მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შტაინმაიერის ახალი მეთოდი რუსეთის დასაშოშმინებლად - 21 ნოემბერი 2014

დასავლეთისა და რუსეთის თანაცხოვრებაზე შეთანხმება ჩვენთვისაც კარგი იქნება“

myrights.ge

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აპირებს ევროკავშირსა და რუსეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა ახლებური საშუალებით გამოასწოროს. ამის შესახებ მან გამოცემა „Welt am Sonntag-თანინტერვიუში განაცხადა. შტაინმაიერი აპირებს, ერთ მაგიდასთან შეკრიბოს ევროკავშირისა და ევრაზიული კავშირის წარმომადგენლები.

თუ გავიხსენებთ, როგორ ნერვიულად რეაგირებს რუსეთი ევროკავშირსა და უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე, ხოლო ევროკავშირი როგორ ნერვიულად რეაგირებს ევრაზიული კავშირის პროექტზე, შესაძლებელია ევროკავშირისა და ევრაზიული კავშირის წარმომადგენლები შევკრიბოთ პირველი კონტაქტისთვის“, - აცხადებს შტაინმაიერი.

გერმანელმა პოლიტიკოსმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას არ არის ნავარაუდევი რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების საკითხი. თუმცა, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მისი კოლეგების შეხვედრაზე იგეგმება უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი სეპარატისტების წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხის განხილვა.

ვერსიაამ თემაზე ექსპერტ დემურ გიორხელიძეს ესაუბრება.

- თუ საღი პოლიტიკური წანამძღვრებიდან ამოვალთ, ევროკავშირი-რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეობა ორივე მხარისთვის სასიცოცხლოა. რუსეთი საბოლოოდ ინტეგრირებული იქნება საერთო-ევროპულ სივრცეში. ამის საშუალებას იძლევა მისი კულტურა და ის უზარმაზარი რესურსები, რომელიც უკვე თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიების საფუძველზე უნდა განვითარდეს; ევროპასაც შეუძლია ამით უდიდესი სარგებლობა მიიღოს. ამიტომ, პოლიტიკური დაძაბულობა არ შედის არც რუსეთის და არც ევროკავშირის ინტერესებში (უფრო მესამე მხარეს აწყობს). გერმანელები უკვე ცდილობენ დამოუკიდებელი პოლიტიკის თამაშს, რაც ერთგვარი გამოსავალია ევროპისთვის, რუსეთისთვის და ჩვენთვისაც, რასაც სიმშვიდე და საფრთხეების მოხსნა ჰქვია.

- მაგრამ უკრაინის მიმართ დაკავებული პოზიცია, რამდენად ხელს უწყებს რუსეთის ევროპულ ინტეგრაციას?

- უკრაინაში მიმდინარე პროცესები საქართველოში სრულად და ცხადად არ არის წარმოდგენილი. ასევე არც წინა ისტორია და არც დღევანდელობა კარგად გასაგები არ არის. უკრაინა დიდი სახელმწიფოების დაპირისპირებისთვის მხოლოდ საბაბია და საკუთრივ უკრაინული ღირებულება ამ კონფლიქტში უმნიშვნელოა. სამწუხაროდ, ამას უკრაინაში და საქართველოშიც ვერ ხვდებიან. ვინც ხვდება, აკეთებს კიდეც იმას, რასაც აკეთებს. ასე რომ, ვფიქრობ, თუ ბალანსი და დიალოგი შედგება, უკრაინის პრობლემა რუსეთის მხრიდანაც მოიხსნება და ევროპიდანაც.

- რა პირდაპირ გავლენას ახდენს რუსულ-უკრაინული კონფლიქტი ქართულ-რუსულ პროცესზე?

- ქართულ-რუსული პროცესები რეალურად არ მიმდინარეობს. ის რაც არის, პოლიტიკურ პროცესს ვერ დაარქმევ. უკრაინა-რუსეთის ურთიერთობა არანაირ გავლენას არ ახდენს საქართველოზე. რუსეთში სიტუაციის დაძაბვა და ელიტებს შორის დაპირისპირების ზრდა, ანუ საკმაოდ მძიმე სცენარის განვითარება ხდება, რისკენაც დასავლეთი, განსაკუთრებით შეერთებული შტატები უბიძგებს. ჩრდილოეთ სამეზობლოში ფერადი რევოლუცია და ხელისუფლების შეცვლა კი, საქართველოსთვის კარგს არაფერს მოიტანს. კუთხეში მიმწყვდეული რუსეთი რა ნაბიჯს გადადგამს, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს. ამიტომ, ჩვენთვის ნორმალური პროცესის განვითარება და დიდ სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკება, პოლიტიკური გზებით ბალანსის მიღება გაცილებით  უხიფათო და მნიშვნელოვანია, ვიდრე ის რომ დაპირისპირების ესკალაცია ხდებოდეს. ჩვენ წინშე რისკები იზრდება და ეს კარგად უნდა გვესმოდეს.

- ხშირად საუბრობენ, რომ უკრაინული პროცესები შეიძლება რუსეთში გადავიდეს...

- გამორიცხვა არაფრის შეიძლება, მით უფრო, რომ სანქციების მთავარი მიზანი შიდა სიტუაციის დაძაბვა და პუტინის რეჟიმი შეცვლაა. დასავლეთი დღესდღეობით სხვა მიზნებს არ ისახავს და ვერც დაისახავს, რადგან რუსებისგან შეიძლება ძალიან ცუდი რეაქციები მოყვეს. რუსები საკმაო პოტენციალის ხალხია. მართალია, ჯერ ვერ ააწყვეს სახელმწიფო და თავის სიმდიდრეს განვითარებს ვერ ახმარენ; ასზე მეტ ოლიგარქს შეაჭამინეს მთელი ქვეყანა და ფაქტობრივად ქვეყნის ძარცვას აგრძელებენ. მაგრამ ჩვენ საკუთარი სახელმწიფოს უშიშროებიდან  უნდა გამოვიდეთ და ვფიქრობ, რუსეთში დაძაბულობის ესკალაცია საქართველოსთვის საშიშია. სჯობს დასავლეთი და რუსეთი შეთანხმდენ თანაცხოვრებაზე და ეს ჩვენთვისაც კარგი იქნება.

- რუსულ-უკრაინულ კონფლიქტში საქართველოს მთავრობის პოზიცია რამდენად დამაკმაყოფილებელია?

- სიმართლე გითხრათ, ჩვენი მთავრობის პოზიცია რაიმე ფორმით გამოკვეთილი არ არის. ჩვენ შეიძლება გამოვიდეთ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან და ვთქვათ, რომ ის არ ამძაფრებს რუსეთთან დამოკიდებულებას; ამ დროს, რა უნდა გამძაფრდეს, ისედაც ოკუპირებულები ვართ და საფრთხეები დამოკლეს მახვილივით კისერზე გვაქვს მოდებული.

უკრაინელების მიმართ აშკარა მხარდაჭერა ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია და აქ რაიმე მკვეთრ მოძრაობას გამართლება არ ექნებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინა საქართველოს მოკავშირედ უნდა დარჩეს; თუმცა 15 ნოემბრის აქციის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მთავრობის უსუსტესი მუშაობის შედეგად, საქართველოს უკრაინა ფაქტობრივად დაკარგული აქვს. იქ ყოველდღე, ყველა ტელევიზიით საუბარია, რომ დიდ რეფორმატორი თურმე სააკაშვილი ყოფილა და საქართველო მასთან გაიგივებულია. ეს ტრაგედია და ის პოლიტიკური შეცდომებია, რასაც ხელისუფლება არ უნდა უშვებდეს.    

მერაბ ბერიძე

versia.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია