მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„რუსეთთან ურთიერთობა არამხოლოდ დარეგულირებას, არამედ ნორმალიზაციას ითხოვს“ - 17 დეკემბერი 2014

დღევანდელ ქართულ დიპლომატიას სერიოზული მკურნალობა სჭირდება“

myrights.ge

საგარეო უწყების ხელმძღვანელი თამარ ბერუჩაშვილი რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნავს, რომ როგორც ყველა ქვეყანა მსოფლიოში, ასევე საქართველოც, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაში ერთადერთ გზად დიალოგს განიხილავს. მისი თქმით, დიალოგის არხებზე საქართველო უარს არ ამბობს.

ამის თაობაზე ჩვენ განვაცხადეთ, რომ როგორც ყველა ქვეყანა მსოფლიოში, ასევე საქართველოც, ერთადერთ გზად რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებისას განიხილავს მხოლოდ დიალოგს. დიალოგის არხებზე ჩვენ უარს არ ვამბობთ. საკომუნიკაციო არხები არსებობს. ეს ზურაბ აბაშიძემაც განაცხადა. რაც შეეხება შეხვედრას, კონკრეტულ თემებზე დისკუსიას, დღის წესრიგს აბაშიძე-კარასინის დიალოგში, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ამაზე საუბარი არ არის. შესაბამისად, მე ამას კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ დიალოგის არხებს ვინარჩუნებთ, არაფერი კონკრეტული შეხვედრების თაობაზე ჯერ არ არის“, - აცხადებს ბერუჩაშვილი.

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაში პაუზა არ არის. „რია ნოვოსტისინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა.

ურთიერთობების ნორმალიზებაში პაუზა არ არსებობს. არსებობს პერიოდი, როდესაც უნდა იფიქრო, როგორ იმოქმედო მომავალში, გაიაზრო ყველაფერი. სიტყვაპაუზამე არ მომწონს. ნორმალიზება იმ სფეროებში გაგრძელდება, რომელშიც შესაძლებელია. საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად ვფიქრობთ იმაზე, როგორ ავაწყოთ მომავალი მუშაობა. ახალ წლამდე, ვფიქრობ შეხვედრა არ გვექნება. მომავალი წლის დასაწყისში ვიფიქრებთ თარიღზე, თუ როდის უნდა შევხვდეთ კვლავ“, - აცხადებს კარასინი.

ქართულ-რუსული მოლაპარაკების რეალურ პერსპექტივებზე, დიპლომატიური აკადემიის რექტორს, პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ვესაუბრებით.

- დღევანდელ ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე მოკლედ რომ გითხრათ, ეს არის ნაბიჯი წინ, ნაბიჯი უკან, ძალიან დიდ წინააღმდეგობას აწყდება. რუსეთთან დღევანდელი ჩვენი ურთიერთობა არანორმალურია, ის არამხოლოდ დარეგულირებას, არამედ უფრო მაღალ დონეს, ნორმალიზაციას ითხოვს. დაუშვებელი ფუფუნებაა, რომ ერთმა ციცქნა ქვეყანამ, თავისი დიპლომატიური საქმიანობის არეალიდან ამხელა გიგანტი მეზობელი სახელმწიფო გამორიცხოს; დიპლომატიაში ასეთი რამ უბრალოდ არ ხდება. თანაც საუბარია ასეთ პრობლემურ ქცეყანაზე, საიდანაც პერმანენტულად რაღაც ინტრიგებს, ცუდის კეთებასა და შეიარაღებულ აგრესიასაც კი ველოდებით. ამ დროს, ქართულ დიპლომატიას რეალურად არ აინტერესებს რუსეთი, ერთადერთი დასავლეთს მივმართავთ გვიშველეთო, აი აფხაზეთთან უკვე დადო ხელშეკრულება და ახლა ოსებთან აფორმებსო. დასავლეთი კი აცხადებს, რაც უნდა გააკეთოს რუსეთმა, ამას არ ვცნობთო. პუტინი აფხაზებთან და ოსებთან ხელშეკრულებას იმიტომ კი არ დებს, რომ ეს ევროპამ ან ამერიკამ ცნოს, არამედ იმიტომ, რომ ეს მის ინტერესებში შედის. ამიტომ არაფრისმთქმელი განცხადებების მიღმა, ქართული დიპლომატიის დღევანდელი ქმედება რუსეთის მიმართ აბსოლუტურად არაადეკვატურია.

- თქვენი აზრით, რატომ გამორიცხა ქართულმა დიპლომატიამ რუსული მიმართულება?

- ეს არის 2008 წლის ომის ინერცია, რომლის შეცვლას, მის დამუხრუჭებას სერიოზულად ფიქრობდა კოალიცია ქართული ოცნება. ეს არ იყო კლასიკური წინასაარჩევნო დაპირება ივანიშვილის მხრიდან, მას მართლაც უნდოდა მოსკოვთან ჩიხური ურთიერთობის ნორმალიზაცია. მაგრამ ვერ გათვალა ის წინააღმდეგობები, რასაც წააწყდებოდა ქვეყნის შიგნით და გარეთ. როგორც ჩანს, სადღეისოდ ამ მიმართულებით მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზების მოწინააღმდეგეები იმარჯვებენ. ამაზე მეტყველებს, თუ გნებავთ, აბაშიძე-კარასინის ფორმატი, ჟენევის მოლაპარაკების  უკანასკნელიმექსიკური სერიალი“, როდესაც ორივე მხარე თავის პოზიციებზე დარჩა; სამი თვის შემდეგ ისევ შეხვდებიან და ალბათ მორიგ  „სერიალსმივადევნებთ თვალყურს. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელ ქართულ დიპლომატიას სერიოზული მკურნალობა სჭირდება.

- რას მოიტანს გზა, როდესაცურთიერთობის ნორმალიზების მოწინაღმდეგეები იმარჯვებენ“?

- რუსეთი პოზიციას კიდევ უფრო გაამკვეთრებს, გააძლიერებს ხელების გადაგრეხვის პოლიტიკას. არ გამოვრიცხავ, რომ საერთოდ არჩევანი აღარ დაგვიტოვოს და სომხეთთან დამაკავშირებელი რკინიგზა გაიხსნას; მაგრამ ისე, რომ თბილისმა აქედან არაფერი მიიღოს კომპენსაციის სახით. არ გამოვრიცხავ დაღესტნიდან შემომავალი პროექტის განხორციელებას, იმასაც, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა ეკონომიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო მჭიდრო და დინამიური გახდეს, რაც ვერავითარ შემთხვევაში წაადგება ქართულ ეკონომიკას. თუმცა ამ ყველაფრის პოლიტიკური კომპენსაციის სახით ჩვენ არც ნატოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობაში გადავალთ და არც ევროკავშირთან ურთიერთობაში გავცდებით ასოცირების ხელშეკრულების ჩარჩოებს.

- მაგრამ აფხაზური რკინიგზის გახსნა თბილისის გარეშე როგორ მოხდება?

- ხელების გადაგრეხვით. მით უმეტეს, ჩვენს მთავრობაში იყო განცხადებები, რომ მეზობლებთან რაც მეტი მარშრუტები გვექნება, მით უკეთესიაო. ხომ არ დაგავიწყდათ ბიძინა ივანიშვილის პირველი თაობის მრჩევლების (რომელთაგან არც ერთი აღარ არის მის გვერდით) აზრი, რომ რკინიგზა აუცილებლად უნდა აღდგეს. ისინი დაბეჯითებით გვიმტკიცებდნენ, რომ ეს გზა ქართული ეკონომიკისთვის მხოლოდ სიკეთეს მოიტანსო. ჯერ კიდევ  ივანიშვილის ბაქოში პირველი ვიზიტისას, ამაზე აქტიური საუბარი იყო.

- მაშინ როგორ უნდა მოხდეს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, რის აუცილებლობაზეც თქვენ საუბრობთ?

- ამისთვის პოლიტიკური ნება არის საჭირო, მეტი არაფერი. რუსეთთან კონტაქტები თვისობრივად მაღალ დონეზე უნდა ავიდეს. მთავრობამ ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოს ქვეყნის შიგნით  მათ განცხადებებს, წივილ-კივილსა და ისტერიკას, ვისაც რუსეთის გაგონებაზე კრუნჩხვები ემართება.

- ამ თვალსაზრისით, რა შედეგს მოიტანს პრეზიდენტების, პუტინისა და მარგველაშვილის შესაძლო შეხვედრა?

- შედეგს ნებისმიერი შეხვედრა მოიტანს, გააჩნია მასშტაბებს. მაგრამ ამავე დროს, გიორგი მარგველაშვილი თვითონ არაფრის გადამწყვეტი არ არის. მას შეუძლია ქართული მხარის კონფიდენციალური  წინადადებები, მოთხოვნები გააცნოს რუსულ მხარეს და ასევე პუტინის კონფიდენციალური პროგრამა, თუ შეთავაზება თბილისში ჩამოიტანოს. ეს პრეზიდენტს ნამდვილად შეუძლია, თორემ ყველასთვის ნათელია, რომ მარგველაშვილი თავად არაფერს წყვეტს.

- ამ ფონზე, საით მიდის პროცესები ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში?

- თუ ასე გაგრძელდა, არცთუ შორეულ მომავალში უარყოფითი ტენდენცია შეუქცევადი გახდება, საქართველო ამ რეგიონების რეალური დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. რუსეთი შეინარჩუნებს თუ არა და სამომავლოდ რა დაემართებათ, ეს სხვა საკითხია. თუ თვითონ აფხაზებმა და ოსებმა არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ გააკეთეს, ეს მათი არჩევანია. გულწრფელად რომ გითხრათ (რის გამოც შეიძლება ყაყანი ატყდეს),  თუ ეს არჩევანი გაკეთდა, თვითონ აფხაზებისა და ოსების ბედზე დიდად აღარ ვინაღვლებ; ისინი მიიღებენ იმას, რისთვისაც ახლა თავს იკლავენ.

- ქართულ მხარეს რა გზები რჩება, რომ რეგიონები საბოლოოდ არ დაკარგოს?

- ვხედავთ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მომავალი რუსეთის ხელშია. ამ პირობებში, ასე თუ ისე, მოლაპარაკებები უნდა დავიწყოთ. არ ვამბობ, რომ მივიდეთ და წავუწვეთ, დავთმოთ რაღაცები, ვსაუბრობ მხოლოდ დიალოგზე; დიპლომატიის თეორეტიკოსი ვარ, ამ მხრივ მთელ საგარეო სამინისტროზე მეტი ვიცი და ვაცხადებ, რომ ასეთ სიტუაციაში კონტაქტებს, მოლაპარაკებას ალტერნატივა გააჩნია, გაბუტვა არაფრთ შეიძლება. დღეს სახელმწიფო ურთიერთობაში სხვა სურათია და აქ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია