მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
,,რუსეთი ის ხე არაა, რომელსაც შეძახილით გაახმობ!’‘ - 23 ივლისი 2014

myrights.ge

პრეზიდენტი პუტინი ბარაკ ობამასთვის აშშ- დამოუკიდებლობის დღისადმი მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ რუსეთი და აშშ პასუხისმგებელნი არიან მსოფლიოში სტაბილურობაზე; მოსკოვმა და ვაშინგტონმა მსოფლიოს ინტერესების სასარგებლოდ უნდა იმოქმედონ. „რუსეთსა და აშშ-ს, როგორც ზესახელმწიფოებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აშშ-მ და რუსეთმა უნდა ითანამშრომლონ არა მხოლოდ საკუთარი ხალხის, არამედ მთელი მსოფლიოს ინტერესებისთვის“, _ ნათქვამია კრემლის განცხადებაში. პუტინის მილოცვის აქცენტებსა და ქვედადინებებზე, „ვერსია“ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრება.    

_ პუტინის მიმართვა- მილოცვაში ორპოლუსიანობაა ხაზგასმული. მას არ უთქვამს, რომ აშშ, რუსეთი, ევროპის ქვეყნები თუ ჩინეთი პასუხისმგებლები არიან, ასეთები ჩვენ ორნი ვართ _ ისე თქვა პუტინმა, როგორც ამას საბჭოთა პერიოდში სსრკ- ლიდერი იტყოდა. აშკარად შეიმჩნევა ტენდენცია, მსოფლიო პოლიტიკური სისტემის მეორე პოლუსად რუსეთმა საკუთარი თავი დაამკვიდროს. ამ მოტივით ბევრი ისეთი რამაა განპირობებული, რომელიც დღეს მთელი სამყაროსთვის პრობლემაა, უპირველესად, უკრაინას ვგულისხმობ.                   

_ ამ დროს, საერთაშორისო რეალობა როგორია?                   

_ სხვათა შორის, რეალობა საბჭოთა პერიოდისგან დიდად განსხვავებული იმ თვალსაზრისითაა, რომ სსრკ- დროს ორპოლუსიანობა იყო, ოღონდ გარკვეული ნიშნით _ საბჭოთა კავშირი დასავლეთს, განსაკუთრებით, აშშ- ეკონომიკურად, სოციალური მოწყობითა და პოლიტიკური სისტემით ჩამორჩებოდა. ერთადერთი, რაც მის მსოფლიო პოლუსად ყოფნას განაპირობებდა, შეიარაღება და მისი გამოყენების დიდი ალბათობა ანუ სსრკ- მხრიდან ღია აგრესია იყო. იარაღიანი კაცი, მით უმეტეს, თუ არაპროგნოზირებადი და აგრესიულია, მეტს იხვეჭს, რადგან მასთან დაპირისპირებას ერიდებიან. ამჟამადაც ანალოგიურ სურათს ვიღებთ: აგრესიულობის პროგრამული მომენტი რუსეთის პოლიტიკაში ნელ-ნელა წინა პლანზე იწევს. ეს შემთხვევითი არაა ისევე, როგორც საბჭოთა კავშირში. ეს ტერორისტის ფსიქოლოგიაა _ ამას არ ამისრულებთ, რაღაცას დავაშავებ, გავაფუჭებ, გავანადგურებ. გარკვეულ ეტაპზე, საქართველო ღიად იყო ტერორისტის ხელში, მაგრამ ამან დიდი ძვრები არ გამოიწვია და პროცესი უკრაინაზე გადავიდა. ერთ-ერთი ძირითადი ტენდენცია, რა უნდა რუსეთს მთელ ამ პროცესში, პუტინის მილოცვითაც გამჟღავნდა _ უნდა, მსოფლიო პოლუსად აღიარონ.                     

_ მილოცვაში კიდევ ერთი საგულისხმო პუნქტიააშშ- და რუსეთმა უნდა ითანამშრომლონ არა მხოლოდ საკუთარი ხალხის, არამედ მთელი მსოფლიოს ინტერესებისთვის...                   

_ ტერორისტის ფსიქოლოგია ვახსენე. ტერორისტიც, როცა მძევლად უდანაშაულო ადამიანი ჰყავს, ამბობს, თუ ეს ადამიანი გეცოდებათ და მის ინტერესებს ითვალისწინებთ, შემისრულეთ, რაც მინდა. დიახ, რუსეთს თანამშრომლობა უნდა სხვების ინტერესებისთვის, მაგრამ ამ ინტერესებს თავად აგდებს მძიმე დღეში, რათა მერე, მათი გათვალისწინებისთვის, დასავლეთს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვოს. თუ არ გადადგამს, იტყვისდასავლეთი არაჰუმანურია და სხვები არ ეცოდებაო. ასე რომ, მილოცვის ეს ბოლო ფრაზა შესანიშნავად ერწყმის პირველს.               

_ ასეთ პოლიტიკას რა პერსპექტივა აქვს?            

_ როგორი პასუხი გსურთ, ემოციური, სიამოვნებისმომგვრელი და ამაზე ნაკლებად ორიენტირებული? თუ პირველი გვინდა, ვიტყვი, რომ ასეთ პოლიტიკას პერსპექტივა არ აქვს, რადგან მსოფლიო 21- საუკუნეშია და .. არ მგონია, ეს სასიამოვნოდმოსასმენი ფრაზა ჭეშმარიტება იყოს, რადგან საბჭოთა კავშირი 70 წელი ანალოგიური პოლიტიკით ცხოვრობდა. ალბათ, ის პოლიტიკაც, რომელიც რუსეთს სსრკ- დუბლის სახით წარმოაჩენს, ისტორიულ პერსპექტივაში სადღაც დამთავრდება და ოდესღაც ქვეყანას უდავო კრიზისამდე მიიყვანს, მაგრამ ეს ჩვენი აღფრთოვანების მიზეზი ნუ გახდება _ ამ პოლიტიკამ და პერიოდმა შესაძლოა, ბევრი წელი გაძლოს; იმდენი, ჩვენს თაობებს რომ ეყოფა. უნდა ვაღიაროთ, ეს პოლიტიკა სიცოცხლისუნარიანი შეიძლება აღმოჩნდეს, თუ მსოფლიომ მისი გაუვნებელყოფის უფრო ეფექტური გზები არ იპოვა. ასე რომ, პუტინის მიერ მსოფლიოსთვის მიცემული ამოცანა ადვილი ამოსახსნელი არაა. მხოლოდ ჰუმანური შეძახილებით ისეთი ტიპის ქვეყანა, როგორადაც დღეს რუსეთი ყალიბდება (დიქტატურის ტიპის, სსრკ- ანალოგი), ადვილად არაფერს დათმობს, თუ სათანადო ძალა არ დაუპირისპირეს. რუსეთი ის ხე არაა, რომელსაც შეძახილით გაახმობ!     

მერაბ ბერიძე

წყარო: versia.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია