მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
უკრაინა ბრძოლას აგებს, რუსეთი თავხედდება, რა ელის საქართველოს? - 25 სექტემბერი 2014

myrights.ge

ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიუხედავად, უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო შეტაკებები არ წყდება. რუსეთი მეზობელი ქვეყნის დესტაბილიზაციადანაწევრებას მცდელობას არ აკლებს. საით მიდის უკრაინის პროცესები და რა გავლენას ახდენს ეს საქართველოზე, ამ თემაზე ყოფილ პრემიერმინისტრს, თენგიზ სიგუას ვესაუბრებით.

უკრაინა ბრძოლას აგებს. ყირიმი ხომ დაკარგა, ახლა პრეზიდენტმა პოროშენკომ უკვე თანხმობა მისცა, რომ დონბასს განსაკუთრებულ სტატუსს მიანიჭებს. ამით მოსკოვმა კიევთან თამაში მოიგო, ყირიმი წაართვა, დონბასს ასე ვერ წაართმევს, მაგრამ თავისთვის ხელსაყრელ სტატუსს მიაღებინებს. ეს არ იქნება ისეთივე ოლქი, როგორიცაა ხარკოვი, დნეპროპეტროვსკი, ზაპაროჟიე და .. ამ განსაკუთრებული სტატუსით დონბასი მოსკოვის გავლენის ქვეშ იქნება, რადგან იქ ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობაადონეცკსა და ლუგანსკში.

რამ გამოიწვია ასეთი შედეგები?

ბოლო წლებში უკრაინის სახელმწიფოს სახე დაკარგული ჰქონდა, ვინც კი სათავეში მოდიოდა, ყველა კორუფციაში ჩაფლული იყო ან მას სათანადოდ ვერ ებრძოდაკორუფციამ შეჭამა ეს ქვეყანა. მე უკრაინა კარგად ვიცი, ახალგაზრდობისას სამეცნიერო მივლინებებით მთელი ქვეყანა მრავალჯერ მოვლილი მაქვს. დონეცკი ქვეყნის ძლიერი სამრეწველო ცენტრი იყო. მისი ჩამოცილებით, უკრაინა ძალიან ბევრს დაკარგავს, მაგრამ მგონია, საბოლოოდ ასე არ მოხდება. დაახლოებით ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი ექნება, რაც კიევისთვის მარცხია.

ამასთან დაკავშირებით, საინტერესო ანალიზი გავაკეთე ბოლო 30 წლის განმავლობაში ევროპაამერიკას და ჯერ სსრკ და მერე რუსეთის დაპირისპირებაზე. ამ ორი წლის წლის წინ, პოლიტიკური ანგარიში იყო რვით ნული დასავლეთის სასარგებლოდსოცბანაკის, მერე სსრკსდაშლა, გერმანიიდან ჯარების გამოყვანა, ბერლინის კედლის დაშლა და ..ეს ყველაფერი დასავლეთის მოგება იყო. აი შარშანდელი წლიდან დაწყებული, უკვე სამჯერ მოიგო რუსეთმასირია, ყირიმი და ახლა დონეცკსა და ლუგანსკს უგებს.

დასავლეთის ნაკლებად გამოხატულმა მხარდაჭერამ რა როლი ითამაშა?

რასაკვირველია ესეც არის. საქმე რაშია, რატომ არ ენდობა განსაკუთრებით დასავლური სამყარო რუსეთს? ბოლო საუკუნის მანძილზე, რუსეთს 70–ზე მეტ უმაღლესი დონის საერთაშორისო ხელშეკრულებაზე ხელი აქვს მოწერილი, დაახლოებით 80%–ში ხელს აწერს დოკუმენტს და არ ასრულებს. კერძოდ, უკრაინასთან რა ხდებაიცით, რომ ყირიმი თავის დროზა ნიკიტა ხრუშჩოვმა საბჭოთა კანონების გვერდის ავლით  გადასცა რუსეთიდან უკრაინას. იმჟამინდელი სსრკ კანონებით მხოლოდ საბჭოთა კავშირის უმღლეს საბჭოს ჰქონდა უფლება, რომ ერთი რესპუბლიკიდან ტერიტორიები მეორე რესპუბლიკისთვის გადაეცა. ხრუშჩოვმა შეატყო, რომ სსრკ უმაღლეს საბჭოზე ამ საკითხს ვერ გაიტანდა, ამიტომ კანონების დარღვევით რუსეთის უმაღლესი საბჭოს სესია ჩაატარა და იქ მიიღო გადაწყვეტილება რეგიონის გადაცემაზე; ეს უკრაინის რუსეთთან შეერთების 300 წლისთავთან დაკავშირებით მოხდა. მაგრამ მერე უკვე 1995 წელს, ინგლისის, აშშ, საფრანგეთისა და რუსეთის წარმომადგენლები ჩავიდნენ კიევში და სთხოვესშენ უარი თქვი ატომური იარაღის წარმოებასა და შენახვაზე და ჩვენ საზღვრების ხელშეუხებლობის გარანტორები ვართო; ამას ოთხივე სახელმწიფომ ხელი მოაწერა. კიევი ამაზე დათანხმდა, ატომურ იარაღზე უარი თქვა და ამ ხელშეკრულებას დაეყრდნო, რომ მისი საზღვრები დაცული იქნებდაეს ხელშეკრულება ახლა უკვე რუსეთმა დაარღვია.

ამას დასავლეთის გარკვეული რეაგირება მოჰყვა, არ აღიარეს ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვიერი განცხადებაა. საქმე იმაშია, რომ უკრაინის სამხედრო პოტენციალი რუსეთისას ძალიან ჩამორჩება. დასავლეთი შეიარაღებითაც კი აქტიურად არ დახმარებია. უკრაინას საშუალება არ აქვს, რომ რუსეთს ეომოს, ეს გამორიცხულია, თუ დასავლეთი ძლიერ სამხედრო დახმარებას არ გაუწევს, რაც ჯერჯერობით არ ჩანს. მცირე დახმარებას სამხედრო ოპერაციებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

რა გავლენას ახდენს ეს პროცესები საქართველოზე?

რუსეთი თავხედდება, როგორც აღვნიშნე, მოსკოვი ბოლო ორი წელია დასავლეთს უგებს, აშშ სირია პრაქტიკულად მოუგო, ახლა ყირიმი მიითვისა და გათავდა; ყვირის დასავლეთი არ ვცნობო, მაგრამ მოსკოვის პოზიცია ასეთიაშენ ნუ ცნობ, მე წავიღე და ჩემიაო. იაპონიას საბოლოოდ უარი უთხრა იმ ოთხ კუნძულზე, რომელზედაც მოლაპარაკებები მიდიოდა და თითქოს მოსკოვს უნდა დაებრუნებინა. ახლა აცხადებენ, რომ იაპონიამ დაივიწყოს ის კუნძულები

ახლა იცით ყველზე მეტად რისი მეშინია? სომხეთაზერბაიჯანს შორის ომი თუ დაიწყო, რუსეთი აუცილებლად სომხეთის მხარეზე გამოვა. ჩვენს საზღვართან ახლოს გიუმრის ძლიერი სამხედრო ბაზაა. რუსეთს ჰაერიდან მძიმე ტექნიკის მიწოდება უჭირს, ამიტომ საქართველოში შემოვა, სომხეთზე რუსულ ტვირთებს ვატარებთ, მაგრამ სამხედრო დანიშნულებისას არა. ამიტომ, რუსეთი ჩვენთან ძალისმიერი მეთოდით შემოვა, ცხინვალის რეგიონიდან გაჭრის გზას. ეს ჩვენთვის ახალი გამოწვევა იქნება.

ამ ფონზე, როგორ აფასებთ საქართველოს მთავრობის პოზიციებს თუნდაც უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში?

უკრაინას ცალსახად მხარი უნდა დავუჭიროთ. რუსეთის მომხრე რესპუბლიკებიდანაც არც ერთმა ყირიმის უკრაინისგან გამოყოფას მხარი არ დაუჭირა. ამიტომ, ჩვენ აშშსა და ევროპის პოზიციაზე უნდა ვიყოთ, რასაც აკეთებენ, იგივე გავაკეთოთ. თუ ვინმე დაგვიცავს, ისევ ევროპა და შეერთებული შტატებია.  

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია