მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიგი წერეთელი: ეს არჩევნები ცალსახად მოგებული გვაქვს - 03 ოქტომბერი 2016

„ქუთაისში ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ რაც უნდა შემოგვთავაზონ, რაღაც რამდენიმე ათეულ ლარზე არავინ გაიყიდება და ტყუილად ამის იმედი ნუ ექნებათო“

myrights.ge

ბიძინა ივანიშვილიძალიან განიცდის“, რომ 250 000 ადამიანი მოტყუებულია და ისევნაციონალურ მოძრაობასუჭერს მხარს. ამის შესახებ ივანიშვილი კახეთში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე საუბრობს, სადაც ვალერი გელაშვილის საქმეზე განაჩენის თაობაზე კითხვა დაუსვეს. მისი თქმით, „ნაციონალების“  მხარდამჭერთა რაოდენობა ვერ იზრდება, მაგრამსამწუხაროდ, დიდად ვერც შემცირდა“.

კადრები გინახავთ, ვალერი გელაშვილის სახე როგორი იყო? - ეს იყო ის ხელისუფლება. რა კომენტარი უნდა გავაკეთო? მე ისევნაციონალური მოძრაობისსარეკლამო ბილბორდს დავუბრუნდები, სადაც მელია და ხოშტარია ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაციას ჰპირდებიან. ეს არის აღმაშფოთებელი. ესენი იყვნენ ეს ხალხი და რასაც აკეთებდნენ, ნახეთ.

რისთვის სცემეს? - როგორც ვიცი, ოფისი წაართვეს, შენობას არ აძლევდა ეს კაცი, უფულოდ თხოვდნენ და სიკვდილამდე მიყვანეს, შემთხვევით გადარჩა. საზოგადოებას შევახსენებ, რომ საოცრებებს დაანებეთ თავი. ყველაზე მეტად განვიცდი, 250 000 კაცია მათი მხარდამჭერი, ვერ იზრდება ამ დროის განმავლობაში, მაგრამ სამწუხაროდ, დიდად ვერც შემცირდა.

მე არ ვიცი, როგორ გამოვთქვა ამომრჩევლისადმი, რომელიც კიდევ ჭამს, უკაცრავად და მათ უჭერთ მხარს. როგორ ახერხებენ მათ მოტყუებას, საოცრებაა. სიცრუის ოსტატები არიან. რომელ დეკრიმინალიზაციაზე არის საუბარი, ისევ კრიმინალს მოიტანენ უკან. გელაშვილის მაგალითი არის იდეალური.

ალბათ, გამოვლენ ახლა არასამთავრობოებს რომ ეძახიან საკუთარ თავს დანაციონალური მოძრაობისწევრები არიან, როგორ გაბედეს და დღეს გამოცხადეს განაჩენიო. ამ დროს ხაშურში იყრის კენჭს გელაშვილი, მაჟორიტარობის კანდიდატია“, - ამბობს ივანიშვილი.

ქრონიკა პლუსი“ „ნაციონალური მოძრაობისმაჟორიტარ კანდიდატს ქუთაისში, გიგი წერეთელს ესაუბრება:

- ბატონო გიგი, მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესს როგორ შეაფასებთ?

- ქვეყნის მასშტაბით ზოგადი შეფასებით დავიწყებ. რა ინფორმაციაც შემოგვდის ჩემი კოლეგებისგან, მაჟორიტარული ოლქებისგან, მიმდინარეობს ზეწოლა ჩვენს აქტივისტებზე, ზოგადად, ყველა საჯარო მოხელეზე, მათი ოჯახის წევრებზე და სხვ. სამწუხაროდ, ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდა. ჩანს, ხელისუფლებისთვის ადმინისტრაციული რესურსი ძალიან მნიშვნელოვანია. და ახლა, ამ ვითარებაში, როცა ოცნებას პოპულარობის თვალსაზრისით ძალიან უჭირს, რასაკვირველია, ეს ბერკეტი კიდევ უფრო გააქტიურებულია.

ამიტომ ამ მიმართულებით ყველა მომუშავესა და მათი ოჯახის წევრებზე ძალიან დიდი პრესი ხორციელდება.

არაერთი შემთხვევა იყო, იგივე შტაბებზე გარკვეული ტიპის თავდასხმები, ბანერების ჩამოგლეჯა, პლაკატების ომი და სხვ. უფრო უკან არ მივდივარ და კორცხელის, ჯიხაშკარის შემთხვევებს აღარ ვიხსენებ. ბევრი ასეთი ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლებას საქმე ძალიან ცუდად აქვს, როდესაც ასეთი ტიპის კამპანიას აწარმოებს.

მეორე (რაც ძალიან მნიშვნელოვანია) მათი ლიდერების გამოსვლებია. ამაში, ისევე როგორც ბევრი მიმართულებით, ბიძინა ივანიშვილი ტოლს ვერავინ დაუდებს. ის ძირითადად მიმართულებებს რეგიონებიდან ყოველკვირეულ გამოსვლებში აძლევს, სადაც მთავარი თემა სწორედ ნაციონალური მოძრაობაა.

ასევე მისგან ყოვლად გაუგებარი საუბარია მოსალოდნელ პროვოკაციებზე და .. მაგრამ ჩვენ მსგავსი ტიპის საუბრები ჯერ კიდევ მინისტრ ჭიკაიძის დროს მოვისმინეთ. ეს იყო პირველი საზოგადო განცხადება, რომ რაღაც პროვოკაცია, გადატრიალება მზადდება. აბსოლუტურად გაუგებარი გამოსვლები, რომელსაც არანაირი რეალური საფუძელი არ ჰქონია და მსგავსი არც არაფერი მომხდარა.

ასე რომ, მუდმივად მოწოდებები ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, ივანიშვილის მხრიდან ამაზე აპელირება (ყველაფერი კარგად არის და მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობა აფუჭებს საქმესო) იმაზე მიუთითებს, რომ წაგების ძალიან დიდი შიში აქვთ.

ასევე განცხადებებია რაღაც პროცენტებზე, რომ 15 პროცენტს აიღებენ და მეტს არაო. ახლა წარმოიდგინეთ, რამხელა პროგრესია, როდესაც ადრე ივანიშვილიც და ღარიბაშვილიც ამბობდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობა საერთოდ არ ჩანს, პულსი არ ესინჯებათ და რადარებიდან გამქრალი არიანო. ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ 22-23%- ვიღებდით და ახლა 15-სა და 18%- რომ ამბობენ, .. გამოდის, რომ ეს არჩევნები ცალსახად მოგებული გვაქვს.

ამას ძალიან ნათლად ვხედავ ჩემს მაჟორიტარულ ოლქში, ქუთაისშიც, სადაც ყოველდღიურად ასობით ადამიანს ვხვდები. ძალიან აქტიური კარდაკარ კამპანია მაქვს და ვხედავ, რომ ადამიანების განწყობა მკვეთრად შეცვლილია.

ახლა რაც უნდა იძახონ, რომ ნაციონალური მოძრაობა ცუდია, ამით რეალობას ვერ შეცვლიან. ფილმებს აფინანსებენ, მაგალითად 40 მილიონი ივანიშვილის მხრიდან წყალში გადაყრილი ფულია. ამის მეათედი რომ ქუთაისში დაეხარჯა, ძალიან სერიოზულ პრობლემებს გადაწყვეტდა თუნდაც ჩემს მაჟორიტარულ ოლქში. ყველა სპორტული მოედანი გაკეთებული იქნებოდა და ბევრი სხვა, შიდა გზები და ..

არ მინდა ასეთი მიმართულებით ვისაუბრო, მაგრამ ვხედავთ, რომ ძირითადი რესურსი, ფული, ადამიანური რესურსი, ყველაფერი იმისთვის იხარჯება, რომ როგორმე ადამიანები გააბრაზონ, რაც შეიძლება ცუდად განაწყონ და .. ეს გააკეთონ ნაციონალური მოძრაობის, როგორც პარტიის მიმართ და ეს იყოს მათთვის შველა ამ ვითარებაში, როდესაც მთავრობა პრაქტიკულად არ საუბრობს, რა უნდა გააკეთოს. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ვერ გეტყვის, თუ რა უნდა მოიმოქმედოს.

თუ ჰკითხავთ რას აპირებს ნაციონალური მოძრაობა, გეტყვიან, რომ პარტია აპირებს გადასახადების შემცირებას, ამის კვალდაკვალ 45 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას, ბიზნესისთვის შეღავათების გაწევას (განსაკუთრებით მცირე ბიზნესისთვის), გარკვეული კატეგორიის გადასახადისგან მთლიანად გათავისუფლებას; ერთი ნაწილის დღგ- გადახდებისგან გათავისუფლებას, სტუდენტური გრანტების გაზრდას, პედაგოგების ხელფასის მინიმუმ 650 ლარიდან დაწყებას და .. აქ ბევრი რამ არის.

ამ დროს კონკრეტულად რას აპირებს ქართული ოცნება? ისევ დღის წესრიგშია ოპოზიციის განადგურება, ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მოქმედება, რაღაც გაუგებარ პროვოკაციებზე საუბარი და ..

ახლაც, ამ დღეებშიც პირდაპირ გაფრთხილებებს ვისმენთ, რომ რაღაც არ გაბედოს ვინმემ, რაიმე პროვოკაცია და მისთ. ეს რას ნიშნავს, რა პოვოკაცია, რის პროვოკაცია? ვეკითხები, ჩვენი საარჩევნო კამპანია არის პროვოკაცია?

წუხელ ღამით მაგალითად ჩემი ძალიან დიდი ბანერი ერთ-ერთი კორპუსის კედლიდან ჩამოვარდა. ახლა ამაზე ხომ არაფერს ვამბობ? არ გამოვსულვარ და არ დამიწყია, რომ ეს ვინმემ შეგნებულად გააკეთა. შეიძლება ეს გამორიცხულიც არ იყოს. მაგრამ ამას არ ვაკეთებ, რადგან ვფიქრობ, რომ ყველაფერზე ასეთ ტონში საუბარი და თითის გაშვერა არ ღირს.

დარწმუნებული ვარ, ჩემს რომელიმე კონკურენტს ან ოცნების წარმომადგენელს ეს რომ დამართნოდა, .. სააკაშვილიდან დაწყებული ბოლო აქტივისტით დამთავრებული ყველას დააბრალებდნენ ამ კონსპირაციაში მონაწილეობას.

ეს ყველაფერი ამ არჩევნების სირთულეს კიდევ ერთხელ გვანახებს. მე არ ვიცი, რას აპირებს ხელისუფლება, რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რის თავიდან აცილება სურთ. თუკი იმაზეა საუბარი, რომ არჩევნების შედეგები გააყალბონ და ამაზე ხმა არავინ ამოიღოს, ეს რასაკვირველია, გამორიცხული ამბავია.

- რას აპირებთ?

- არც ჩვენი მხარდამჭერები (რომლებიც აქ ძალიან ბევრნი არიან) აპატიებენ ვინმეს და არც ჩვენ გავჩერდებით, არავის შევარჩენთ ერთ ხმასაც კი. ჩვენ დავიცავთ ჩვენ აქტივისტებსაც და მიღებულ ხმებსაც.

იგივე ჩემს ოლქში რამდენიმე ადამიანმა ღია ზეწოლაზე  ილაპარაკა. ტელევიზიებსაც სთხოვეს და ეს მედიამაც გააშუქა, შესაბამისი ჩანაწერები არსებობს. მათ შორის ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ადამიანს ჯერ იმით დაემუქრნენ, რომ სოციალურ დახმარებას ჩამოართმევდნენ თუ საერთოდ არ მისცემდნენ. როცა მან ეს ღიად თქვა და შემდეგ სიუჟეტი ტელევიზიებში, მათ შორის რუსთავი ორში გავიდა, მეორე დღეს  უარესად დაემუქრნენ. კონკრეტულად, ერთ-ერთი ადგილობრივი უწყების თანამშრომელი აქტიურობდა.

შემდეგ, ბუნებრივია, საქმეში პოლიცია ჩაერია და რაღაცნაირად ეს სიტუაცია განიმუხტა. მეორე ასევე მედიის წინ რაღაც მოსყიდვის მცდელობაზე საუბრობდა და ბევრი ასეთი ფაქტი არსებობს.

მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არ ვცდილობთ, რომ ასეთი დრამატული სურათი შევქმნათ. მხოლოდ იმ რეალობაზე ვამახვილებთ ყურადღებას, რაც არის. მათ შორის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ვთხოვთ, რომ ბევრი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და ადგილზე ნახოს როგორ წარიმართება საპარლამენტო არჩევნები. მაგრამ თუ ვინმე რომელიმე დონეზე (საარჩევნო კომისიების დონეზე, ეგზიტპოლებით და ..) რაღაცნაირად სხვა სურათის შექმნას ეცდება, რა თქმა უნდა, ამ პროცესს ძალიან დემოკრატიულად, კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში დავიცავთ.

მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებული ვარ. ყველა კვლევა, რომელიც ტარდება (ძალიან კრიტიკული კვლევებიც გვაქვს) მიანიშნებს, რომ სხვა შედეგი არ შეიძლება დადგეს. ეს მოხდება ერთადერთ შემთხვევში, თუ მასობრივად მოსყიდვა, გაყალბება და მისთანები მოხდება. რაც გამორიცხულად მეჩვენება.

მე მაგალითად ქუთაისში ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ რაც უნდა შემოგვთავაზონ, რაღაც რამდენიმე ათეულ ლარზე არავინ გაიყიდება და ტყუილად ამის იმედი ნუ ექნებათო. ასევე პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ რა ფულიც იხარჯება, უმეტესეობა შავ ხვრელში მიდის. ამას რამე შედეგი არ ექნება და სჯობს ფული ამ ხალხმა უკეთეს საქმეს მოახმაროს.

- ივანიშვილის აქტივობას რაც შეეხება; ეკონომიკურ ფორუმზე ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური შეფასებები დააფიქსირონ...

- ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მძიმე ფაქტია და კიდევ უფრო მკაფიოდ ასახავს ამ სასოწარკვეტილ ამბავს. აბა, ახლა როგორ შეიძლება ასე საუბარი? მით უმეტეს, ბიზნესმენებთან, რომელთა უმეტესობა ისედაც მათ ირგვლივ შემოკრებილია. ესე იგი ეს რას ნიშნავს, - ადამიანებს აძალებ, მათზე ზეწოლას ახდენ, ემუქრები, რომ რამე თქვით და აგერ თქვენთან ვარო.

რომ თქვას და ცოტა სხვანაირადაც მოიქცეს, მერე რას იზამს? მოსმენით კი უსმენენ და, რა თქმა უნდა, ამ მეთოდით შეიძლება შეავიწროვონ. მაგრამ ბიზნესსაც უნდა ესმოდეს, რომ ყველა ხელისუფლება სადღაც მთავრდება. ნებისმიერ მთავრობას აქვს ლიმიტი. ოცნების ხელისუფლებას აღნიშნული ლიმიტი ახლა ეწურება.

ამიტომ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მომავალში ყველაფერი სხვაგვარად იქნება. მომავალში უნდა გაიხედონ. ეს ხალხი უკან კი არ იყურება. არ ვიცი, ეს უკან გახედვა კიდევ რას ნიშნავს, არც მომისმენია, თქვენგან გავიგე ამის შესახებ. ეს ადამიანები, ვინც დღეს ოცნების მონა- მსახურები არ არიან და ივანიშვილის კარის ბიზნესმენებად არ ქცეულან, სამომავლოდ წინ უნდა გაიხედონ და თუ ამას გააკეთებენ, ეს გაცილებით სწორი დამოკიდებულება იქნება.

დანარჩენში თვითონ ეს ფაქტი მგონია, რომ დიდი მსჯელობის საგანი გახდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. აღქმული იქნება, როგორც პირდაპირი მუქარა ბიზნესისთვის, რაზეც მე სხვათა შორის ძალიან გული მწყდება. ნამდვილად არ ვფიქრობდი, რომ მოვლენები ასე მიუღებელ კალაპოტში გადავიდოდა. ამიტომ ეს რაღაც ტერმინალური სტადიაა, როდესაც ხელისუფლება ამაზე მიდის.

ახლა კვირიკაშილი თუ ხელს არ უქნევს ბიზნესმენებს და ამას ივანიშვილი აკეთებს, არაფერს ნიშნავს. რა თქმა უნდა, ეს ერთიანი პოზიციაა და დღეს ივანიშვილია სწორედ ხელისუფლება.

ივანიშვილი ასევე ძალიან განიცდის, რომ 250 000 ადამიანი მოტყუებულია და ისევნაციონალურ მოძრაობასუჭერს მხარს...

- აქ მათემატიკაში ვერავის გავეჯიბრები. არსებობს კონკრეტული ფაქტები. ჯერ ერთი, 250 ათასზე გაცილებით მეტი იყო თუ არ ვცდები ბოლო არჩევნებზე და ამას რა მნიშვნელობა აქვს? ახლა, ჩემი აზრით, ამაზე ორჯერ მეტია და შეიძლება კიდევ უფრო მეტიც.

ესენი არიან ადამიანები, ვისაც ამ ხელისუფლების იმედი ნამდვილად არ აქვს და სურს, რომ ამ ქვეყანაში სასიკეთო ცვილებები იყოს. ვისაც მიაჩნია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შეცდომები დაუშვა, დიახ, დაუშვა ეს შეცდომები თავისი ცხრა წლის განმავლობაში, მაგრამ ძალიან ბევრი საქმეც გააკეთა. დღეს ეს გამოცდილება არსებობს, როგორც ძალიან დიდი, პოზიტიური და ასევე გარკვეული ნეგატიური გამოცდილებაც; იქნება ეს სამართლადამცავი სისტემა, ბიზნესთან ურთიერთობაადამიანის უფლებები თუ სხვ.

დარწმუნებული ვარ, ამ შეცდომებს ნაციონალური მოძრაობა აღარ გაიმეორებს.

- მოსახლეობასთან შეხვედრებისას მათი მხრიდან აქცენტი რა მთავარ პრობლემებზე კეთდება?

- მოსახლეობას ყოველდღიურად ვხვდებით. დღეს ქუთაისშიც და მთელ საქართველოშიც არის სიღარიბე. ეს არის დაბალი შემოსავლები, უმუშევრობა, უიმედობა... ქუთაისში მოსახლეობის განწყობა იმგვარია, რომ ქალაქში აქტიური ცხოვრება პრაქტიკულად არ მიმდინარეობს, ბევრი რამ ჩამკვდარია.

ვიღაცები ამბობენ, რომ თურმე აქ ტურიზმი ყვავის. აგერ ჩამობრძანდნენ ქუთაისში და ერთად გავიაროთ, სად ნახავთ ტურისტების დიდ ჯგუფებს? რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ყველა ყველა საწარმოს შემოსავლები შემცირებული აქვს, რაც მთლიანად აისახება ქალაქის, ადამიანების ცხოვრებაზე.

მოქალაქეებს ძალიან უჭირთ სამედიცინო ნაწილშიც. ვერ ყიდულობენ მედიკამენტებს, რომელიც ძალიან გაძვირებულია. ის გარკველი ოპერაციები, რომლებიც ნაწილობრივ ფინანსდება, იქაც თანაგადახდა საკმაოდ დიდია და ადამიანებს ამის საშუალება არ აქვთ.

ჩემს ოფისში დღე არ გავა რამდენიმე ადამიანი არ მოვიდეს ჯანდაცვის სერიოზული პრობლემებით. იმის გამო, რომ თუნდაც იმ ნაწილს (თანაგადახდა) ან სხვა გამოკვლევებს ვერ აფინანსებს, რომელიც არ ფინანსდება

ზოგადად, როდესაც ეკონომიკის შემცირებაზე და გაღარიბებაზე ვლაპარაკობ, ეს ყველაფერს ქალაქს ეტყობა. მათ შორის, თუნდაც ბინის, სახლის ფასებზე აისახება. თუ 5-6 წლის წინ რაღაც ქონების, პირობითად ბინის ფასი 30-40-50 ათასი ღირდა, დღეს ეს ყველაფერი განახევრებულ-გამესამედებულია და, შესაბამისად, მათი შესაძლებლობებიც ძალიან შემცირებულია.

ბევრს ბინა დაგირავებული, იპოთეკით ჩადებული აქვს, მიზეზს ვეკითხები. ბევრი ამბობს, რომ წინა ხელისუფლებისას უფრო ოპტიმისტური განწყობა იყო ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებით, კრედიტებს იღებდნენ და .. მაგრამ ძალიან ბევრს სტიმული მისცა ივანიშვილის დაპირებამ უფასო ფულზე, დაბალპროცენტიან კრედიტებზე და .. ამან ძალიან ბევრს ვალების აღება გააბედინა და შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. დღეს ბევრი ეს ადამიანი მოტყუებული და სასოწარკვეთილია. ასეთი პრობლემები თვალშისაცემია.

რაც ყველაზე მთავარი და დიდი იდეაა (რისთვისაც აქ ვარ და მაჟორიტარულ ოლქში კენჭს ვიყრი), ეს ქუთაისის პოლიტიკურ ცენტრად ფორმირება, მისი რეალურად საპარლამენტო დედაქალაქად ქცევა და ამასთან დაკავშირებული მეტი ინვესტიცია, ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გამარჯვების შემთხვევაში ამას შევძლებთ.            

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია