მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ გადაიდო არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილის კახისა და ქურმუხის ეპარქიის ეპისკოპოსად კურთხევა - 23 ივლისი 2014

„საპატრიარქო ვითარების გამწვავებას ერიდება“

myrights.ge

ახლადშექმნილი კახისა და ქურმუხის (ისტორიული ჰერეთი) ეპარქიისთვის სინოდის მიერ დადგენილი ეპისკოპოსის კურთხევა დროებით შეჩერდა _ წმინდა სინოდის მიერ ახლადდადგენილი მეოთხე ეპისკოპოსი, არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი ეპისკოპოსად სვეტიცხოველში უნდა ეკურთხებინათ. ეპისკოპოსად კურთხევის შეჩერება, სავარაუდოდ, არქიმანდრიტის შეხედულებებს უკავშირდება. პატრიარქის მდივანის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის თქმით, ამ საკითხზე კომენტარი სინოდის წევრებმა უნდა გააკეთონ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ბოლო სხდომაზე უცხოეთის ეპარქიებისთვის ოთხი ახალი მღვდელმთავარი შეირჩა. მათგან სამი _ არქიმანდრიტი ლაზარე სამადბეგიშვილი გერმანია-ავსტრიის ეპარქიის ეპისკოპოსად სვეტიცხოველში 11 ივნისს ეკურთხა; არქიმანდრიტი დოსიფე ბოგვერაძე ჰოლანდია-ბელგიის ეპისკოპოსად _ 15 ივნისს, არქიმანდრიტი საბა ინწკირველი კი ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად _ 22 ივნისსსინოდის განჩინებითვე, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას გამოეყო ჰერეთის სამრევლოები და შეიქმნა ხორნაბუჯისა და კახისა და ქურმუხის ეპარქიები, სადაც ეპისკოპოსად არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი დაადგინა. დღეს სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი _ 48 მღვდელმთავარი.

კახისა და ქურმუხის ეპარქიისთვის ეპისკოპოსის კურთხევის შეჩერებას გამოხმაურება მოჰყვა _ საინგილოს მრევლი განსაკუთრებულ ყურადღებასა და თანადგომას საჭიროებს და ამ ფონზე ეპისკოპოსის კურთხევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ვერმიღება გარკვეულ კითხვისნიშნებს ბადებს.

ცოტნე გამსახურდია, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი:  „ასე, 7-8 წლის წინ სამებაში ვიყავი, ვუსმენ წირვას და უეცრად ჩამესმის: დალოცე, უფალო, მიტროპოლიტი დასავლეთ ევროპისა... ვიფიქრე, ან გავგიჟდი, ან დასავლეთ ევროპა სამშობლოს შემოერთებია და არ გამიგია-თქო; ცოტა ხანში კიდევ მესმის: აკურთხე, უფალო, ეპისკოპოსი კანადისა და ჩრდილოეთ ამერიკისა... ვიფიქრე, წყეული თუ მაცდუნებს-მეთქი, გამოვედი და მხოლოდ შემდეგ მითხრეს განდობილთა, რომ არაფერი მომჩვენებია. კი, მაგრამ, სარწმუნოებისა და სამშობლოსთვისუკომპრომისოებო“, სადაც დედამიწის სხვა ნახევარსფეროს ეპოტინებით, ისტორიულმა საინგილომ და ჰერეთმა რა დააშავა და იქ მცხოვრებმა ქრისტიანებმა, რომელთაც დღითიდღე ავიწროებენ?! თუ ამ სიჩუმეს დიპლომატიას ეძახით?!“

გიორგი ქათამაძე: „საინგილოსა და ჰერეთში წასვლა ვის აინტერესებს, მთავარი ევროპა და აშშ-, იქ ხომ დიდი ფულისა და პატივის მოხვეჭა შეიძლება“.

მაია მუმლაძე: „მოძმე აზერბაიჯანელების განაწყენება როგორ შეიძლება?! ისე, სიმართლისთვის უნდა ვთქვათ, რომ დასავლეთში არავის ავიწროებენ აღმსარებლობის გამო (ესსაძაგელიევროპა-აშშ), საინგილო-ჰერეთში კი, სულისა და ხორცის გაღება დასჭირდებათ’‘.

პაატა ქურდაძე: „ჰერეთში პირობები არ არის, საკრედიტო ბარათსაც ვერ გამოიყენებ. ფუი ეშმაკს და, მართლა კათოლიკე მისიონერებად ხომ არ გადაიქცევიან, ყველაფერზე რომ მიდიან _ აფრიკასა და აზიაში ღატაკმშიერ მოსახლეობას იარებს ბანენ და მათთან ერთად იკვებებიან’‘.

ლევან მეტონიძე: „ვისაც უცხოეთში უცხოვრია, კარგად ეცოდინება, რამხელა მნიშვნელობა აქვს საკუთარ თანამემამულესთან ურთიერთობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნოსტალგია გღრღნის და სულიერად გიჭირს. გლობალიზაციის ეპოქაა და დიასპორის ინსტიტუტი ძალიან აქტუალურია. ქართველები, როგორც მოგეხსენებათ, დიდად ორგანიზებული და მოწესრიგებული ხალხი არ ვართ. ჩვენი დიასპორები ან ძალიან სუსტია, ან საერთოდ არ არსებობს და ეპარქიები, პრაქტიკულად, ერთადერთი ცოცხალი უჯრედებია, რომლებიც მრავალი წლის წინ უცხოეთში გადახვეწილ ქართველებს სამშობლოში ყოფნის განცდასა და ოჯახის ატმოსფეროს უქმნიან. იმასაც ვიტყვი, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში, აზერბაიჯანისგან განსხვავებით, კანონი რწმენისა და აღმსარებლობის შესახებ მიგრანტებს საშუალებას აძლევს, იქირაონ ან შეისყიდონ შენობები, სადაც თავიანთი რელიგიური რიტუალების ჩატარება შეეძლებათ...“

ეკა სირაძე: „2006 წელს, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ ქურმუხის ეკლესიიდან ღვთისმშობლის კარედი ჩამოხსნა... მანამდე არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა და ეკლესიის გარშემო თხრილები ღიად დატოვა, ცოტა ხნის შემდეგ კი, ქურმუხი ალბანურ საკულტო ნაგებობად გამოაცხადა... მაშინ არც გაბაშვილს, არც რურუას, არც ბერს და არც ერს ხმა არ ამოუღია, ოდიშარიაზე საუბარიც ხომ ზედმეტია’‘.

ილია მარტყოფლიშვილი, გაზეთქიზიყისრედაქტორი: „ეპარქიის შექმნას აზერბაიჯანული მხარე ამწვავებს და ეპისკოპოსად კურთხევაც, თურმე, ამიტომ გადაიდო. ჩვენი საპატრიარქო კი ვითარების გამწვავებას ერიდება“. 

არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი ჰერეთში სამი წელია, მარტო მსახურობს _ აზერბაიჯანული კანონმდებლობა საინგილოში ერთზე მეტი მართლმადიდებელი სასულიერო პირის მსახურებას კრძალავს. როგორც მამა დემეტრე ამბობს, ამისთვისაც უფლის მადლობელია. შარშან, ზაფხულში, ჰერეთის ეპისკოპოს მელქისედეკს სადღესასწაულო წირვის ჩატარების შესაძლებლობა არ მიეცა. არქიმანდრიტი დემეტრე მსახურებაში ადგილობრივებისგან ხელისშეშლას უარყოფს... 

მერაბ ბერიძე

წყარო: versia.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია