მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი რუხაძე: პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილის მძევალია - 21 სექტემბერი 2016

„დამოუკიდებელ მოთამაშედ დარჩენას, ვალდებულებების გირჩთან და ახალ საქართველოსთან ერთად გასტურმება არჩია, ეს გარიგება საიდუმლოდ, პარტიის გამგეობის ზურგს უკან მოხდა“

myrights.ge

მერაბ მეტრეველისა და ხათუნა ლაგაზიძის შემდეგ, პაატა ბურჭულაძის მოძრაობასახელმწიფო ხალხისთვისგიორგი რუხაძემ  დატოვა. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა პაატა ბურჭულაძე, როგორც პოლიტიკოსი გაანადგურა. რუხაძე აქტიურ საჯარო სივრცეში დარჩენას გეგმავს.

მე ვტოვებ პაატა ბურჭულაძის პარტიას, რადგან ეს აღარ არის ბურჭულაძის მოძრაობა. ეს აღარ არის ალტერნატივა არცქართული ოცნების“, არცნაციონალური მოძრაობის“. ეს აღარ არის ძალა, რომლის ლიდერია პაატა ბურჭულაძე. ეს არის ძალა, რომელსაც პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე მართავენ და ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესს. თუსახელმწიფო ხალხისთვისბარიერს გადალახავს, ეს პოლიტიკური ძალა პარლამენტშიქართული ოცნებისდამატება გახდება.

პაატა ბურჭულაძე თავდაპირველად დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობდა, თუმცა ივანიშვილმა მას ყველა ფინანსური არხი ჩაუკეტა და შემდეგ გაუხსნა ერთი არხიგირჩისსახით. ახლა ივანიშვილი ფიქრობს, უღირს თუ არა, აღნიშნულმა ძალამ ბარიერი გადალახოს და როგორც კატა თაგვს, ისე ეთამაშება“, - ამბობს რუხაძე.

ქრონიკა პლუსიმოძრაობასახელმწიფო ხალხისათვისდამფუძნებელსა და ყოფილ წევრს, გიორგი რუხაძეს ესაუბრება:

- ბატონო გიორგი, უფრო დაწვრილებით რომ ვისაუბროთ, რა გახდა პატა ბურჭულაძის პარტიის დატოვების მიზეზი?

- მიზეზი ის გახდა, რომ ეს აღარ იყო პარტია, რომელიც ჩვენ ერთად ჩამოვაყალიბეთ. ამ პარტიას უკვე აღარ ჰქონდა ის მიზნები და ამოცანები, რაც თავიდან გვქონდა, როდესაც პოლიტიკური ორგანიზაცია ერთად დავაფუძნეთ. დღეს პაატა ბურჭულაძე ამ პარტიის რეალური ლიდერი აღარ არის. ის ნომინალური ლიდერია და, რეალურად, პარტია ბურჭულაძესა და მის დამფუძნებლებს აღარ ეკუთვნის. შედეგად მივიღეთ ის, რომ პაატა ბურჭულაძე, როგორც პოლიტიკოსი, გირჩისა და ახალი საქართველოს მძვევალი გახდა.

ბუნებრივია, შეიძლება დაისვას კითხვა თუ რატომ დავტოვე მოძრაობა ახლა და არა მაგალითად სამი კვირის წინ, როდესაც ეს გაერთიანება შედგა

მე ბოლომდე ვიბრძოლე იმისთვის, რომ ეს მოძრაობა კვლავაც პაატა ბურჭულაძის და ჩვენი ყოფილიყო. ბოლო მომენტამდე მქონდა იმედი, რომ ჩვენ ერთად მოვახერხებდით პარტიის შენარჩუნებას. მე არ გადავდგი ნაჩქარევი ნაბიჯი, დაველოდე პაატა ბურჭულაძის აშშ-დან ჩამოსვლას, რათა სრული ინფომრაცია მიმეღო ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

ჩემს წამოსვლამდე 2 ჯერ გვქონდა შეხვედრა. ჩემდა სამწუხაროდ, მან ერთი მიზეზიც კი ვერ დამისახელა თუ რატომ უნდა დავრჩენილიყავი პარტიაში და ვერ დამარწმუნა, რომ ეს პოლიტიკური მოძრაობა კვლავაც ჩვენ, დამფუძნებლებს გვეკუთვნოდა.

იმის დასტური, რომ  ვერც ბურჭულაძე და ვერც პარტიის დამფუძნებლები მოძრაობას ვეღარ აკონტროლებდნენ, გახდა საპარალამენტო სია, რომლის ათეულში პარტია სახელმწიფო ხალხისთვის უმცირესობაში აღმოჩნდა. პირველ ათეულში ბურჭულაძის გუნდიდან მის გარდა მხოლოდ 2 სახეა წარმოადგენილი.

ცალკე საკითხია სიის ფორმირებაცროდესაც ამ პროცესში არც გამგეობის წევრები მონაწილეობენ (პარტიას სულ ოთხკაციანი გამგეობა ჰყავს, მე, ხათუნა ლაგაზიძე, კიდევ ერთი ადამიანი და თვითონ  ბურჭულაძე) და არც თავმდჯომარე. ძნელი მისახვედრი არ არის, ამ შემთხვევაში ვინ აკონტროლებს პარტიას და ვინ იღებს რეალურად გადაწყვეტილებებს.

პაატა ბურჭულაძე თავად აცხადებს, რომ სიის ფორმირებაში მონაწილეობა არ მიუღია, მან შეგნებულად აარიდა თავი ამ პროცესს, შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და სწორედ იქიდან წარმოადგინა მან საპარლამენტო სია, რომელიც მას 1 დღით ადრე გაუგზავნეს.

- თქვენ პარტიაში ეს პრობლემები რამ მოიტანა, გამომწვევ მიზეზებს რაში ხედავთ?

- აქ რამდენიმე მიზეზია და შევეცდები, რომ უპირველესად პროცესის ანატომიაზე ვისაუბრო. ბურჭულაძემ პოლიტიკში მოღვაწეობა ძალიან დიდი მუხტით დაიწყო. მას ქვეყანაში ყველაზე მაღალი პიროვნული რეიტინგი ჰქონდა, როგორც ლიდერს. ასევე პარტიას ძალიან მაღალი საწყისი რეიტინგი ჰქონდა, რომელიც 12%-ით შემოიფარგლებოდა და ეს თავის დროზე ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გაზომა. ეს რეალობა სხვა კვლევებითაც დასტურდებოდა.

მას ასევე საკმაოდ სერიოზული დაფინანსების წყაროები ჰქონდა. ის უკვე შემოვიდა პოლიტიკაში, შეკრიბა გუნდი და ჩვენ მასთან ერთად მაქსიმალური აქტივობით გამოვირჩეოდით იმისთვის, რომ ყველაფერი ძლიერ პარტიად გადაგვექცია.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა დაინახა. მან დაიწყო საკუთარი გეგმის შესრულება იმისთვის, რომ პაატა ბურჭულაძე, როგორც პოლიტიკოსი გაენადგურებინა. შემდგომში ეს მოძრაობა დაესუსტებინა და საკუთარი ინტერსებისთვის გამოეყენებინა.

ხელისუფლებამ რამდენიმე მიმართულებით დაიწყო მოქმედება. ჩემდა სამწუხაროდ, დღეს პაატა ბურჭულაძე, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილის მძევალია.

როგორც კი პარტიამ აქტივობა დაიწყო, ხელისუფლების მხრიდან მაშინვე წამოვიდა შავი პიარი, რომელიც ერთის მხრივ პაატა ბურჭულაძის რეპუტაციის შელახვას  ისახავდა მიზნად, მეორეს მხრივ კი ბურჭულაძის მოძრაობას ნაციონალურ მოძრაობასთან აიგივებდა. ეს ცხადად ყოველთვის და ყველა მომენტში იგრძნობოდა.

აქ მარტივი ამოცანა იყო, ივანიშვილმა ქართული ოცნებისთვის ელექტორალური საფრთხე დაინახა და შეეცადა, რომ პაატა ბურჭულაძის მოძრაობა ნაციონალური მოძრაობის ნიშაში გადაეწია, რითაც ოცნება ნაკლებ ხმას დაკარგავდა, ნაცმოძრაობა მეტს და ბურჭულაძის მოძრაობა სააკაშვილთან ასოცირებული გახდებოდა; რითაც მას გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიმხრობის შესაძლებლობა შეუმცირდებოდა

პარალელურად, ამუშავდა სუსი და ჩვენ წევრებზე ძალიან სერიოზული ზეწოლა ხორციელდებოდა, ეს ბევრი მიმართულებით კეთდებოდა.

მესამე და მთავარი, ფინანსური წყაროების ბოლომდე ჩახშობა მოხდა და შედეგი ის დადგა, რომ აგვისტოს შუაგულისთვის მოძრაობას საკმაოდ სერიოზული, რამდენიმე მილიონის ფინანსური ვალდებულება დაუგროვდა. რის შემდეგაც, გაიხსნა დაფინანსების ერთადერთი არხი, რომელიც გირჩისა და ახალი საქართველოს საშუალებით იყო შემოთავაზებული.

როდესაც ეს პრობლემები დადგა, მე პირადად პაატა ბურჭულაძეს ვურჩიე, რომ სჯობდა მას ეს ყველაფერი საჯაროდ ეთქვა, საკუთარი მოძრაობა ჭეშმარიტ სახალხო მოძრაობად ექცია და სწორედ ხალხისგან მიეღო ის მხარდაჭერა, მათ შორის ფინანსური, რითაც ის დამოუკიდებელ მოთამაშედ დარჩენას მოახერხებდა.

სამწუხაროდ, მან მეორე, შედარებით იოლი გზა აირჩია და პოლიტიკურ მოედანზე დამოუკიდებელ მოთამაშედ დარჩენას, ვალდებულებების გირჩთან და ახალ საქართველოსთან ერთად გასტურმება არჩია. ეს გარიგება საიდუმლოდ, პარტიის გამგეობის ზურგს უკან მოხდა. უკვე შემდგარი ფაქტი წარმოგვიდგინეს როგორც აუცილებელი რეალობა.

შერწმყა ბუნებრივია არ მესიამოვნა, თუმცა ბოლო მომენტამდე იმის იმედი მქონდა, რომ ეს იქნებოდა პაატა ბურჭულაძის გაერთიანება და შემოერთებული ორგანიზაციების შერწყმა მასში მოხდებოდა. რეალურად კი, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა.

- რით დასტურდება, რომგირჩისადაახალი საქართველოსდასახელებული ფინანსური არხი ბიძინა ივანიშვილამდე მიდის?

- მე იმას არ ვამტკიცებ, რომ გაერთიანებას პირადად ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. ვამბობ, რომ ეს მისი ხელდასმით, ნებართვით არის გაკეთებული. ლოგიკრად თუ ვიმსჯელებთივანიშვილმა მოახერხა რომ  პარტიის ყველა ფინანსური წყარო გაანეიტრალა და პოლიტიკური მოძრაობა გაკოტრებამდე მიიყვანა. შემდეგ კი გირჩისა და ახალი საქართველოს საშუალებით  ფინანსური წყარო გაჩნდა (ამ პარტიების ჯამური რეიტინგი ერთ პროცენტს არ აღემატება).

ისმის ლოგიკური კითხვა, თუ ბიძინა ივანიშვილს ჩვენი მოძრაობის ბოლომდე გაკოტრება სჭირდებოდა, მაშინ იმასაც მოახერხებდა, რომ გირჩისა და ახალი საქართველოს საშუალებით მოსული ფინანსებიც ჩაეკეტა.

მეორე მხრივ, არცერთი ჭკუთმყოფელი თუ მას სხვა ტიპის პოლიტიკური ინტერესი არ აქვს, ერთპროცენტიან გაერთიანებებში რამდენიმე მილიონიან ინვესტიციას არ დებს. შესაბამისად, აქ ძალიან მარტივი ლოგიკაა.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ჯერ შექმნა ფინანსური კრიზისი, ბურჭულაძე და მისი მოძრაობა ამის მძევალი გახადა და შემდეგ უკვე ფინანსური არხი გაიხსნა; ხოლო ამ წყაროს საფასური გირჩთან და ახალ საქართველოსთან გაერთიანება უნდა ყოფილიყო. რაც რეპუტაციულადაც დაანგრევდა ბურჭულაძის მოძრაობას და მას, როგორც პოლიტიკოსს გირჩისა და ახალი საქართველოს ლიდერების გვერდით დააყენებდა. რითაც ივანიშვიმა ბურჭულაძე, როგორც პოლიტიკოსი გაანადგურა.

- დაბრუნების შემდეგ პაატა ბურჭულაძეს რომ შეხვდით, აღნიშნულ ბრალდეებზე მისგან რა პასუხი მიიღეთ?

- მისგან პასუხები ვერ მივიღე. შესაბამისად, საბოლოო მიზეზი, რამაც უკვე გადამაწყვეტინა საბოლოო ნაბიჯის გადადგმა ის იყო, რომ მას ამ ყველაფერზე პასუხი არ ჰქონდა. შესაბამისად, მე დავასკვენი, რომ ეს ყველაფერი უკვე მომხდარიყო და ის შეგუებული იყო აღნიშნულ რეალობას.

- რა ელის აღნიშნულ გაერთიანებას, თქვენი პროგნოზი როგორია?

- ჩემი აზრით, ძალიან რთული ფაზა უდგას დღეს ამ გაერთიანებას იქიდან გამომდინარე, რომ ის ღამურას მდგომარეობაშია. ქართული ოცნება მას ნაციონალურ მოძრაობას აწებებს გასაგები მიზეზების გამო. ნაცმოძრაობა კი ხედავს რომ ეს მოძრაობა უკვე ივანიშვილის საკუთრებაა და იყენებს ისე, როგორც სჭირდება.

ერთი მხრივ, ივანიშვილი კვლავაც ცდილობს, რომ ეს მოძრაობა (რომელიც უკვე მისი მძევალია), კვლავაც მიაწებოს ნაციონალურ მოძრაობას; რითაც ის ცდილობს, რომ ნაცმოძრაობას რაღაც ელექტორატი წაართვას. ამ გზით მის მთავარ მოწინააღმდეგეს ებრძოლოს.

თუ ეს მოძრაობა მოახერხებს, ბარიერს გადალახავს და ამას ნაციონალური მოძრაობის ხარჯზე გააკეთებს, ამით ერთი, რომ ნაცმოძრაობა დაზარალდება და მეორე, პარლამენტში ეყოლება რამდენიმე ადამიანი, რომელსაც მერე ისე გამოიყენებს, როგორც თვითონ დასჭირდება. თუ ბარიერს მიღმა დარჩება, არც მაინც და მაინც ამაზე შეიწუხებს თავს.

ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ბურჭულაძე მოვიდა, როგორც მკვეთრად გამოკვეთილი ლიდერი, რომლის ამოცანაც ხელისუფლებაში მოსვლა იყო. დღეს ამ ყველაფერმა ისეთი ფორმა მიიღო, რასაც უბრალოდ არავინ ელოდა. ვერავინ წარმოიდგენდა ბურჭულაძის ამ ორ ლიბეტარიანულ ორგანიზაციასთან ერთად დგომას. ბუნებრივ მდგომარეობაში ეს არ მოხდებოდა და არც უნდა მომხდარიყო.

ამან საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვია და ელექტორატი უკვე ნამდვილად ვეღარ ხვდება, რასთან აქვს საქმე. შესაბამისად, ამ გაერთიანებას ძალიან  მძიმე დღეები უდგას და ეჭვი მეპარება, რომ მან ბარიერის გადალხვა მოახერხოს.

- თქვენ სამომავლოდ რა კონკრეტული გეგმები გაქვთ?

- კონკრეტული გეგმები არ მაქვს. შემიძლია საზოგადოებას ვუთხრა, რომ არ ვაპირებ საჯარო სივრციდან გასვლას. ჩემი, როგორც პოლიტიკოსის ვალდებულებაა, რომ საზოგადოებას სიმართლე ვუთხრა ამ ყველაფერზე და არა მხოლოდ ამასთან დაკავშირებით.

მე კიდევ ვიტოვებ იმედს, რომ პაატა ბურჭულაძე (რომელსაც მართლა ბევრი კარგი საქმე უკეთებია ქვეყანაში და მომავალშიც პოტენციალი აქვს, რომ ძალიან კარგი საქმეები აკეთოს) ეყოფა ძალა და სიბრძნე იმისთვის, რომ გამოვიდეს და საზოგადოებას რეალურად აუხსნას თუ რა მოხდა, რა გარიგებასთან გვაქვს საქმე. და საერთოდ, რა ესაქმება პაატა ბურჭულაძის მოძრაობას გირჩთან და ახალ საქართველოსთან. რატომ მოხდა, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი ასე დამთავრდა.

მე კვლავ იმედი მაქვს, რომ პაატა ბურჭულაძე ამ ყველაფერზე და თავის სამომავლო გეგმებზე თავად ისაუბრებს.

საჯარო სივრცეში აქტიურად დავრჩები. ეს იქნება აქტიური პოლიტიკა თუ, უბრალოდ, საჯარო სირცე, ამას უკვე მოგვიანებით გადავწყვეტ.                     

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია