მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ დატოვა „არემჯი გოლდის“ პროფკავშირების თავმჯდომარემ თანამდებობა და პროფკავშირების რიგები? - 28 ოქტომბერი 2016

„სამწუხაროდ დაიყოლიეს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ირაკლი პეტრიაშვილის დისკრედიტაცია მოეხდინა“

myrights.ge

კომპანიაარემჯი გოლდისპროფკავშირების თავმჯდომარემ, ჯონი რთველაძემ თანამდებობა და პროფკავშირების რიგები დატოვა. როგორც ოქროს მომპოვებელ კომპანიაში განაცხადეს, რთველაძე პროფკავშირების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს და მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტს თამაზ დოლაბერიძესნაციონალური მოძრაობისინტერესების გამტარებლად მიიჩნევს. მათივე ინფორმაციით, „არემჯი გოლდისპროფკავშირების ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ პეტრიაშვილი და დოლაბერიძე კომპანიაარემჯიშიდესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობდნენ, რაც მისთვის მიუღებელია.

მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო პროფკავშირების რიგები. ჩემთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი და საბოტაჟის მოწყობის მცდელობა, რასაც ეწევიან პეტრიაშვილი და დოლაბერიძე. ისინი თავიანთი ქმედებებითნაციონალურ მოძრაობასემსგავსებიან, რასაც ვემიჯნები. ვტოვებ პროფკავშირების რიგებს, რადგან მიმაჩნია, რომ პროფკავშირები არ უნდა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული და უნდა იყოს დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ორგანიზაცია“, - განაცხადა რთველაძემ.

ქრონიკა პლუსიამ თემაზე საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტ, თამაზ დოლაბერიძეს ესაუბრება.

- ბატონო თამაზ, რატომ დატოვა კომპანიაარემჯი გოლდისპროფკავშირების თავმჯდომარემ, ჯონი რთველაძემ თანამდებობა?

- ყოველ შემთხვევისთვის, რა მიზეზიც მან პრესკონფერენციაზე დაასახელა, არარეალური და აბსურდულია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო მის მიერ მოფიქრებული, არანაირი მიზეზი არ ჰქონდა ეს გაეკეთებინა.

მასთან ბოლო საუბარი ფეისბუქით მიმდინარე წლის 30 სექტემბერს მქონდა, ანუ ერთი კვირით ადრე, ვიდრე პრესკონფერენციას გამართავდა. ხანმოკლე საუბარი შედგა ჩემსა და მას შორის. მოვიკითხეთ ერთმანეთი, ოჯახები და ასევე თითო წინადადებით შემოვიფარგლეთ ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით.

მინდა აღვნიშნო, რომ მას რაიმე მსგავსი არც პირდაპირ და არც მინიშნებით არაფერი უთქვამს. მისი პრესკონფერენცია დაგეგმილი იყო კომპანიის ადმინისტრაციის მიერ და ჯონი რთველაძე სამწუხაროდ დაიყოლიეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მას ირაკლი პეტრიაშვილის დისკრედიტაცია მოეხდინა.

რამდენადაც იცით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების გამგეობის გადაწყვეტილებით ირაკლი პეტრიაშვილი კენჭს იყრიდა ისნის რაიონის ვაზისუბნისა და მე-8 ლეგიონის დასახლების მე-8 მაჟორიტარულ ოლქში, როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი.

და თუ რის ფასად დაიყოლიეს ჯონი რთველაძე, ამის გამოცნობა თქვენთვის მომინდვია.

ჯონი რთველაძე იყო პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ლიდერი, რომელსაც არ უშვებდნენ ქარხნის ტერიტორიაზე, რომელზეც ხორციელდებოდა თვალთვალი და დევნა კომპანიის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და დაცვის სამსახურების წარმომადგენლების მხრიდან. ამ ფაქტების შესახებ ინფორმირებული გვყავდა პრემიერ-მინისტრის აპარატი, სახალხო დამცველის აპარატი და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო.

აღსანიშნავია, რომ პროფკავშირსა და კომპანიას შორის მიმდინარეობდა მედიაციის პროცესი და კომპანიამ უბრალოდ თავისი მრავალნაცადი ხერხი გამოიყენა. იგი, როგორც ყოველთვის, ცდილობს საქართელოს პროფკავშირებისა და დარგობრივი პროფკავშირების ლეგიტიმაციის ხარისხი შეასუსტოს, რეპრეზენტატიულობის ხარისხის შემცირების ხარჯზე.

ვფიქრობ, სწორედ ეს იყო ჯონი რთველაძის პრესკონფერენციის ჩატარებისა და მის მიერ გაკეთებული განცხადებების რეალური მიზეზი.

- ჯონი რთველაძე პროფკავშირების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს და თქვენნაციონალური მოძრაობისინტერესების გამტარებლად მიგიჩნევთ, როგორია ამაზე თქვენი პასუხი?

- საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ვფიქრობ ყველაზე აპოლიტიკური ორგანიზაციაა ქვეყანაში და ეს ყველაზე კარგად ჯონი რთველაძემ იცის. იგი საკმაოდ კარგად იცნობს პროფკავშირის შიდა სამზარეულოს და თავადაც ამ სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი იყო.

ჯონი რთველაძე ინტენსიურად მონაწილეობდა საქართველოს პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ არამარტო აქტივობებში, არამედ ზოგიერთი აქტივობისა და სტრატეგიული პროგრამების დაგეგმვაშიც. მან ზუსტად იცის, რომ არამხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან, არამედ არცერთ პოლიტიკურ სუბიექტთან, პარტიასთან, ბლოკთან თუ პოლიტიკოსთან არაფერი გვაკავშირებს.

უფრო მეტიც, 2014 წლის კაზრეთის გაფიცვის დროს ჯონი რთველაძე ჩემთან ერთად მონაწილეობდა აქტივობებში, რომელთა საშუალებითაც ვცდილობდით გაფიცვის პროცესისთვის ჩამოგვეშორებინა პოლიტიკურ ქულებზე მონადირე პარტიები და პოლიტიკოსები; რომელთა ჩართულობასაც მუშათა გაფიცვა გადაყავდა არაპროგნოზირებად პოლიტიკურ პროცესებში, რაც გაფიცვის საბოლოო შედეგებისთვის ზიანის მომტანი იქნებოდა.

- „არემჯი გოლდისპროფკავშირების ყოფილი თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ პეტრიაშვილი და დოლაბერიძე კომპანიაარემჯიშიდესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობდნენ, რაც მისთვის მიუღებელია...

- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კომპანიასთან მედიაციის პროცესი ჯერ დასრულებული არ არის და ჩვენ ამ პროცესს მაქსიმალური პასუხისმგებლობით ვეკიდებით. მიუხედავად იმისა, რომ მედიაცია რთულად მიმდინარეობს და ჯერჯერობით შედეგების გარეშე, მიგვაჩნია, რომ საქართველოში სხვა მექანიზმი დამსაქმებელთან სოციალური დიალოგის საწარმოებლად არ არსებობს.

თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ წერილობითი ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან იმის შესახებ, თუ როგორ ეკიდება საქართველოს პროფკავშირი მედიაციის პროცესს და ჩვენი მხრიდან ქონია თუ არა ადგილი ისეთ ქმედებას, რომელიც ხელს შეუშლიდა მედიაციას.

რთველაძეს არ დაუსახელებია ამის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი და ვერც დაასახელებდა, რადგან დესტაბილიზაციას რომ თავი დავანებოთ, არ გაგვიკეთებია განცხადებაც კი კომპანიის წინააღმდეგ და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მედიაციისთვის არ შეგვეშალა ხელი. კომპანიამ კი ჩვენს ამ დამოკიდებულებას რითაც უპასუხა, თავადაც ნახეთ

- „არემჯი გოლდშირა პრობლემებზე საუბრობთ პროფკავშირები და რა გახდა ამ ტიპის განცხადებების საფუძველი?

- კომპანიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს იმედის თვალით ვუყურებდით, რადგან მედიაციის პროცესში მოხდა ჩვენსა და ადმინისტრაციის დირექტორის, კახა ჟღენტის შეხვედრა მედიატორის თანდასწრებით. შეხვედრა შრომის სამინისტროში გაიმართა და მხარეები ურთიერთანამშრომლობის წინასწარგანზრახულობების შესახებ შევთანხმდით.

თავის მხრივ კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აპირებენ ხელფასების მომატებას საშუალოდ 100-100 ლარით და კვების ობიექტის სადღეღამისო მუშაობის ორგანიზებას მაქსიმალური დოტაციით. მისი მხრიდან ასევე გაიცა პირობა, რომ პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებს აღარ ექნებოდა ადგილი და უახლოეს მომავალში განვაახლებდით საუბარს ჯონი რთველაძის საწარმოს ტერიტორიაზე შესვლისა და წევრებთან კონტაქტის საშუალების მიცემასთან დაკავშირებით.

ამ შეხვედრის შემდეგ კახა ჟღენტი კომპანიიდან წავიდა და მედიატორმა გვირჩია გავსულიყავით გენერალურ დირექტორზე და მასთან გვეწარმოებინა მოლაპარაკებები. სწორედ ეს ვთხოვეთ ჯონი რთველაძეს, რომ მუდმივი კონტაქტი ჰქონოდა დირექტორის ასისტენტთან, რათა მომხდარიყო შეხვედრის ორგანიზება.

საბოლოო ჯამში, პრობლემები შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: „არემჯიარის კომპანია, რომელმაც საწარმოში დასაქმებულებს წაართვა საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო კონვენციებით და ეროვნული კანონმდებლობით მინიჭებული პროფკავშირის წევრობის უფლება.

კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განახორციელეს დევნა, ზეწოლა, იძულება და მუქარა პროფკავშირის ადგილობრივ ლიდერებსა და აქტივისტებზე, რითაც დაარღვია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N87 კონვენცია.

კომპანიამ არ შეასრულა 2014 წლის თებერვლის გაფიცვის დროს პროფკავშირთან დადებული შეთანხმება.

კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მის ფარგლებში არ არსებობდეს პროფკავშირი როგორც მისგან დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რითაც არღვევს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N98 კონვენციას.

კომპანია, რომლის პროფილიც მხოლოდ წიაღისეულის მოპოვება და გადამუშავებაა, ცდილობს გავლენა იქონიოს დაბა კაზრეთში მიმდინარე სამოქალაქო პროცესებზე, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის გზით ცდილობს მოახდინოს დასახლების სრული უზურპაცია.

ეს ყველაფერი მას ჭირდება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ კაზრეთში არ არსებობდეს არცერთი ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოებრივ საწყისებზე გააკონტროლებს შრომის უსაფრთხოების, შრომით-სამართლებრივ, დასაქმებულთა სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანმრთელობისა და ჰიგიენურ მდგომარეობას და ასევე დააკვირდება კომპანიის მიერ წარმოებული მოპოვებითი და გადამამუშავებელი პროცესების გარემოზე ზემოქმედების ხარისხს.

- რა არის გამოსავალი სიტუაციის გასაუმჯობესებლად?

- საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი ისევე როგორც ყოველთვის, კვლავ აღიარებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დანერგილი სოციალური დიალოგის სტანდარტის უალტერნატივობას და მომხრეა ამგვარი საკითხები წყდებოდეს სოციალური პარტნიორობის ფორმატში.

ჩვენს ამ ინიციატივებს არაღირსეულად პასუხობს კომპანია და ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ ქვეყანაში შესაბამისი ინსტრუმენტები და მექანიზმები საკანონმდებლო დონეზე ძალიან მწირია. არ არსებობს შრომის დაცვის ისპექცია, შესაბამისად სამუშაო ადგილებზე მაღალია პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები.

არ მუშაობს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი სახელმწიფო კომისია, შესაბამისად შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სოციალური დიალოგის სტანდარტის დანერგვა ვერ ხერხდება საწარმოების დონეზე.

პრობლემას ქმნის ის, რომ კომპანიები მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ფინანსურ თუ კორპორატიულ სიძლიერეს, როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე სახელშეკრულებო პერიოდში, რაც ცალსახად იწვევს უფლება-მოვალეობათა დისბალანსს შრომით პროცესებში.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამოსავალი არის ის, რომ ხელისუფლებამ, მთავრობამ, ერთხელ და საბოლოოდ უნდა აიღოს ვალდებულება და სხვადასხვა ძალისა და ინტერესების მქონე საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ურთიერთობები დააბალანსოს. ამისთვის კი უნდა შექმნას საკანონმდებლო და აღმასრულებელი მექანიზმები.

ბრალდებებს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ვაზისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი პეტრიაშვილი პასუხობს:

- მე ვპასუხობ კომპანიაარემჯი გოლდსდა არა ამ კომპანიის აწ უკვე ყოფილ პროფკავშირების თავმჯდომარეს, ჯონი რთველაძეს, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელობამ პროფკავშირების გაერთიანების და პირადად ჩემი დისკრედიტაციის მცდელობისთვის ძალიან უნიჭოდ გამოიყენა.

ჩემთვის ცნობილია, რომ რთველაძის განცხადებას მედიასაშუალებებს გასავრცელებლად სწორედარემჯი გოლდისპრესსამსახური უგზავნის. პირველ რიგში მადლობას ვუხდი კომპანიაარემჯი გოლდს“, რომ კიდევ ერთხელ მომცა საშუალება, როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატს, სხვადასხვა სატელევიზიო ეთერის საშუალებით დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია, თუ რისთვის გადავწყვიტე პროფკავშირებიდან პარლამენტში წასვლა.

სწორედარემჯი გოლდისმსგავსი - სახელისუფლებო კარის ბიზნესკომპანიების წინააღმდეგ ვიბრძოლებ, რომლებიც წინა ხელისუფლების და ამ ხელისუფლების პირობებშიც უხეშად არღვევენ დასაქმებულთა შრომის უფლებებს და უსაფრთხოების ნორმებს. შევახსენებ მათ, რომხელისუფლებასთან მოგვარებული ბიზნესიარ ნიშნავს იმას, რომ ამ კომპანიებში მომუშავე პერსონალმა მონურ პირობებში უნდა იშრომოს.

სანამ ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებში ჩხრეკას დაიწყებენ, კომპანიაარემჯი გოლდსმინდა შევახსენო, რომ მათგან განსხვავებით, არასდროს არ დამჭირვებია კუდის ქიცინი არც ერთ ხელისუფლებასთან და დასაქმებულთა უფლებებისთვის ბრძოლისას არასოდეს წავსულვარ კომპრომისზე.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია