მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ქართულ სოფლებს სახელებს უცვლიან, გალის რაიონს კი სპეციალურ სტატუსს ანიჭებენ - 25 ივლისი 2014

რა მიზნით იქმნება სამურზაყანოელ აფხაზთა საბჭო

myrights.ge

აფხაზური მედიის ცნობით, გალის რაიონში საზოგადოებრივი ორგანიზაცია სამურზაყანოელ აფხაზთა საბჭო შეიქმნა. მისი მიზანია სამურზაყანოელი აფხაზების შთამომავლების სოციალური პრობლემების გადაწყვეტა, მათი ინტეგრაცია აფხაზურ სივრცეში და აფხაზეთის საზოგადოებრივ- პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი ეფექტური ჩართვა. ასევე ითქვა, რომამ ხალხის უმრავლესობა გამეგრელებული აფხაზია და ისინი თავიანთ ფესვებს უნდა დაუბრუნდნენ“. საბჭო- თავმჯდომარედ თენგიზ ინალ-იფა აირჩიეს.

მანამდე არც ისე დიდი ხნით ადრე კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში გალის რაიონისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება. ადგილობრივი წყაროს ინფორმაციით, „აფხაზები აცნობიერებენ, რომ გალის რაიონი მათთვის ეკონომიკური თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობისაა. დღეს, ეს აფხაზეთის მასშტაბით შედარებით მჭიდროდ დასახლებული რაიონია და რუსეთიდან შემოტანილი საქონლის 70%- აქ იყიდება. ამ ფონზე, აფხაზები აქტიურად ალაპარაკდნენ რაიონისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებაზე. ჯერ არ კონკრეტდება, როგორ მოხდება ეს. რაიონის აფხაზეთის შემადგენლობაში დატოვება იგულისხმება, თუმცა ერთგვარ ნეიტრალურ ზონად გამოცხადება“.

მეორე კონფიდენციალური რესპონდენტი კი გვიამბობს: „პასპორტების გაცემა შერჩევითობის პრინციპით ხდებოდა. პასპორტს არ აძლევდნენ მათ, ვისი გვარიცშვილზე“, „ძეზეანიანზემთავრდებოდა. იყო გვარების გადაკეთების შემთხვევები. მაგალითად, ეზუგბაია ეზუგბად, ყოლბაია ყოლბად, ქეძბაია ქეძბად ჩაწერეს დოკუმენტში. გადაკეთებული გვარების მქონე ადამიანების პასპორტებში, ეროვნების აღმნიშვნელ გრაფაში, წერდნენ ,,აფხაზს’‘. დღეს ეს პროცესიც შეწყვეტილია. პასპორტის აღება ძალიან ცოტა ადამიანმა შეძლო. ცოტა ხნის წინ, გალის რაიონში, რამდენიმე ქართულ სოფელს ქართული სახელი შეუცვალეს“.

ვერსიასთანსაუბრისას, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ყოფილი უშიშროების მინისტრი ლევან კიკნაძე აცხადებს, რომსამურზაყანოელ აფხაზთა საბჭოსეპარატისტების მორიგი პროექტია _ .. ინტეგრაციით სურთ, ამ ხალხს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ათქმევინონ, რის შემდეგაც მათ აფხაზურ პასპორტებს მისცემენ. მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა ყოფილიყო ვინმე თენგიზ ინალ-იფა ამ საზოგადოების თავმჯდომარე, რადგან მას ამ ორგანიზაციასთან საერთო არაფერი აქვს:

პროცესი დიდი ხანია მიდის. ადგილობრივებს საქართველოს მოქალაქეობაზე, შესაბამისად ქართველობაზე უარს ათქმევინებენ. „იდეოლოგიური უზრუნველყოფაცამოქმედებულია, ინგლისელი კავკასიოლოგი ჰიუიტი დიდი ხანია მეგრელების ქართველობას ეჭვქვეშ აყენებს. გალში გამომავალ სამენოვან გაზეთშიგალ“, მუდმივად ხდება ამის ტირაჟირება. რაც შეეხება გამეგრელებულ აფხაზებს. არის გვარები, რომელთა ფუძე- ძირი აფხაზური წარმოშობისაა. მაგალითად, ასეთია ბუთბაია (ბუთბა). ამ გვარის წინაპარმა გვარი გადაიკეთა და ქართველი გახდა, რასაც სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა: მუჰაჯირობის დროს აფხაზებს დევნიდნენ. გადარჩენის მიზნით, ბევრი გაქართველდა. ყოლბაიასაც ფუძე აფხაზური აქვს; ეს გამეგრელებული აფხაზი თავის წინაპარს როგორ უნდა დაუბრუნდეს? ალბათ, ისევ ბუთბა უნდა გახდეს. სურთ, ამ გზით გალელ ქართველთა ნაწილს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ათქმევინონ. ეს პროცესი მასობრივ ხასიათს მიიღებს თუ არა, ჩვენზეცაა დამოკიდებული. შეიძლება გაცვეთილი ფრაზა იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რამდენად განვითარებული და მიმზიდველი ქვეყანა გავხდებით და რამდენად დავიახლოებთ გალის მოსახლეობას. დარგის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ალბათ კარგია, ოკუპირებულ ტერიტორიებთან სიახლოვეს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების ამოქმედება. თუ ზონებში ისეთ ეკონომიკურ საფუძვლებს შექმნი, რომ ადამიანებს შენსკენ წამოიყვან, ეს დადებით შედეგს მოიტანს. მთავარია, ამან დამახინჯებულ ფორმა არ მიიღოს“.

ექსპერტები სამურზაყანოელ აფხაზთა საბჭოს შექმნას 24 აგვისტოსთვის დანიშნულ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებსაც უკავშირებენ, მეორე ნაწილი კი ამაში ისევ გალის მოსახლეობის გააფხაზების მცდელობას ხედავს. რეალურად, გალის მოსახლეობას მძიმე პირობებს უქმნიან, რათა ეროვნულ იდენტობაზე უარი ათქმევინონ.   

მერაბ ბერიძე

წყარო: versia.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია