მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ არ ანიჭებენ დაღესტნელ უფლებადამცველ მიკაილ კადიევს ლტოლვილის სტატუსს? - 25 იანვარი 2015

რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში მას წამება და არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა ელის

myrights.ge

აფხაზთა კრებისწარმომადგენლებმა პატიმარ მიკაილ კადიევის მორიგი მხარდასაჭერი აქცია გამართეს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამირან აზალაძე აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან იგეგმება მასშტაბური აქციაარ გადასცე მიკაილ კადიევი რუსეთს“. მანამდე, საორგანიზაციო ჯგუფებმა დედაქალაქის მეტროსადგურებთან საინფორმაციო ღონისძიებები ჩაატარეს და ფლაერები დაარიგეს.

დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან გაიმართება მასშტაბური აქცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია. კადიევი იყო ადამიანი, რომელიც რუსეთში ადამიანის უფლებებს იცავდა. იქ იბრძოდა რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კადიევი არის ჩვენი თანამებრძოლი“, - ამბობს აზალაძე.

ამასთან, მიკაილ კადიევთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა განცხადება გააკეთა. როგორც თეა წულუკიანმა განმარტა, კადიევის საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებაზე ბრძანების გაცემას არ აპირებს. წულუკიანის ინფორმაციით, კადიევს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი აქვს დანაშაული - 2013 წელს, თბილისის შუაგულში, ბინაში იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები ჰქონდა, რაც საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია. მიხეილ კადიევი საპატიმროს ივნისში დატოვებს.

დაღესტნელი უფლებადამცველის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე, მის ადვოკატს, გელა ნიკოლაიშვილს ვესაუბრებით:

- მორიგი საპროტესტო აქცია ლტოლვილთა სამინისტროსთან გაიმართება, რადგან სწორედ ამ სახელმწიფო უწყებამ უარი უთხრა მიკაილ კადიევს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. როგორც ადვოკატი ამ თემას დეტალურად ვიცნობ, სულით და გულით ვუერთდები აქციას და მოვითხოვ, რომ ამ ადამიანს ლტოლვილის სტატუსი მიენიჭოს; ჯერ ერთი, ამას  მონაცემებითა და ბიოგრაფიით იმსახურებს, ასევე მის მიმართ წაყენებული ბრალდების ხასიათით. და მეორე - ისიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში, (უფლებადამცველია და სწორედ ამის გამო დევნიან), მას ელის წამება და არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რასაკვირველია, მოთხოვნა სავსებით სამართლიანი და კანონიერია. საქართველოს სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში სასამართლოს ვალია, რომ სამართლიანობა კანონის დონეზე დაადასტუროს და დაავალოს ლტოლვილთა სამინისტროს, რომ მიკაილ კადიევს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭოს. ამას იმდენად აქვს მნიშვნელობა, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფოს ეკრძალება სხვა სახელმწიფოსთვის პიროვნების გადაცემა და ის უკვე კანონის დონეზე დაცული იქნება.

- რატომ არ ხდება დღემდე ამ პიროვნებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება?

- იმით დავიწყებ, რომ მას აქ აშკარად პროვოკაცია მოუწყვეს, როდესაც იარაღი ჩაუდეს და სისხლის სამართლებრივი წესით ორწლიანი სასჯელი შეუფარდეს. ამის შემდეგ, ორ თვეში ჩვენ ლტოლვილთა სამინისტროში კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე განცხადება შევიტანეთ, მაგრამ იმ დროს მინისტრი დარახველიძე იყო და უარი უთხრა. შემდეგ ეს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გავასაჩივრეთ, მანაც უარი გვითხრა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. შემდეგ საქმე სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ და უახლოეს დღეებში ეს სხდომა უნდა გაიმართოს.

ამასობაში, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი შეიცვალა და მოვიდა სოზარ სუბარი; მას პირადად ვესაუბრეთ და ვთხოვეთ, რომ გარკვეულიყო ამ საკითხში, როგორც მინიმუმ უკან გამოეტანა განცხადება და შეესწავლა ეს პიროვნება - საერთოდ, რატომ და როგორ იყო მის მიმართ ბრალი წაყენებული. სამწუხაროდ, სოზარ სუბარიც იგივე პოზიციაზე დარჩა და მისმა წარმომადგენელმა სასამართლოში იმ პოზიციის დაცვა გააგრძელა, რასაც პირველი ინსტანციის სასამართლოში აკეთებდნენ.

როგორც ჩანს, რუსეთის სახელმწიფოს მიმართ გარკვეული რევერანსების გამო ვერ ბედავს ქართული სახელმწიფო, რომ ამ ადამიანს, რომელსაც ყველა მონაცემით ეს ეკუთვნის, ლტოლვილის სტატუსი მიანიჭოს.

- ამ რეალობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია თუ არა კადიევის რუსული მხარისთვის გადაცემა?

- ეს ცოტა სირთულესთან არის დაკავშირებული. ამდენი გახმაურებისა და აქციების შემდეგ, ვფიქრობ ქართულ მხარეს მაინც გაუჭირდება გადასცეს მიკაილ კადიევი. მით უმეტეს, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოვიდა და პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთისთვის მის გადაცემას ხელს არ მოაწერს; საბოლოო ჯამში, სწორედ იუსტიციის მინისტრმა უნდა მოაწეროს ხელი ამ გადაწყვეტილებას. ეს ძალიან კარგი და დამაიმედებელი განცხადებაა, მაგრამ ჩვენ გვინდა გარანტირებული ვიყოთ, რომ ნამდვილად ასე იქნება. იმ პერიოდისთვის, როცა კადიევს პატიმრობის  ვადა გაუვა (13 ივნისს ორწლიანი სასჯელი უკვე გასდის), თეა წულუკიანი მინისტრი იქნება თუ არა, ღმერთმა უწყის. შეიძლება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყოს ან საზღვარგარეთ ელჩად, ან სხვა თანამდებობაზე გაგზავნილი; ან საერთოდ, გათავისუფლდეს და არანაირ თანამდებობაზე არ იყოს, ამიტომ ეს კი არის მინისტრის სიტყვა, მაგრამ როდესაც ახალი მინისტრი სხვის სიტყვებზე პასუხს არ აგებს, ჩვენ გვირჩევნია და ვცდილობთ, საკანონმდებლო დონეზე მოვიპოვოთ გარანტია, რომ მას ლტოლვილის სტატუსი მიენიჭოს. ამის შემდეგ, არავითარი მინისტრისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებაში არ იქნება საკითხის გადაწყვეტა, გადასცეს ეს პიროვნება თუ არა; ლტოლვილის სტატუსის მატარებელი პიროვნების გადაცემას კანონი კრძალავს, როგორც ეს ზემოთაც აღვნიშნე.

რუსეთი კი ითხოვს იმის გამო, რომ თითქოს კადიევმა 2009 წლის სექტემბერში, მოსკოვში მომხდარ მკვლელობაში მონაწილეობა მიიღო; როცა არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ ამ დღეს დაღესტანში, სამსახურში იმყოფებოდა, ხოლო მეორე დღეს დაბადების დღე ჰქონდა და სახლში იყო. ეს ყველაფერი ჩვენ წარვადგინეთ, მაგრამ არ გაიზიარეს - არც სასამართლომ და არც ლტოლვილთა სამინისტრომ მიანიჭა ლტოლვილის სტატუსი.

კადიევი ცნობილი უფლებადამცველი და აქტივისტია, რომელიც დაღესტანში მდგარი რუსული ჯარების განუკითხაობის შესახებ საუბრობდა, რის გამოც არაერთხელ აწამეს; იყო მკვლელობის მოწმე, რომელშიც ერთი-ერთი დაღესტნელი მაღალჩინოსანი მონაწილეობდა. ამაზე ჩვენება მისცა, რის შემდეგ გაიტაცეს, თავზე ცელოფანი ჩამოაფარეს და აიძულებდნენ, რათა ამ ჩვენებაზე უარი ეთქვა. შემდეგ ის იძულებული იყო რუსეთის ტერიტორია დაეტოვებინა და უკვე 2011 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა. 3 წლის განმავლობაში არავინ შეხებია და როცა თურქეთში გადასვლა და გარიდება დააპირა (რადგან რუსეთისთვის გადაცემის საეჭვო ნიშნები შეამჩნიეს), 2012 წლის დეკემბერში ბათუმში დააკავეს, თბილისში მოყავდათ, გზაში გაქცევა მოახერხა, 4 ტყვია ესროლეს და ღამე იყო, ააცდინეს. ამის შემდეგ, თბილისში ნახევრად არალეგალურ მდგომარეობაში, დაქირავებულ ბინაში ცხოვრობდა და გარეთ არ გამოდიოდა. მაინც მიადგნენ და დააკავეს, როგორც გითხარით, იარაღი ჩაუდეს.

დღეს, მიკაილ კადიევს რუსეთის გენერალური პროკურატურა ინტერპოლის მეშვეობით ეძებს. სასჯელაღსრულების  #8 დაწესებულებაში მყოფი კადიევი გადაცემის პოტენციურ საშიშროებას გრძნობს და არასამთავრობო უფლებადამცველ ორგანიზაციებს ასეთი შინაარსის სპეციალურ მიმართვას უგზავნის:

უფლებადაცვითი საქმიანობის გამო რუსეთის ხელისუფლების მხრიდან განვიცდი პოლიტიკურ დევნას. ამ მიზეზით მე დავტოვე რუსეთი და 2010 წლიდან ვცხოვრობდი საქართველოში. სამწუხაროდ, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების იმ წარმომადგენლებმა, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლებასთან აქვთ საიდუმლო კავშირები, გადაწყვიტეს ჩემი დაკავება და ფარულად გადაცემა. ამ გეგმის განსახორციელებლად სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ანტიტერორისტული ცენტრის წარმომადგენლებმა 2012 წლის დეკემბერში . ბათუმში დამაკავეს და ფაქტიურად გამიტაცეს კიდევ ერთ დაღესტნელ ლტოლვილთან მაგომედ მაგომედოვთან ერთად, თუმცა თბილისისკენ მომავალ გზაზე მე მოვახერხე გაქცევა, მოგვიანებით კი მაგომედოვი უკვალოდ გაქრა და შემდგომში იგი რუსეთის ერთ-ერთ ციხეში აღმოაჩინაწითელმა ჯვარმა“.

ამის შემდეგ ჩემმა გამტაცებლებმა გადაწყვიტეს ჩემი ოფიციალურად დაკავება და 2013 წლის 13 ივნისს, შუაღამისას შემოიჭრნენ ჩემს ნაქირავები ბინაში (. თბილისი, ბოჭორმის . #50/18), ჩხრეკისას ჩამიდესმაკაროვისსისტემის პისტოლეტი, 8 ცალი ვაზნა და ცელოფანში შეკრული რაღაც ფხვნილი, რომელიც თურმე 2253,83 გრამ ჰექსოგენის შემცველ ფეთქებად ნივთიერებას შეიცავდა. ამის გამო დამაკავეს მე და ჩემთან ორი დღის წინ სტუმრად ჩამოსული ჩემი ბიძაშვილი რიზვან ომაროვი. დაკავებიდან რამდენიმე საათში შსს- გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენგანზრახული გვქონდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აფეთქების გზით ტერორისტული აქტების მოწყობადა თურმე ჩვენკარგად გაწვრთნილი მეომრები ვიყავით“.

მართალია, რამდენიმე დღეში თვითნ შსს- ოფიცილურად უარყო ეს აბსურდული სიტყვები და ბრალი წაგვიყენეს საქართველოს სისხლის სამართლისა კოდექსის 236- მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ანუ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში, რაც 6 თვიდან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებიდან და სასამართლოს მსველობისას სრულიად აშკარად წარმოჩინდა, რომ სწორედ ჩხრეკის ჩამტარებელმა პოლიციელებმაჩადესჩემს საცხოვრებელ ბინაში ზემოთ ნახსენები კანონსაწინააღმდეგო ნივთები, თბილისის საქალაქო სასამართლომ მე და ჩემს ბიძაშვილს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მოგვისაჯა, რომელიც შემდგომში ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ. ამჟამად განაჩენი გასაჩივრებული გვაქვს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

მე ჩემს სამშობლოში, დაღესტანში, ვეწეოდი უფლებადაცვით საქმიანობას, ვიყავი სამოქალაქო აქტივისტი, რის გამოც რუსეთის ხელისუფლებამ ჩემს მიმართ შეთითხნა ბრალდება, რომ თითქოს მე ვმონაწილეობდი 2009 წლის სექტემბერში მოსკოვში მომხდარი მკვლელობაში და თუმცა უამრავი მოწმე და სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ, რომ ამ დროს დაღესტანში, სამსახურში და შემდეგ მშობლიურ სოფელში ვიმყოფებოდი, ამის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება ითხოვს ჩემს ექსტრადირებას. ყველასათვის ცნობილია, თუ რა საშინელი ბედი ელოდება მკვლელობაში სრულიად უსაფუძვლოდ ბრალდებულ ჩრდილოეთ კავკასიის ნებისმიერ მოქალაქეს (მით უფრო, სამოქალაქო აქტივისტს) რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში.

საქართველოს ხელისუფლების მოქმედების მრავალი ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ ის აპირებს ჩემს ექსტრადირებას რუსეთში. კერძოდ:

1. ბათუმიდან ჩემი გატაცების გამო მე და ჩემმა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა რამდენჯერმე მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურატურას და გენერალურ ინსპექციას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, წარვუდგინეთ ამ გატაცების ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, მაგრამ პასუხად მხოლოდ დუმილი მივიღეთ.

2. მე 2013 წლის ივლისში თხოვნით მივმართე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ჩემთვის ლტოლვილის სტატუსის მონიჭების შესახებ, წარვადგინე ჩემი სამოქალაქო აქტივისტობის და რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დევნის დამადასტურებელი უამრავი წერილობითი დოკუმენტი, თუმცა ჩემს თხოვნაზე სამინისტროს მხრიდან 2014 წლის 16 იანვარს ოფიციალური უარი მივიღე. უარის ერთ-ერთ მოტივად სამინისტროს წარმომადგენლები ასახელებენ იმას, რომ რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე საქართველოს შესაბამისი უწყებისადმი მოწერილ წერილში პირობას დებს, რომ მე ექსტრადიციის შემთხვევაში არ დავექვემდებარები წამებას და არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას.

3. ჩემი ადვოკატის მიერ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეს უარი გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა, სასამართლომ უარი განაცხადა სარჩელის დაკმაყოფილებზე.

4.ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული გვაქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა, გამომდინარე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნებიდან (რაც გამოვლინდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და თბილისის საქალაქო სასამართლოს პოზიციებით) ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცვალოს ეს გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონი ხელისუფლებას უკრძალავს ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის ექსტრადირებას სხვა ქვეყანაში.  

ეს ყოველივე მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას განზრახული აქვს ჩემი ექსტრადირება რუსეთში, რაც ჩემთვის გარდაუვალი წამებისა და სავარაუდო მკვლელობის ტოლფასი იქნება.

მოგმართავთ საქართველოს უფლებადაცვით ორგანიზაციებს და გთხოვთ გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება და გავლენა, რათა დამეხმაროთ სამართლიანობის მიღწევაში, რათა ჩემი უკანონო 2-წლიანი სასჯელი საქართველოში არ გადაიზარდოს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთში ჩემს ექსტრადიციაში, რაც არა მხოლოდ ჩემი პიროვნების უპირობო გაწირვა, არამედ ერთ-ერთ სამარცხვინო ლაქა იქნება საქართველოს თანამედროვე ისტორიაში (სტილი დაცულია.რედ)“.

ეჭვს არ იწვევს ის, თუ რა ელის დაღესტნელ უფლებადამცველს რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში, რაც კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი იქნება ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში. ამიტომ, ქართულ მხარეს სერიოზული დაფიქრება, ყველაფრის აწონ-დაწონა მოუწევს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ მიმართულებით, ბოლო წლებში მიღებული პრაქტიკა და მიღებული შედეგებიც უცილობლად გასათვალისწინებელია.

გელა მამულაშვილი

გამოქვეყნდა გაზეთ "ქრონიკა პლუსში" 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია