის თავდაპირველი ვარიანტი სრულად გამორიცხავდა მსჯავრდებულების მონაწილეობას არჩევნებში. 2011 წელს, კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება და განისაზღვრა ზემოაღნიშნულ პირთა წრე ერთგვარი გამონაკლისის სახით:

ცვლილებები ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის ამაღლების კუთხით. პარალელურად აღინიშნა ის გარემოებაც, რომ დარჩენილი შეზღუდვა მსჯავრდებულთა ნაწილის მიმართ იყო არაპროპორციული, ზღუდავდა მათ ფუნდამენტურ უფლებას და დამატებით გადახედვას საჭიროებდა. ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მიაწვდის ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს, რომელშიც ძირეულადაა განხილული საკითხის პრობლემატიკა და განსაზღვრულია კონკრეტული რეკომენდაციები“.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების განმარტებით, ასოციაცია ასევე გამართავს შეხვედრებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელებთან, პარლამენტის წევრებსა და კომიტეტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ვერსიასთანსაუბრისას, არასამთავრობო ორგანიზაციაყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვისთავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე იმის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ, რა პრეცედენტები არსებობს მსოფლიოში. მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს სხვა პრობლემები უფრო აწუხებთ, ვიდრე არჩევნებში მონაწილეობის უფლების მინიჭება:

სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა პრაქტიკა არსებობს. უმეტესად, მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს საარჩევნო უფლება მინიჭებული არ აქვთ, თუმცა არის გამონაკლისი ქვეყნებიც. რაც შეეხება კონსტიტუციური უფლების შელახვას, ქვეყნის ძირითად კანონში წერია, რომ ყველა პირს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს, თუ გარკვეული პრობლემები (ფსიქიკური და .) ხელს არ უშლის. არჩევანის უფლება ზოგადი დებულებაა და ამ სფეროს შემდგომ უკვე კანონმდებლობა არეგულირებს. ასე რომ, ეჭვი მეპარება, საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საქმის მოგება შეძლონ, თუმცა სურვილი და მოთხოვნა უფლებადამცველებს, რასაკვირველია, შეიძლება ჰქონდეთ. ეს სურვილი კი მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს რომ ჰქონდეთ, პარლამენტს მაინც მიმართავდნენ შესაბამისი თხოვნით, მაგრამ მათ იმდენი პრობლემა აქვთ, არ მგონია, ეს მნიშვნელოვანი საკითხი იყოს. მათ უკმაყოფილებას იწვევს განაჩენები და გამოტანილი სასჯელები’‘.  

მერაბ ბერიძე

წყარო: versia.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია