მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გუბერნატორის ოჯახის ბიზნესინტერესები ბიუჯეტის ხარჯზე და თანამდებობის გამოყენებით [Video] - 27 აპრილი 2015

გელა მთივლიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი

პრემიერმინისტრის მეუღლის ნუნუკა თამაზაშვილის კლასელი ირაკლი შიოლაშვილი კახეთის გუბერნატორად 2013 წლის 13 დეკემბერს დაინიშნა. მანამდე, ერთი წლის განმავლობაში ის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას ასრულებდა. ამ პერიოდში ირაკლი შიოლაშვილის მამა დედოფლისწყაროში ყოფილი ყველმრეწვის შენობებს და ტერიტორიას დაეპატრონა. გუბერნატორის ოჯახი მუნიციპალურ სპეცტექნიკას და მუშებს უსასყიდლოდ იყენებს. ერთერთი ასეთი შემთხვევის დროს შპსსერვისი 2007“–ის მუშა დაიღუპა, თუმცა ამ ფაქტზე პოლიციამ გამოძიებაც კი არ დაიწყო.

რაც თანამდებობაზე დაინიშნა, ბიუჯეტის ხარჯზე აკეთებენ

დედოფლისწყაროში, ნიკორციხის ქუჩაზე, ყოფილიყველმრეწვისტერიტორიაზე, კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის ოჯახი მარცვლეულის საწყობს აშენებს.

გუბერნატორის ოჯახის მხრიდან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული სპეცტექნიკის და საბიუჯეტო ორგანიზაციის მუშების პირადი ინტერესებისთვის გამოყენების შესახებ ინფორმაცია 2015 წლის 24 თებერვალს ადგილზე გადავამოწმეთ.

მშენებარე ობიექტზე სახურავის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობდა, ხელოსნებს კი სპეციალური ავტომანქანაკალათაემსახურებოდა.

ავტომანქანას ლევან ბექაური მართავდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის კითხვაზე, ვის საკუთრებაში იყო მანქანა, ლევან ბექაურმა განაცხადა, რომ მანქანა მას ეკუთვნოდა. „ეს მანქანა ჩემი პირადი საკუთრებაა. შესყიდული მაქვს. ფულს მიხდიან და ვმუშაობ“, – აღნიშნა ბექაურმა.

წინასწარ გვქონდა ინფორმაცია, რომ სპეცავტომანქანასახელმწიფო ნომრით NVM – 662 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრება იყო. გადავამოწმეთ და დადასტურდა, რომ ავტომანქანა თხოვების ფორმით, დროებით სარგებლობაში აქვს გადაცემული შპსსერვისი 2007“–, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 დეკემბერის N83 ბრძანების საფუძველზე.

ამის შემდეგ, შპსსერვისი 2007“–ის ეკონომისტს ზურაბ კოკილაშვილს რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

- სპეცავტომანქანაკალათაჩვენ რომ დაგვჭირდეს, მოგვცემთ?

- კი, დაწერთ განცხადებას და მოგაქირავებთ.

- ბოლო სამი დღის განმავლობაში ვინმეს აქვს განცხადება დაწერილი?

- არა“.

შპსსერვისი 2007“–ის ოფისიდან დატოვებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ზურაბ კოკილაშვილი თვითონ დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ერთი დღით ადრე გენადი შიოლაშვილს განცხადება ჰქონდა დაწერილი.

შპსსერვისი 2007“–ის დირექტორს, ბატონ დავით დუღაშვილს. ქალაქ დედოფლისწყაროში, თბილისის ქუჩა N14–ში მცხოვრები გენადი შიოლაშვილის განცხადება. გთხოვთ, მომაქირაოთ თქვენი სპეც მანქანა, კალათა 24 თებერვალს, 3–4 საათით“, – გუბერნატორის მამის გენადი შიოლაშვილის ეს განცხადება 2015 წლის 23 თებერვლით იყო დათარიღებული.

განცხადება არ იყო რეგისტრირებული შპს სარეგისტრაციო ჟურნალში და არც შპსსერვისი 2007“–ის დირექტორის რეზოლუცია ჰქონდა.

კითხვაზე, ეს წერილი ჩვენი პირველი ვიზიტიდან ერთის საათის შემდეგ საიდან და როგორ მოხვდა ზურაბ კოკილაშვილთან, მან განმარტა: „მოიტანეს გუშინ და უფროსი მე დღეს არ მინახავს, რომ რეზოლუცია დაადოს.

- რეზოლუციის გარეშე მანქანა გაქირავებული როგორ გაქვთ?

- გაქირავებულია თუ არა ახლა, მე ვერ გეტყვით.

- წერილს რეზოლუცია არ ადევს და მანქანა როგორ წავიდა განმცხადებელთან?

- ნამდვილად ვერ გეტყვით“.

გუბერნატორის ოჯახის წევრმა მოგვმართა განცხადებით. გუშინ დაწერა. მე ვხვდები თქვენ რაზედაც მეკითხებით, ეს ტექნიკური მომენტია. თათბირზე ვიყავი დილიდან და რეზოლუცია არ იყო დადებული. შესრულებული სამუშაოების შემდეგ, როდესაც მანქანა მორჩება მუშაობას, ამის შემდეგ გაფორმდება ხელშეკრულება და კლიენტი იხდის ბანკში თანხას“, – განაცხადა შპსსერვისი 2007“–ის დირექტორმა დავით დუღაშვილმა.

კითხვაზე, რატომ დამალა სპეცავტომანქანის მძღოლმა ლევან ბექაურმა, რომ მანქანასერვისი 2007“–ის საკუთრება იყო, დუღაშვილმა განმარტა: „რავიცი, მძღოლია და თავში რა მოუვიდა. რომ უთხარი ჟურნალისტი ვარო, შეიძლება დაიბნა“.

ამასობაში, გუბერნატორის მამამ, რომელიც მარცვლეულის საწყობს შპსსერვისი 2007“–ის ოფისიდან რამდენიმე მეტრში, ყოფილი ყველმრეწვის ტერიტორიაზე აშენებს, სპეცავტომანქანის მომსახურების ღირებულებაც (100 ლარი) გადაიხადა დასერვისი 2007“–ში ქვითარიც წარმოადგინა.

მშენებლობის შემფასებელთა კავშირის სამშენებლო რესურსების ფასების მიხედვით, სპეცავტომანქანით (კოშკურა ტელესკოპური ავტომობილზე) ერთი საათი მომსახურების ღირებულება 25,61 ლარია.

გენადი შიოლაშვილს, ნიკორციხის ქუჩაზე, საავტომობილო გზის პირას მდებარე მის კუთვნილ მაღაზიასთან მივაკითხეთ.

ეს ტერიტორია ჩემია და ნუ მიღებ თორემ გიჩივლებ. გადი იქით, გადი იქით და იქიდან მკითხე, თორემ გიჩივლებ“, – განაცხადა გენადი შიოლაშვილმა. მას თან შვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილიც ახლდა, გუბერნატორს კი მისი პრესსამსახურის თანამშრომლები, რომლებიც პარალელურ რეჟიმში გვიღებდნენ.

ირაკლი შიოლაშვილი: ჩვენ არანაირ კითხვას არ გავურბივართ. ჩემი კამერაც იღებს. პირდაპირ გეუბნებით, ეს არის დისკრედიტაცია.

- შპს სერვისი 2007–ის ტექნიკა და მუშები რამდენჯერ გყავთ გამოყენებული?

გენადი შიოლაშვილიმუშები საერთოდ არ მყავს გამოყენებული ამაში.

- აბა იგონებენ, რომ შიოლაშვილის მამასთან გვამუშავებენო?

- არ ვიყენებთ არავის.

- არც ტექნიკას?

- ერთხელ გამოვიყენე მაგათი ტექნიკა, მინდორში წავიღე მგონი წყალი და გადავიხადე.

- ტექნიკას როგორ ქირაობთ ხოლმე, რა პროცედურას გადიხართ ამისთვის?

- მაწერინებენ განცხადებას, ფორმდება ხელშეკრულება, მაძლევენ ანგარიშის ნომერს, რომ აქ უნდა გადაიხადოო.

- ხელშეკრულებას როდის აფორმებთ?

- ხელშეკრულება ფორმდება სანამ ტექნიკა მოვა.

უშანგი სულაშვილი შპსსერვისი 2007“–ში ორი წელია დარაჯად მუშაობს. მისი თქმით, გუბერნატორის ოჯახი შპს ტექნიკით ხშირად სარგებლობს ისე, რომ არც მომსახურების ღირებულებას იხდიან და სამუშაოდ საჭირო საწვავითაც კი არ უზრუნველყოფენ მანქანებს. უშანგი სულაშვილის საუბარი ფარულად ჩავიწერეთ.

საკუთრებაში ჰყავთ ფაქტობრივად ეგეც და სხვა მანქანებიც. მიწას ჭრიან, გააქვთ, მაღაზიას აშენებენ. ნახეთ აბა, ანგარიშზე რამე აქვთ შემოტანილი? არაფერი. ორი წელი მაინც იქნება. რაც თანამდებობაზე დაინიშნა და რაც მშენებლობები აქვთ. ბიუჯეტის ხარჯზე აკეთებენ. მოხუცი კი ვარ, მაგრამ ვხედავ, აქედან რომ მიდიან და იქ მუშაობენ, ტექნიკაც და მუშებიც“, –ამბობს უშანგი სულაშვილი.

შპსსერვისი 2007“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 7 მაისის N65– განკარგულების საფუძველზეა შექმნილი. წესდების მიხედვით, ორგანიზაციის ძირითად მიზნებია: დასუფთავების ღონისძიებების განხორციელება; სოფლების და ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სკვერების, ბაღების, პარკების, სასაფლაოების მოვლაპატრონობა; გარე განათების სისტემის მოვლა და ექსპლუატაცია; სხვა სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოები. წესდების მე–8 მუხლის თანახმად, შპს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

2013 წელსსერვისი 2007“–ის შემოსავალმა 562 600 ლარი შეადგინა, რომლის უმეტესი ნაწილი მიღებულია მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებებით. დაახლოებით ამდენივე დაფინანსებას იღებსსერვისი 2007“ 2014–2015 წლებშიც.

შპსსერვისი 2007“–დან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, 2012 წლის 01 დეკემბრიდან 2015 წლის 24 თებერვლის ჩათვლით, ვინ იქირავა ტექნიკა და რა შემოსავალი მიიღო ორგანიზაციამ. მოწოდებული დოკუმენტაციიდან გავარკვიეთ, რომ გუბერნატორის მამას გენადი შიოლაშვილს, ოფიციალურად, მხოლოდ ერთხელ აქვს ნაქირავები სარწყავიზილი“, 2014 წლის 21 ოქტომბერს და გადახდილი აქვს 100 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 24 თებერვლისთვის დედოფლისწყაროს შესასვლელში გარეგანათების 30 ნათურა გადამწვარი იყო. ნოდარ პაპაჩაშვილმა, რომელიცსერვისი 2007“–ში განათების სამსახურს ხელმძღვანელობს, ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა: „ამ დღეებში მანქანა მგონი გაქირავებული ჰქონდათ. მე როცა მაძლევენ მანქანას, მივდივართ და ვცვლით. ერთი და ორი ნათურის გამო ჩვენ ვერ გავდივართ.

- ამჟამად დედოფლისწყაროს შესასვლელში 30–მდე ნათურაა დამწვარი. ჩვენ გავესაუბრეთ ადგილობრივებს და გვითხრეს, რომ გარეგანათება მწყობრიდან ერთ თვეზე მეტია რაც გამოსულია. მოითხოვეთ ბოლო დღეებში, რომ სპეცავტომანქანა გამოეყოთ?

- თუ გავიგე რომ მანქანა სადღაც არის გაგზავნილი, არა. როცა გაქირავებულია ვერ ვახერხებ და როცა მოიცლიან, მაშინ ვაკეთებთ“.

ჩვენ განათების სამსახურის ელექტრომონტიორს ნოდარ არაბულსაც შევხვდით და საუბარი ფარულად ჩავიწერეთ.

დღეს, დილით მივიღეთ დავალება, რომ ნათურები გამოგვეცვალა.

რაც ჩვენ დავინტერესდით ამ საკითხებით, კიდევ ამუშავებენ ვინმეს სადმე?

აღარ“.

ნუგზარ ჯინაშვილის გარდაცვალების საქმე

ნუგზარ ჯინაშვილი შპსსერვისი 2007“–ში მუშად 2010 წლიდან მუშაობდა. ის 2013 წლის 22 ოქტომბერს დაიღუპა. ნუგზარ ჯინაშვილის მეუღლე მარინა ჯინაშვილი ამბობს:

დილით წამოვიდა სამსახურში. რამდენიმე საათის შემდეგ დამირეკეს, ჯერ მითხრეს ძალიან ცუდად არისო. სამუშაო დღე იყო. საავადმყოფოში რომ მივედი, უკვე გარდაცვლილი დამხვდა. სამსახურში, მინდორში ცუდად გახდა და აქ რომ მოიყვანეს დაიღუპაო, მოიწამლაო.

- მინდორში რა უნდოდა თქვენს მეუღლეს?

- არვიცი, ეგ უკვე მე არვიცი.

- დადიოდა ხოლმე მინდორში?

- ალბათ აგზავნიდნენ ხოლმე.

- იმ დღეს რაზე იყო წასული მინდორში, რა გაიგეთ?

- მინდორში წავიდა გენადი შიოლაშვილთანო და დანარჩენი არვიცი.

- რამეში ეხმარებოდა?

- ალბათ, არვიცი მე.

- ეს ვისგან გაიგეთ?

- თანამშრომლებისგან.

- არ დაინტერესდით რა და როგორ მოხდა?

- როგორ არ დავინტერესდი. სამსახურში მოვიდა, ვიცი რომ გამოვაგზავნეთ და მერე მინდორში წავიდა. დანარჩენი მე არვიცი იქ რა მოხდა.

- რით მოიწამლაო?

- ღვინის მაგივრად შეეშალა და ხორბლის შესაწამლი ხსნარი დალიაო.

- ქალბატონო მარინა, თქვენი მეუღლის გარდაცვალების ამბავზე გამოძიება დაიწყო?

- იყვნენ პოლიციიდან, დაკითხვა აწარმოეს. ჩივიხართო? მე ვუთხარი, ჩემი მეუღლის ჯავრი არავის ჰქონდა, სპეციალურად იმას არავინ გაუკეთებდა. მე ეს მივაწერე უბედურ შემთხვევას. მე არ მიჩივლია, მაგრამ ხომ არსებობდა პოლიცია“...

მეუღლის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, 2013 წლის დეკემბერში, შპსსერვისი 2007“–ში ახალი შტატი დაუშვეს და მარინა ჯინაშვილი ბუღალტრის თანაშემწედ დანიშნეს.

2015 წლის 25 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, 2013 წლის ოქტომბერში, შპსსერვისი 2007“–ის თანამშრომლის ნუგზარ ჯინაშვილის გარდაცვალების ფაქტზე დაიწყო თუ არა გამოძიება, თუ დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით, რომელი ორგანო აწარმოებდა გამოძიებას და თუ არ მიმდინარეობს გამოძიება, რის საფუძველზე.

10 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი სახოკიამ გვაცნობა, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს და სამინისტრომ უარი გვითხრა ამ ინფორმაციის მოწოდებაზე.

შს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში არაოფიციალურად გვითხრეს, რომ ნუგზარ ჯინაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო, თუმცა შეწყდა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო.

გუბერნატორის ოჯახის მიერ შპსსერვისი 2007“–ის ტექნიკის და მუშების უსასყიდლოდ გამოყენების ფაქტებზე საჯაროდ საუბარს ყველა ერიდება. ამიტომ, „სერვისი 2007“–ის სხვა თანამშრომლებიც ფარულად გადავიღეთ.

განათების სამსახურის ელექტრომონტიორი ნოდარ არაბული ნუგზარ ჯინაშვილის მეგობარი იყო.

- რატომ დაჰყავდათ მინდორში სამუშაოდ?

- იმ კაცს უთხრეს და წავიდა. არ წავიდოდა და პრობლემები შეექმნებოდა. სასმელი ეგონა და საწამლავი აღმოჩნდა. არ უთქვამს როცა დალია და ვეღარ გადარჩა.

- სად დაჰყავდათ, შირაქში?

- იქით, სადაც ნაკვეთები აქვთ. ერთმა კაცმა და ორმა კაცმა რომ ამოიღოს ხმა, დანარჩენები ჩუმდებიან. იმ ორ კაცს მოკიდებენ ხელს და ეტყვიან, კარგად იყავიო. აი, ამ კაცმა რა ქნას ოთხი შვილი ჰყავს, შვილიშვილები ჰყავს, რა ქნას?

- დირექტორი რას ამბობს?

- იმანაც რა ქნას...

მარიამ ფილაური, შპს სერვისი 2007–ის თანამშრომელიგავიგე, რომ გაჰყავთ ხოლმე მუშები. ხან დროს ღონდებიან ქალები, სხვაგანაც გვამუშავებენო.

- თუ არ წავლენ, გაუშვებენ სამსახურიდან?

- ალბათ, ეუბნებიან, რომ დატოვეთ სამსახურიო.

- ნუგზარ ჯინაშვილის ამბავი თუ იცით?

- კი, იყვნენ წაყვანილები სამუშაოზე, იქ რაღაცა დახვედრიაო, შხამი ყოფილა, ღვინო ეგონა და დალიაო. სადღაც ნაკვეთში კი ჰყავდათ. შეეშალა იმ უბედურს. გავიგე რომ სხვაგან მუშაობენ, რაღაცეებს თესავენო.

- ამაში რამე დამატებით ანაზღაურებას აძლევენ?

- არა კაცო, არა, არაფერს, სამსახურის ხარჯზე. სამუშაოზე არიან, გავაკეთეთ ჩვენი საქმე და მერე წაიყვანენ და ამუშავებენ.

- ცოდო არაა მერე ეს ხალხი?

- მაშ რა არის შვილო.

- რატომ არავინ არ საუბრობს ამაზე?

- ყველას ეშინია...

შპსსერვისი 2007“–ის ადმინისტრაციამ არ დაადასტურა, რომ ნუგზარ ჯინაშვილი გუბერნატორის მამას სხვა მუშებთან ერთად სამსახურის ხარჯზე ჰყავდა ნაკვეთებში სამუშაოდ წაყვანილი.

ზაზა ჯანიაშვილი, მუშების ხელმძღვანელი: 2013 წლის 22 ოქტომბერს ნუგზარი სამსახურში არ იყო. სამუშაოდ იყო წასული სხვაგან, კერძოზე. დაგვეთხოვა და წავიდა.

- სად იყოს წასული?

- არვიცი, სადღაც, სამსახურში არ იყო.

- მისი გარდაცვალების შესახებ რა გაიგეთ?

- სადღაც იყო და რაღაცა დალია.

- სად სადღაც?

- მე მიწერია, რომ გააცდინა სამსახური, არ იყო სამსახურში. ხალხი გაჭირვებულია, ვინმესთან მიდიან, ფულს აძლევენ ხოლმე იმ დღისით ვისაც მიემხარებიან. ვისაც სჭირდება, როცა მეტყვიან ხოლმე ან დაგვითხოვე, გაგვიშვი, სხვა საქმე მაქვს გასაკეთებელი, ვუშვებ და აქ აღვნიშნავ ხოლმე რომ სამსახურში არ არის.

- ხშირად გეთხოვებოდათ ხოლმე ნუგზარ ჯინაშვილი?

- როცა სჭირდებოდა, ხშირად იყო თუ არ იყო, შიგადაშიგ“.

ჩვენ შევამოწმეთ შპსსერვისი 2007“–ის თანამშრომლების 2015 წლის 6 თვის აღრიცხვის ტაბელები. აღნიშნული დოკუმენტაციის მიხედვით, ნუგზარ ჯინაშვილი სექტემბერში კუთვნილ შვებულებაში იმყოფებოდა, მაისში, ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და ოქტომბერში კი ნუგზარ ჯინაშვილს არცერთი გაცდენა არ აქვს.

რა ქონებას დაეპატრონა გუბერნატორის მამა

2012 წლის 01 დეკემბრიდან 2015 წლის 24 თებერვლამდე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 33 განცხადებით მიმართეს, საიდანაც 13 განცხადება დაკმაყოფილდა. კომისიას სამი განცხადებით მიმართა გუბერნატორის მამამ, გენადი შიოლაშვილმა და სამივე დაკმაყოფილდა.

გენადი შიოლაშვილმა 2013 წლის 25 მარტს დაირეგისტრირა ქალაქ დედოფლისწყაროში, თბილისის ქუჩაზე საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ თვითნებურად დაკავებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – 140 კვმ. (კომისიის მონაცემებით, 1997 წლიდან აშენებული აქვს კაპიტალური შენობანაგებობასაწყობი);

2014 წლის 7 მარტს გენადი შიოლაშვილმა დაირეგისტრირა დედოფლისწყაროში, ნიკორციხის ქუჩა N44-ში მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ყოფილი ყველმრეწვის საყარაულო შენობა და მისი მიმდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც კომისიის მონაცემებით, საკუთრებაში აქვს 2004 წლიდან) მიმდებარედ თვითნებურად დაკავებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწა 197.011 კვმ;

7 მარტს, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედმა კომისიამ დააკმაყოფილა გენადი შიოლაშვილის კიდევ ერთი განცხადება ქალაქ დედოფლისწყაროში, ნიკორციხის ქუჩა N44-ში საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ყოფილი ყველმრეწვის ადმინისტრაციული შენობა, რომელიც კომისიის მონაცემებით, საკუთრებაში აქვს 2004 წლიდან) მიმდებარედ თვითნებურად დაკავებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის 612. 05 კვ.. ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

გუბერნატორის მამა გენადი შიოლაშვილი სწორედ ყოფილი ყველმრეწვის ტერიტორიაზე აშენებს მარცვლეულის საშრობ საწყობს. უკვე აშენებული აქვს მაღაზია, აფთიაქი, საბანკეტო დარბაზი და სხვა სათავსოები.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოდან მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის იმ სხდომების ოქმები და თანდართული დოკუმენტებიც მოითხოვა, რაზედაც გენადი შიოლაშვილის განცხადებები განიხილეს და რის საფუძველზეც მას თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები დაუკანონეს. საკრებულომ ეს დოკუმენტაცია არ მოგვაწოდა და არც ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი განუმარტავს. კახეთის საინფორმაციო ცენტრი ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებს.

გუბერნატორის დედის შპსლაშარი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის პირველ სართულზე, ორ ოთახში (დაახლოებით 40 კვმ) განთავსებულია შპსლაშარი“. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ამ ორგანიზაციის 100% წილის მფლობელი და დირექტორი მარინე ღვინიაშვილია. იგი ირაკლი შიოლაშვილის დედაა.

გუბერნატორის დედას გამგეობის შენობაში საბუღალტრო და საგადასახადო საქმიანობის შემსწავლელი ფასიანი კურსები აქვს გახსნილი. ამავე დროს, შპსლაშარიფიზიკურ და იურიდიულ პირებს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს: წლიური დეკლარაციების შევსება, დამუშავება და სხვა საგადასახადო საქმიანობა. დამკვეთებს აუდიტორულ მომსახურებას გუბერნატორის მამა გენადი შიოლაშვილი უწევს. მას საკმაოდ ბევრი კლიენტი ჰყავს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, 2015 წლის 26 თებერვალს, ჩვენ წერილობით მოვითხოვეთ ინფორმაცია [განკარგულება და ხელშეკრულება] გამგეობის შენობაში შპსლაშარი“–სთვის საოფისე ფართის გამოყოფის შესახებ. ასევე, მოვითხოვეთ დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა, რომლაშარსწლების განმავლობაში იჯარის ღირებულება აქვს გადახდილი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადის გასვლის მიუხედავად, გამგეობამ საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდა. იურიდიულ სამსახურში განაცხადეს, რომ ასეთი ხელშეკრულება არ არსებობს და შპსლაშარიკიდევ ორ ინდმეწარმესთან ერთად, გამგეობის შენობაში უსასყიდლოდ, კონტრაქტის გარეშე უკვე რამდენიმე წელია რაც განთავსებულია.

საინფორმაციო ცენტრი 16 100–ის მონაცემებით, დედოფლისწყაროში, ქალაქის ცენტრში 1 კვმ საოფისე ფართის დაქირავება, თვის განმავლობაში დაახლოებით 10–15 დოლარი ღირს. საშუალოდ, ერთ კვმზე მინიმალურ ფასს, 10 დოლარს თუ ავიღებთ, შპსლაშარიბიუჯეტში ყოველწლიურად 10 560 ლარს უნდა იხდიდეს.

რატომ არ აფორმებს მუნიციპალიტეტის გამგეობა შპსლაშართანსაიჯარო ხელშეკრულებას და რატომ აზარალებენ ადგილობრივ ბიუჯეტს, ამ კითხვებზე პასუხის მიღებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისგან, ნიკოლოზ ჯანიაშვილისგან შევეცადეთ.

გამგებელი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. მის მისაღებში მისვლიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, გამგებელმა პოლიცია გამოიძახა თითქოს ჟურნალისტები ადმინისტრაციულ შენობაში ვხულიგნობდით და მის სამუშაო ოთახში ნებართვის გარეშე შესვლას ვცდილობდით. პოლიციელები გამგებლის სამუშაო ოთახის შესასვლელ კართან ჩადგნენ და დაახლოებით 15–20 წუთი გამგებლის ოთახს ასეიცავდნენ“. გამგებლისგან კომენტარი ვერ მოვიპოვეთ.

ირაკლი შიოლაშვილის ქონებრივი დეკლარაციები

ირაკლი შიოლაშვილი 2007 წლიდან 2012 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით ფინანსთა სამინისტროში სპეციალისტად მუშაობდა. ხელისუფლებაშიქართული ოცნებისმოსვლის შემდეგ, 28 ნოემბერს, ის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე 2013 წლის 13 დეკემრამდე მუშაობდა. 13 დეკემბერს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ის კახეთის გუბერნატორად დანიშნა.

2012 წლის 28 ნოემბრიდან 2015 წლის 22 აპრილის ჩათვლით პერიოდში, ირაკლი შიოლაშვილს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია სამჯერ აქვს შევსებული.

2013 წლის 23 იანვარს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობისას, ირაკლი შიოლაშვილს ოჯახის წევრების გრაფაში არავინ არ ჰყავს შეყვანილი. შესაბამისად, მას დეკლარაციაში არც ოჯახის წევრთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია აქვს მოცემული.

მომდევნო დეკლარაცია ირაკლი შიოლაშვილს უკვე კახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე მუშაობისას, 2014 წლის 24 იანვარს და 2015 წლის 26 იანვარს აქვს შევსებული.

2014 წლის დეკლარაციაში გუბერნატორს ოჯახის წევრებში მითითებული ჰყავს მეუღლე თამარ შაფათავა, 2015 წლის დეკლარაციაში მეუღლესთან ერთად შვილიც.

სამიდან არცერთ დეკლარაციაში ირაკლი შიოლაშვილს ოჯახის წევრებში მითითებული არ ჰყავს მშობლები, არადა, მამამისი გენადი შიოლაშვილი სწორედ შვილის თანამდებობაზე მუშაობისას დაეპატრონა დედოფლისწყაროში ყოფილი ყველმრეწვის ტერიტორიის დიდ ნაწილს.

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე მითითებულია, რომ თანამდებობის პირმა თავის მისამართზე რეგისტრირებული პირი, ქონებრივ დეკლარაციაში იმ შემთხვევაში არ უნდა შეიყვანოს ოჯახის წევრად, თუ ის მასთან ერთად არ ცხოვრობს.

ამომრჩეველთა ერთიანი სიის მიხედვით, ირაკლი შიოლაშვილი დღემდე დედოფლისწყაროში, თბილისის ქუჩა N14–შია რეგისტრირებული. ამავე მისამართზე არიან რეგისტრირებული მისი მშობლები და ძმა, ზურაბ შიოლაშვილი.

ირაკლი შიოლაშვილი, 2013 წელს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე მუშაობისას დედოფლისწყაროში, თბილისის ქუჩა N14–ში მდებარე სახლში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. შესაბამისად, მას მინიმუმ 2013 წელს შევსებულ დეკლარაციაში მაინც უნდა მიეთითებინა მშობლების და მათ საკუთრებაში არსებული უძრავ – მოძრავი ქონების შესახებ.

ასევე იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=D4j_MeqyPgg

წყარო: http://ick.ge/articles/21509-i.html

პოპულარული სტატიები
ბავშვთა იძულებითი შრომის საზარელი სახე - მათხოვრობა
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია