მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საერთაშორისო გამჭვირვალობა: კიდევ ერთხელ უშიშროების საკითხებში ოფიცრების შესახებ - 03 ნოემბერი 2014

ანა დაბრუნდაშვილი, მამუკა ანდღულაძე

transparency.ge

საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოგანაგრძობს კვლევას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციებში საკუთარი თანამშრომლების .. „ოდეერების“ (ОДР – офицер действующего резерва) დანიშვნის შესახებ.

საბჭოთა კავშირის დროსოდეერებსსხვადასხვა უწყებებში უშიშროების სამინისტრო ნიშნავდა. ეს პრაქტიკა ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში შენარჩუნდა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგქართული ოცნებისმმართველობის პერიოდშიც გრძელდება.

წინა ბლოგპოსტებში ჩვენ ვწერდით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში  და შსს- ოფიცრები უშიშროების საკითხების სამართველოში  მომუშავე თანამშრომლების შესახებ. ამჯერად წარმოგიდგენთ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას სხვა საჯარო დაწესებულებებში მომუშავე კიდევ სამ ოფიცერზე.

არჩილ ბებიაშვილი

2013 და 2014 წლებში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, არჩილ ბებიაშვილი (დაბადებული 16.06.1959) შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრები უშიშროების საკითხებში სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებს. ბებიაშვილი პარალელურად 2013 წლის 19 თებერვლიდან 2014 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა. 2002 წლის მონაცემებით მას ეკონომიკის სამინისტროს წინამორბედ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში აღრიცხვისა და მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ამა წლის 25 აგვისტოდან არჩილ ბებიაშვილი მუშაობს თბილისის ახლად არჩეული მერის დავით ნარმანიას ადმინისტრაციის აპარატში მრჩევლის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად.

არჩილ ბებიაშვილის სახელი ფიგურირებდა ასევე 2011 წლის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გიორგი რატიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელებული შემოწმების საქმეში. კომისიის წარმომადგენლებმა სწორედ არჩილ ბებიაშვილისა და მისი მეუღლის ბინაში შეამოწმეს, რამდენად კანონიერად გადასცემდა შპსსუპერ ტვსამაუწყებლო არხებს საქართველოს ტერიტორიაზე. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპსსუპერ ტვმთელ რიგ არხებს არამართლზომიერად გადასცემდა, რის საფუძველზეც მას გაფრთხილება მიეცა. აღსანიშნავია, რომ მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა გიორგი რატიშვილმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაავრცელა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის მაკომპრომიტირებელი ფარული აუდიო ჩანაწერი.

პაატა ჯაჭვაძე

2014 წლის 26 სექტემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პაატა ჯაჭვაძე (დაბადებული 03.01.1974) შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უშიშროების საკითხებში ოფიცერთა მთავარი სამმართველოს უფროსია. 2013 წლის 24 სექტემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მას იგივე თანამდებობა აქვს მითითებული, იქამდე კი ჯაჭვაძე ჯერ შსს- კონტრდაზვერვის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი იყო, შემდეგ კი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პაატა ჯაჭვაძე 2013 წლის 16 სექტემბრიდან საქართველოს კანცელარიის უფროსის მრჩეველია უშიშროების საკითხებში.

გიორგი გამსახურდია

2014 წლის თებერვალში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ოფიცრები უშიშროების საკითხებში (მთავარი სამმართველო) სამმართველოს უფროსის მოადგილეა. იქამდე გამსახურდია იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე იყო.

მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, გიორგი გამსახურდია რამდენიმე თვეა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მუშაობს.

საკანონმდებლო საფუძველი

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 2002 წლის 22 აპრილი №187 ბრძანებულების თანახმად, რომლითაც საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს უშიშროების საკითხებში ოფიცრის დებულება დამტკიცდა, უშიშროების სამინისტრო უფლებამოსილი იყო სახელმწიფოს უშიშროებისათვის გან­საკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ორგანოებსა და და­წე­სებულებებში, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს სახელ­მწიფო წარმომადგენლობებში დაენიშნა ოფიცერი უშიშროების საკითხებში. ამავე დებულებით .. „ოდეერებისდანიშვნა საქართველოს პრეზიდენტსაც შეეძლო. თავისი ფუნქციების განხორციელებისას უშიშროების საკითხებში ოფიცერი უშიშროების მინისტრს ექვემდებარებოდა და შესაბამისი უწყებისა და დაწესებულების შინაგანაწესს ემორჩილებოდა.

მიხეილ სააკაშვილის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ახალი დებულება. #74 ბრძანებულების თანახმად, კონსტიტუციური წყობილების დაცვისა და ანალიზის დეპარ­ტამენტი უფლებამოსილი იყო სახელმწიფო უშიშრო­ებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ორგა­ნოებსა და დაწესებულებებში დანიშნული უშიშროების საკითხთა ოფიცრების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი გაეწია, ასევე, დაემუშავებინა მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის 2003 წლის 5 მარტის №72 ბრძანებულებაში ვხდებით  ნუსხას 27 უწყებისა და დაწესებულებების, სადაც ოფიცრები უშიშროების საკითხებში შეიძლება დანიშნულიყვნენ, მათ შორის სამინისტროები, კონტროლის პალატა, ეროვნული ბანკი სახელმწიფო დეპარტამენტისაქსტანდარტი“, თბილისის მერია, საქართველოს რკინიგზა, აეროპორტები და სხვ. აღსანიშნავია, რომ კონტროლის პალატა, რომლის სამართალმემკვიდრე დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურია, ამოწმებს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზაშეწონილობას, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოებისა.

ეს სია არ იყო ამომწურავი, ვინაიდან პრეზიდენტ შევარდნაძის 2002 წლის 22 აპრილის №187 ბრძანებულების მესამე მუხლის თანახმად, „სხვა დაწესებულებებსა და უწყებებში უშიშროების საკითხებში ოფიცრები შეიძლება დაინიშნონ ამ დებულებით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ან შესაბამისი უწყების ან დაწესებულების ხელმძღვანელის მოთხოვნით“.

თითქმის იდენტურ სიას ვხვდებით პრეზიდენტ სააკაშვილის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებაშიც სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ. სააკაშვილის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულების საფუძველზე დამტკიცდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი დებულება, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა მინისტრი ნიშნავდა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანოებში ოფიცრებს უშიშროების საკითხებში და მათ საქმიანობას კოორდინაციას უწევდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტი და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო. ეს სამართლებრივი აქტი უკვე აღარ შეიცავს იმ ორგანიზაციების ღია ჩამონათვალს, სადაც მინისტრი ნიშნავდა თავის წარმომადგენლებს.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი 2013 წლის 13 დეკემბერის №337 მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი დებულება. სამინისტროს მოქმედი დებულება შინაარსობრივად იმეორებს ძველი №614 ბრძანებულებას. შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო დაწესებუ­ლებებსა და ორგანოებში დანიშნოს უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრები. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ძირითადი ამოცანებია სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში დანიშნული უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრების საქმიანობის კოორდინაციისა და კონტროლის განხორციელება. განსხვავებით ზემოაღნიშნული პრეზიდენტის ბრძანებულებებისა, რომელიც უშიშროების საკითხებში ოფიცრის თუ უშიშროების სამინისტროს დებულებას შეეხება, პოლიციის ახალ დებულებაში არ ვხდებით ღია ნუსხას იმ ორგანოებისა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია, დანიშნოს ოფიცრები უშიშროების საკითხებში.

საპარლამენტო კომისიის შექმნა

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნულიოდეერებიმთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებში მუშაობენ. ამ ინფორმაციას არ უარყოფენ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები თუ დეპუტატები. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ უშიშროების საკითხებში ოფიცრები თვალყურს ადევნებენ და კონტროლზე ჰყავთ აყვანილი უსაფრთხოების საკითხები იმ ორგანიზაციებში, სადაც ისინი არიან გამწესებულნი.

ამასთან, თანამდებობის პირები, რომლებიც პარალელურად სხვა უწყებებში არიან დასაქმებულები არღვევენსაჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებკანონის მე-13 მუხლს რომლის თანახმადაც თანამდებობის პირს უფლება არ აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან სახაზინო საწარმოში.

საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველომოუწოდებს საქართველოს პარლამენტს შესაბამისი დაინტერესებული პირების მონაწილეობით შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის, თუ რამდენად ლეგიტიმურია უშიშროების საკითხებში ოფიცრების ინსტიტუტის მუშაობა და შესაბამისად რამდენად კანონიერად ერევიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სხვა ინსტიტუტების კომპეტენციებში და რამდენად მიზანშეწონილია თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი ინსტიტუტის შენარჩუნება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მომავალშიც გააგრძელებს თემის კვლევას და საზოგადოების ინფორმირებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში საკუთარი წარმომადგენლების, ე.წ. „ოდეერების“ ყოლის შესახებ. თუ გაქვთ ინფორმაცია მსგავსი პრაქტიკის შესახებ, გთხოვთ მოგვაწოდოთ ელფოსტით ან ტელეფონით (mamuka@transparency.ge, +995 32 292 14 03).

 

პოპულარული სტატიები
ბავშვთა იძულებითი შრომის საზარელი სახე - მათხოვრობა
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია