მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რუსული ეკონომიკური ექსპანსიის შუქ-ჩრდილები საქართველოში - 02 თებერვალი 2015

მთავარია არ იყოს ცალსახა დამოკიდებულება რომელიმე ქვეყანაზე, მით უმეტეს ოკუპანტ რუსეთზე

ფოთის პორტის ნაწილისროსნეფტისთვისგადაცემამ, საქართველოში რუსულ ეკონომიკურ ექსპანსიაზე საუბრები კიდევ უფრო აქტუალური გახადა. „როსნეფტი“, „გაზპრომი“, მსგავსი სახელმწიფო კომპანიები და პუტინის აგრესიული საგარეო პოლიტიკა რომ ერთიანი და განუყოფელი ცნებებია, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დამრღვევი კომპანიის ფოთის პორტში შემოსვლას მთავრობის წევრები წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს აბრალებენ. თავის მხრივ, „ბრალდებულებიაცხადებენ, რომ ამ ბოლო გარიგებას ღარიბაშვილის მთავრობა ყველანაირად წინ უნდა აღდგომოდა

ამ საკითხზე განმარტებისთვის, თავდაპირველადდამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბისპრეზიდენტს, ბატონ სოსო ცისკარიშვილს დავუკავშირდით.

- თავისთავად, ჩვენი არსებული და ყოფილი ხელისუფლებების უპასუხისმგებლობის შედეგია ის ფაქტი, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების გასხვისება ქვეყნის კანომდებლობით არ არის შეზღუდული. კი ბატონო, უცხოელი ინვესტორი სასურველი პირია, მაგრამ როდესაც უკვე შეძენილი ობიექტის გასხვისება ხდება, აქ უპირველესი უფლება თავად სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს. ჩვენ მწარე გაკვეთილი მივიღეთთელასისმაგალითზე, როდესაც იგი მშვიდად მივყიდეთ ამერიკელებს და სულ მალე ობიექტი რუსების ხელში აღმოჩნდა.

ფოთის პორტი, ნამდვილად, ძალიან სერიოზული სტრატეგიული ფუნქციის მატარებელი ობიექტია. ჯერ წინა ხელისუფლების ლიდერებმა ასე არხეინად მიყიდეს ობიექტი ჩვენს მოსკოველ თანამემამულეს, რომელსაც მისივე თქმით, თურმე არანაირი შეხება არ აქვს პოლიტიკასთან. ახლა როგორ მოხდა, რომ ეს ქონებაროსნეფტსგადაეცა? „როსნეფტი“, „გაზპრომიდა პუტინი სინონიმები გახლავთ და მგონი ეს ჩემი აღმოჩენა არ არის; ყველას იგივე წარმოდგენა აქვს, ვისაც ოდნავ მაინც შეხება ჰქონია რუსულ ბიზნესთან. ამიტომ, საინტერესოა ვისი იყო ის 49% წილისა, რომელიცროსნეფტმაშეიძინა. დავიჯერო ასივე პროცენტი ჩვენი მოსკოველი თანამემამულე ბიზნესმენის კუთვნილებაში იყო?

საინტერესოა, ვინმე სხვაც თუ ფიგურირებდა მის მფლობელობაში და რა მოტივაცია არსებობდა, რომ სწორედროსნეფტიდა არა სხვა რომელიმე სუბიექტი იყო პორტის წილის შემსყიდველი. „როსნეფტიპორტებთან მხოლოდ ირიბ შეხებაშია, მაგრამ როდესაც ნედლეული საზღვაო გზით გადატანას საჭიროებს, აღნიშნული კომპანია რუსული ბიზნესის ერთ-ერთ ფლაგმანად გვევლინება. წინა ხელისუფლების დოყლაპიობის გამოროსნეფტსშავი ზღვის სანაპიროს აფხაზეთის მონაკვეთში ნავთობსაძიებო სამუშოების წარმოებისთვის უფლება გადაეცა. მთელი შავი ზღვის შელფზე სამუშოების ჩატარებისთვის ლეგიტიმური უფლება ამერიკულ ფირმა ანადარკოს გააჩნდა და მას რასაკვირველია, აფხაზეთის მონაკვეთზეც ლეგიტიმური უფლებამოსილება ჰქონდა. როგორც კი ანადარკო საქართველოდან გაძევებულ იქნა, იმ წუთშიროსნეფტსმიეცა საქართველოში შემოსვლის უფლება. ეს არავისთვის მოულოდნელობა არ იყო დაროსნეფტსუკვე თითიც რომ ჩაეყო შავ ზღვაში, უკვე ბიზნესის სფეროს წარმოადგენდა. ეს კი ფაქტობრივად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობის დარღვევაზე მიუთითებდა.

ამდენად, სამართლებრივი საფუძველი არსებობს, რომ საქართველოს კანომდებლობის დამრღვევ სუბიექტს სტრატეგიული ობიექტის წილის შესყიდვის უფლება არ გააჩნდეს. და თუ  რეალურმა მფლობელმა არასასურველი მყიდველი მონახა, რასაკვირველია, შესაძლებელია, რომ მისთვის ასეთი მყიდველი ქართულ სახელმწიფოს მოეძებნა ან გამოესყიდა კერძო მფლობელობიდან. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მაგრამ აქვე მეორე უბედურებასთან გვაქვს საქმე: საზოგადოებამ არ იცის, საერთოდ რა მოხდა ფოთის პორტის ბოლო გარიგების შემთხვევაში, ვინ საუბრობდა ამ თემაზე, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება ჩვენს სახელმწიფო ინტერესებთან შეთანხმებული. ობიექტი ქართული სახელმწიფო გადაზიდვების ფლაგმანად რჩება და მით უმეტეს, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და მონიტორინგის აუცილებლობა, ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციის შემადგენელი ნაწილია. ამაზე პასუხისმგებლობის აღება ნებისმიერი ხელისუფლების პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს.   

ამ პრობლემატიკაზე სასაუბროდ, „ქრონიკა პლუსიასევე ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტ ირაკლი ლექვინაძეს დაუკავშირდა.

- ბატონო ირაკლი, მიმდინარეობს (ან გრძელდება) თუ არა რუსეთის ეკონომიკური ექსპანსია საქართველოში?

- რუსული ეკონომიკური ექსპანსიის თემა პოლიტიზებულია პოლიტიკური პარტიების მხრიდან და მას არანაირი რეალური საფუძველი არა აქვს. ვფიქრობ, თემა უკავშირდებაროსნეფტისადააეროფლოტისშემოსვლას საქართველოში. „როსნეფტისმიერ წილის შესწყიდვაპეტროკასში“ (49%)   არის გარიგება ორ კერძო კომპანიას შორის, რომელშიც ბუნებრივია მთავრობა ვერ ჩაერევა. ჩარევის შემთხვევაში, იქნებოდა ბრალდება ბიზნესის საქმიანობის ხელშეშლის შესახებ. „პეტროკასი“, რომელიც საქართველოში ფლობს 2 ნავთობტერმინალს, ნავთობპროდუქტების გადაზიდვებს და საწვავის რეალიზაციის ქელგალფს“, არის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, დავით იაკობაშვილის მფლობელობაში; ის წლების განმავლობაში იყო რუსეთი სავაჭრო სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი და  კარგად იცნობს რუსეთის ბიზნესელიტას. შესაბამისად. ამ გარიგების გაკეთება მას არ გაუჭირდებოდა.

როსნეფტისხელით ეკონონომიკური ექსპანსია და საბოტაჟი რომ იგეგმებოდეს, რუსეთი ამას იზამდაპეტროკასისან ოფშორში რეგისტრირებული რომელიმე კომპანიის საშუალებით. ან თუ მსგავსი შემთხვევა მოხდება, საქართველოს კანონმდებლობა რეაგირების საშუალებას იძლევა. ასევე, არ დაგვავიწყდეს, რომ მან იყიდა 49%, რაც გენერალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ აძლევს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს წმინდა ბიზნესგარიგებაა 2 კომპანიას შორის, რომელიც თვისობრივად არაფერს შეცვლის. ერთადერთი თემა ამ საკითხში არისროსნეფტისსაქმიანობა აფხაზეთის ტერიტორიაზე, რაც არღვევს საქართველოს კანონს ოკუპაციის შესახებ და რეაგირება შეიძლება გაკეთდეს სწორედ ამასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კომპანიააეროფლოტისშემოსვლას, აქაც თემა გაზვიადებულია და გამწვავებულია პოლიტიკური პარტიებისა და კომპანიააირზენასმიერ, რომელიც  პრივილეგიებს არცთუ კორექტული ფორმებით ითხოვს და ეს რომ ვერ მიიღო, ამ თემის გამწვავება მოახდინა. არგუმენტი, რომაეროფლოტისშემოსვლის შემდეგ საქართველოდან ყველა უცხოური კომპანია გავა და რეისები მხოლოდ მოსკოვისა და პეტერბურგის გავლით შესრულდება, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. რეისების შესრულებისას მთავარი პრინციპი, პარიტეტი არის დაცული და ქართულ და რუსულ კომპანიებს თანაბარი პირობები აქვთ. დანარჩენი არის კონკურენციის თემა. რაც მეტი ავიაკომპანია იფრენს საქართველოში და საქართველოს გავლით, მით უფრო ხელმისაწვდომი იქნება ფასი და სერვისები.

კიდევ ერთი აქტუალური თემა არის ის, რომ ეს კომპანიები არიან საერთაშორისო სანქცირების რეჟიმში და ამიტომაც უნდა დაიბლოკონ; მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო სანქცირების რეჟიმში არიან რუსულივნეშტორგბანკიდალუკოილი“, რომელთა შვილობილებიც არიან საქართველოში. მაშინ ისინიც უნდა გავუშვათ ქვეყნიდან. გარდა ამისა, გასულ წლებშიც აქტიურად შემოდიოდნენ საქართველოში რუსული კომპანიები, ზოგი ღიად, ზოგი ოფშორის გავლით. მაგრამ დღეს ვინც ამ საკითხზე ღელავს, მაშინ რატომღაც ამას არანაირ მნიშნელობას არ ანიჭებდა. ეს კიდევ ერთხელ ამ საკითხის პოლიტიზებას ადასტურებს.

სხვათაშორის, 2004–2007 წლებშიგაზპრომისთვისმაგისტრალური გაზსადენის მიყიდვის საკითხიც კი განიხილებოდა მაშინდელ მთავრობაში, და რომ არა ამერიკელების რეაქცია, ალბათ, ეს საკითხი დადებითად გადაწყდებოდა. მე ვფიქრობ, რომ მთავარია სტრატეგიული ობიექტები სრულად არ იქნას მიყიდული არამარტო რუსული, ზოგადად რომელიმე ქვეყნის კომპანიებისთვის; ვგულისხმობ საქართველოს რკინიგზას, მაგისტრალურ გაზსადენს, რომ მათ არ ჰქონდეთ ძალის დემოსტრირების საშუალება. სხვა მხრივ, ნებისმიერ ინვესტიციასა და კომპანიების შემოსვლაში საფრთხეს ვერ ვხედავ.

- დღეს რამდენად არსებობს სტრატეგიული ობიექტების, რკინიგზისა და მაგისტრალური გაზსადენის უცხოური კომპანიებისთვის მიყიდვის საშიშროება?

- მე ამ საშიშროებს ვერ ვხედავ, რადგანაც დღის წესრიგში არ დგას, ფარულად მოლაპარაკებები კი ამ საკითხზე შეუძლებელია.

- ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის პოლიტიკა როგორ შეიძლება შეფასდეს?

- მთავრობის პოლიტიკა ბიზნესთან მიმართებაში რაციონალურია. ის არ ერევა, არ ბლოკავს, საკუთრებას არ ართმევს, პრივილეგიებს არ აწესებს და გასხვავებული აზრისთვის ბიზნესმენებს  არა აპატიმრებს. თუ კანონი ირღვევა, ბუნებრივია სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს, მაგრამ სხვა ტიპის ჩარევა დღეს არ ხდება და არც უნდა მოხდეს. შეგიძლიათ კითხოთ დღეს ბიზნესის წარმომადგენლებს, თუ რას ფიქრობენ ბიზნესგარემოსათან და ჩარევებთან დაკავშირებით.

- საქართველოში რუსულ ეკონომიკურ ინტერესებსა და ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას შორის ბალანსი რაში მდგომარეობს?

- რუსეთს აქვს 2 იარაღი, ძალისმიერი, რასაც ხშირად იყენებს და ეკონომიკური, რაც მაგალითად, გამოყენებული აქვთ სომხეთის წინააღმდეგ, როდესაც ყველა სტრატეგიული ობიექტი მის ხელშია. მთავარია იყოს კონკურენციის რეჟიმი და არ იყოს ცალსახა დამოკიდებულება რომელიმე ქვეყანაზე, მით უმეტეს რუსეთზე, რომელიც ოკუპანტია. კონკურენტულ გარემოსა და რეჟიმში კი, ნებისმიერი ქვეყნიდან კომპანიების შემოსვლა მისასალმებელია; მით უმეტეს, რუსეთში კრიზისია, კაპიტალი გარბის ქვეყნიდან და თუ მისი ნაწილი საქართველოში მოხვდება, ამით ჩვენ შეგვძლია სარგებელიც მივიღოთ.

გელა მამულაშვილი  

გამოქვეყნდა გაზეთ "ქრონიკა პლუსში"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია