მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა ელით გალის ქართველებს ხაჯიმბას მმართველობის პირობებში? - 01 ოქტომბერი 2014

აფხაზ სეპარატისტებს რუსეთთან მიერთება არ სურთ, განსხვავებით ცხინვალის რეგიონისგან“

myrights.ge

რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის .. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. როგორც აფხაზური მედია წერს , „ინაუგურაციასაზეიმო ვითარებაში სოხუმისმთავრობის სახლშიგაიმართა. .. პარლამენტის სესია თავმჯდომარემ, ვალერი ბრანბამ გახსნა, რის შემდეგაც რაულ ხაჯიმბამ აფხაზურ ენაზე ფიცი დადო. ოკუპირებულ აფხაზეთშირიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები“ 24 აგვისტოს გაიმართა

რა გზით ივლის სოხუმი რაულ ხაჯიმბას მმართველობის პირობებში, ამაზე აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების უშიშროების ყოფილ მინისტრს, ლევან კიკნაძეს ვესაუბრებით

- უპირველესად უნდა შევაფასოთ, თუ როგორ მოვიდა რაულ ხაჯიმბა ხელისუფლებაში. ის არძინბას ყველაზე აქტიური სეპარატისტია და ყოველთვის მხარს უჭერდა, რომ სათავეში მოსულიყო. ხაჯიმბას ასევე ჰყავდა და ჰყავს მყარი ელექტორატი, რომელსაც საქართველოსთან არანაირი დაახლოება და კავშირი არ სურს. როდესაც მას შესაძლებლობა მიეცა, ეს უფრო აშკარად გამოემჟღავნებინა, ზუსტად ის ნაბიჯი გადადგა, რაც მის გარემოცვას, ელექტორატს აწყობდა - ქართველებს უფლება წაართვა აერჩიათ ის ლიდერი, რომელიც გალის მოსახლეობისადმი ლოიალურად იქნებოდა განწყობილი. ხაჯიმბამ ძალიან კარგად იცოდა, რომ შეიძლება არჩევნებში ფიასკო განეცადა, ამიტომ ჯერ უკანონოდ გაცემული პასპორტების თეზა წამოაყენა და ამით მთელი ოპოზიციური ნაწილი ააყირავა, სეპარატისტულად განწყობილი მოსახლეობა ღიად დაუპირისპირდა ანქვაბს.

ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ხაჯიმბასთან კონსტრუქციული თანამშრომლობა ძალიან ძნელი იქნება. სწორედ ასეთი სამომავლო თანამშრომლობის შიშით იყო განპირობებული, რომ ანქვაბი თანამდებობიდან ხაჯიმბასა და კრემლის ალიანსმა გადააყენა. ძნელი გასათვლელი არ არის, რა განწყობით შეუდგა ხაჯიმბა მოვალეობის შესრულებას და როგორ გააგრძელებს მას. მაგრამ ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ ხაჯიმბა არ არის ისეთი პიროვნება, რომელიც მოსკოვს ყველაფერზე დათანხმდება. ის .. დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და ამისთვის გააგრძელებს მოქმედებას. ზოგიერთების ილუზიას, რომ აფხაზეთი შეიძლება რუსეთის გუბერნია გახდეს, ხაჯიმბა შეეწინააღმდეგება.

- რა პერსპექტივა აქვს მის ბრძოლას მეტიდამუკიდებლობისთვის“?

- ხომ ხედავთ, ყირიმის მოვლენებმა რუსეთს რა აჩვენა? მართალია, იქ სასურველს მიაღწიეს, მაგრამ ყველაფერი დამშვიდებული არ არის და რუსეთი შეეცდება მის მიმართ საერთაშორისო ნეგატიური განწყობა აფხაზეთის მიერთებით კიდევ უფრო არ გააძლიეროს. მეორე მხრივ, დღეს მოსკოვს აფხაზეთის მიერთება არც არაფერში სჭირდება.

ასევე, კარგად ვიცნობ აფხაზი სეპარატისტების განწყობას და მათ რუსეთთან მიერთება არ უნდათ, განსხვავებით ცხინვალის რეგიონისგან. ის რაც გარეგნულად ჩამოუყალიბეს - ერთიანი თავდაცვითი სივრცე, საზღვრების დაცვა და .. დღეს კრემლსაც აწყობს და ხაჯიმბასაც. მარგამ ჩვენ თუ აფხაზეთის განვითარების პროცესს გადავხედავთ, მას პერსპექტივა არ აქვს - ვერც კრიმინოგენურ ვითარებას გამოასწორებს, ვერც ეკონომიკას ააღორძინებს, რადგან ის მთლიანად კრემლიდან ფინანსურ შემოდინებებზე არის დამოკიდებული. ამ შემოდინების დიდი ნაწილი . ატკატების სახით უკან ბრუნდება. დიდი ნაწილი ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექება და აფხაზეთის მოსახლეობას ეს არაფერში გამოადგება

- რა ელის გალის ქართულ ქართველობას?

- გალის მოსახლეობის მომავალს საკმაოდ პესიმისტურად ვუყურებ. სხვათაშორის, ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ამ პასპორტების ჩამორთმევით, უპირველესად გალის მოსახლეობის აფხაზეთის დანარჩენ ნაწილში ინტეგრირება სურს. მაგრამ ეს ტყუილია, მას სურს ენგურის ადმინისტრაციული საზღვარი სახელმწიფო საზღვრად გადაკეთდეს და გალის მოსახლეობას ისეთივე პირობები წაუყენოს, რა პირობებშიც ჩვეულებრივი საზღვრისპირა მოქალაქეები ცხოვრობენ ნებისმიერ ქვეყანაში.

- ქართული მხარის პროტესტის მიუხედავად, ოკუპირებულ აფხაზეთში უცხოური დელეგაციების ვიზიტებმა მოიმატა, ეს გარკვეულ ტენდენციაზე ხომ არ მიანიშნებს?

საქმე იმაშია, რომ უცხოური დელეგაციები აფხაზეთში ადრეც ჩადიოდნენ, თითქოს ეს კერძო ვიზიტები იყო და სახელმწიფო სტრუქტურებთან არანაირი საერთო არ ჰქონდა. ძალიან ხშირად თურქეთიდან ჩამოდიოდნენ, სირიიდან იყვნენ დელეგაციები, სხვა ქვეყნებიდანაც. აფხაზებს სურთ, რომ თავისი ინფორმაცია საზღვარგარეთ გაიტანონ და ამით მიანიშნებენ, რომ ურთიერთობას მსოფლიოს დანარჩენ ნაწილთან ამყარებენ. მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. აქ კერძო კომერციული ინტერესებია, რადგან სასარგებლო რამ მოიპოვება აფხაზეთში. ამაზე უარს არავინ იტყვის და ბოლომდე ვერც  დაუშლი, რომ იქ არავინ შევიდეს.

- მაგრამ ბოლოარჩევნებთანდაკავშირებით, თურქეთში საარჩევნო უბნის გახსნა რამდენად ჯდებოდა ქართულ-თურქული ურთიერთობების კონტექსტში?

- სასურველი არ იყო, მაგრამ ჩვენ ხომ განცხადებებიც მოვისმინეთ, რომ ოფიციალური ანკარა არ ემხრობა ამ არჩევნებს და არ ცნობს მის შედეგებს. როდესაც კერძო პირები აკეთებენ და დიასპორა უბანს ხსნის, კანონმდებლობა ასეთ რამეებს არ ეწინააღმდეგება.    

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია