მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ლევან ხაბეიშვილი: დედაქალაქის მერიაში სრული განუკითხაობაა - 03 აგვისტო 2016

myrights.ge

„დედაქალაქის მერიაში სრული განუკითხაობაა. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წინასაარჩევნო პერიოდი გამოცხადდა და ნარმანიას „კანტორისთვის“ აღრავის სცხელა“, - აცხადებს „ქრონიკა პლუსთან“ საუბრისას“ „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ხაბეიშვილი: 

- დედაქალაქის მერიაში სრული განუკითხაობაა. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წინასაარჩევნო პერიოდი გამოცხადდა და  ნარმანიას კანტორისთვის აღარავის სცხელა.

როგორც ჩანს, ამ პერიოდსნაყოფიერადიყენებენ. ივლისის თვეში, ნარმანიამ, უკვე ფავორიტად ქცეულ  თორნიკე შიოლაშვილს (რომელიც  გიგი უგულავას საქმის მთავარი მოწმეა), მის კომპანიაენკოსორი ხელშეკრულება გაუფორმა, ჯამური ღირებულებით  3 მილიონ 799 914 ლარი. ჩანს, საკმაოდ ძვირი გვიჯდება თბილისელებს შიოლაშვილის ჩვენება.

აქამდეც არაერთი კვლევა ყოფილა, სადაც მილიონობით ლარის ხელშეკრულება ფიქსირდება ამ კომპანიაზე და, რიგ შემთხვევაში, ტენდერის გარეშე.

ფაქტია, 2014 წელს, მას შემდეგ, რაც უგულავას წინააღმდეგ ჩვენება მისცა ამ ახალგაზრდა ბიჭმა, მარტო ნარმანიას უწყებამ თითქმის 10 მილიონის ხელშეკრულება გაუფორმაფავორიტ კომპანიებს შორის არისდაგი, რომელმაც ივნისის თვეში თბილისის განვითარების ფონდიდან ტენდერის გარეშე 1 მილიონი ლარის ხელშეკრულება მიიღო.

ამ ყველაფერს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულისაოცარიტენდერები ემატება.

- უფრო კონკრეტულად?

- მაგალითად, როგორიც არის დედაქალაქის ფიტოსანიტარული გამოკვლევა და ამ მიმართულებით გაფორმებული 37 000 ლარიანი ხელშეკრულება კომპანიაზერომელიც სულ რაღაც ერთი წელია რაც ფუნქციონირებს ( შპს გეოანალიტიკა ).

ასევე 500 000 ლარზე მეტის ხელშეკრულება , რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის გამოკვლევას ეხება.

დავით ნარმანიამ დედაქალაქი , მისი დაგეგმარება, მისამართები, უბნები და ასე შემდეგ  რომ არ იცის, ამისთვის კვლევებში ვხარჯავთ მილიონობით ლარს. წარმოუდგენელი არაკომპეტენტურობის ბუდეა .

წარმოიდგინეთ, მარტო შრომის ანაზღაურებაში თბილისის მერიის ბიუჯეტი 100  მილიონი ლარია. ანუ თბილისელები მერიას და მის თანამშრომლებს ხელფასისი სახით წელიწადში 100 მილიონ ლარს ვუხდით. და ამის დამატებით კვლევებისთვისვიწვევთვითომჭკვიანებსდა ახლა იმათ ვუფორმებთ მილიონობით ლარის ხელშეკრულებას .

თუ ყველაფერი სხვამ უნდა გამოიკვლიოს, მოიძიოს, დაგეგმოს და მერე გააკეთოს, აბა 100 მილიონს ვის და რაში ვუხდით? პრემია და დანამატების გარდა, ტონობით საწვავი, რომელსაც ასევე ჩვენი ჯიბეებიდან ვიხდით.

ასეთი დამოკიდებულება ბიუჯეტთან არახალია, ვგულისხმობ კვლევებში და მსგავსი მიმართულებით გაფლანგულ მილიონებს.

- რაზე მიანიშნებთ?

- მაგალითად, წლის დასაწყისში გვახსოვს 40 000 ევროს ხელშეკრულება, რომელიც ეხებოდა საცობების განმუხტვას და ბოლოს კომპანიამ 100 000 ლარად გვირჩია, რომ თურმე შუქნიშანი დავაყენოთ გარკვეულ მონაკვეთებზე.

ამას დავუმატოთ კიდევ ერთი ტენდერი, რომელიც მერიამ ამ დღეებში გამოაცხადა და  597 208 ლარის ღირებულებისაა. ტენდერი ეხება მერიისთვის სარეკლამო რგოლის დამზადებას და გავრცელებას. წარმოიდგინეთ ბიუჯეტიდან უნდა გადავიხადოთ ნახევარი მილიონი ლარი, რომ ნარმანიამდაგვაბოლოს, როგორ კარგად მუშაობს .

აეჭვოდ ემთხევა ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიას და არ გამოვრიცხავ ეს რეკლამა ქართული ოცნების სარეკლამოდ გამოიყენონ. გამოდის ოცნების კამპანიასაც თბილისელები ვაფინანსებთ, როგორც ფულით, ასევე რეკლამების თანხასაც ვუხდით. კვლევები, რეკლამები, პრემია - დანამატები, საწვავი, სალაპარაკო, პირადი ფუფუნების საგნები, ავტომობილები, ფოტოაპარატები და ასე შემდეგ.

აი ეს არის რეალურად მათი  პრიორიტეტი და არა მოქალაქეებზე ზრუნვა. სწორედ ამაში ხარჯავენ ასობით მილიონ ლარს და მართლა გაჭირვებული ადამიანებისთვის ერთჯერადად 100 ლარი ენანებათ და უამრავ დოკუმენტაციას სთხოვენ, ადამიანმა დაამტკიცოს, რომ რეალურად, გადარჩენისთვის იბრძვის

მერიისბედოვლათობასსაკრებულოსშადრევნის“  გახსნის სურვილი ემატება. სხვა რა დავარქვა, როცა 16 620 ბოთლი წყალი შეიძინეს. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ წყალს სტუმრებისთვის ყიდულობენ. აბა, წარმოიდგინეთ, რამდენი ათეული წელი უნდა გავიდეს , რომ საკრებულოში 16 620 სტუმარი მივიდეს?! ეს ხომ წარმოუდგენელი სისულელეა! სამუშაო დღეები რომ გადავთვალოთ, წლის ბოლომდე გამოდის ყველა სამუშაო დღეს 300 სტუმარი უნდა მიიღონ.

ამ ყველაფერს დაუმატოთ ჩვენი კვლევის შედეგებირომელიც მაისის ბოლოს გამოვაქვეყნეთ და მერიის მიერ ტენდერის გარეშე გაფორმებულ ხელშეკრულებებს ეხებოდა - ჯამში იმ დროისთვის 35 მილიონ ლარს აჭარბებდა და ასეთი 257 ხელშეკრულება იყო.

მას შემდეგაც არ შეჩერებულა ბატონი მერი და აგრძელებს მანკიერ ტრადიციას, თავად აარჩიოს კომპანიები კონკურენციის გარეშე. დღეს ეს ციფრი 50 მილიონ ლარს აჭარბებს.

მხოლოდ ამ ციფრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისელებს 5 მილიონი მოგვპარეს, როცა ტენდერი არ გამოაცხადეს. მაშინდელმა კვლევამაც აჩვენა ფავორიტი კომპანიები, მაგალითად  „ჯეუ გრუპი, რომელსაც იმ დროისთვის უკვე 12 მილიონი ლარის ხელშეკრულება ჰქონდა მიღებული და, დღეის მდგომარეობით, რამდენიმე მილიონი კიდევ დაემატა.

ამ 12 მილიონიდან 5 მილიონ ლარზე მეტი ტენდერის გარეშე მიიღო, ხოლო დანარჩენი ტენდერების გზით. საინტერესოა, რომ ამ კომპანიის პირველი ხელშეკრულებაც დავით ნარმანიას მოღვაწეობას უკავშირდება, ოღონდ სამინისტროში, როცა უწყების ხელმძღვანელი  იყო. სწორედ ნარმანიას მინისტრობის დროს მიიღოჯეუ გრუპმაპირველი ხელშეკრულება სახელმწიფოსგან და მაშინ  ეს ჯამში 400 000 ლარამდე ღირებულების იყო

ეს ყველაფერი ნათლად ადასტურებს იმ დამოკიდებულებას, რა დამოკიდებულებაც ბიუჯეტის მიმართ ქალაქისთავებს აქვთ.

კორუმპირებულები და არაკომპეტენტურები, ეს სიტყვები ფაქტებით არის დადასტურებული. ვგულისხმობ ნარმანიას მიყვანილ, შემდგომში კორუფციაზე დაკავებულ ათობით კადრს და ასობით ჩაჭრილს თანამშრომლს, რომლებსაც ისევ უკავიათ მაღალი თანამდებობები მერიაში.

- რა ხდება საბავშვო ბაღებში?

- ძალიან საინტერესო რამე მოხდა თბილისის ბაღებში. მოგეხსენებათ, თორდინავა და სუსი დაერია დირექტორებს და მათთვის არასასურველ კანდიდატებს ათავისუფლებენ სამსახურებიდან. მათ ადგილას ქართული ოცნების აქტივისტებს ნიშნავენ, ყოველგვარი გამოცდების და ტესტირების გარეშე.

ასეთივე ამბავი მოხდა 215 ბაღში, სადაც ოცნების კოორდინატორი, . ხიზანიშვილი დაასაქმეს. ეს ქალბატონი აპრილის თვეში დაინიშნა ბაღის დირექტორად და  29 ივნისის მდგომარეობით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში ფიქსირდება.

წარმოგიდგენიათ, როგორ უტიფრობასთან გვაქვს საქმე? ადამიანებს ტელევიზორის გამო დახმარებებს და სტატუს უხსნიან და დირექტორ ქალს სტატუსი აქვს და ამით სარგებლობს.  წარმოუდგენელი განუკითხაობაა !

მაქვს ლეგიტიმური კითხვა, როცა ქალბატონ ელენე ნავროზაშვილს, მცხოვრებს ვარკეთილის 3 1 მკრ. რომელსაც 4 თვე შეუჩერეს სოციალურის სტატუსი და ოთხი თვის მერე გადამოწმების შედეგად  19 000 ქულა დაუწერეს, ამ დროს რა სამართლიანობის პრინციპით არის დირექტორი სოციალურად დაუცველი?

ქალბატონი ელენე 80 მიტანებული მარტოხელა პენსიონერია, რომელსაც გადაადგილება არ შეუძლია. მერია მედიკამენტებით ერთხელ დაეხმარა და ახლა ერთჯერად დახმარებაზე სამგორის გამგეობამ უარი უთხრა, ერთხელ უკვე დაგეხმარეთო. ესაა სამართლი? იმ 4 თვეს ვინ აუნაზღაურებს? ან რის გამო მოუხსნეს დახმარება? ან დირექტორი როგორ აღმოჩნდა დანიშვნიდან მეორე თვის ბოლოს ბაზაში ?

ამ ამბავს აუცილებლად უნდა მოვაყოლო ჩვენი ბოლო კვლევა, რომელიც რესტორნების მომსახურებას ეხება. დედაქალაქის მერიამ 2016 წლის მიმდინარე პერიოდში 298 000 ლარის რესტორნის მომსახურეობა შეიძინა - ჯამში 110 ხელშეკრულება. საშუალოდ, ნარმანიას და მისი მთავრობის ერთი ვიზიტი რესტორანში 2700 ლარი გვიჯდება.

თურმე ელენე ნავროზაშვილისთვის ბიუჯეტის ხარჯზე მეორედ დახმარება არ შეიძლება და მერიისთვის 110-ჯერ (2700 ლარის) არის შესაძლებელი იუჯეტის ხარჯზე დანაყრება

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია