მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა ნიშნებს შეიცავს „პეტროკასის“ აქციების 49%-ის „როსნეფტისთვის გადაცემა? - 19 იანვარი 2015

როსნეფტიდასავლეთის სანქციებშია მოხვედრილი და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს არღვევს

myrights.ge

ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის კომპანია Petrocas Energy Group ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომროსნეფტმა“ „პეტროკასისაქციების 49%-პროცენტიანი პაკეტი შეიძინა. „როსნეფტისმფლობელობაში გადავა ფოთის პორტის ნავთობტერმინალი, ასევეგალფისავტოგასამართი სადგურების ნაწილი, თუმცა აქციათა საკონტროლო პაკეტი კვლავ დავით იაკობაშვილს რჩება. გარიგების მოცულობა უცნობია.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციისშეფასებით, ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული ბიზნეს-გარიგება, რომელიც Petrocas Energy Group-ის აქციების 49%-ისროსნეფტისმიერ შესყიდვას ეხება, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან საბოტაჟის ნიშნებს შეიცავს. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, წინა ხელისუფლების პირობებში, მათი ანტირუსული განწყობილების და განცხადებების მიუხედავად, არაერთი ბიზნეს-გარიგება შედგა რუსული მხარის მონაწილეობით.

შეგახსენებთ, რომნაციონალური მოძრაობისმმართველობის პერიოდში რუსულ მხარეზე არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი გასხვისდა და რუსული ინვესტიციების შემოდინებაც საკმაოდ მძლავრი იყო. მაგალითად, „მადნეულისდაკვარციტისპრივატიზება რუსულ მხარეზე, რომელიც საკმაოდ საეჭვო ვითარებაში განხორციელდა. ასევე, შეგახსენებთ, რომთელასისაქციების 75% რუსულიინტერ რაოსსაკუთრებაშია. რუსული კაპიტალი ფიგურირებს აგრეთვე საბანკო, სატელეკომუნიკაციო, ქიმიური წარმოების და სხვა სფეროებში. ეს ყველაფერი კი სწორედნაციონალური მოძრაობისმმართველობის პირობებში ხდებოდა და დღეს, ამ პოლიტიკური ძალისგან, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულობის გაზრდაზე საუბარი, ყოვლად უსაფუძვლოა.

Petrocas Energy Group- არის კომპანია, რომელიც წინა ხელისუფლების სახელს უკავშირდებოდა, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდგომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ეს აქტივი და კიდევ სხვა ბიზნესები რუს ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს მიყიდა, თუმცა, როგორც ამბობენ, რეალურად აღნიშნულ აქტივებს კვლავ კეზერაშვილი განაგებდა. შესაბამისად, ნათლად იკვეთება ის გარემოება, რომნაციონალური მოძრაობახელისუფლებაში ყოფნის დროსაც და მის შემდეგაც, აქტიურად შედის ბიზნეს გარიგებებში რუსულ მხარესთან, თუმცა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის და ხელშეკრულების რატიფიცირების მიუხედავად, მთავრობას რუსული ინტერესების ლობირებაში და გატარებაში სდებს ბრალს.

აქვე გვინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მიმდინარეობდა აქტიური მოლაპარაკებებიგაზრპომთანმაგისტრალური გაზსადენის მიყიდვის თაობაზე, ასევე წინა ხელისუფლების დროს იყო მოლაპარაკებები რუსული მხარისთვისენგურჰესისმიყიდვაზე. მართალია, „ენგურჰესიქართული მხარის საკუთრებაში დარჩა, თუმცა, 2008 წლის დეკემბერში, რუსეთთან საომარი მოქმედებების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობისმთავრობამ რუსულინტერ რაოსთანხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, „ენგურჰესისეფექტიანი ექსპლუატაციის შესახებ, ანუენგურჰესირუსულ მხარეს, პრაქტიკულად, მართვაში გადაეცა. ამას წინ უძღვოდა, საქართველოს მთავრობის მიერ 2005 წელსგაზპრომისთვისერთობლივი საწარმოს შექმნის შეთავაზება, რომელიც გაზსადენის მართვას განახორციელებდა.

ამდენად, Petrocas Energy Group-ის აქციების მნიშვნელოვანი წილის რუსულიროსნეფტისთვისმიყიდვა, აფბა- შეფასებით არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რასაცნაციონალური მოძრაობაწლების განმავლობაში ახორციელებდა. ყოფილი ხელისუფლება რუსეთის მიმართ გამოთქმული მწვავე განცხადებების და პოზიციის მიღმა, აქტიურ ბიზნეს ურთიერთობაში იყო რუსულ მხარესთან. იგივე პროცესებს ყოფილი ხელისუფლება დღესაც აგრძელებს და ცდილობს ეს მოქმედ მთავრობას მიაწეროს“, - ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობისერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, კაპიტალის შემოსვლა არც ერთი ქვეყნიდან პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ თუ რომელიღაც კომპანია არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ცხადია, ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს:

ფულის წარმომავლობას ზოგადად არა აქვს არანაირი მნიშვნელობა. ნებისმიერი კაპიტალი, რომელიც ქვეყანაში შემოდის, ასაქმებს საქართველოს მოქალაქეებს და თუ ამ კაპიტალის გამოყენება არ ხდება პოლიტიკური მიზნებისთვის, იქნება ეს რუსეთი, თუ სხვა ქვეყანა, ცხადია, მას არანაირი პრობლემა არ უნდა შეექმნას“.

მისივე თქმით, როდესაცნაციონალური მოძრაობაიყო ხელისუფლებაში, საქართველოში შემოვიდა დიდი ოდენობით რუსული კაპიტალი და მან დაასაქმა საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შემოსავალს იღებენ.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, „როსნეფტთანდაკავშირებით სხვა ტიპის პრობლემაა:

ჯერ ერთი ის, რომროსნეფტიარის ის კომპანია, რომელიც დასავლეთის სანქციებში მოხვდა. თუ ჩვენ გვინდა, რომ ვიდგეთ ცივილიზებული სამყაროს მხარეს, ამ შემთხვევაში საქართველოც უნდა შეუერთდეს სანქციებს. მეორე - „როსნეფტიარის კომპანია, რომელიც არღვევს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ის აფხაზეთის ტერიტორიაზე, შავი ზღვის აკვატორიაში აწარმოებს ნავთობმოპოვების სამუშაოებს და თუნდაც ამის გამო, საქართველოს ხელისუფლებას უნდა შეექმნა მისთვის პრობლემა“. ზურაბ ჯაფარიძის მოსაზრებებსინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ცნობისთვის, Petrocas Energy Group დაკავებულია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ვაჭრობით და გადაზიდვით. ფლობს ავტოგასამართი სადგურების ქსელს საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში და ფოთის პორტის ორ ნავთობტერმინალს. „როსნეფტისინტერესის ძირითად საგანს სწორედ ფოთის პორტი წარმოადგენს, როგორც სომხეთის საწვავით უზრუნველყოფის საშუალება. რუსული ნავთობგიგანტის მიერ ფოთის ტერმინალით დაინტერესების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის მარტში გავრცელდა.

როსნეფტისინფორმაციით, კომპანიამ უკვე მოაწერა ხელი დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც, ასევე იგეგმება ერთობლივი კომპანიების შექმნა ამიერკავკასიაშიროსნეფტისპროექტების რეალიზაციის მიზნით. „ამ გარიგებითროსნეფტისაგრძნობლად გააფართოებს საკუთარ არსებობას ამიერკავკასიაში, გაზრდის საქმიანობის გეოგრაფიას“, - ნათქვამიაროსნეფტისგანცხადებაში.

როსნეფტისოფიციალურ ვებგვერდის მიხედვით, დავით იაკობაშვილმა განაცხადა, რომ ეს გარიგებაპეტროკასისწარმატების კიდევ ერთი დასტურია.

რუსეთის სახელმწიფო ნავთობმომპოვებელი კომპანია სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა. 2013 წელს, ბაქოში ვლადიმირ პუტინს ვიზიტისას კომპანიამ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფრომა აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიასოკართან“, რომელიც საქართველოშიც ოპერირებს. ამას გარდა, „ამერიკის ხმისინფორმაციით, „როსნეფტიაფხაზური მხარისაგან 2009 წელს მიღებული ნებართვის საფუძველზე შავი ზღვის შელფის აფხაზეთის მონაკვეთზეც საქმიანობს.

პეტროკასისადაროსნეფტის ბიზნეს-გარიგებაზე ექსპერტ დემურ გიორხელიძეს ვესუბრებით:

- სიმართლე გითხრათ, არ მესმის აღნიშნულ გარიგებაზე ხმაური რატომ არის ატეხილი. საქართველოს მთელ ეკონომიკაში რაიმე ღირებული თუ გვაქვს, ყველაფერი ისედაც რუსების ხელშია.

- „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციააცხადებს, რომ ეს გარიგება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების საბოტაჟის ნიშნებს ატარებს...

- სოციალურ ქსელში მეც დავწერე, რომ არ არის გამორიცხული ეს წინა ხელისუფლების პროვოკაცია იყოს, რადგან ქვეყანაში ყველა მნიშვნელოვან ფირმას ის აკონტროლებდა; წინა ხელისუფლების გარეშე რაიმე სერიოზული კომპანიის არსებობა უბრალოდ წარმოუდგენელი იყო; ამიტომ ყველაფერი ოფშორებში იყო განთავსებული. ახლა არ არის გამორიცხული, რომ თემა ხმაურის ასატეხად, დღევანდელი ხელისუფლების დასამცირებლად და მის წინააღმდეგ ნაბიჯების გადასადგმელად იყოს წამოწეული. ამ დროს, წინა ხელისუფლებამ ფაქტობრივად უზრუნველყო რუსული ინტერესის სრულად დაკმაყოფილება. ამას კიდევ დაემატა 2008 წლის ტრაგედია, როცა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები ჩავაბარეთ.

- „როსნეფტირომ დასავლეთის სანქციებშია მოხვედრილი და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს არღვევს, არ ქმნის უხერხულობას?

- მოდით ასე ვთქვათ, საქართველოს მთავრობას იურიდიულად რის გაკეთება შეუძლიაასევე უბრალოდ, ლოგიკურად ვიფიქროთ, ჩვენ რა გვინდა - ლიბერალური ეკონომიკა და დემოკრატია ნაციონალური მოძრაობისთვის, მხარდამჭერებისთვის და მათივე ბიზნესჯგუფებისთვის და მეორე მხრივ გვინდა დესპოტური ეკონომიკა, როცა ვინმე არ მოგვწონს, ღამით დავეცეთ და წავართვათ; ანდა რაიმე კონტრაქტი თუ გააფორმა, გავაუქმოთ და მისი ქონების ნაციონალიზაცია მოვახდინოთ. ამიტომ ლოგიკაში არიან მაგრად გაჭედილები.

მე დაზუსტებით არ ვიცი, რეალურად რა ოპერაცია კეთდება, ვინ რას ყიდის, მაგრამ აქამდე ვისი რა იყო ქვეყანაში, ეს ძალიან კარგად ვიცი; ისიც ვიცი, რომ ჩემი და თქვენი არაფერი იყო, რადგან ამ ყაჩაღურ ქვეყანაში  ასე ვერაფრით იქნებოდა.

- ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას ამ პროცესისთვის წინააღმდეგობა უნდა გაეწია...

- ახლა მთავარია იურიდიულად ჩამოაყალიბოს ბატონმა ზურაბმა საკუთარი პოზიცია. ახალგაზრდა კაცია, უჭკუო ნამდვილად არ არის და ცოტა დეტალურად ისაუბროს. ტექნოლოგიურად თითოეული ნაბიჯი როგორ უნდა გადაედგა ხელისუფლებას, რომ იგი კანონისა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში დარჩენილიყო. ამ ლოგიკით რა გამოდის, რანაირი ეკონიმიკა გინდა? თუ ნაციონალური მოძრაობა მხარს გიჭერს, ყველაფერი გეპატიება და თუ ქონება სხვა ვინმეს ეკუთვნის, იქ უკვე არიქა, რუსეთი, რუსეთის ძახილს ვიწყებ? რუსეთმა საფრთხე შეგვიქმნა მაშინ, როდესაც პოლიტიკაში სერიოზული შეცდომები დაშვებული იქნა და არ იქნა გათვალისწინებული, თუ ვის როგორ ესმის უსაფრთხოების საკითხები სამეზობლოში. ამ რეალობას ჩვენ ვერ შევცვლით, ვალდებული ვართ ვიცხოვროთ თანაცხოვების პინციპებით და მშვიდობიანად. შეიძლება არ ვიმეგობროთ და ერთმანეთს ხვევნა-კოცნით არ ვხვდებოდეთ, მაგრამ ვალდებული ვართ თანაცხოვრების წესები დავიცვათ, არ შევქმნათ ერთმანეთისთვის საფრთხეები. შევუქმნით ვინმეს საფრთხეს, ისედაც დაშლის პირას ვართ მისული და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება.    

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია