მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოს უმთავრესი პრობლემა - პოლარიზაცია? - 20 ოქტომბერი 2014

„დასავლეთის შეფასებები ხშირად რეალობას აცდენილია“

myrights.ge

ევროსაბჭოს მომხსენებელი მიქაელ იენსენი საქართველოში არსებულ უმთავრეს პრობლემად პოლიტიკურ პოლარიზაციას მიიჩნევს: „ჩემი აზრით, უმთავრესი პრობლემა პოლიტიკური პოლარიზაციაა. ევროპაში, მათ შორის ჩემს სამშობლოში, უმრავლესობა და უმცირესობა თანამშრომლობენ, ერთად განიხილავენ პრობლემებს, საქართველოში კიქართულ ოცნებასადაერთიან ნაციონალურ მოძრაობასშორის ჯერ კიდევ ნაპრალია. არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ პოლარიზება ამ ორ პარტიას შორის ჯერ კიდევ თვალსაჩინოა“, - აცხადებს მიქაელ იენსენი.

ევროსაბჭოს მომხსენებლის განმარტებით, პოლარიზება არავისთვის, არც ერთი მხარისთვის არ არის სასიკეთოარც პარტიებისთვის, არც ქართველი ხალხისთვის და არც ქვეყნისთვის:

ჩვენ ვცადეთ, შედარებით სტაბილური მოხსენება მოგვემზადებინა. ვხედავთ, რომ ქვეყაში ისევ ისეთი მდგომარეობააერთი პარტია არის სათავეში და სხვები ზეწოლის ქვეშ. თუნდაც შარშან ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომნაციონალური მოძრაობისრამდენიმე წარმომადგენელმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ზეწოლის შედეგად კანდიდატურა მოხსნა. ბევრი მაგალითი ვნახეთ, როდესაც უმრავლესობა ოპოზიციაზე ახდენდა ზეწეოლას, როგორც კამპანიის დროს, ასევე პარლამენტის წევრებზე. ჩვენ ისევ ოპტიმიზმით ვუყურებთ, რომ საქართველოს შეუძლია, ფოკუსირებული იყოს იმ გზაზე, რომელსაც ჩვენ მივესალმებით, თუმცა ეს კიდევ გრძელი გზაა“.

ასევე, „ამერიკის ხმისქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ამერიკელი მეცნიერი ფრენსის ფუკუიამა აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური გარემო ძალიან პოლარიზებულია, რაც არ არის კარგი დემოკრატიისთვის. მისივე განმარტებით, კარგი დემოკრატია შეჯიბრებითობის პრინციპს, ნდობის მაღალ მაჩვენებელს მოითხოვს.

საქართველოში ჩატარებული საჯარო სექტორის რეფორმა ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მთავრობამ ეს უნდა შეინარჩუნოს და გააძლიეროს. დემოკრატია თავის თავში გულისხმობს კანონის უზენაესობას, სადაც სასამართლო სისტემა მიუკერძოებელია, ეს კონსოლიდაციას მოითხოვს. საქართველოში პოლიტიკური გარემო ძალიან პოლარიზებულია, რაც არ არის კარგი დემოკრატიისთვის. კარგი დემოკრატია შეჯიბრებითობის პრინციპს მოითხოვს, ასევე მოითხოვს ნდობის მაღალ მაჩვენებელს. ვფიქრობ, ქართველმა პოლიტიკოსებმა ამაზე უნდა იმუშაონ“.

მეცნიერის შეფასებით, საქართველოს სუსტი მხარე კანონის უზენაესობაა: „საქართველოს აქვს დემოკრატია, ბოლო წლებში ჩატარებული არჩევნები ამას კარგად ცხადყოფს. საქართველომ ასევე გააუმჯობესა კორუფციის მაჩვენებელი, რაც კარგი გაკვეთილია უკრაინისთვის. ნარინჯისფერი მთავრობისთვის კორუფცია დიდი პრობლემა იყო. რაც შეეხება კანონის უზენაესობას, ვფიქრობ ეს სუსტი მხარეა. საქართველოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი სასამართლოს დიდი ისტორია არ აქვს“.

ვერსიასთანსაუბრისას, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე დასავლელი ექსპერტების მოსაზრებას პოლარიზაციის შესახებ არ იზიარებს და აცხადებს, რომ ასეთი დამოკიდებულება ხშირად რეალობას აცდენილია:

ჩემდა სამწუხაროდ, არ ვეკუთვნი იმ პოლიტოლოგთა რიცხვს, რომლისთვისაც დასავლეთის მიერ გაკეთებული შეფასება ჭეშმარიტებაა. სამწუხაროდ-თქო იმიტომ ვამბობ, რომ როცა რომელიმე მხარის ასეთი ნდობა გაქვს, ცხოვრება უფრო ადვილია. დასავლეთის შეფასებები ხშირად არსებულ რეალობას აცდენილია. სწორედ ამან განაპირობა ის ტრაგედია, რაც დღეს უკრაინაში ტრიალებს, ასეთი იყო სააკაშვილის ხელისუფლების მხარდაჭერა, ამ შეფასებების რეალობისგან აცდენას დღეს აზერბაიჯანი დასავლეთს საკმაოდ მკაცრად საყვედურობს და .. ასე რომ, დასავლეთმა თქვა და ეს ჭეშმარიტებააო - ამ სულისკვეთებაში ვერავის შევუერთდები. იქაური ანალიტიკოსები და მით უმეტეს, პოლიტიკოსები ისეთივე ადამიანები არიან, როგორებიც ჩვენ ვართ. ისევე როგორც ჩვენ ევროპულ პოლიტიკაში ბევრი რამ კარგად არ გვესმის, დასავლეთსაც ბოლომდე არ ესმის ის, თუ რა ხდება მათი სტრუქტურების გარეთ. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ დღევანდელი სიტუაციის პოლიტიკურ პოლარიზაციად შეფასება, რბილად რომ ვთქვათ, ზედაპირულია. პოლარიზაცია ყველა სახელმწიფოშია, სადაც მრავალპარტიული სისტემაა. თუკი მისი დრამატიზება ხდება იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს იჭერენ, ეს პოლიტიკური მოტივით არ ხდება - ჩვენ ეს კარგად ვიცით. დასავლეთი რაც უფრო დააგვიანებს გააზრებას, რომ ამ ტიპის დაპირისპირებაში პოლიტიკური მოტივები არ არის და რეალურად წინა ხელისუფლება კიმინალს სჩადიოდა, მით უკეთესი მისთვის. სხვა შემთხვევაში, შეიძლება ქართულ სივრცეში ანტიდასავლური განწყობილებები მიიღოს. მგონი, ეს არც დასავლეთს არ უნდა აწყობდეს. ამიტომ, საერთოდ არ ვიღებ საკითხის ასე დასმას, თუ რით ვუშველოთ პოლარიზაციას, რადგან აქ ეს საკმაოდ მსუბუქ ფორმებშია. მოსახლეობა აგრესიულადაც კი არის განწყობილი  ქართული ოცნების მიმართ სწორედ არაპოლარიზებულობის გამო და თუ სიტუაცია გამწვავდა, დასავლეთსაც ზედ მიაყოლებს. პროკურატურაში ათასობით საქმე პოლიტიკური მოტივით ხომ არ არის შეტანილი? ესენი ხომ რეალურად დაზარალებული ადამიანებია. დასავლეთს ამის დანახვა არ უნდა, არ აწყობს, რადგან წლების განმავლობაში სააკაშვილის ხელისუფლებას გუნდრუკლს უკმევდა. ასე რომ, ამ რეცეპტით ქვეყანას საშველი არ აქვს. საშველია იმით, რომ ეკონომიკა წელში უნდა გაიმართოს, ხელისუფლება გააქტიურდეს, სამუშაო ადგილები შეიქმნას, ყველაზე მთავარი კი საზოგადოების აქტიურობაა“. 

ცნობისთვის, პოლარიზაციის მაჩვენებლით ფასდება პოლიტიკურ მოთამაშებს შორის არსებული იდეოლოგიური/ღირებულებითი განსხვავებულობის და პრინციპული შეუსაბამობის დონე. თუ პოლიტიკური მოთამაშეების იდეოლოგიური შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაშინ პარტიული სისტემა მაღალი პოლარიზაციის დონით ხასიათდება. მსგავს სისტემებში გართულებულია პარტიათაშორისი თანამშრომლობა. შესაბამისად, ასეთი სისტემები არასტაბილურია დარისკისმატარებლად მიიჩნევა. პოლიტიკური პარტიული სისტემის პოლარიზაცია მისი შეფასების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ქართული პოლიტიკური სისტემა შედარებით დაბალი პოლარიზაციის დონით ხასიათდება.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია