მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ ეწინააღმდეგებიან ჭუბერის თემის მკვიდრნი „ნესკრა ჰესის“ მშენებლობას? - 14 მაისი 2016

„ამ შეცდომის გამო შეიძლება მთლიანად დასავლეთ საქართველო დავკარგოთ“

myrights.ge

რატომ ეწინააღმდეგებიან მესტიის რაიონის, ჭუბერის თემის მკვიდრნინესკრა ჰესისმშენებლობლას, რა კონკრეტულ პრობლემებს ქმნის აღნიშნული პროექტი, მოყვა თუ არა პასუხი მათ საპროტესტო განცხადებებს პრეზიდენტის, პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის და სხვების სახელზე, რა მეთოდებით აპირებენ ადგილობრივი აქტივისტები ბრძოლის გაგრძელებას, რაში მდგომარეობს მათი ბოლო მოთხოვნები და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს რაში ხედავენ, ამ და სხვა კითხვებითქრონიკა პლუსმაჭუბერის თემის ადგილობრივ მოსახლეს, ნაფიცთა საბჭოს წევრ გია ანსიანს მიმართა:

- ბატონო გია, ამჟამად ადგილზე რა მდგომარეობაა?

- თვითონ აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მოსაკვლევი სამუშაოები მიმდინარეობსო. რეალურად, მძიმე ტექნიკა შემოყვანილი აქვთ და ადგილზე მუშაობენ.

- რატომ ეწინააღმდეგებით ჰესის მშენებლობას?

- იმიტომ, რომ დღემდე სრულ გაურკვევლობაში, ვაკუუმში ვიმყოფებით. არაფერი არ ვიცით, აზრზე არ ვართ რა გველის და რა გვემუქრება აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით. მოკლედ, პროექტის ხან ერთ რუკას აგზავნიან და ხანაც მეორეს, სადაც ჩვენი ადგილი ვერაფრით გაგვირკვევია.

თავიდან იმით დაიწყეს, რომ საცხოვრებელი ადგილიდან აყრა ერთ ოჯახს შეეხებოდა. ახლა უკვე სამ ოჯახზე საუბრობენ. ჩვენი ინფორმაციით, კიდევ 50 ოჯახის აყრაზე არის საუბარი. მოკლედ, დაზუსტებით ვერაფერი გავარკვიეთ.

სრულყოფილი გეგმის შესახებ ვეკითხებით, არ აქვთ. თვითონვე აცხადებენ, რომ ეს გეგმა ჯერ არ გვაქვსო. და მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემულია.

ახლა, აქ კორეული კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ. შეხვედრა გვქონდა. მათ ეცინებათ იმის გაგონებაზე, რომ ქართულ მხარეს ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმები არ აქვს ჩამოყალიბებული.

როგორ შეიძლება მილიარდიანი პროექტი გეგმის გარეშე დაიწყო? მისი შინაარსი (თუკი არსებობს) ჩვენამდე არ მოაქვთ და ამიტომ არ ვიცით, რეალურად წინ რა გველოდება.

- პროექტის დეტალები თქვენამდე რატომ არ მოაქვთ?

- როგორც მოგახსენეთ, ერთი ოჯახის აყრით დაიწყეს, დღეს უკვე სამზე საუბრობენ, მაგრამ მონაცემები გვაქვს, რომ ამას პლუს კიდევ 50 ოჯახს აყრა ემუქრება. და ეს ყველაფერი რომ არ ვიცოდეთ, ალბათ, ამიტომ სამუშაოებსაც ეტაპობრივად აწარმოებენ. სიმართლეს ბოლომდე არ გვეუბნებიან.

- მკითხველს რომ განვუმარტოთ, ეს მშენებლობა კონკრეტულად რომელ დასახლებებს შეეხება?

- ეს ჭუბერის თემში ხდება. სოფელ ლეკულმახეში ეს პროცესი ოთხ ოჯახს და სოფელ ლახამში 50 ოჯახს ემუქრება. მათ პრაქტიკულად არც ეუბნებიან, რომ აყრაში ხართო.

- ვინ მართავს აღნიშნულ პროცესს?

- ამას ვერც გაიგებ - შავები, თეთრები თუ წითლები. ყველა მართავს, თუკი ვინმე დაინტერესებულია ამ მშენებლობით ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. აბსოლუტურად ყველა, ვისაც კი ამაზე ფულის შოვნა სურს

- ადგილზე, სოფლების მკვიდრთა უმრავლესობა აღნიშნული მშენებლობის წინააღმდეგია?

- ჩვენ ამაზე ფარული წესით შიდამოკვლევა ჩავატარეთ. ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებით 80% ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია. დაახლოებით 10% მერყეობს და ვერ გადაუწყვეტია, აშენდეს თუ არა. ასევე 10%-ია, ვისაც დასაქმებას პირდებიან და მშენებლობის მომხრედ გამოდის.

- საწინააღმდეგო პოზიცია როგორია, კიდევ რა პრობლემებს ქმნის ჰესის მშენებლობა?

- იმდენ პრობლემას ქმნის, რომ ამ შეცდომის გამო შეიძლება მთლიანად დასავლეთ საქართველო დავკარგოთ. რეალურად იმხელა რისკებია, მან კალაპოტი რომ გაარღვიოს, ენგურსაც გახეთქავს და მთელ დასავლეთ საქართველოს დაღუპავს.

- როგორ ფიქრობთ, ამ შესაძლო რისკის ფაქტორებს რატომ არ ითვალისწინებენ?

- აბა რა გითხრათ, ფული ჯოჯოხეთს ანათებსო, აქაც ალბათ ამასთან გვაქვს საქმე. სხვა ახსნა ამ პროცესის შეუძლებელია.

- ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ჰესის მშენებლობა რა ტიპის გავლენას მოახდენს?

- როგორც თავადვე უწერიათ, იქნება ტემპერატურის მომატება, დასალევი და სარწყავი წყლის დეფიციტი, ზვავსაშიში და მეწყერსაშიში ადგილების მომრავლება. ასევე ნადირის განადგურება, თევზის-კალმახის განადგურება, - აბსოლუტურად არაფერი კარგი ამ პროცესის შედეგად არ მოხდება.

თუ რამე კარგი პერსპექტივაა, იქ ამაზე არაფერი წერია. ერთადერთი, იმას და ამას დავასაქმებთო. რა ვიცი, ოთხი წლის განმავლობაში თუ ვინმეს დაასაქმებენ, სხვაზე ვერაფერს გეტყვით.

ასევე ოთხას ჰექტარზე დაახლოებით 50% წითელ წიგნში შეტანილი ხეებია. ეს მთლიანად უნდა გაიჩეხოს და განადგურდეს. და ამის საპირწონედ რას მოგვიტანს, ეს რეალურად არავის მოეხსენება.

- პროექტში ამდენი ზიანის ფონზე სიკეთეები რა წერია, რაც ჰესის მშენებლობას გაამართლებს, რაც იმ ყველაფერს გადაფარავს?

- ჩვენი მთავარი მოთხოვნა სწორედ ამის გარკვევაში მდგომარეობს - რა სარგებელს მოუტანს ნესკრა ჰესი ჩვენს თემსა და ქვეყანას? რომ ეს გახდეს საპირწონე იმისა, რა ზიანსაც აღნიშნული ჰესი მოგვიტანს. მაგრამ რამდენიც ცუდია აღნიშნული, სიკეთე იმის ნახევარიც არ არის მონიშნული.

ერთადერთი ის არის, რომ ვიღაც ძალიან გამდიდრდება. ვისაც ფული აქვს, უფრო მეტი ექნება. ეს ელექტროენერგია 36 თეთრი ჯდება. გათვლილია, რომ მილიონნახევარზე მეტი თუ ჯდება ამ ელექტრონეერგიის მეგავატი, ის უკვე წამგებიანია. და აქ დაახლოებით 3 მილიონ 600 ათასი ჯდება ერთი მეგავატი. ახლა დათვალეთ, 2 მილიონ 100 ათასით მეტი გამოდის, ვიდრე უნდა იყოს ნორმა.

.. ყველაფერი ისევ ქართველ ერს კისერზე დაგვადგება, რომ აღნიშნული 35 თეთრი 35 წლის განმავლობაში ვიხადოთ. მერე ცოტა, დაახლოებით 5 თეთრით გაიაფდება. ესაა აღნიშნული ჰესის პლუსი, თუ ასეთად შეგვიძლია აღნიშნული მოვიხსენიოთ.

მოკლედ, ვიღაცის მიერ შეგნებულად მოგონილი სისულელეა, მეტი არაფერი.

- ადგილობრივი ხელისუფლების პოზიცია როგორია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?

- არ შემოდიან ჩვენთან კომუნიკაციაში და სხვა რა მოგახსენოთ. ხომ იცით, დღეს ისეთი დროა, რომ ყველა ფულის შოვნის ინტერესზე არის გადართული. და მათაც მთელი კუთხე ფულად ინტერესებში გაცვალეს. ყველამ დაგვივიწყა, დეპუტატმაც და სხვებაც.

- პოლიტიკურ ოპოზიციასთან, არასმთავრობო ორგანიოზაციებთან თუ გქონიათ ამ პრობლემებზე უშუალო საუბარი?

- არა, რადგან ამ შემთხვევაში სხვა რამეს მოგვაწერენ. თუ ოპოზიციასთან დავდგებით, მაშინ დააბრალებენ, რომ ისინი არიან ამ პროტესტის წარმმართველები. ამიტომ არც პოზიცია გვინდა და არც ოპოზიცია.

ჩვენ თვითონ ამ საქმის ოპოზიცია ვართ და ამ პროცესში არც პარტიები და არც სხვა არავინ არ გვჭირდება.

- განაცხადეთ, რომ საპროტესტო აქციების გამართვას აპირებთ; რა ხდება აღნიშნულ გეგმასთან დაკავშირებით?

- აქცია დავიწყეთ და ახლაც ჭუბერის გზა გადაკეტილი გვაქვს. ამ წუთში კორეული კომპანიის წარმომადგენელი, მათი ერთ-ერთი მთავარი მენეჯერი გაჩერებული გვყავს. ის გაკვირვებულია, რადგან მთელი ეს სიტუაცია ავუხსენით. თურმე ჩვენები ატყუებენ. ახლა  მათ საქმის არსი თავიდან ბოლომდე ავუხსენით და არ ვიცით, ამას რა მოყვება.

ძალიან გაბრაზებულები კი ჩანან და დანრჩენს ვერ ვხვდებით. მათი ენა არ ვიცით და ვერაფერს მოგახსენებთ.

- ვისი მენეჯერია?

- თვითონ ინვესტორი კომპანიის მთავარი მენეჯერია. გადაკეტილ ჭუბერის გზაზე დღე-ღამის მორიგეობა გვაქვს დაწესებული. გზა პრაქტიულად გადაკეტილი გვაქვს და არც გავხსნით. გიორგობაა და მაინც არ ვხსნით, სანამ ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ მივაღწევთ.

- იქნებ თქვენი მოთხოვნები კონკრეტულად ჩამოაყალიბოთ...

- პირველ რიგში, ალტერნატიული ვარიანტი, რომ ჩვენი საცხოვრებელი ადგილები არ დაიტბოროს და არ მოგვიწიოს მოსახლეობის ნაწილს კუთხიდან სხვაგან გადასახალება.

მეორე - რა სარგებელს მოუტანს ეს მთელ ერსა და ქვეყანას, რომ იყოს საპირწონე იმისა, რაც აღნიშნულ მშენებლობას ამდენი უარყოფითი მხარე გააჩნია.

მესამე - ეს არის გეოლოგიური დასკვნა ამ ჰესთან დაკავშირებით.

და მეოთხე - საჯარო განხილვა. ყველა დაჯდეს მაგიდასთან, სამთავრობო და არასამთავრობო, ყველა კონპეტენტური პირი ერთად დაჯდეს და ერთად განვიხილოთ, თუ რა სიკეთე მოაქვს და რა ზიანი ამ ჰესს.

ამ ეტაპზე ეს ოთხი ძირითადი მოთხოვნა გვაქვს.

- ამ მოთხოვნებით თუ უკვე მიმართეთ პრემიერს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს...

- ჩვენ 18 აპრილს მივწერეთ წერილები ყველა იმ ბანკს, ვინც უნდა დააფინანსონ ეს მშენებლობა. მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციის ბანკს და აზიის განვითარების ბანკს. პლუს პრემიერ მინისტრს, სახალხო დამცველს და საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ პარტიას. სამთავრობო თუ არასამთავრობო ყველა ორგანიზაციას და ქვეყნის მოსახლეობას.

ამისთვის სულ რაღაც ნახევრ საათში 400 ხელმოწერა გავაკეთეთ. რადგან გვეჩქარებოდა, 25-მდე გვინდოდა პასუხის მიღება. ამ ხელმოწერებით ზემოაღნიშნულ ადრესატებს ყველას ერთად მივმართეთ.

- რა პასუხები მიიღეთ?

- არანაირი პასუხი არ მიგვიღია. ერთადერთი ევროპის რეკონსტრუქციის ბანკმა ნახევარი საათის წინ დამირეკა და მთხოვა ელფოსტა, რომ პასუხი გადმოგცეთო. ჯერ არ მიმიღია, რადგან როგორც მოგახსენეთ, აქცია გვაქვს, გზა გვაქვს გადაკეტილი. მივიღებ პასუხს და ამაზე მერე მოგახსენებთ.

- ამ სიტუაციაში გამოსავალი რა არის?

- გამოსავალი ის არის, რომ ადგნენ, აქედან წავიდნენ და მოგვშორდნენ. თავი დაგვანებონ, ნუ გაგვწირავენ და გვაცხოვრონ საკუთარ მიწაზე

შეგახსენებთ, რომ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციამწვანე ალტერნატივისფართო შენიშვნებიდან მცირე და საგულისხმო ამონარიდი ასეთია:

ცალკე უნდა აღინიშნოს ჰესის ზემოქმედების რისკი სოფელ ნაკიზე (ნაკრა). ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ჰესის ექსპლუატაციის ფაზაზე სოფელ ნაკის მოსახლეობას შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას სოფლის ჩრდილოეთით გამავალმა ღვარცოფულმა მდინარე ლექვედერმა, რომელიც მდინარე ნაკრას მარჯვნიდან ერთვის. მდინარის ხეობა ძლიერ ეროზირებულია და უხვი ატმოსფერული ნალექის დროს წარმოიქმნება ღვარცოფული ნაკადები დიდი რაოდენობის მყარი ნატანით.

დღეისთვის მდინარე ნაკრას ხეობაში ჩამოტანილი მყარი ნატანი ნაკრას წყლით ირეცხება და, შესაბამისად, ღვარცოფული ნაკადის სოფლის მიმართულებით გავრცელების რისკი მცირდება. იმის გამო, რომ ნაკრას ჰესის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ კაშხლის ქვედა ბიეფში გატარებული იქნება მხოლოდეკოლოგიური ხარჯი“, მდინარე დაკარგავს მდინარე ლექვედერის მიერ ჩამოტანილი მყარი ნატანის ტრანსპორტირების უნარს, რაც ზრდის ღვარცოფული ნაკადების სოფლის მიმართულებით გავრცელების რისკს.

მიუხედავად აღნიშნულისა, რატომღაც, ანგარიშში მსგავსი სცენარის განვითარების რისკი არ არის შეფასებული, როგორც მაღალი. სოფელ ნაკის მოსახლეობის განცხადებით, სოფლის ჩრდილოეთით მდინარე ლექვედერის გარდა კიდევ ერთი, გაცილებით უფრო დიდი ღვარცოფული მდინარე ლექნაშერა მდებარეობს, რომელიც საერთოდ არ არის ნახსენებიგზშანგარიშში, რაც ანგარიშის სერიოზულ ნაკლოვანებას წარმოადგენს. ამასთან, ეს ფაქტი მთლიანად ეჭვქვეშ აყენებს საშიში გეოდინამიკური პროცესების შეფასების სანდოობას.

ადგილობრივების განცხადებით, ორივე აღნიშნული მდინარე საკმაოდ აქტიურია და თითქმის ყოველ წელს ჩამოაქვს დიდი ოდენობის მყარი ნატანი. ბოლოს, 2010 წელს, მდ. ლექნაშერამ მთლიანად დაფარა სოფლის სასაფლაო და სასოფლო­სამეურნეო სავარგულები; 2001 წელს კი მდინარე ლექვედერმა წაიღო ადგილობრივი მოსახლის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი და ტრაქტორი, რომლის ნარჩენების პოვნა დღემდე ვერ მოხერხდა.

აღნიშნულის ფონზე სრულიად ნათელია, რომ საპროექტო არეალის დეტალური გეოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნებს“.

დასკვნის სახითმწვანე ალტერნატივააღნიშნავს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი:

1. არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ გარემოს დაცვის ნორმებსა და სტანდარტებს;

2. არ ასაბუთებს, რომ მასში მოყვანილი საქმიანობის განხორციელება განსაზღვრულ ადგილსა და გარემოებაში არ გამოიწვევს გარემოს მდგომარეობისა და ბუნებრივი რესურსების შეუქცევად ხარისხობრივ და თვისობრივ ცვლილებებს;

3. არ ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შემცირების, ან თავიდან აცილების ღონისძიებებს;

4. პროექტზე დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის გაცემის შემთხვევაში უხეშად დაირღვევა საქართველოს კანონმდებლობა, ვინაიდან გამოიწვევს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების რაოდენობის შემცირებას, მათი საბინადრო გარემოსა და საარსებო პირობების გაუარესებას;

5. არ მოიცავს პროექტის დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზს, შესაბამისად, არ არის შეფასებული პროექტის არც ეკონომიკურ და არც ენერგეტიკულ ფაქტორებზე (ტარიფი, მიწოდების პირობები) ზემოქმედების საკითხები. დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია მოკლებულია სათანადო ანალიზს და ეფუძნება მხოლოდ ანგარიშის ავტორების ვარაუდებს;

6. პროექტი არ შეესაბამება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკებსა და ევროკავშირის სტანდარტებსა და ნორმებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით გაგზავნილ კითხვაზე, „ქრონიკა პლუსმა“ ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან შემდეგი პასუხი მიიღო: 

- „ნენსკრას“ 280 მეგავატიანი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობას, სს საპარტნიორო ფონდს, სს საქართველოს ელექტროსისტემის კომერციულ ოპერატორს, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, კორეული კომპანია ქეივოთერსა (K-ჭატერ) და სს „ნენსკრა ჰიდროს“ შორის 2015 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებათა პაკეტის საფუძველზე. 

აღნიშნული პროექტი ხორციელდება სვანეთში, მდ. ნენსკრაზე (ენგურის შენაკადი) და მისი პოტენციური წლიური გამომუშავება შეადგენს 1.2 მლრდ კვტ/სთ-ს.

„ნენსკრას“ ჰიდროელექტროსადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში საბოლოოდ 2022 წლიდან შევა.

პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია. საბანკო სესხის კომპონენტში მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBღD), აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB). მშენებლობას იტალიური კომპანია - შალინი Iმპრეგილო ახორციელებს.

„ნენსკრას“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მასშტაბური ჰიდროელექტროსადგურია. 

აღსანიშნავია, რომ ჰესის მშენებლობა ემყარება Bუილდ-Oპერატე-თრანსფერ (BOთ) სტრუქტურას, რომლის თანახმადაც ინვესტორი ვალდებულია ააშენოს ჰიდროელექტროსადგური, ოპერირება გაუწიოს მას 35 წლის განმავლობაში და შემდეგ უსასყიდლოდ გადასცეს საკუთრებაში საქართველოს სახელმწიფოს. 

ეს არის საქართველოში პირველი პროექტი, რომელიც განხორციელდება ამ მოდელით და საბოლოოდ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება.

პროექტთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაცემულია „ნენსკრას“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა და ამჟამად საპროექტო ტერიტორიაზე იწყება შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები.  

კომპანიის მიერ პროექტთან დაკავშირებით მომზადებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების დეტალური ანგარიში, რომელიც განთავსებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

რაც შეეხება რომ „ნენსკრას“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გავლენას ადგილობრივ მოსახლეობაზე, აღსანიშნავია, რომ ჰესის არეალში მოქცეულია მხოლოდ 3 ოჯახი, რომლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები განსახლებასთან დაკავშირებით მხოლოდ სამართლიანი კომპენსაციის გადახდის პირობით.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია