მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სააპელაციო სასამართლომ გიორგი სოსანაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა - 04 ივლისი 2016

სოსო ჯოგლიძე: როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე აპელაციამ გამამტყუნებელი განაჩენი ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დააყენა

myrights.ge

პროკურატურის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი სოსანაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.

განაჩენის თანახმად, სასამართლომ ბრალდებული გიორგი სოსანაშვილი დამნაშავედ სცნო 2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში, ისეთი საშუალებით, რაც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჩადენილი მსხვერპლის საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს სსკ-ის 109- მუხლის პირველი ნაწილისქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,დაქვეპუნქტებით, 236- მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, იური ვაზაგაშვილი იყო საზოგადოებრივი მოძრაობაგადაარჩინე სიცოცხლისერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი.

აღნიშნული საზოგადოების მიზანი იყო საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, საჯარო მოხელეთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების, ბოროტად გამოყენებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებისადმი საზოგადოებრივი კონტროლის ხელშეწყობა, დაზარალებულის უფლებების დაცვა და სამართლიანობის აღდგენა ყველა სფეროში.

2014 წლის ბოლოს და 2015 წლის დასაწყისში იური ვაზაგაშვილი გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტივობით და საჯარო გამოსვლებში სისტემატიურად მოითხოვდა მისი შვილის - ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის ობიექტურად გამოძიებასა და დამნაშავე პირების დასჯას.

საჯარო გამოსვლებში . ვაზაგაშვილი აცხადებდა, რომ გეგმავდა საზოგადოებრივი მოძრაობის უფრო მეტად გააქტიურებას და საპროტესტო აქციების გამართვას, რაც გიორგი სოსანაშვილში იწვევდა განსაკუთრებულ გაღიზიანებას.

იგი ნათლად ხედავდა, რომ . ვაზაგაშვილის საზოგადოებრივი აქტიურობის შედეგად შესაძლოა დამდგარიყო მისთვის პატივსაცემი პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

გიორგი სოსანაშვილმა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ზურაბ ვაზაგაშვილის შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის მოკვლის მიზნით დაამონტაჟა ასაფეთქებელი მოწყობილობა. 2015 წლის 20 იანვარს, ახლობლის დაკრძალვაზე, სოფელ ყარაფილაში ჩასული იური ვაზაგაშვილი მივიდა საკუთარი შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე, სადაც სასაფლაოზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

გიორგი სოსანაშვილი ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2015 წლის 7 თებერვალს, მკვლელობის ჩადენიდან მოკლე დროში.

პროკურატურის მიერ მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე კიდევ ერთხელ უტყუარად დადასტურდა გიორგი სოსანაშვილის მიერ ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით, იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისატიკით მკვლელობის ფაქტი“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამ თემაზექრონიკა პლუსიგიორგი სოსანაშვილის დამცველს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრ სოსო ჯოგლიძეს ესაუბრება:

ბატონო სოსო, როგორია თქვენი პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან  დაკავშირებით?

- აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე აპელაციამ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დააყენა გამამტყუნებელი განაჩენი. ფაქტობრივად, მტკიცებულებები არ არსებობს.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მუდმივად აცხადებს, რომ სახელმწიფო ბრალდების ერთადერთი მტკიცებულება, ფალიაზე დნმ-ის კვალის არსებობა, არა პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაა. ასევე ამბობს, რომ აღნიშნული ფალია შეცვლილია, - პირველად შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთი სავსებით განსხვავდება შემდგომ წარმოდგენილი ნივთისგანო.

აქედან გამომდინარე, ის მტკიცებულებაც არ შეიძლება რაიმე მტკიცებულებად ჩაითვალოს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საერთოდ უდანაშაულოა.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებაზე ხელი აქვს მოწერილი ექსპერტ ნიგურიანს, რომელმაც თავიდან ბოლომდე დაამახინჯა ნივთიერი მტკიცებულებები. მოგეხსენებათ, სამართლებრივად ასეა, რა მტკიცებულებასაც ამოიღებ შემთხვევის ადგილიდან, იმავე ფორმაში, იმ ვითარებაში უნდა დაუდო საქმეს, ხომ ასეა?

ამ დროს სოფელ საკორინთოდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება (საცხოვრებელ ბინაში პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს), ორიეფ 1“ ტიპის და ერთიერგედესტიპის ხელყუმბარები ფალიების გარეშე იყო.

აქედან გამომდინარე, ნიგურიანმა ჯერ დააყენოს შესაბამისი ფალიები და მერე დადონ დასკვნა, რომ აღნიშნული ხელყუმბარები ვარგისია. ეს იგივეა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი რომ მიიტანო ექსპერტიზაზე .. „ზატვორისგარეშე. ვერც ერთი ექსპერტი ვერ გააკეთებს დასკვნას, რომ აღნიშნული ავტომატური იარაღი ვარგისია გამოსაყენებლად.

- ბრძანეთ, რომ ნივთიერი მტკიცებულება შეეცვალა, ასე რატომ მოხდა?

- ჩემი აზრით, იმიტომ, რომ სახელმწიფო ბრალდებას გაუხსნელი საქმე კისერზე ვალად არ აკიდებოდა. რადგან მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი გახმაურებულ საქმეს ეხებოდა.

- რა შედეგები ექნება ამ ყველაფერს?

- სტრასბურგამდე რომ დამჭირდეს მისვლა, ბოლომდე მივყვები და დავაყენებ გამამართლებელ განაჩენს. შეიძლება მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურებაც მოვითხოვოთ როგორ სახელმწიფო ბრალდების, ასევე დაზარალებულის მხრიდან.

ეს იქიდან გამომდინარე, რომ დაზარალებულებისთვის სულერთია, მთავარია ვიღაც იჯდეს ციხეში და ასევე საქმე გახსნილად მიიწერონ. მათ არ აინტერესებთ, ვინ არის ნამდვილი დამნაშავე.

თუმცა პროკურატურა ნათლად აღნიშნავს, რომ მეორე დნმ- კვალიც იყო აღნიშნულ ხელყუმბარაზე. არ გამოირიცხება, რომ იმ მეორე პიროვნების მიერ იყო ჩადენილი ეს დანაშაული; რომელსაც ასე გამალებით ეძებს სახელმწიფო ბრალდება როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. კერძოდ, საფრანგეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

აქედან გამომდინარე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. არ არსებობს არანაირი პირდაპირი მტკიცებულება, რასაც ბრალად შერაცხავს პროკურატურა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ის სავსებით უდანაშაულოა და უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი. ჩვენ ამის ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს.

- იმ მეორე დნმ-სთან დაკავშირებით რა კონკრეტული ინფორმაცია არსებობს, რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- ეს თვითონ პროკურატურის პრეროგატივა იყო და მან დაადგინა, რომ აღნიშნულ ხელყუმბარაზე აღმოჩენილი იქნა მეორე დნმ-ის კვალი.

უფრო მეტსაც გეტყვით, სასაფლაოს დათვალიერებისას ერთ-ერთი ძირითადი მოწმის დნმ-ის კვალი იქნა აღმოჩენილი. ეს იყო დამლაგებელი, რომელიც უეცრად, სააპელაციო სასამართლოს ჩანიშვნამდე გარდაიცვალა.

მანდ ასევე ბევრი დეტალია ყურადსაღები, თუ გნებავთ თითის ბალიშების დაზიანება აწ გარდაცვლილ ვაზაგაშვილზე... ჩემი შეხედულებით და როგორც დაცვის ქვეშ მყოფი ფიქრობს და ვარაუდობს, ეს .. ექსპერტიზა ძალიან დიდი შოუ იყო, რეალურად შოუს დადგმა უნდოდათ და დასკვნაც ასეთი დაწერეს.

საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოეკითხათ სამხედრო ექსპერტები, რადგან იქ სასაფლაოს ქვებიც კი არ დარჩებოდა. ამ დროს ერთი პატარა ორმოც კი არ იყო გაკეთებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას.

უბრალოდ, ჩავუკვირდეთ - საქმის მასალებში (ნიგურიანი ხელს აწერს), შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას 1,85 -ში იქნა ამოღებული ხელყუმბარის ფალია, იქვე ქვაზე დგას პოლიეთილენის ცარიელი ჭიქა, რომელსაც ძვრა არ ჰქონია. რამდენიმე ხანში, ტერიტორია ხელმეორედ იქნა დათვალიერებული და ნივთიერი მტკიცებულება, ეს ფალია უკვე 2,5 -ში იქნა ამოღებული. პოლიეთილენის ჭიქა იქ გაუნძრევლად დგას.

უფრო მეტს გეტყვით, იქ რომ ასეთი ტიპის ხელყუმბარა აფეთქებულიყო, აწგარდაცვლილის სხეულში მარტო ხელყუმბარის ნაწილაკები არ უნდა ყოფილიყო...

- თქვენ გარკვეული წინააღმდეგობები აღნიშნეთ, მაშინ რეალურად რა მოხდა, თქვენი პოზიცია როგორია ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით?

- მე ადვოკატი ვარ და მოკლებული ვარ ამოღებას, ჩხრეკას, პირადი გამოძიების ჩატარებას, ეს პროკურატურის პრეროგატივაა. და ამიტომ ჩემი ძალიან დიდი თხოვნა იქნება, თუ მართლა სამართლიანობას ვემსახურებით, ამ საქმით უნდა დაინტერესდეს პრესაც, ტელევიზიაც და საზოგადოებას თავიანთი ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ.

- თვითონ სოსანაშვილის პოზიცია ამ ეტაპზე რაში მდგომარეობს, ამასთან დაკავშირებით რას ამბობს?

- ყველა ეტაპზეც სოსანაშვილი უდანაშაულოა, არ ცნობს თავს დამნაშავედ. მასზე ზეწოლა განხორციელდა. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ დაკავებამდე ერთი დღით ადრე მას აკავებს გენინსპექცია, მიჰყავს და შეგნებულად უღებს დნმ-.

მერე ჩვენ ვახმაურებთ აღნიშნულ ფაქტს, რასაც რამდენიმე პოლიციელის თანამდებობა შეეწირა. ვითომ გეგმიური შემოწმება ჩაატარეს და გაუშვეს თანამშრომლები. რით შეედავები?

ჯერ დასკვნა არ უჭირავს ხელში სახელმწიფო მბრალდებელს და დღევანდელი მთავრობის მთავარი პროკურორი, მაშინდელი მოადგილე შოთაძე ბრძანებს, რომ დანაშაული გახსნილია, დამნაშავე დავაკავეთო. და ეს ყველაფერი ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ხდება.

ამიტომ ეს არის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის სასტიკი დარღვევა, ადამიანის უფლების დარღვევა...

სახელმწიფო ბრალდება სათანადო დონეზე არ იყო, რომ რაღაც რეალური შედეგისთვის მიეღწიათ.

- სხვა ზეწოლას ხომ არ ჰქონდა ადგილი სოსანაშვილის მიმართ?

- ზეწოლაზე მე პირადად გამოვიტანე თავის დროზე ახსნა-განმარტება. სადაც მიუთითებს, რომ ირაკლი შოთაძე და ახლანდელი პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე მუწოდებენ, - მიდი, აღიარე ვინ დაგავალა აღნიშნული დანაშაული და შენსას მოგცემთ, შენი ოჯახი უზრუნველყოფილი იქნებაო.

არაერთხელ გაიმეორა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა, რომ ის უდანაშაულოა, მას არ ჩაუდენია აღნიშნული დანაშაული.

უბრალოდ, კიდევ გეუბნებით, ეს არის თითიდან გამოწოვილი, ტყუილი ბრალდება. საქმე გაუხსნელი რომ არ ყოფილიყო, ამიტომ აინტერესებდა სახელმწიფო ბრალდებას ხალხისთვის თვალში ნაცარი შეეყარა.

რომ გაიაროთ და გამოკითხვები ჩაატაროთ საზოგადოებაში, ასი პროცენტიდან 95 პროცენტი იტყვის, რომ აღნიშნული დანაშაული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ არ არის ჩადენილი.

- რას აპირებთ ამ საქმესთან დაკავშირებით?

- ახლა შემდეგ ინსტანციებში გასაჩივრებას ვგეგმავთ. როგორც კანონი გვაძლევს სხვა საშუალებებს და გვავალდებულებს, ყველა ინსტანციას შემოვივლით. თუ არ მივიღეთ სასურველი შედეგი, რასაკვირველია, საქმეს სტრასბურგში შევიტანთ.

- საბოლოოდ, რა შედეგის დადგომას იმედოვნებთ?

- იმ შედეგის დადგომას ვიმედოვნებ, რასაც გამამართლებელი განაჩენი ჰქვია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. და ასევე სახელმწიფოს და მთავრობას მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას დავაკისრებ.

პროცესი ძალიან ბრიყვულად არის წარმართული. ამიტომ სახელმწიფო ბრალდებას ნებისმიერ მომენტში შეუძლია მოხსნას მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება და გამოსაკვლევად ჩათვალოს; ახლად შექმნილი ვითარების გამოსაკვლევად.

ალბათ, უზენაესი სასამართლო მაინც ჩაუკვირდება და დაუბრუნებს მეორე ინსტანციას, სააპელაციოს თავისი მითითებებით. ვნახოთ, ალბათ, ჩვენ გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.

თუ არადა, აუცილებლად სტრასბურგში მოგვიწევს წასვლა. იქ პირადად მე ჩავალ და  მივხედავ მაგ საქმეს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია