მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა ახალი გზავნილებით ესტუმრა დიტერ ბოდენი თბილისსა და სოხუმს? - 25 ოქტომბერი 2016

„ყველა ურთიერთობა, რომელსაც აფხაზური მხარე საერთაშორისო საზოგადოებასთან განახორციელებს, საქართველოს გავლით უნდა მოხდეს.“

myrights.ge

გაერო- გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში დიტერ ბოდენი (რომელიც სოხუმში იმყოფებოდა) აცხადებს, რომაფხაზები ევროპელები არიან და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროპასთან უფრო ცოცხალი ურთიერთობების აღსადგენად“. როგორც ბოდენმაეხო კავკაზასთანინტერვიუში თქვა, ის აფხაზეთში გერმანული ფონდისბერგჰოფისმიწვევით, ბიოგრაფიულ სალონში მონაწილეობის მიზნით ჩავიდა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

იყო მწვავე კონფლიქტი და ომი. ახლა, მე მგონია, რომ უკვე აღარ არის სამხედრო მოქმედებები, არ არის მსხვილი ინციდენტები კონფლიქტის ზონაში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. სიტუაცია მთლად ნორმალური არ არის. როდესაც ენგურს ვკვეთ, ვხედავ, რომ იქ რაღაცნაირი არანორმალური სიტუაციაა. აფხაზეთი გარკვეულწილად იზოლაციაში იმყოფება.

მე მგონია, რომ აფხაზები ჩვენი ახლობელი ერია, ისინი ევროპელები არიან, ევროპას ეკუთვნიან. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროპასთან უფრო ცოცხალი ურთიერთობების აღსადგენად. ჩვენ ვიცით, რომ ეს პოლიტიკური პრობლემაა. აქ ყველამ უნდა შევიტანოთ წვლილი, რომ უფრო ნორმალურ სიტუაციაზე გადავიდეთ“, - აცხადებს ბოდენი.

იგი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის იზოლაციის შესაცვლელად ევროპამ გზები უნდა გახსნას.

ამ თმაზექრონიკა პლუსიექსპერტ ირაკლი ცქიტიშვილს ესაუბრება:

- დიტერ ბოდენი ბოლო წლების განმავლობაში აფხაზებს ევროპულ საზოგადოებასთან ძალიან დიდ ადვოკატირებას უწევს. ეს მის ყველა საქმიანობაში გამოჩნდა, რასაც კი ეწეოდა. ჩვენ გვახსოვს, რომ წინა ხელისუფლებამ ის ერთი პერიოდინონ-გრატადაცკი გამოაცხადა. რადგან ძალიან ცდილობდა აფხაზური პოზიციები გაეძლიერებინა და სულ სხვა მიმართულება მიეცა ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისთვის.

ფაქტობრივად, ეს ბოლო განცხადება მთელი იმ პროცესის გაგრძელებაა, რომელსაც დიტერ ბოდენი აფხაზურ კონფლიქტთან მიმართებაში ეწეოდა. მე პირადად ეს არ გამკვირვებია. უბრალოდ, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, თუ რატომ მიიჩნევა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დიტერ ბოდენი აფხაზური სეპარატიზმის ერთ-ერთი აპოლოგეტად.

- ეს ბოლო გზავნილი კონკრეტულად რას ითვალისწინებს?

- მისი გზავნილი შემდეგნაირად იკითხება, რომ აფხაზებს ევროპულ საზოგადოებაში საკუთარი თავის წარმოსაჩენად ხელი უნდა შეეწყოს. რომ  ეს სხვადასხვა მიმართულებით უნდა მოხდეს. მაგალითად, ახლა აფხაზების წინაშე პრობლემა დგას, რომ თავიანთი პასპორტებით ევროპაში ვერ ხვდებიან. ვფიქრობ, სწორედ ამ თემაზე იყო საუბარი.

ყველა შეხვედრაზე, მათ შორის ჟენევაშიც აფხაზური მხარე ამ საკითხს სწევს, რომ აფხაზებს ევროპაში და ამერიკაში მოგზაურობისთვის სირთულეები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ რუსული პასპორტები გააჩნიათ. მაგრამ სოხუმში გაცემულ პასპორტებში მათ ვიზებს არ ურტყამენ.

ეს მათთვის ერთ-ერთი პრობლემაა და ყველა შეხვედრაზე ამ თემას წინ წამოწევენ ხოლმე. ამიტომ დარწმუნებული ვარ, სწორედ ამას ეხებოდა დიტერ ბოდენის განცხადება, რომ ევროპულმა ქვეყნებმა აი ამ ვიზებთან დაკავშირებით უფრო დამთმობი პოლიტიკა უნდა გაატარონ.

მეორე, ვფიქრობ ამ განცხადებით ბოდენი ევროპას მოუწოდებს აფხაზების მიმართ უფრო მეტად გამგები გახდნენ; უფრო მეტად დამთმობნი იყვნენ და ხელი არ შეუშალონ იგივე ევროპულ გამოფენებში მონაწილეობას და აქტივობებსბოდენის განცხადების შინაარსი სწორედ ასე იკითხება.

- მაგრამ მისი პოზიცია რამდენად თანხვედრაში მოდის სტატუსის, ოკუპაციის პრობლემატიკასთან?

- ჩემი და, ალბათ, საზოგადოების უდიდესი ნაწილის პოზიცია ის არის, რომ ყველა ურთიერთობა, რომელსაც აფხაზური მხარე საერთაშორისო საზოგადოებასთან განახორციელებს (ეს ევროპა იქნება თუ ამერიკა) საქართველოს გავლით უნდა მოხდეს. სწორედ ეს არის მიმართულება, რომელიც ჩვენ სახელმწიფოს ბოლო წლები ამ კონფლიქტებთან მიმართებაში უკავია.

ყველა ის მოქმედება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და ადრეც ხორციელდებოდა (ეს იყო ლესეპასეს დოკუმენტებთან დაკავშირებით), სწორედ იმიტომ კეთებოდა, რომ აფხაზებისთვის ფანჯარა ქართული სახელმწიფო ყოფილიყო. ანუ ფანჯარა ევროპასა და ამერიკაში.

მაგრამ აფხაზები ყველანაირად ცდილობენ გვერდი აუარონ ქართველებთან ურთიერთობას. მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი პასპორტებით არსად არ უშვებენ და ყველგან მხოლოდ რუსული პასპორტებით დადიან, მაინც მათთვის უფრო პრიორიტეტულია სწორედ საქართველოს გვერდის ავლით მოხვდნენ ევროპაში; რათა დაფიქსირდეს, რომ ისინი საქართველოს ნაწილი არ არიან.

ჩვენი პოლიტიკა პირიქითაა. როგორმე უნდა მოვახდინოთ და ყველგან-ყოველთვის დავაფიქსიროთ, რომ აფხაზები საქართველოს ნაწილი არიან.

ეს ორი მიმართულება, ჩვენი და აფხაზების ერთმანეთის საწინააღმდეგოა და აქ საერთო ენა ვერ გამოინახა. უბრალოდ, კარგია ის მომენტი, რომ ევროპული პოლიტიკა არაღიარების პოლიტიკაა. ეს ჩვენ მიმართულებასთან თანხვედრაშია და გინდა ამ სავიზო პრობლემებით  (ასევე სხვა პრობლემებით, რომლებიც აფხაზებს ევროპაში მოგზაურობით ექმნებათ), ხელს უწყობენ, რომ აფხაზებმა საქართველოს მხარეს გამოიხედონ. მაგრამ მეორე მხრივ, ეს მათში გარკვეულ აგრესიულობას წარმოქმნის.

ამიტომ ეს ისეთი საკითხი და პრობლემაა, რომელშიც ალბათ საერთო ვერ გამოინახება. ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებით ნებისმიერი დათმობა გარკვეულწილად მათი აღიარების ტოლფასი იქნება. ხოლო მათი მხრიდან ნებისმიერი დათმობა და კავშირები თბილისთან იმის აღიარება იქნება, რომ ისინი ცნობენ თბილისის გავლენას აფხაზეთზე.

ასე რომ, ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო საკითხი ჩვენ შორის ყოველთის იდგება.

- თავად ბოდენი რომელი ევროპული წრეების წარმომადგენელია და რა კავშირები აქვს თბილისთან და სოხუმთან?

- დიტერ ბოდენი მოქმედებები უფრო იმაზე მეტყველებს, რომ ის დაახლოებულია წრეებთან, რომლებზეც სერიოზული რუსული გავლენაა. ეს პოლიტიკა, რომ აფხაზები დაუკავშირონ, გააცნონ ევროპულ საზოგადოებას, სწორედ რუსული პოლიტიკის გაგრძელებაა.

ისევე, როგორც რუსეთი ჟენევის მოლაპარაკებებზე მუდმივად ითხოვს, რომ აფხაზებს მიეცეთ ამერიკული ვიზები იმისთვის, რომ ისინი წარდგნენ გაეროს ტრიბუნაზე და ..

ამიტომ დიტერ ბოდენის მიერ შემოთავაზებული პოლიტიკა რუსულ გზავნილებთან გარკვეულ თანხვედრაშია. თან გერმანულ საზოგადოებაში რუსული გავლენა საკმაოდ სერიოზულია. ვფქირობ, რომ ბოდენი სწორედ ამ ჯგუფის წარმომადგენელია.

- სოხუმსა და თბილისში ის ძირითადად რომელ წრეებს ეყრდნობა?

- მე არ ვიცი ის რა წრეებს ეყრდნობა თბილისში და სოხუმში, რასაკვირველია, ის იქაურ დე-ფაქტო ხელმძღვანელობასთან ურთიერთობს.

- აფხაზებისთვის ამერიკული ვიზები ახსენეთ, რამდენად სერიოზულია ამაზე აქცენტის გაკეთება?

- საუბარია არა აფხაზურ პასპორტში ამერიკული ვიზების ჩარტყმაზე, არამედ აქცენტი იმაზეა, რომ მათ ვიზებს ისევ და ისევ რუსულ პასპორტებში არ აძლევენ. იმ რუსულ პასპორტებში, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე არის გაცემული. აფხაზები სწორედ ამ პასპორტებში ითხოვენ, რომ ჩაურტყან ამერიკული ვიზები და იმოგზაურონ.

ეს პირველ რიგში იმისთვის სურთ, რომ გაეროს ტრიბუნაზე მოსახვედრად გამოიყენონ. ამ მხრივ ამერიკული არაღიარების პოლიტიკა მოქმედებს. ვიცით, რომ ამერიკა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება და მისი პოლიტიკა ამ თვალაზრისითაც ყოველთვის ჩვენთან თანხვედრაში იყო.

ალბათ, გარკვეულ პირებს მაინც აძლევენ ასეთ ვიზებს ან, ყოველ შემთხვევაში, იქ ხვდებიან პასპორტებით, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე არ არის გაცემული. მაგრამ აფხაზეთში გაცემულ პასპორტებთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ. ამიტომ ეს განცხადებებები სწორედ ამ პასპორტებს ეხებოდა და ასტამურ ტანიამ დააზუსტა კიდეც, რომ სწორედ ამაზე იყო საუბარი.

ამერიკის ელჩის განცხადება ზოგადი დიპლომატიური იყო და პოზიციას გამოხატავდა, რომ შეერთებული შტატები მხრს უჭერს ჩვენ სუვერენიტეტს და ეს პოზიცია უცვლელია.

- ქართულმა დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინულ რეზოლუციებს მხარი არ დაუჭირა; გარკვეული ახსნა-განმარტებების მიუხედავად, ეს დამოკიდებულება როგორ შეიძლება შეფასდეს?

- ქართული დელეგაციის მოქმედება იმ პოლიტიკის გაგრძელება იყო, რომელსაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ვხედავთ. ადრე ყველა ტრიბუნაზე, აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე ჩვენთვის პრიორიტეტი სწორედ კონფლიქტური საკითხები იყო; რუსეთის აგრესია და ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას ეხებოდა; მათ შორის უკრაინის თემაც სწორედ ამ ჭრილში განიხილებოდა.

მაგრამ ამ ბოლო დროს როგორც ჩანს, ჩვენ საგარეო პოლიტიკაში სხვა პრიორიტეტებია. თვითონ ეს მოქმედება ისე ჩანს, რომ საქართველოს დელეგაციამ კვერი დაუკრა რუსეთის პოლიტიკას, როდესაც უკრაინულ მხარეს მხარი არ დაუჭირა.

თუ კვაჭანტირაძის ახსნა-განმარტებებს დავუჯერებთ, ისინი შემდეგ წერილობით შეუერთდნენ და .. მაგრამ მათ ღიად არ დააფიქსირეს რუსეთისადმი წინააღმდეგობა და ეს ცუდია საქართველოსთვის.

ვიცით, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა სხვა პოლიტიკას ატარებს რუსეთთან მიმართებაში, ვიდრე წინა. მაგრამ ის საერთო ინტერესი, რომელიც ჩვენ და უკრაინას გაგვაჩნია, საერთო ღირებულებები, რომლისთვის ვიბრძვით, შეუძლებელია პრიორიტეტული არ იყოსამიტომ პრიორიტეტულია მუდმივად იმის ხაზგასმა, რომ რუსეთი აგრესორია და ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს.

სხვათა შორის, სწორედ ამ პოლიტიკის გამო მომრავლდა ფაქტები, როდესაც ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო პოსტ-ფაქტუმ რეაგირებს ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელსაც აფხაზეთის და ცხინვალის სეპარატისტული მთავრობები ატარებენ ევროპის ქვეყნებში. ეს ეხება იგივე გამოფენებში მონაწილეობას და .. ვერაფრით დალაგდა ის მომენტი, რომ ამის არდაშვება და ალაგმვა წინასწარ მოხდეს. იმისთვის, რომ მერე არ იყოს აღნიშნულ თემაზე ხმაური.

ამიტომ მათი პოსტ-ფაქტუმ მოქმედება მაფიქრებინებს, რომ ეს საკითხი პრიორიტეტული არ არის და მხოლოდ მაშინ რეაგირებენ, როცა საზოგადოებაში ამაზე გარკვეული შეშფოთება ჩნდება. არის კიდევ ფაქტები, რომლებიც საზოგადოებადე არ მიდის, ამის შესახებ არ ვიცით.

როგორც ჩანს, საგარეოსთვის, ისე ზოგადად მთავრობისთვის უფრო პრიორიტეტული ეკონომიკური ურთიერთობები გახდა, ვიდრე ეს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემატიკაა.

- იგივე უკრაინასთან მიმართებაში კოორდინაციის ასეთი ტიპის აცდენები რას მოგვიტანს?

- ამის ყველაზე ნათელი მაგალითი რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები იყო. ჩვენ ვიცით, რომ ეს არჩევნები ჩატარდა როგორც ანექსირებულ ყირიმში, ასევე ჩვენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. უკრაინამ იმდენი შეძლო, რომ ყირიმის საკითხზე მთელი მსოფლიო აალაპარაკა. შეძლო ის, რომ ბევრმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ არ ცნობს ყირიმში ჩატრებულ კენჭისყრას და იქ არჩეულ დეპუტატებს.

მაგრამ ამ პროცესში არცერთხელ, არსად, არაფერი არ თქმულა არაფერი საქართველოს შესახებ. თუ არ ჩავთვლით ერთ ფარატინა განცხადებას, რომელსაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და უფრო იმისთვის იყო გაკეთებული, რომ შიდა მომხმარებელი დაეწყნარებინათ. მაგრამ ასე მაინც არ მოხდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ მიმართულებით რაიმე სხვა საქმიანობა არ უწარმოებია. არც მანამდე, სანამ ეს არჩევნები ჩატარდებოდა არც იმის მერე, რაც ეს კენჭისყრა შედგა.

არადა, სავსებით შეიძლებოდა ამ ყირიმის თემასთან ერთად, აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი დამდგარიყო, ასევე ცხინვალში ჩატარებულის. ანუ რა გამოვიდა? აფხაზეთის ტერიტორიაზე საერთოდ ასეთი რამ მოხდა, - აცხადებენ, ჩვენ დამოუკიდებლები ვართო და ამ დროს მათი ხელისუფლება რუსეთის სახელმწიფო დუმის, ანუ სხვა სახელმწიფოს დეპუტატებს ხმას აძლევდა, ირჩევდა. ანუ უხეშად რომ ვთქვათ, რაც  მიაჩნიათ, რომ აქვთ, ვითომ დამოუკიდებლობა, ისიც კი ამით ეჭვქვეშ დააყენეს.და ამაზე ჩვენ არაფერს არ ვამბობთ. ამაზე ჩვენ თვალები დავხუჭეთ, მსოფლიო არ ვალაპარაკეთ, იქადე არ მივიტანეთ, ეს საკითხი საერთოდ არ დავაყენეთ.

როდესაც ამას ჩვენ თვითონ არ ვაკეთებთ, არც უკრაინა, არც ევროპა, არავინ მოიხედავს ჩვენკენ. საერთოდ, ეს საკითხი არცერთ ფრონტზე აქტუალური არ იქნება. მარტო იმით, რომ  რუსეთს არ ვაწყენინოთ, შევამციროთ რიტორიკა და ოკუპანტი არ დავარქვათ, ამ გზით ჩვენ პრობლემებს ვერ გადავწყვეტთ.      

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია